"ოლ ბლექსმა" საფრანგეთის ნაკრები "გალახა"
ის, რაც მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირებისას მოხდა, ყოვლად წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ამბავია. "ოლ ბლექსმა" საფრანგეთის ნაკრები "გალახა".

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალზელანდიელები სხვებთან შედარებით "კოსმოსში" არიან. ძნელად წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს, რომ ამ გუნდმა მიმდინარე მსოფლიოს თასზე ვინმესთან წააგოს. "ოლ ბლექსისა" და "ლე ბლოს" თამაშის პერიპეტიებზე არაფერს ვიტყვით. ის ვინც ნახა, არასდროს დაავიწყდება. უბრალოდ, საკითხავი ისაა, ეს ახალზელანდიელთა მაქსიმუმი იყო თუ კიდევ უფრო უკეთ შეუძლიათ თამაში.

ამაზე პასუხს, სავარაუდოდ, მათი ნახევარფინალური დაპირისპირება გაგვცემს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან, რომელმაც ბოლო წუთზეღა გატეხა უელსელთა წინააღმდეგობა და 23:19 გაიმარჯვა.

ულამაზესი ბრძოლა გაიმართა არგენტინისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის. "პუმები" რომ ამ მსოფლიოს თასზე ძალიან კარგად ასპარეზობენ, სიახლე არავისთვისაა, თუმცა მათი დამაჯერებელი გამარჯვება ექვსი ერის ჩემპიონ ირლანდიაზე სრულიად მოულოდნელი იყო - 43:20.

ისიც აღსანიშნავია, რომ "სამყურებს" ტრავმის გამო ოთხი წამყვანი მორაგბე აკლდა, რაც მეოთხედფინალურ რკენაში დიდი დანაკლისი აღმოჩნდა.

ლამის სენსაცია დაფიქსირდა ავსტრალიისა და შოტლანდიის დაპირისპირებაში. "სკოტებმა", რომლებიც ყველას უიმედო აუტსაიდერი ეგონა, შესანიშნავად ითამაშეს და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე იგებდნენ კიდეც მინიმალური სხვაობით. თუმცა, სრულიად უხიფათი სიტუაციაში დაჯარიმდნენ და გზა ნახევარფინალისკენ ავსტრალიას დაუთმეს, რომელიც ფინალში გასასვლელად არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს თასი 2015. მეოთხედფინალი

ახ.ზელანდია-საფრანგეთი 62:13

ახალი ზელანდია (15-9) ბ.სმითი, მილნერ-სკუდერი (ბარეტი 40), კ. სმითი (ვილიამსი 52), ნონუ, სავეა, კარტერი, ა. სმითი (კერლ-ბარლოუ 65). (1-8) კროკეტი (მუდი 23), კოლი (მეალამუ 60), ფრენქსი (ფაუმუინა 48), რეტალიკი, ვაითლოქი, კაინო (ვიტო 65), მაქოა (კენი 68), რიდი.

9ლ: სავეა (3), კერ-ბარლოუ (2), კაინო, რიდი, რეტალეკი, მილნერი. 7გ: კარტერი.

საფრანგეთი (15-9) სპედინგი, ნაკატაჩი, დუმულენი (ბასტარო 61), ფოფანა, დულინი, მიშალაკი (ტალესი 11), პარა (კოკოთი 65). (1-8) არუსი (დებატი 61), ჟირადო (სჟარჟევსკი 56), სლიმანი (მასი 60), პაპე (ნიანგა 47), მაესტრი, დუსოტუარი, ლე რუ, პიკამოლი (შული 72).

ლ: პიკამოლი. 2ს: პარა, სპედინგი. გ: პარა.

მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

სამხრეთი აფრიკა-უელსი 23:19

სამხრეთ აფრიკა (15-9) ლე რუ, პიტერსენი, კრაილი (სერფონტეინი 68), და ალენდე, ჰაბანა, პოლარდი (ლამბიე 76), დუ პრი. (1-8) მთავარირა (ნიაკანე 57), ბ. დუ პლესი (სტრაუსი 56), მალერბე (ი. დუ პლესი 61), ესტებესი (დუ ტუა 67), დე იაგერი, ლოუ (ალბერტსი 68), ბურხერი, ვერმულენი.

ლ: დუ პრი. 5ს,ა: პოლარდი.

უელსი (15-9) ანსკომბი, კატბერტი, მორგანი (ჰუკი 68), რობერტსი, ნორსი, ბიგარი (პრისტლენდი 73), გ. დევისი (ლ. ვილიამსი 70). (1-8) ჯენკინსი (ჯეიმზი 56), ბოლდუინი (ოუენსი 58), ლი (ფრენსისი 58), ჩარტერისი (ს. დევისი 65), ა. ჯოუნზი, ლიდიატი (ტიპურიკი 67), ვერბარტონი, ფალეტაუ.

ლ: დევისი. 3ს,გ,ა: ბიგარი

მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)

არგენტინა-ირლანდია 43:20

არგენტინა (15-9) ტუკულეტი, კორდერო, მორონი (დე ლა ფუენტე 67), ერნანდესი, იმჰოფი, სანჩესი, ლანდახო (კუბელი 52). (1-8) აიერსა (ნოგიერა 67), კრევი (მონტოია 55), ერერა (ორლანდი 73), პეტი (ალემანო 66), ლავანინი, მატერა, ლობე, სენატორე (ისა 50).

4ლ: მორონი, იმჰოფი (2), ტუკულეტი. 5ს,4გ: სანჩესი.

სინბინი: ერერა

ირლანდია (15-9) კირნი, ბოუი (ფიცჟერალდი 13), ირლზი, ჰანშოუ, კირნი, მადიგანი, მურეი. (1-8) ჰილი (მაკგრათი 51), ბესტი, როსი (ვაითი 51), ჰენდერსონი (რაიანი 71), ტონერი, მერფი (რადოკი 70), ჰენრი, ჰისლიპი.

2ლ: მერფი, ფიცჯერალდი. 2გ,2ს: მადიგანი

მსაჯი: ჟერომ გარსე (საფრანგეთი).

ავსტრალია-შოტლანდია 35:34

ავსტრალია (15-9) ბილი, ეშლი-კუპერი, კურიდრანი, გიტო, მიჩელი, ფოლი, გენია (ფიპსი 70). (1-8) სიო (სლიპერი 50), მური (პოლოტა-ნაუ 62), კეპუ (ჰოლმსი 54), დუგლასი, საიმონსი (მამი 67), ფერდი, ჰუპერი, მაკკალმენი.

5: ეშლი-კუპერი (2), მიჩელი, კურიდრანი, ჰუპერი. 2ს,2გ: ფოლი.

შოტლანდია (15-9) ჰოგი, მეთლენდი, ბენეტი, ჰორნი (ვერნონი 70), სეიმური (ლამონტი 57), რასელი, ლაიდლოუ. (1-8) დიკინსონი (რიდი 47), ფორდი (ბრაუნი 54), ნილი (ველში 74), რ. გრეი, ჯ. გრეი (სვინსონი 67), ქოუანი (სტრაუსი 67), ჰარდი. დენტონი.

3ლ: სეიმური, ჰორნი, ბენეტი. 5ს,3გ: ლაიდლოუ.

სინბინი: მეთლენდი.

ნახევარფინალი

24 ოქტომბერი

ახ ზელანდია-სამ. აფრიკა

25 ოქტომბერი

არგენტინა-ავსტრალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi....
სხარტი თამაში,სისწრაფე და ძალა. ახალი ზელანდია შეუჩერებელია. ჩვენი ნაკრების სტილი სხვაა და იმედია მაგ კომპონენტებში მოუმატებთ.ძალიან მაგრად ათამაშებენ ბურთს ფლანგებზე და შეტევა შეუჩერებელი აქვთ.
zura
დამიჯერე არც ძაან შორს არ ვართ, რამდენიმე ჯახი და შეგვიძლია ღირსეულათ ვეთამაშოთ, თუ გავითვალისწინებთ, იმასაც, რომ მსოფლიოზე არც თუ ცუდათ ვიასპარეზეთ!!!
zura kiknavelidze
აღფრთოვანებული ვარ ზელანდიის თამაშით და ზოგადად მათი ტექნიკით...მათ თამაშს რომ ვუყურებ, ვხვდები რომ ქართველები ნამდვილ რაგბისგან შორს ვართ...
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