"ლივერპულმა" ინგსი სეზონის ბოლომდე დაკარგა
ყველას ყურადღება "უაით ჰართ ლეინზე" იქნება მიპყრობილი. მხოლოდ იმიტომ არა, რომ "ტოტენჰემი"-"ლივერპული" მართლაც საინტერესო შეხვედრაა - უშუალო კონკურენტების დაპირისპირება, ანაც იმიტომ, რომ ამ მატჩით მე-9 ტური იხსნება...

მთავარი, თავადაც ხვდებით, ის გახლავთ, რომ გერმანელ მწვრთნელ იურგენ კლოპს მერსისაიდელთა თავკაცის პოსტზე დებიუტი ექნება. მისთვის კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია და კლოპი ყველაფერს გააკეთებს, რომ სულ ცოტა, არ წააგოს.

"კლოპო" ამბიციური და რისკიანი კაცია, ამიტომ, ალბათ, მოსაგებადაც ითამაშებს, მაგრამ თავისი გეგმები და საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკა ექნება მაურისიო პოჩეტინოს. გარკვეული დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ "ლივერპულს" ცოტა უფრო სერიოზული - გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულმა" სეზონის ბოლომდე დენი ინგსი დაკარგა.

ამ გუნდების ბოლო ხუთ დაპირისპირებაში 22 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ მატჩში 4 ბურთზე მეტია. "დეზებისთვის" სამწუხაროდ, აქედან 18 გოლი მათ კარში ვიხილეთ, "ტოტენჰემს" "ენფილდის" ბინადრებთან მიჯრით 5 წაგება აქვს. თუმცა იქამდე იყო 6-მატჩიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც "ლივერპული" ლონდონურ კლუბს ვერ უგებდა - 2 ფრე, 4 წაგება.

ვან გაალმა ნავსი უნდა გატეხოს

ტურში ასევე განსაკუთრებით გამორჩეული დაპირისპირება "ევერტონი"-"მანჩესტერ იუნაიტედია". "გუდისონ პარკზე" "წითელი ეშმაკების" ბოლო სამი ვიზიტი ფიასკოთი დასრულდა. თანაც, ისე, რომ მანჩესტერელებს იმ შეხვედრებში გოლიც კი არ გაუტანიათ - 0:3, 0:2, 0:1.

ლუი ვან გაალმა თავის ბიჭებთან ერთად, პირველ ადგილზე ყოფნას ერთი ტურით გემო გაუსინჯა და ეგემრიელა, მაგრამ პირველზე დარჩენა ადვილი რომ არ არის, ესეც უმალვე გაითავისა. "ევერტონის" ლაზარეთში კვლავაც ბევრი ტრავმირებულია, მაგრამ ფაქტია, "კანფეტები" მაინც მშვენივრად თამაშობენ.

თანაც, "საუთჰემპტონთან", "სიტისთან", "ტოტენჰემთან", "ჩელსისთან" და "ლივერპულთან" თამაში უკვე მოასწრეს, მათი I წრის კალენდარში გრანდებიდან ერთი "მანჩესტერი" და "არსენალი" რჩება.

ჟოზემ უნდა მოიგოს

იდეაში, ადვილი თამაში უნდა ჰქონდეს ვიცე-ჩემპიონ "სიტის", რომელიც "ბორნმუთს" დაუხვდება. მეორე მხრივ, "ალუბლები" ისე თამამად გამოიყურებიან და არაპროგნოზირებადად თამაშობენ, გამორიცხული არაფერია.

საუცხოოდ ათამაშებული ალექსის სანჩესით შეიარაღებული "არსენალი" კიკე სანჩეს ფლორესის "უოტფორდს" ეწვევა. მიუხედავად "მეთოფეების" მიზნების, ფავორიტობისა და იმისა, რომ "მანჩესტერთან" მათ არაამქვეყნიური ფეხბურთი ითამაშეს, ნურავინ იტყვის, არსენ ვენგერს ადვილი გამარჯვება ელოდებაო.

პრემიერლიგის ურთიერთშეხვედრებს თუ ავიღებთ, გაგიკვირდებათ და, უოტფორდელებს "არსენალთან" დადებითი ბალანსი აქვთ - 8 მოგება, 7 წაგება, 1 ფრე.

"ჩელსი" "ასტონ ვილას" მასპინძლობს და "სტემფორდ ბრიჯზე" უსუსურად მოთამაშე ბირმინგემელებსაც თუ ვეღარ მოუგო, ჟოზე მოურინიო შეიძლება, მართლაც გაუშვან.

დიდი სემი იწყებს

სემ ელარდაისი დიდი ხანი, არ იყო პრემიერლიგას ჩამოშორებული, ახლა მან რთული მისია - "სანდერლენდის" გადარჩენა - ითავა და გაუჭირდება პირველი მატჩის მოგებაც, რადგან მეტოქედ თვით ტონი პულისი ეყოლება, მაგრამ "დიდი სემი" შეეცდება, "შავ კატებს" უმალვე ახალი სული შთაბეროს და ტაქტიკურადაც არ ჩამორჩეს პულისს.

კიდევ ერთი მოუგებელი გუნდი "ნიუკასლი" "ნორვიჩს" მასპინძლობს, ეს აუცილებლად მოსაგები თამაშია. სტივ მაკლარენის "კაკაჭებმა" "იადონებს" უნდა აჯობონ, ეს შესაძლოა, ჯორდებისთვის მიმდინარე სეზონში გარდამტეხი მომენტიც კია, მიუხედავად ასეთი ადრეული სტადიისა.

IX ტური

შაბათი. 17 ოქტომბერი

ტოტენჰემი-ლივერპული 15:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სონი, მეისონი, პიტჩარდი - ფირმინო, ბენტეკე, ლოვრენი, ფლენეგანი, ჰენდერსონი, ინგსი

ბოლო 6 მატჩი

+3 =3 -0 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 144 თამაში: +41 =35 -68 (164-234)

ჩელსი-ასტონ ვილა 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კურტუა - ა. ტრაორე, აგბონლაჰორი, გარდნერი, ოკორე

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +0 =1 -5

ურთიერთშეხვედრები

სულ 136 თამაში: +53 =32 -51 (208-202)

სიტი-ბორნმუთი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კომპანი, დელფი - ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი

ბოლო 6 მატჩი

+4 =0 -2 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

საუთჰემპტონი-ლესტერი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კლასი, გარდოში, ფორსტერი - დაიერი, ჯეიმსი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +2 =3 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +15 =13 -12 (64-58)

ევერტონი-მანჩესტერი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სტოუნსი, კოულმენი, ბეშიჩი, ჰიბერტი, პიენაარი, კლევერლი, ბეინსი - ერერა, როხო, შოუ

ბოლო 6 მატჩი

+2 =3 -1 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 172 თამაში: +57 =40 -75 (248-264)

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფოსტერი - გრემი, ჯონსონი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +0 =3 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 122 თამაში: +45 =30 -47 (192-222)

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვიქჰემი, შამახი, აპია - კეროლი, სონგი, ვალენსია

ბოლო 6 მატჩი

+4 =0 -2 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +5 =5 -8 (19-29)

უოტფორდი-არსენალი 20:30

დისკვალიფიკაცია: დარავინ

ტრავმა: დოილი, ეკსტრანდი - კოშელნი, არტეტა, როსიცკი, ფლამინი, უელბეკი, უილშირი

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +8 =1 -7 (27-24)

კვირა. 18 ოქტომბერი

ნიუკასლი-ნორვიჩი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოლბეკი, აარონსი, აიდარა, ტეილორი, დერლოუ, დამეტი, რივიერი - ჰუპერი

ბოლო 6 მატჩი

+0 =2 -4 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +13 =9 -8 (49-35)

ორშაბათი. 19 ოქტომბერი

სუონსი-სტოკი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - შაჩირი, უილსონი

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +5 =3 -4 (19-17)

ბომბარდირები: 7 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი); ალექსის სანჩესი (არსენალი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს