საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში "ექვს ერში" საქართველოს გაწევრიანების შესახებ საუბრობს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში "ექვს ერში" საქართველოს გაწევრიანების შესახებ საუბრობს.

გორგოძის თქმით, "ბორჯღალოსნები" ამ ტურნირისთვის სპორტული თვალსაზრისით ჯერ მზად არ არიან.

- როგორ ფიქრობთ, ვართ მზად "ექვსი ერისთვის" მენტალურად ან ფინანსურად?

- შესაძლოა, უმეტესობის საწინააღმდეგო მოსაზრება გამოვთქვა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: დადებითი შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ყოფნის და მზადების ფონზე ვაჩვენეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მოთამაშეს რომ ეტყვიან - ორშაბათს შეკრებას ვიწყებთ, შაბათს ინგლისს უნდა ვეთამაშოთო, ეყოფა ხუთდღიანი მომზადება ამ დონის გუნდებთან სათამაშოდ?! მეორე მხრივ, პროგრესისთვის აუცილებელია ძლიერ გუნდებთან თამაში. ამიტომაც სჯობს, ამ ეტაპზე ისეთ გუნდებს ვეჭიდაოთ, როგორებიც არიან იაპონია, კანადა, აშშ, ტონგა. მათთან ჭიდილში გავიზარდოთ და როცა მათაც ისე მოვუგებთ, როგორც ახლა ვამარცხებთ "ერთა თასზე" მოასპარეზე ნაკრებებს, უკვე შეგვეძლება თქმა, რომ სპორტული თვალსაზრისით, მზად ვართ "ექვსი ერისთვის".

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

vep1963
roma-ძამიკო მამუკას ინტერვიუდან ერთ ციტატას მოვიყვან (ორშაბათს შეკრებას ვიწყებთ ,შაბათს ინგლისს უნდა ვეთამაშოთო,ეყოფა ხუთდღიანი მზადება ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ?) აი ამ კითხვას სვამს და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო ეს არის საკმარისი.როდესაც ამ დონეზე გინდა თამაში სულ მცირე ისეთი პირობები მაინც უნდა გქონდეს, ღირსეულად ბრძოლის საშუალებას რომ მოგცემს.თავიდან თუ დამარცხდები ეს არაფერია რადგანაც პირობები გაქვს და თანაც ეს დამარცხება სტიმულს გაძლევს რომ უფრო მეტი იმუშაო .და სწორედ ეს არის პროგრესის მასულდგმულებელი პირობა.სხვანაირად მოხდება ისე რომ იბრძოლებ დამარცხდები მაგრამ გეცოდინება რომ ის პირობები რაც შენა გაქვს რევანშის მზადებისათვის არ არის საკმარისი ,ჰოდა ზუსტად აი ეს არის რომ ხელებს ჩამოგაყრევინებს და რეგრესის გზაზე დაგაყენებს.ეხლა რაც შეეხება პირობებს .ჩვენ რაგბისტებს რომ ფრანგებ ინგლისელებივით პირობებს ვერ შეუქმნით ამაში ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ ჩვენი მონდომებით და სწორი მიმართულებით კეთილსინდისიერი მუშაობით სარაგბო მეურნეობას საღი საფუძვლები გავუმაგროთ ამის საშუალება და ფინანსები ნამდვილად გვაქვს.გვაქვს მასალა რომელსაც კარგი დამუშავება სჭირდება,ამისათვის საჭიროა იარაღი ანუ ინფრასტრუქტურა და მწვრთნელთა კადრები.და სწორედ აქედან უნდა დვიწყოთ.საქართველოს რაგბის კავშირმა რომ შეარჩიოს ერთი ათამდე სპეციალისტი არა ძმაკაცობითა და კაი ბიჭობით არამედ ცოდნის წყურვილით ,დააფინანსოს და სტაჟირებაზე ფრანგულ ანაც ინგლისურ კლუბებში გააგზავნოს ამის ფული მე მგონი უნდა გამოინახოს .თუნდაც იგივე მამუკამ და ყველა სხვა ქართველმა ბიჭებმა რომლებიც პროფესიულ კლუბებში თამაშობენ არა მგონია თავისი გასაკეთებელი არ გააკეთონ ამ საქმისათვის და სწორედ ასე ნელ ნელა ფეხზე მყარად დავდგებით და მოვა დრო გრანდებსაც დავეჭიდებით ღირსეულად. აგერ ერთ მაგალითს მოვიყვან - ისლანდიას აქამდე ფეხბურთში არავინ უწევდა ანგარიშს,სად ისლანდია და სად ფეხბურთი ,მაგრამ მარ საქმე ისე ააწყვეს რომ აგერ მათი ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში A-ჯგუფში პირველ ადგილზეა და ჰოლანდია,ჩეხეთ,თურქეთი უკანა ჰყავს მოყოლებული.
Twin
სწორს ამბობს ეს კაცი, 6 ერის გუნდებთან სათამაშოთ მუდმივად წაგებისთვის იქნება გუნდი განწირული დიდი ხნის განმავლობაში რაც მათ პსიქოლოგიურად გატეხავს.. გამოჩნდა ეგ ტენდენცია არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან თამაშისას რომ ამ ეტაპზე არ ვართ მზად მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ.. აჯობებს ჯერ ჩვენი დონის გუნდებთან თამაშით გავიზარდოთ და მერე გამოვთქვათ პრეტენზია 6 ერზე
skept.
რაც ვიგულისხმე: ვინმემ საფრანგეთში (ან ბრიტანეთში) ხომ არ ურჩია ასეთი აზრი გამოეთქვა?
skeptikosi-s
ბატონო ჩემო თუ გნებავთ მამუკას აზრი იყოს,მერე რა,მას,როგორც ყველაჩვენთაგანს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი აზრი,ამაში გასაკვირი არაფერია,მაგრამ სისწორე და სიმართლე სად არის აი ესაა მთავარი,კიდევ ვიმეორებ უმაღლესი რაგბისტის გინდ მამუკა იყოს და გინდ მამუკაზე გაცილებით მაღალი დონის რაგბისტებია დღევანდელ სამყაროში,მათი აზრიც არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტება,ასე,რომ მამუკას ნააზრევი,კი ბატონო ანგარიშგასაწევია,მაგრამ არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტება,ეს აქსიომაა.
skeptikosi
მამუკა, ეს მართლა შენი აზრია?
roma
vep1963-s,ადრეც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ;საბჭოთა კავშირმა ქვეყნის ჩემპიონატი ფეხბურთში 1936 წელს ჩაატარა პირველად ისტორიაში ე.ი 19 წლის მერე ქვეყნის დაარსებიდან,რატომ, არ გიჩნდებათ კითხვა,იმიტომ,რომ არ იყო ინფრასტრუქტურა,ის რაც სჭირდებოდა ამ სახეობას,სტადიონები,ბაზები და ათასი სხვა რამ,ე.ი უფულოდ არაფერი არ გამოვა,მაგრამ ახლა სხვა დროა და განვითარება ცოტათი მაინც უნდა გავაგრძელოთ,სანამ ფული გაჩნდება უნდა დავიწყოთ ძლიერებთან თამაში,მგლის ხახას ვერ ავცდებით ესეც აქსიომაა და როცა ფული გაჩნდება ეს მგლის ხახა გავლილ გვექნება და მერე დროს აღარ დავკარგავთ,ისე სკეპტიკოსების გასაგონად ვიმეორემ,რომ დიდი ფულის გარეშე ყველაფერი ოცნებაა და მეტი არაფერი,ამავე დროს დიდ ფულს იმიტომ ვიძახი,რომ ქვეყანაში მარტო ერთი ან ორი სახეობა ვერ განვითარდება სახელმწიფო მეტ ნაკლებად თანაბრად უნდა განვითარდეს,სამწუხაროა მაგრამ რეალობა ასეთია.
vep1963
roma-შენ გაგიმარჯოს ყველაფრის მცოდნე ადამიანი რომ არ არსებობს ამაში ვინ შეგედავება.ჩვენზე ძლიერებსაც რომ უნდა ვეთამაშოთ ესეც უეჭველია.მაგრამ არა ისე რომ მგლის ხახაში ეგრევე თავით გადავეშვათ.ხოლო რაგბისათვის შესაფერისი პირობების შექმნაზე რმ ვთქვი ეს ყველაფერი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და სწორედ ამ შესაფერისი პირობების შექმნიდან სჩანს ქვეყნის ხელისუფლების ავკარგი.ასე რომ როგორც არ უნდა ვატრიალოთ ყველაფერს საბოლოოდ ქვეყნის ცხოვრებისა და საერთოდ ხელისუფლების ნებისაკენ მივყევართ.
roma
ჩვენი უბედურება უვიცობაშია და ამ სენს ძალიან დიდი უბედურება მოაქვს ჩვენთვის,ახლა ფაქტებზე;ვინც იმას ვერ ხვდება,რომ ახალმა ზელანდიამ თუ რა ძალით ითამაშა ჩვენს წინააღმდეგ და იმ შეხვედრას საზომად იყენებს,ისინი ამ ქვეყნიერებაზე აზრზზე არ არიან,რაგბი მძიმე თამაშია და მსოფლიოზე ვერცერთი გუნდი,ვინც არ უნდა იყოს მთლიანად ტურნირს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს ეს აქსიომაა,ახალმა ზელანდიამ მხოლოდ სამ მატჩში აჩვენა თავისი ძალა,დანარჩენი მატჩები ვარჯიშები იყო და მეტი არაფერი,{გამგები ამას გაიგრბს}კი ბატონო ჩვენთან არავითარი პირობები არ არსებობს რაგბისთვის,ესეც აქსიომაა და აქ კამათი უადგილოა,მაგრამ არც ისაა სწორი,რომ გაიძახით:მამუკამ ყველაფერი იცის და რასაც ამბობს სიმართლეაო,კი ბატონო მამუკა ძალიან მაღალი დონის მორაგბეა,ესეც აქსიომაა,მაგრამ არ შეიძლება მან ყველაფერი იცოდეს და მისი ყველა გამონათქვამი აქსიომა იყოს,კარგი მოთამაშე არ შეიძლება იყოს უმაღლესი დონის მწვრთნელი ან ექსპერტი,ესეც აქსიომაა,მაგრამ რაც უფრო მალე შევხვდებით ძლიერ გუნდებს ხშირ-ხშირად მით უფრო უკეთესია,დასკვნებსაც მალე გამოვიტანთ და განვითარებასაც ადრეანად დავიწყებთ,ჩვენ ელიტას უნდა ვეხებოდეთ,ტორემ მარტო მსოფლიოზე მათთან შეხებით ფონს ვერ გავალთ,თუმცა აქაც მინდა გითხრათ,რომ ეს ჩემი ბოლო ნააზრებიც არაა აქსიომა,შეიზლება გამოსავალი სხვა რამეში იყოს,ამასც ვაღიარებ,მაგრამ ძიება და ჭეშმარიტების მიღწევა ადამიანების და სახელმწიფოს მიზანი უნდა იყვეს,სხვანაირად წარმოუდგენელია.ამ საქმეში ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და დამაპრკოლებელი მაინც არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა,სანამ ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის ბიუჯეტი 3.5 მილიარდი ა.შ.შ დოლარი იქნება საშველი არ იქნება და განვითარებაზე ფიქრიც კი მკრეხელობაა,ხოლო როცა ჩვენი ბიუჯეტი 40-45მილიარდი ბიუჯეტი გახდება და მათ მთავრობები არ მოიპარავენ,მაშინ განვითარდება არა მარტო რაგბი არამედ ყველა სპორტის სახეობა,ღარიბი და განუვითარებელი ქვეყნები ვერაფერს ვერ აღწევენ და სამწუხაროდ ეს კი ნამდვილად აქსიომაა.
vep1963
goga-s.ლოგიკა ზუსტად იმაშია ჩემო ძამიკო ,რომ საქართველოში რაგბისათვის ელემენტარული პირობები თუ გვაქვს.ამაზეც მადლობა.რას ედრები ფრანგებს ფრანგებმა ამ ჯერზე თუ წააგეს მათ რაგბში ისეთი პირობები აქვთ შექმნილი რომ ამ მარცხიდან სწორ დასკვნებს გააკეთებენ და შესაბამისად მოემზადებიან მათი სარაგბო ჩემპიონატი ერთერთი საუკეთესოა ევროპაში და top-14-ის გუნდებს საუკეთესო პირობები აქვთ შექმილი..ჩვენი ბიჭებიც სწორედ აქ ყალიბდებიან ნამდვილ რაგბისტებად ჩვენდა საბედნიეროდ.ერთი რამ რაც ჩვენ გაგვაჩნია ეს არის სარაგბო მენტალიტეტი სხვა დანარჩენი ქვის ხანის პირობები გვაქვს რაგბისათვის იგივე საფრანგეთთან შედარებით.ამ ეტაპზე უმჯობესია საქართველოში ნელ ნელა შეუქმნათ რაგბისტებს ასე თუ ისე მისაღები პირობები მომზადებისათვის ,ავამაღლოთ ჩემპიონატის კლასი .საუკეთესოები როგორც ეხლა კეთდება უცხოეთის საუკეთესო ლიგებში გავუშვათ სათამაშოდ და როდესაც ვიგრძნობთ რომ მზადა ვართ როგორც ფიზიკურად ასევე მატერიალურად აი მაშინ კი შევუტიოთ 6-ერის ჩემპიონატს.მანამდე ამის გაკეთება ზიანის მეტს არაფერს არ მოგვიტანს მამუკამ მშვენივრად იცის ეს ვინაიდან სწორედ რომ პროფესიული რაგბის შუაგულში ტრიალებს ამიტომაც უდდა ვენდოთ მას და დავუჯეროთ რასაც ის ამბობს.აგერ otaro-წერს ვენაცვალე მამუკასო ,მაგრამ არ ვეთანხმებიო.სწორედ ასე ვიქცევით ქართველები .კი ვენაცვალებით და კი ვეთაყვანებით ვინც სიმართლეს ამბობს მაგრამ არ ვეთანხმებით და სწორედ ამიტომაც ვიტეხთ ცხვირს ყოველ ჯერზე.და სანამ ასე გავაგრძელებთ მანამდე არ გვეშველება.
gigoia
ასე იწყებდა იტალია ევროპაში და არგენტინა სამხრეთში.
goga-s
მაგ ლოგიკით რეიტინგის ოცეულს მიღმა მყოფ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ და არასდროს წავაგებთ :)))) მერე რა რო 30 და 40 ქულით წავაგებთ? პირველად სულ ვერ მოიგებ უფრო ხშირად წააგებ დ ეს ლოგიკურიცაა და რაც უფრო დაგვიანდება ეს ,,პირველად" თამაში მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება სხვაოაბ ჩვენსა და ბობოლებს შორის... ეგრე ზელანდიასთან ჩვენ 30 ქულით წავაგეთ და საფრანგეთმა ლამის ორჯერ მეტით მარა მოკვდება ამით რაგბი საფრანგეთში? სადაა ლოგიკა?,,,
აქვსენტი
სწორია
vep1963
გვეყო ქართული კუდაბზიკობა ამას ჩვენთვის კარგი არასოდეს მოუტანია.
vep1963
გაიხარე მამუკა სიმართლის თქმისათვის.დროზე მეტია ქართველებმა გავიღვიძოთ და რეალობა საღად შევაფასოთ.მამუკაზე უკეთესად რომელმა ვიცით თუ რა მომზდება და რა პირობები სჭირდება რაგბის გრანდებთან ბრძოლას.აგერ იტალია და არგენტინა გამოგვდგება მაგალითად მათ ჯერ ყოველნაირი პირობები შეუქმნეს მორაგბეებს და ნელ ნელა აიმაღლეს დონე და როგორც კი იგრძნეს რომ გრანდებთან ჭიდილისათვის მზად იყვნენ აგერ თვითონაც ვხედავთ როგორ შესანიშნავად აკეთე
otaro
მიუხედავად ჩემი და მთელი თითქმის მამუკას სიყვარულისა ,ვენაცვალე მას,არ ვეთანხმები,კატეგორიულად არ ვეთანხმები,ჩვენ შევებრძოლებით ყველა მეტოქეს,მაპატიეთ და "დედასაც ვუტირებთ",რამ შეგვაშIნა,რა უნდა გავიზარდოთ?ეს რას ქვია?,არ არსებობს დაუძლეველი არაფერი,ეგრევე ვაჩვენებთ მსოფლიოს თუ რა ნიჭიერები ვართ,ბევრი თქმა აქ შეუძლებელია,ჩვენ შეგვიძლია,გვაქვს უნარი და პოტენციალიც,ის კი არა ექვსი ერის გათამაშებაშI ჩვენი მონაწილეობა მიმაჩნია დაგვიანებულიცაა,გაუმარჯოს ქართულ რაბს,ლელოს,გენაცვალეთ ვისაც გული გიძგერთ.წინ მხოლოდ წინ!
sabonis
მართალია ეს კაცი, შეიძლება ერთ თამაშში ან ორში ღირსეულად ვითამაშოთ(მოგება არა მგონია გამოგვივიდეს) , მაგრამ მერე დანარჩენებში კატასტროფულად წავაგოთ, მე მგონი თუ მშვიდობა იქნა 3-5 წელიწადში მზად ვიქნებით.
goga
საქართველოში რაგბი უყვართო, ხშირად გაიგონებ. სინამდვილეში რაგბი კი არა გამარჯვებ(ები)ა უყვართ. ერთა თასზე რომ ვუგებთ ყველას და განსაკუთრებით რუსებს მიტომ დადის ხალხი სტადიონზე და მიტომაა ეს სპორტი პოპულარული. 6 ერზე თუ დაგვიშვეს ჩამოვა ინგლისი და მოგვიგებს 48-ით 7-ს, ჩამოვა საფრანდეთი და მოგვიგებს 55-ით 10-ს. თითქმის ყოველთვის გავალთ მეშვიდე ადგილზე, იშვიათად ალბად მეექვსეზეც და ქომაგიც შეწყვეტს თამაშზე სიარულს. ხომ იცით ფეხბურთზე რომ ხდება, ჩვენი ნაკრები რომ აგებს ბოლო წუთებზე სტადიონი სანახევროდ დაცლილია ხოლმე, თუმცა რაღა ფეხბურთი რაგბზეც იგივე გააკეთა ქართველმა "გულშემატკივარმა" გაზაფხულის ტესტ-მატჩებისას. აქედან გამომდინარე მოიკლებს რაგბის პოპულარობა და ბევრად ნაკლები ბავშვი შევა იქ. ნაკლები ბავშვი ნიშნავს ნაკლებ ნიჭიერ მომავალ თაობას და ქართული რაგბის უკუსვლას. აქედან გამომდინარე მართლაც ზედმეტია ამ ეტაპზე 6 ერზე ფიქრი და როგორც ჩანს ეს ყველაზე კარგად მამუკას ესმის.
მამუკა ლურსმანაშვილი
მარტალია მამუკა ჯერ ბევრი უნდა ჩვენს ნაკრებს, მაგრამ იმედი მაკვს მალე მოვა ის დრო ჩვენი ბიჭბი რომ გაგვახარებენ.
გიგლია
კარგი ხარ, მამუკ, სიმართლის თქმისა რო არ მოგერიდა!
მახო
ჩემი აზრით შეიძლება ყველასთან თამაში თუ არ ეთამაშე ძლიერს ისე ერთ ადგილზე დავრჩებით
zura kiknavelidze
100%-იანი ხარ გმირო, ჯერ 6-ერისთვის ნაკრები მზად არარის, მაგას კიდევ წლები სჭირდება...
niazi
მამუკას-ვეთანხმები მარა ბობოლებსაც არ უნდივართ სამოასთა თამაში გაიხსენეთ მსაჯმა რამდენი დაამატა ანალიზი თქვენ თვითონ გააკეთეთ
ხვიჩა ზარათელი
როგორ შეიძლება არ დაეთანხმო ქართული რაგბის ბუმბერაზს,მამუკამ უფრო მეტი არ იცის ჩვენზე?ან უფრო მეტი არ უნდა ქართული რაგბისთვის?
Alex
გორგოძის კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ კაცის პროფესიონალიზმს. მიუხედავად იმისა, რომ მინდა საქართველოს ნაკრებს ექვსი ერის რიგებში ვხედავდე, ალბათ მაინც ნაჩქარევი იქნება. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
me
კი ჯობია სამხრეთელებს ვეთამაშოთ, თუნდაც ფიჯის ტონგას სამოას. რაგბს ვისწავლით იმას რითიც უნდა მოიგო და არა გორაობას რასაც ევროპელები თამაშობენ. შერკინება და მოლი არ უვარგა ფიჯის თორე ინგლისსაც მოუგებს და უელსსაც ხელით ისე თამაშობენ. ეგ რო გვასწავლა ცვენ ბევრად წინ წავალთ ვიდრე ევროპული რაგბით სტატიკაში თამაშით. 6 ერის რომელიმე საშუალო გუნდთან უელსტან ან საფრანგეთთან ტესტ მატჩები წელიწადში ორჯერ კიდე დაგვანახებს საით მივდივართ. მამუკა რაგბში 15 წელია არის ჩართული და აქედან 10 წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს ჩვენზე კარგად ხვდება რა ჭირდება ჩვენს ნაკრებს და მე ვეთანხმები.
ako
აი კაციIIIIIIII, მომინდომეს ზოგიერთებმა ნაადრევათ ძალიან ზემოთ ახტომა. მასე არაა ძამა, არა!!
