საქართველოს თასის მე-9 გათამაშება გუშინ რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს ფავორიტები ისვენებდნენ, ოთხი გუნდი კი დამატებით ეტაპზე არკვევენ ერთი ბედნიერის ვინაობის, რომელიც განთესილებს მეოთხედფინალიდან შეუერთდება...

ჩიკვილაძე და ისევ 37

საქართველოს თასის მე-9 გათამაშება გუშინ რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს ფავორიტები ისვენებდნენ, ოთხი გუნდი კი დამატებით ეტაპზე არკვევენ ერთი ბედნიერის ვინაობის, რომელიც განთესილებს მეოთხედფინალიდან შეუერთდება. დამატებითი ეტაპის ფორმატი ასეთია - ორი წყვილის გამარჯვებული ერთმანეთს გადამწყვეტ მატჩში შეხვდება და თუ იქაც მოიგებს, ზემოთ ნახსენები მეოთხედფინალის საგზური ერგება.

გუშინ ორი მატჩი გაიმართა: სტუ "ბათუმს" დაუპირისპირდა, ხოლო "აგრარული" - "დინამოს". გაიმარჯვეს ტექნიკოსებმა და აგრარებმა და ერთმანეთის წინაშე დღეს, 27 იანვარს 14 საათზე წარდგებიან.

ალბათ, ისიც ბევრს აინტერესებს, როგორ წარიმართა გუშინდელი შეხვედრები. მეტად საინტერესო გამოდგა სტუ-"ბათუმის" დაპირისპირება. მატჩი ბოლო წამებამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. საფინალო სირენას 5 წამი უკლდა, ანგარიში კი საყაომო იყო - 89:89. სწორედ ამ დროს ტექნიკოსთა ლიდერმა ბექა ჩიკვილაძემ სამქულიანი ისროლა, ჩააგდო და "ბათუმი" თასს მიღმა დატოვა.

ბექამ 37 ქულა მოაგროვა. ამ სეზონის რეკორდიც სწორედ ამდენია - 18 დეკემბერს სუპერლიგაში 37 ქულა იმავე ჩიკვილაძემ ჩააგდო.

ბათუმელთა რიგებში გამოირჩა "ენერჯიდან" გადასული დუდა სანაძე - 30 ქულა. ორმაგი დუბლები შეასრულეს ვანო მაისურაძემ (22 ქულა, 10 მოხსნა) და ლაშა კეშელავამ (15 ქულა, 15 მოხსნა).

გუშინ სტუდენტების დღე იყო - სტუ-ს შემდეგ "აგრარულმაც" გაიმარჯვა, რომელმაც "დინამოს" 96:78 სძლია.

აგრარების შემადგენლობაში 18 ქულით ბომბარდირი გიორგი ტეტელაშვილი გამოირჩა. დინამოელთაგან კი ნიკა ჩაველაშვილი, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. თუმცა მისი სიზუსტე გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს თასი

რუსთავი, 26 იანვარი

საკვალიფიკაციო ეტაპი

სტუ-ბათუმი 92:89

29:21, 25:29, 20:21, 18:18

სტუ: ჭოხონელიძე, ბერუაშვილი (19ქ), ჩიკვილაძე (37ქ), გასიტაშვილი (1ქ), მაჩალაძე (6ქ), თევზაძე (3ქ), კობიძე (11ქ), ჯანგველაძე (5ქ), ლაშქარაძე (5ქ), ძიძიგური (2ქ), ახალკაცი (3ქ).

ბათუმი: რამიშვილი, მაისურაძე (22ქ, 10მ), მიქელაძე (8ქ), ნინუა (3ქ), ჩხატარაშვილი (5ქ), კეშელავა (15ქ, 15მ), ელიაშვილი (6ქ), სანაძე (30ქ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ხ. გაბედავა

კომისარი: რ. გელოვანი

დინამო-აგრარული 78:96

14:21, 13:23, 19:24, 32:28

დინამო: ივანეიშვილი (4ქ), ეძგვერაძე (7ქ), პატარაია (12ქ), თვაური (6ქ), გლუნჩაძე (2ქ), ცაგარეიშვილი (3ქ), ალხანაიძე (14ქ), გულდედავა (2ქ), ჩაველაშვილი (28ქ).

აგრარული: ტეტელაშვილი (18ქ), ნანიტაშვილი (13ქ), ბააკაშვილი (5ქ), კანდელაკი (2ქ), ჩაჩანიძე (8ქ), ხანიაშვილი (13ქ), გემაზაშვილი (9ქ, 10მ), მუმლაძე (13), ჯავახიშვილი (8ქ, 14მ), არწივიძე (7ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე

კომისარი: თ. ქიქოძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე