ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. სტატისტიკა: ლევანდოვსკის ციკლი

* შესარჩევ ციკლში 258 მატჩში 675 გოლი გავიდა, საშუალოდ 2,62 გოლი შეხვედრაში.

* 13 გოლით ბომბარდირი პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, აქედან 3 გოლი მან საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა.

* 10-დან 10 თამაში მხოლოდ ინგლისის ნაკრებმა მოიგო, 10-დან 10 თამაში წააგეს გიბრალტარმა და ანდორამ.

* ყველაზე მეტი გოლი ინგლისურ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა გაიტანეს - 123, შემდეგ მოდის ბუნდესლიგა - 90 და იტალიის ჩემპიონატი - 53.

* კლუბებს შორის ყველაზე მეტად "ბაიერნის" ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი - 33 გოლი, შემდეგ მოდის "რეალი" - 18 და "არსენალი" - 13.

* ლიტველი გიედრიუს არლაუსკისი ერთადერთია, რომელმაც ორი ავტოგოლი მიითვალა.

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, ფინალური ეტაპის 24 მონაწილიდან 20 ცნობილია. თითქოს, ახლა იყო ნიცას კონგრეს აკროპოლისში გამართული კენჭისყრა, რომელმაც 53 ნაკრები 9 ქვეჯგუფად დაყო და 23 საგზურისთვის ბრძოლა დაიწყო. დროა, სტატისტიკას მივმართოთ.

ფინალისტები

საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი გუნდი, ყოველგვარი საკვალიფიკაციო ტურნირიდან გათავისუფლებული იყო. ეს გუნდი მეცხრედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

თუმცა ეს არ არის საუკეთესო შედეგი - მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ევროპის ჩემპიონატზე მე-12-ედ ითამაშებს. აი, ეს კი რეკორდია. თუ საბჭოთა პერიოდს მივუთვლით, რუსეთის ნაკრები მე-11-ედ მიიღებს მონაწილეობას ამ ტურნირზე. მეათე ევროფორუმი იქნება მოქმედი ჩემპიონი ესპანეთისთვის.

9-9 - საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი (ჩეხოსლოვაკიის სამართალმემკვიდრე) და იტალია; 7 - პორტუგალია; 5 - ბელგია, რუმინეთი და ხორვატია; 4 - შვეიცარია და თურქეთი; 3 - პოლონეთი; 2 - ავსტრია. ხუთი ნაკრები დებიუტანტია: ისლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, უელსი, ალბანეთი და სლოვაკეთი.

კენჭისყრისას გუნდები 6 კალათში გაანაწილეს (ჩვენი გუნდი მე-5 კალათში იყო). პირველი კალათიდან ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ ჰოლანდია და საბერძნეთი, ხოლო ბოსნიას ჯერ პლეი ოფი წინ აქვს. მეხუთე კალათიდან ევროსაგზური ერთბაშად სამმა ნაკრებმა მოიპოვა: ჩრდილოეთ ირლანდიამ, ალბანეთმა და ისლანდიამ.

პლეი ოფში განთესილი გუნდები: უკრაინა, ბოსნია, შვედეთი, უნგრეთი. განუთესავები: დანია, ირლანდია, ნორვეგია, სლოვენია.

გუნდური სტატისტიკა

10-დან 10 მატჩის მოგება მხოლოდ როი ჰოჯსონის გუნდმა შეძლო. 9-9 მოგება დაუგროვდათ ესპანეთისა და ავსტრიის ნაკრებებს. 7-მა ნაკრებმა საერთოდ ვერ მოიგო თამაში შესარჩევ ციკლში და მათ შორის ორმა (გიბრალტარი და ანდორა) ყველა ორთაბრძოლა წააგო. მოუგებელ ნაკრებთა შორისაა სომხეთის ნაკრებიც, რაც ცოტა მოულოდნელია, წინა, წარმატებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი კამპანიის შემდეგ.

9 ნაკრები უკომპრომისო იყო, მათ არც ერთი მატჩი არ დაუსრულებიათ ფრედ. მათ შორისაა ჩვენი ეროვნული გუნდი, რომელმაც 3 მატჩი მოიგო, 7 კი დათმო.

რუმინეთისა და ლატვიის ნაკრებებს ყველაზე მეტი ფრე დაუგროვდათ - 5-5. სხვათა შორის, თუ ლატვიას თამაში არ მოუგია, რუმინეთს არ წაუგია. ამიტომაც რუმინეთი ევრო 2016-ზე ითამაშებს, ხოლო ლატვია ბოლო ადგილზე გავიდა.

პოლონეთის ნაკრებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 33, შემდეგ მოდის ინგლისი - 31; ბელგია, გერმანია და შვეიცარია - 24-24. სან მარინოს ნაკრებმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ლიხტენშტეინმა და გიბრალტარმა - 2-2.

ყველაზე მაგარი დაცვა რუმინეთს ჰყავდა - 2 გაშვებული ბურთი. 3-3 გოლი გაუშვეს ინგლისმა და ესპანეთმა. 56 გოლი (!) გაუშვა გიბრალტარის ნაკრებმა. გოლთა სხვაობა მერყეობს +28-დან (ინგლისი) მინუს 54-მდე (გიბრალტარი).

კარისკენ ყველაზე მეტჯერ გერმანიამ დაარტყა - 232, აქედან 95 ზუსტი იყო (ეს მაჩვენებელიც საუკეთესოა). ვინ გააკეთებდა ყველაზე მეტ პასს? რა თქმა უნდა, "ფურია როხა". ესპანელთა ანგარიშზე 6 952 პასია, აქედან 6 395 ზუსტი (ეს მაჩვენებელიც საუკეთესოა), პასების სიზუსტითაც ისინი ყოჩაღობენ, ოღონდ უკვე გერმანიასთან ერთად (92%).

ყველაზე მეტი კუთხური - გერმანია (92), თამაშგარე - შვეიცარია (37), ნაკლები ჯარიმა - 91; ნაკლები გაფრთხილება - გიბრალტარი (9).

ინდივიდუალური სტატისტიკა

შესარჩევი ციკლის ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია (პოლონეთი) 13 გოლით. მას უახლოესი მდევარი, გერმანელი თომას მიულერი 4 გოლით ჩამორჩა. 8-8 გოლი გაიტანეს არტიომ ძიუბამ (რუსეთი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (შვედეთი).

6-6 საგოლე პასით პირველები იყვნენ არკადიუშ მილიკი (პოლონეთი), ვლადიმირ ვეისი (სლოვაკეთი) და სენად ლულიჩი (ბოსნია).

ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა ლევანდოვსკის ანგარიშზეა - 25. მას მხოლოდ ერთით ჩამორჩა გარეთ ბეილი (უელსი), ორით - უეინ რუნი (ინგლისი). ამასთან, ბეილმა ყველაზე მეტი დარტყმა ააცილა კარს - 21.

პასებში ახლოსაც ვერავინ მივა ტონი კროოსთან - 1 058. გერმანელის 1007 პასი ზუსტი იყო (95%). მეორე ადგილზეა სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი) - 745 პასიდან 721 ზუსტი (97%!). ვესლი სნეიდერის მესამე შედეგი - 730 პასი - ჰოლანდიის ნაკრებს დიდად ვერაფერში წაადგა.

ყველაზე ხშირად ჯარიმდებოდა ფინელი პერპარიმ ჰეტემაი - 28, ყველაზე ხშირად კი თამაშის წესებს აზერბაიჯანელი დმიტრი ნაზაროვის წინააღმდეგ არღვევდნენ - 36.

სხვათა შორის, სუპერაქტიური ჰეტემაი ამ ნომინაციაში მეორეა, მის წინააღმდეგ 35-ჯერ იუხეშეს. 6 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო ჰალურ ჰანსონმა (ფარერები). ერთზე მეტი წითელი ბარათი შესარჩევ ეტაპზე არავის მიუღია.

მატჩები

ყველაზე მეტი გოლი გავიდა პოლონეთი-გიბრალტარის (8:1) მატჩში - 9. უგოლოდ დასრულდა შესარჩევი ეტაპის 19 შეხვედრა. ლიხტენშტეინი-მოლდოვის თამაში "სუპერმატჩი" იყო - გუნდებმა ჯამში 46-ჯერ დაარტყეს ბურთი (საუკეთესო შედეგი ციკლში), მაგრამ აქედან კარში მხოლოდ 10 წავიდა, რაც ამ გუნდების ფეხბურთელთა დაბალი კლასის უტყუარი ნიშანია.

ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა განხორციელდა ორ მატჩში (24-24), ერთ-ერთი გიბრალტარი-გერმანია (0:7) იყო, მეორე გერმანია-საქართველო (2:1). ესპანეთი-სლოვაკეთის (2:0) მატჩში გაკეთდა ყველაზე მეტი პასი - 1 136, რომელთა 91% ზუსტი იყო. გერმანია-საქართველო ამ მაჩვენებლით მესამეა - 1 028.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიტველი გიედრიუს არლაუსკისი ერთადერთია, რომელმაც ორი ავტოგოლი მიითვალა
სად არის კალაძე თორემ აჩვენებდა მაგ ლიტველს ვინ არის მაგარი :))
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
"მოიგებს თუ ვერა ხვიჩა "ოქროს ბურთს"? - კროოსმა საკუთარი აზრი დააფიქსირა
"მესის ნაცვლად, 2010 წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებდი" - სნეიდერი
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ფიქრობს თუ არა ფეხბურთში დაბრუნებაზე - კროოსმა კომენტარი გააკეთა
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
მესი სუარესთან ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა - რა მიზნით ეწვივნენ ბაქოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ბუსკეტსის "ნამდვილი მემკვიდრე": რას შემატებს როდრი ბარსელონას?
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
"როცა წააგებ, უნდა გაჩუმდე" - სნეიდერმა "ბარსელონა" გააკრიტიკა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
სერხიო ბუსკეტსი მაიამის "ინტერის" ფეხბურთელი გახდა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
სნეიდერი: "რეალში" ჩემი საუკეთესო მეგობარი არაყი იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
კროოსი: "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს, მაგრამ...
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა