24 წლის დანილო თანახმაა, ელგუჯა ქომეთიანის უსახსრობით გატანჯულ გუნდში თუნდაც მცირე ხელფასზე ითამაშოს
ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის "ბაია" ზუგდიდის ბაზაზე ემზადება. კლუბს ფინანსურად სეზონის დასაწყისიდანვე გაუჭირდა და ამის გამო არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ავად თუ კარგად არსებობას განაგრძობს და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ადგილობრივი კადრებით იბრძვის.

"ბაიას" ფინანსური პრობლემები ჯერაც ვერ მოგვარებულა, მაგრამ დავალიანებების გასტუმრების საქმეში მცირე სიახლეები მაინც არის. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, დარიგდა იანვრის პირველი ნახევრის გასამრჯელოები და თვის ბოლომდე მეორე ნახევრის დავალიანებებსაც გაისტუმრებენ. თუმცა ძველი ვალები მაინც ვალებად რჩება - არაერთ ფეხბურთელს მთელი ხუთი თვის ხელფასი აქვს მისაღები. როგორც ყოველთვის, ადგილობრივი მთავრობა კლუბს თანადგომას ჰპირდება.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს, აქ "ბაია" შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. იანვარში გუნდმა უკვე ჩაატარა ოთხი ამხანაგური მატჩი. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ზუგდიდელებმა პირველლიგელ მარტვილის "მერანთან" 1:2 დათმეს, ფოთის "კოლხეთს" კი ფრედ, 1:1 ეთამაშნენ.

ამის შემდეგ "ბაიამ" "სამტრედია" 5:0 გაანადგურა. ამ შეხვედრაში დუბლი ლომიამ შეასრულა, თითო გოლი კი რიგვავას, ეხვაიასა და სიხარულიას ანგარიშზეა.

გუშინ კი კიდევ ერთი "მეგრული დერბი" გაიმართა. "ბაიას" მეტოქე ხობის "კოლხეთი" იყო და მატჩი 0:0 დასრულდა. ქომეთიანმა ამ შეხვედრაში ორი შემადგენლობა ათამაშა.

პირველი ტაიმი: სომხიშვილი - სვირავა, აქუბარდია, აფაქიძე, გამრეკლიძე - კუხალაშვილი, ნ. შონია, წურწუმია, დანილო - ქობალია, ჩანგელია.

მეორე ტაიმი: მაქაცარია - გ. ქირია, მამულია, რ. ონიანი, რიგვავა - გუჯეჯიანი, სიხარულია, ვართაგავა, ლომია - ეხვაია, კუკავა.

"ბაიას" შემადგენლობაში რამდენიმე უცნობი ფეხბურთელის გვარს ამოიკითხავდით. მარცხენა ნახევარმცველი დანილო ბრაზილიელია და ზუგდიდელთა შემადგენლობაში ისინჯება. იგი 24 წლისაა და ამ მატჩში ქომეთიანზე წარუშლელი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, მაგრამ რაკი ნამგზავრი და გადაღლილი იყო, ერთ შანსს კიდევ მისცემენ. ალბათ იკითხავთ, საიდან აქვს უსახსრობით გაწამებულ "ბაიას" ლეგიონერის დამატების საშუალება. საქმე ისაა, რომ დანილო თანახმაა, საქართველოში მცირე ხელფასზეც ითამაშოს.

"ბაიაში" სინჯებზე ორი თბილისელი ახალგაზრდაცაა - მარცხენა მცველი ილია გამრეკლიძე და მარჯვენა ნახევარმცველი გიორგი კუხალაშვილი. მათი საკითხიც უახლოეს დღეებში გადაწყდება.

ლევან აკობია "ბაიამ" სომხურ "ულისში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა, სამაგიეროდ, ზუგდიდელები მცველ გიორგი კვესეიშვილის გასხვისებით იმედოვნებენ გარკვეული საფასურის მიღებას და ამ ფულით კლუბის ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას. საქმე ისაა, რომ კვესეიშვილი ამჟამად უზბეკეთშია, სადაც იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ კლუბში ცდილობს დამკვიდრებას და სადღეისო ცნობებით, ამის კარგი შანსიც აქვს. მას "ბაიასთან" კონტრაქტი ჯერ არ გასრულებია და კლუბს კომპენსაცია ამიტომაც ერგება.

მომდევნო სპარინგმატჩს "ბაია" ხვალ ურეკში "ულისთან" გამართავს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე