ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" ჩემპიონატს და რა კავშირშია "ბაიას" ბაზა სფფ-სთან?

დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" ჩემპიონატს და რა კავშირშია "ბაიას" ბაზა სფფ-სთან?

ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა სფფ-ში არსებულ პრობლემებზე ისეთი დეტალები გაამხილეს, გულგრილი ვერ დარჩებით...
გუშინ, 20 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა არსებულ პრობლემებზე ისეთი დეტალები გაამხილეს, გულგრილი ვერ დარჩებით...

მაგალითად, ვალებზე. აღმოჩნდა, რომ ფედერაციაში ლამის იმდენივე თანამშრომელია, რამდენიც საქართველოს პარლამენტში; რომ ფედერაციას დავალიანებები აქვს; რომ არჩევნებამდე ბევრი საეჭვო კონტრაქტი გაფორმდა და, ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, ზვიად სიჭინავას ფედერაცია, ბოდიში და, საკუთარ დუქნად მიაჩნდა...

ვალები ბანკების, უეფას, მშენებლების...

- 3 ოქტომბრის შემდგომ იყო კონკრეტული კითხვები, მაგრამ ჯერ ფედერაციის საქმეებში დეტალურად უნდა ჩამეხედა და პასუხებზე თავს ამიტომაც ვიკავებდი, - თქვა კობიაშვილმა პრესკონფერენციის დასაწყისში...

...პირდაპირ ვიტყვი, რომ ფედერაციაში რთული მდგომარეობაა. არჩევნებამდეც ვცდილობდით, რომ ფინანსურ მდგომარეობასა და ბიუჯეტზე ინფორმაცია მოგვეპოვებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. თუმცა დავადგინეთ, რომ სფფ-ს აქვს დავალიანებები ქვეყნის შიგნითაც და უცხოეთშიც...

...მაგალითად, "ვითიბი ბანკის" 3 მილიონ ლარამდე გვმართებს. ვსწავლობთ, რა მიზნით გამოიტანეს ეს თანხა და რაში დაიხარჯა. ბანკთან კი მოლაპარაკება დავიწყეთ, რომ მისი გადავადება ან გრაფიკით დაფარვა მოხერხდეს...

...მეორე დავალიანება: 2 მილიონი ევრო უეფასგან გვმართებს. ეს ის თანხაა, რაც 2016 წელს უნდა დაერიცხათ, მაგრამ სფფ-ის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ეს ფული დაგეგმილზე ადრე ითხოვა, რათა კლუბებს დახმარებოდა. არადა, კლუბებს 2 მილიონზე ნაკლები დაურიცხეს. უცნობია, სად წავიდა დანარჩენი თანხა...

უეფას კიდევ ერთი ვალი, 480 ათასი ევრო, სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან დაგვრჩა. ფედერაციას უეფასთვის ეს თანხა არ გადაურიცხავს და უცნობია, სად წავიდა...

მესამე თემა რუსთავის საფეხბურთო აკადემიაა, რომლის მშენებლობაც აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ექვსი მოედნიდან მხოლოდ ერთია გაკეთებული, არც ადმინისტრაციული შენობაა დამთავრებული და სამუშაოებიც სანახევროდაა შესრულებული, სამუშაოები კი დავალიანების გამო შეჩერდა.

ვის პიარს მოხმარდა სფფ-ის ფული?

- რუსთავის აკადემიას როგორ დაასრულებთ, თუ ამხელა ვალებია?

- გვსურს, წლის ბოლომდე საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რადგან ეს მშენებლობა მძიმე ტვირთად გვაწევს. აკადემიის გუნდები უეფას პროექტით შეიქმნა და წლეულს 2002 წელს დაბადებულთა ჯგუფი დაემატა.

სამივე ასაკის გუნდი ახლა "ბასაზე" ცხოვრობს და შევეცდებით, რუსთავში ახალი წლიდან მაინც გადავიყვანოთ, თორემ "ბასაზე" ნაკრები გუნდები ემზადებიან და ეს პროცესს ხელს შეუშლის...

...გარდა ამისა, გაურკვეველია სხვადასხვა ხელშეკრულების მიზანშეწონილობა. ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ორწლიანი კონტრაქტით ფედერაციამ ივალდებულა, რომ მას სოლიდური თანხები უნდა დაურიცხოს. ეს მოხდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როცა ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავდა.

რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? კითხვებს ბადებს სხვადასხვა კომპანიასთან "პიარის" საკითხებზე გაფორმებული ხელშეკრულებებიც.

- ტელეკომპანიებთან და სხვა კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ეროვნული ჩემპიონატის "პიარს" ემსახურებოდა?

- ეს უცნობია. სხვათა შორის, ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა - "კონფიდენციალური" და ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. საერთოდ, ბოლო წლებში უცნაურ პრაქტიკად დამკვიდრდა, წამსვლელები ხელშეკრულებას რომ აფორმებენ. ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს.

რა კავშირშია "ბაია" სფფ-სთან?

დავით მუჯირი: - კიდევ ერთი საინტერესო თემა: ზუგდიდში სფფ-ის აკადემიის ფილიალის ამბავიც გასარკვევია. სფფ-ს იჯარით ჰქონდა აღებული "ბაიას" ბაზა და არსებული კონტრაქტით, ბაზის შენახვის ხარჯებსაც იხდიდა.

- "ბაიას" ბაზა სფფ-სთან რა კავშირშია?!

კობიაშვილი: - ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინეთ, რაც ფედერაციასთან კავშირში არ არის. ჩვენ არავის დასჯა არ გვსურს, მაგრამ აუდიტი შეისწავლის და საზოგადოებამ უნდა შეიტყოს, თანხები რაში დაიხარჯა და რა მიზნით.

მუჯირი: - გაუგებარია, რუსთავის აკადემიის დავალიანების დაფარვას როგორ აპირებდნენ. არადა, ამ მშენებლობის დასრულება აუცილებელია. რომ იცოდეთ, უეფაში ჩვენი პირველი ვიზიტი ამ საკითხების გარკვევასაც დაეთმო და 480-ათასიანი ვალის გადავადება ვითხოვეთ.

- ცნობილია, რომ ნაკრებები უცხოეთში ფედერაციის პარტნიორი კომპანიის ბილეთებით მგზავრობდა. ეს თანხებიც გაბერილია?

- ამ საკითხსაც ვსწავლობთ და დავაზუსტებთ, რეალურად რა ხდებოდა...

ყალბი "ადიდასები" და შეუმოსავი ნაკრებები

- ტელევიზიით ვაჟა ჟვანიას ინტერვიუს მოუსმენდით. ის თქვენთან ერთად იმუშავებს?

- ის ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ და ახლახან პოსტიდან გადადგა. ამ ეტაპზე, ჟვანიასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს და მასთან არც თანამშრომლობაზე გვისაუბრია.

- იმავე ტელეკომპანიაში ჟვანიამ აღიარა, რომ ასაკობრივი და ქალთა ნაკრებები არალიცენზირებული "ადიდასებით" იმოსებოდნენ. ამაზე რას იტყვით?

- ეს პრობლემა არ უნდა შექმნილიყო. მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი რესურსები და ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. განსაკუთრებული მადლობა კომპანია "ჟომას", რომელიც ეკიპირებით შეგვეწია. საინტერესოა, 3 ოქტომბრამდე გაუგებარ კონტრაქტებს რომ აფორმებდნენ, ამ ელემენტარული საკითხის მოსაგვარებლად რატომ ვერ მოიცალეს?

ცვლილებებზე ნაკრებებსა და ფედერაციაში

- არჩევნებამდე ფეხბურთის ფედერაციის რეორგანიზაციაზე ლაპარაკობდით. კონკრეტულად რა ჩანაფიქრი გაქვთ?

ლევან კობიაშვილი: - ფედერაციაში 300 კაცია გაფორმებული, ძალიან ბევრი სამსახურში საერთოდ არ დადის და არავინ იცის, რას აკეთებს. მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას ფუნქცია ვერ გავარკვიეთ. ეტყობა, მას მხოლოდ წერილებზე ხელის მოწერა ევალებოდა...

ამავე დროს, ქაღალდზე იყო პროფლიგის პრეზიდენტი, რომელიც არ არსებობდა. ასეთ ფაქტებს ვგულისხმობდი, როცა სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე ვილაპარაკე. 18 ნოემბერს, რიგგარეშე ყრილობაზე წესდებაში ცვლილებები შევა და აღმასკომის ახალ წევრებს აირჩევენ.

რეორგანიზაციის შედეგად, ახალი მართვის სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე, გუნდური პრინციპით უნდა ვიმუშაოთ, რომ მსგავსი ფაქტები შემდგომში აღარ განმეორდეს. გარდა ამისა, განვიხილავთ, ვის ექნება ხმის უფლება და ასე შემდეგ...

- ალექსანდრე ჩივაძემ, რომელიც ვიცე-პრეზიდენტიც არის და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც, თქვა, რომ ერთ-ერთ პოსტზე დარჩება. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელზე...

- ვერაფერს გეტყვით, ჯერ ამ თემაზე არ გვილაპარაკია.

- სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან კონტრაქტებს თუ გადახედავთ?

- ახალგაზრდულ, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს შესარჩევი მატჩები ელით. ამ ეტაპზე მათ კონტრაქტებზე ლაპარაკი არასწორი იქნება, მაგრამ წლის ბოლოს ცვლილებებს არ გამოვრიცხავ.

- ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე რას იტყვით?

- ეს ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია. თუმცა ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსთან ითანამშრომლებს. უახლოეს პერიოდში, მთელ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სტადიონებისა და ბაზების მშენებლობა გვსურს.

- დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატს?

- ეს სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა მოხდეს. "ზესტაფონის" დაბრუნება თითოეული ჩვენგანის სურვილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• avto

ყველანი უნდა დაისაჯონ

• demna

სიჩინავა ჩივადზე ხურცილავა ჟვანია ეგენი ეხლავე დასაჩერები არიან ფირცხალავაც ზემოდან

• მე

"... ჩვენ არავის დასჯა არ გვსურს" - დიახაც, ყველა უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს, სხვანარიად არ შეიძლება. ბოლოს-და-ბოლოს, ყველამ უნდა გაიგოს, რომ უკანონობა დასჯადია.

• vaxvax

ახალი სფფ-ც თავიდან იცილებს ბათუმის სტადიონის მშენებლობას.პირდაპირ არც მთავრობა და არც სფფ არ ამბობს ,რომ სტადიონი არ აშენდება,რებუსებით ელაპარაკებიან ბათუმელ ქომაგს,რაც მათი აზრით ამართლებს.ბათუმელები ჩუმად არიან, ხმას არ იღებენ.ქალაქში სტადიონი არ აშენდება.

• oto

ყველაპერი გამცჰირვალე უნდა იყოს დასასჯელი უნდა დაისაჯოს

• zviadi

ისევ ჩივაძე?????

• dato

სამაგიეროდ არველაძეების ფონდი ხომ გაიზარდა

• დინამო

დასაჭერი ყოფილა რა ეს სიჭინავა

• ტყეშელაანთ გიჟი

სიჭინავასი როა ეგ ყველამ იცის და მაფია რომ იჯდა სათავეშიც ყველა იძახდა რამდენი წელია უკვე და სანამ შესწავლილი არაა ბრალდებას ვერ წაუყენებ. სწორად შვება კობი, ჯერ შეისწავლიან ყველაფერს და მერე თუ დადააქვთ ასაფორიაქებელი აუფორიაქებენ სიჭინავას და რეზოს.

• კლიმენტი

ბაიას ბაზა სფფსთან იმ კავშირშია, რომ ბაია სიჭინავასია და ფედერაციის ფულებს იჯარაში იღებდა. ეს მთელმა საქართველომ იცის.

• ირაკლი

ნუ გერიდება კობი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ეგენი უმრავლესობა მანდ ... ფუნქციას ასრულებდნენ. რაც უფრო ადრე ...

• lsd

რჩევა კობის. მაგენი ყველა ჭამას არიან მიჩვეულნი. საჭმელს რო მოუკეტავ კბენას დაგიწყებენ ჯობია თავიდანვე გაუშვა დამსახურებულ დასვენებებში

• ჩოგანა გორელი

ქართველების გული გაგეხარებიოთ ბატონო ლევან, წარმატებებიიიიიიიიიი.

• ლუკა

ვიდეო ან სრული ტექსტი სად არის ამ პრესკონფერენციის? რა ნაწილ-ნაწილ აქვეყნებთ? მექსიკური ტელესერიალია?

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...