Vova
სახსრების უქონლობის გამო ეს არ მოხდბეა (საქართველოდან ვერასდროს ვერ ამოიხებენ იმ თანხას რასაც აცლიან ჯიბეებიბად 6 ერის გულშემატკივრებს) გორგოძე ამაშიც მართალია
ილორელი
ისე სამარცხვინოდ არ ვაგებთ ტოპ გუნდებთან, რომ 7 ერსი თამაში არ შეიძლებოდეს. 2-3 წელიწადში სისტემატიური შეხვედრებით 1-2 თამაში გაგვივარდება და მერე უფრო ხშირად. მივეცვევით და გავიზრდებით
თენგაბი
უნდა შეიქმნას 7 ერის თასი, თუ რაღაც მაგვარი, რომელშიც გაერთიანდება იაპონია, აშს, სამოა, ფიჯი, ტონგა, კანადა, საქართველო. დააყენოს ჩვენმა ფედერაციამ ეს საკითხი და მოიპოვოს ამ ფედერაციების მხარდაჭერა. ამ ეტაპზე ეს საკმარისია.
irakli apkhaidze
მარა ერთიცაა, რაც დიდხანს გაგრძელდება იგნორი მით უფრო დიდხანს გვექნება სალაპარაკო რო დიდი განსხვავებაა და ესა თუ ის გუნდი ამდენს და ამდენს მოგვიგებს. იტალიას რაც შეეხება რუმინეთთან სულ უჭირს ყველა თასზე (ხშირად არიან ერთ ქვეჯგუფში)
გიო
მამუკას ვერ დავეთანხმები და რატომ,შეხედეთ არგენტინის ნაკრებს რამოდენა წინსვლა განიცადა როცა 4ერში მიიღეს, ასევე იქნება საქართველოც თუ 6 ერში მიგვიღებენ ჩვენც ძალიან გავძლიერდებით, იაპონიასთან და მსგავს გუნდებთან თამაში ვერაფერ დიდ შედეგს ვერ მოგვცემს.....
svani_7
თავმდაბალი და მართალი კაცი... მოკლედ მართალია ერთადერთი იტალიასთან თუ გვექნება რამე შანსი ისიც პარიზეს გარეშე რომ მოვუგოთ ისე განწირულები ვართ....
mamulo
100%-ით გეთანხმები მამუკა.ჯერ არ ვართ მზად 6 ერისთვის.
emre
აი ძმაო მართალი კაცი, მეც მაგას ვიძახი. რა თქმა უნდა მეც მინდა, რომ ინგლისის და საფრანგეთის დონის გუნდებს ვეთამაშოთ, მაგრამ რეალურად შეხედეთ სიტუაციას... ექვსი ერიდან ყველაზე სუსტი არის იტალია და შოტლანდია, იტალია 10 დან მინიმუმ 8 მოგვიგებს, შოტლანდიაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ავსტალია კინაღამ გამოაგდო გუშინ
irakli apkhaidze
მოკლედ პროფესორია ეს კაცი მოედანზეც და მის მიღმაც. მოდი და ეკამათე... მარა რაგბის მამები მაინც ძალიან კონსერვატორები არიან და ისევ დიდი ბოქმომები ადევთ
levan
საქმისადმი მსგავსი სერიოზული და პროფესიონალური მსჯელობა და მიდგომა საქართველოში იშვიათია...
დიმა
მე ვეთანხმები მამუკას.
Unknown
სრულიად ვეტანხმები მამუკას
ბესო
მართალია მამუკა, ჩვენ ჯერ მზად არ ვართ გრანდებთან ერთ დონეზე თამაშის და ეს ნამიბიასთან თამაშმა დაგვანახა. ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი იყო გუნდთან რომელიც რეიტინგში მეოცე ადგილზეა. (გასაგებია რო მსაჯმაც გააფუჭა თამაში, მაგრამ მაინც)
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!