ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან კობიაშვილმა დაიწყო - პრეზიდენტმა სფფ-ის პრობლემებზე ისაუბრა

ლევან კობიაშვილმა დაიწყო - პრეზიდენტმა სფფ-ის პრობლემებზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლევან კობიაშვილის ტელეკომპანია GDS-თან ინტერვიუს მონაკვეთები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ლევან კობიაშვილის ტელეკომპანია GDS-თან ინტერვიუს მონაკვეთები.

სფფ-ის პრეზიდენტი ფედერაციაში არსებულ პრობლემებსა და ვალებზე საუბრობს, რომელიც ფედერაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ აქვს.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, დავალიანებები გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ...

- რუსთავში საფეხბურთო აკადემია გასულ აგვისტოში უნდა გახსნილიყო, მაგრამ სამშენებლო სამუშაოების მხოლოდ 50 პროცენტია შესრულებული. ეს უეფას პროექტია და ვალდებულები ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ...

- ფეხბურთის ფედერაციამ წელიწადნახევრის წინ კლუბებისთვის გადასაცემი 2 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი ერთ-ერთ ევროპულ ბანკში აიღო და ეს ვალი უნდა დაფარულიყო უეფადან მიღებული ფულით...

- საქართველოს ნაკრების მიერ შესარჩევი ციკლისთვის უეფადან 2016 წელს მისაღები თანხა ქართულ ფეხბურთს ვერ მოხმარდება – მთლიანად წავა დავალიანებების დაფარვაზე...

- ვალის ზუსტ ოდენობას მას მერე დავასახელებ, რაც ფეხბურთის ფედერაციაში აუდიტი შემოვა და ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის...

- ჩემს ინტერესებშია, ზუსტად ვიცოდე, რას ვიბარებ, რა იქნება ათვლის წერტილი შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე...

- ქვეყნის ბიუჯეტში ფეხბურთისთვის გათვალისწინებული 7 მილიონი ლარი საკმარისია ხელფასების გასაცემად, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომზადებისა და მგზავრობისთვის. მაგრამ ეს არაა ფეხბურთის განვითარება, ესაა კონკრეტული მიმართულებების ხელშეწყობა...

- არ შეიძლება, ფეხბურთის ფედერაცია არ ინტერესდებოდეს და არ აკონტროლებდეს, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები, რაც კლუბებში არა სფფ-დან, არამედ მუნიციპალიტეტებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შედის.

- 2016 წლიდან სერიოზული მუშაობა გველის კლუბებთან და რეგიონულ ფედერაციებთან მიმართებაში...

- ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიაში ჩემს პროგრამას, ხედვას და სტრატეგიას წარვადგენ. ვისაუბრებთ სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელშეწყობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება განხილვა, შემოთავაზებები...

- სახელმწიფო თანამონაწილეა 2017 წელს საქართველოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების პროექტისა, რაც გამოიხატება თბილისის, გორის, მცხეთისა და რუსთავის სტადიონების რეკონსტრუქციასა და სხვა მრავალ საკითხში. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებელია საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის...

- 1 სექტემბერს, თანამდებობიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა სიჭინავამ უკვე იცოდა, რომ პრეზიდენტი აღარ იქნებოდა და როდესაც უკვე ცნობილი იყო არჩევნების თარიღიც, ტელეკომპანია "ტვ პირველთან" ორწლიანი ვადით 500 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ამ ფაქტს პოზიტივად ვერ მივიღებ. აქ ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან არ ვიცი, ვის ინტერესებში შედიოდა ეს ნაბიჯი. მანამდეც მოქმედებდა ამავე ტელეკომპანიასთან სუპერთასთან დაკავშირებული კონტრაქტი, რომლის მიზანშეწონილობაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არჩევნებამდე გაფორმებული ახალი, ნახევარმილიონიანი ხელშეკრულება კითხვის ნიშნებს ბადებს...

- გარდა "ტვ პირველთან" დადებული ხელშეკრულებისა, ფეხბურთის ფედერაციამ 3 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სხვადასხვა კომპანიასთან ისეთი კონტრაქტები გააფორმა, რომელთა აუცილებლობაც არ არსებობდა. ამ ფაქტებს შევისწავლით და საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით...

• თენგო

მიდი კობი მიაწექი არველაძეები ხომ მოვიშორეთ და.ეხლა იწყება მე2-რე ტაიმი.მაგის ხალხიდან გაწმინდე მაქაურობა და არ ენდო შენი ხალხის გარდა არავის. ხურცილავებმა ძოძუაშვილებმა და ჟვანიამ დაყვინა მაგ მეფულეებმა.რეგიონის ყველა ხემძღვანელი ვინც არ იყო ჩვენი მხარე შეცვალე და პოდხალიმები არ გვინდა.

• zviadi

დაიცკო და ზალიან ცუდათ დაამთავრებს დაიმახსოვრეთ კველამ

• დათო

ბესო ---მაგარი ღვარძლიანი იქნები, შენ ფეხბურთი ისე გაინტერესებს, .... გეტყობა გულგახეული ნაცი ხარ.

• DEVI

ლევან არ დაიწყოთ კოჰაბიტაციის მავნებლური მაგალითის გამეორება. უნდა გამჟღავნდეს ფედერაციაში გამეფებული წინა წლების მანკიერი პრაქტიკა და ყველა დამნაშავე მოიკვეთოს ქართული ფეხბურთიდან, დამსახურების მიუხედავად. სსფ-ში არველაძის კვლავ აღზევება იქნებოდა ძველი პრაქტიკის გაგრძელება და მადლობა ღმერთს ასე, რომ არ მოხდა.

• მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :)))))

1. ქექვას ის აზრი აქვს, რომ თუ არ უთხარი საზოგადოებას რა მოხდა, თუ სიტუაცია არ შეაფასე, გაივლის წლები, მობრუნდებიან "ძველები" და დაგიწყებენ ჭკუის სწავლებას, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს რაც ხდებოდა, სად იხარჯებოდა ეს ფული, სად ილექებოდა და ა.შ. მერე კი შეგეძლება ამ "ძველებს" უთხრა, რომ შენ თუ რამის გამკეთებელი იყავი "ასე და ასე" :))))) ეს აუცილებელია, თან რა გიშლის ხელს, შენ აფასებ იმ სიტუაციას სადაც იმყოფები, რა არის ამაში ცუდი ან არაბუნებრივი? 2. არ ვიცოდით რომ კატასტროფულ დღეში იყო ქართული ფეხბურთი? არ ვიცოდით რომ საქმეს არ აკეთებდნენ? ვისთვის იყო ეს სიახლე? დღეს ისე გამოგვყავს თითქოს კობიმ უსაქმურობით დაიწყო და მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და რომ კობიმ ამათი ძირის გამოთხრა განიზრახა. 3. მე თუ მკითხავთ ამაში სამართალდამცავებიც უნდა ჩაერთონ, რადგან ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, დღეს ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, მაშინ როცა ალბანეთი ჩვენთვის "სასიამოვნო" მეტოქე იყო, გახსოვთ ალბათ შოთის, ქინქის, ნემსოს, ჯამარას, ქეცბას, ცხადაძის, შელიას და ა.შ დროს, დღეს სად ვართ? არ ვიტყვი სად ვართ, რადგან ყველამ კარგად ვიცით სადაც ვართ..... ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ხომ ვხედავთ რომ უკან მივდიოდით თუ მივდივართ. სანამ ბავშვთა ფეხბურთს არ მივხედავთ არაფერი გვეშველება. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფეხბურთი საშუალო ფენისთვის, ასევე ღარიბებისთვის. სახელმწიფო სკოლები თუ არა ყველა დიდ კლუბს ბავშვთა სკოლა უნდა ჰქონდეს სადაც პატარებს აღზრდიან, დღეს კი ეს სფერო ფულის საჭრელი დაზგაა, მეტი არაფერი....

• beso

აბა რაა ჩვეული ტაქტიკაა, დაიწყებენ ვაი ვუი ყველაფერი დანგრეულია ამას ათი წელი მაინც დაჭირდება :დ ბედოვლათმა მეოცნებეებმა ხო ააყვავეს ქვეყანა ეხლა ეს ფეხბურთს ააყვავებს

• midi kobi

კობი, შენ უნდა გაწმინდო, შენკენ არის არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი, არამედ დასავლეთის პრესაც. გერმანელები ძალიან თბილად გახსენებენ. მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ფეხბურთს. (გერმანული პრესიდან). ამ დროს სხვებიც იყვნენ შენამდე გერმანიაში. თუ არ ვარგა მენეჯმენტი, არ ვარგა არც ფეხბურთი და მთელი დანარჩენი რგოლი. ესეა განვითარებულ ქვეყნებში, პირველი რასაც გუნდი და ფედერაცია აკეთებს ძლიერი მენეჯერის ძებნაა, მოყავთ ძლიერი ხალხი, სრულიად უცხო. თუ არ წავიდა საქმე 1-2 წლის მანძილზე გუნდი, ჯობია მენეჯერი თავად გადადგეს, მაინც მოისვრიან, მანამდე მწრვთნელზე ტყდება ჯოხი. მოაშორეთ ვირუსები, გაწმინდეთ. დავალიანება ყოფილა ფედერაციაში, რა არ მესმის, ინტერნეტ-სივრცეში ეწერა რამდენჯერმე, ივანიშვილი დებდა 100 მილიონსო და არ ჩაადებინეს, აქ ვალები აქვთ, იქ კაცი ფულს დებს, ესეთი რამე მარტო საქართველოში ხდება.

• dato devdariani

კობი, გისურვებ წარმატებებს. მხოლოდ ერთს გთხოვ, ვინც ფული შეჭამა, გაფლანგა, წინა ხელმძღვანელობიდან, ხელს ნურავის დააფარებ,თორ მერე შენ მოგეთხოვება ყველაფერზე პასუხი, ხელის დაფარებაზეც.

• ამო

კობი მაგათ ისეთი სისხლი სწყუროდათ შენი და შენი მხარდამჭერების ანუ ჩვენი.რომ თხოვნაა არაფერი აპატიო 0-დან დაიწყე თორემ მერე ყველაფერი შენზე გადატყდება. ჩვენ დამჭერი ხალხი არა ვართ მაგრამ შემმოწმებელი ორგანიზაცია შემოუშვი და ყველაფერი გადამოწმე -შეამოწმე რათა თავის ჩადენილ საქმეზე თვითონ აგონ პასუხი.

• zviad

Bუნებრივია დარღვევები იქნებოდა და ფინანსური მაქინაციები,ვალიც ბევრი დაგროვდებოდა,იმიტომ, რომ ჯიბეებს ისქელებდნენ და ეკიდათ ფეხბურთი.ბევრი დრო არაა სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს გეგმა რომლის მიხედვითაც იმოქმედებს ფედერაცია და ამოძირკვავს კორუფციას,გაყიდულ თამაშებს,არამიზნობრივ ხარჯვას და რაც მთავარია ნაცნობების დაწინაურებას და პრივილეგიების მინიჭებას.პროფესიონალები უნდა მომრავლდნენ ფედერაციაში და გონებით აკეთონ საქმე.ჩამოიყვანონ სპეციალისტები გერმანიიდან და სისტემის აწყობაში დაიხმარონ.

• ზიპო

დაიწყება ეხლა...ისეთი მდგომარეობა დაგვხვდა მინიმუმ 4 წელი უნდა გამოსწორებასო. მორიგ ნარმანიას უნდა ველოდოთ. :(

• davidbe

რატო დამბლოკეეეეედ???!!!რას ვწერდი ტყუილს???!არველაძეს ორმაგად არ უნდოდა წაგება:პირველი,იმისთვის, რომ კიდევ ეჭამა ქართული ფეხბურთისთვის გამოყოფილი თანხები და მეორეც,იმისთვის,რომ თავისი წარსულის ნამუსრალი სააშკარაოზე არ გამოსულიყო!!!ისე,ეს ბოლო ვარიანტი უფრო აშინებდა!!!ეს არის სიმართლე!!მიდი კობი!!!სადაც წვრილია იქ გაწყდეს!!!გერმანული ცივსისხლიანობაა საჭირო!!!ერთხელ და სამუდამოდ არ გადავიდეთ ნამდვილ,სამართლიან და არაკორუმპირებულ რელსებზე!!!!

• ტარიელი

ქექვას თავი დაანებე. საქმე ქენი. რას აპირე ბ ის მაინც გვითხარი

• salome neumann

აბა შენ იცი.

• salome neumann

ლევან გერმანელები უკვე ვარაუდობენ რომ საქართველოს გუნდს შენ უფრო გააძლიერებ აბა შენ იცი.

• soso

მსაჯს რო ხელფასს არ მისცემ,და მწვრტნელ ფეხბურთელს კიდე,რაზე ლაპარაკობენ ვერ ვიგებთთ..........აიგებენ მერე ფულს აბა რას იზამენ?იგივე ფეხბურთელიც და მწვრთნელიცც

• georgiano

კობი ხელი არ გადააფარო არავის, ეს არის გულშემატკივრების თხოვნა. შევიდეს აუდიტის სამსახური, შეისწავლონ დარღვევები და ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სვას მერე სიჭინავამ ციხეში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სადღერგძელო. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილ თანხებს ხრავდა.

• რამაზი

აქამდე ყველამ იცოდა რომ სრული ქაოსი სუფევდა აწი რა იქნება?????

• beso

გნახავთ ერთ წელიწადში აყვავებულ ფეხბურთში :დ ქვეყანა ხო ააყვავ კალაძემ, მაგის დანიშნული კობიაშვილი უარესს იზავს

• roman

აბა სიჭინავამ ვალები სრულად გავისტუმრეთო?! არველაძე წილში ყავდა უეჭველი,მემგონი მატროსოვი ტირის

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ᓥᓐᓠᓗᓣᓚ ᓙᓚᓣᓑᓔᓑᓡ ᓤᓘᓜᓐᓜᓡᓣᓠᓐᓓ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓤᓔᓓᓔᓠᓐᓪᓘᓐ ᓓᓐᓔᓮᓛᓐᓠᓔᓑᓐ

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ფიფა კლუბებს 209 მილიონ ევროს გამოუყოფს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბებმა 2014 წელს ტრანსფერებზე 3.6 მილიარდი ევრო დახარჯეს

აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

აღმასკომმა კლუბების მოთხოვნები ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

კლუბები ევრო 2016-ზე ფეხბურთელების გაშვების სანაცვლოდ 150 მლნ ევროს მიიღებენ

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა

უმაღლესი ლიგის კლუბები სამუშაო შეხვედრაზე სფფ-ში შეიკრიბნენ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...