დღეს აბუ დაბიში ქართველთაგან ირაკლი კუპატაძე და თორნიკე ნაგლიაშვილი იასპარეზებენ
დღეს, 23 ოქტომბერს, აბუ დაბიში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელიც 27 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.

ტურნირის განრიგი ასეთია: დღეს ბიჭებიდან 55-60, ხოლო გოგონებიდან 44-48-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი ტატამზე გავლენ, შესაბამისად, 66/73 და 52/57; 81/90 და 63/70; 100/+100 და 78/+78 კილოგრამის სპორტსმენები. სამშაბათს, 27 ოქტომბერს გუნდური პირველობა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ამ ასაკში გუნდურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და არაბეთში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

55 კგ

ირაკლი კუპატაძეს ბელგიელ ვლადისლავ ლიმთან რევანშის აღების მშვენიერი შანსი ეძლევა, რადგან პირველ მეტოქედ ისევ ის ერგო და ისევ მეორე წრეში (პირველში ორივე ისვენებს).

ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ ისინი ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატზეც ასევე პირველივე პაექრობაში და ასევე მეორე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს, რაც ბელგიელის გამარჯვებით დასრულდა.

რუსეთიდან იაგო აბულაძეც ჭიდაობს, ვინც წლევანდელ ევროპირველობაზე მეხუთეზე გავიდა.

60 კგ

ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი თორნიკე ნაგლიაშვილი პირველივე წრეში იჭიდავებს ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვთან, ამათში მოგებულს კი შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდებში მონღოლთა შარშანდელი ფინალისტი ცოგტბაატარ ცენდოჩირი ელოდება.

ჩვენებურს წილისყრამ არ გაუმართლა, რადგან მონღოლის გარდა, ამ ჯგუფში წლევანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვიც ჰყავს, ხოლო ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში სავარაუდო მეტოქე ფრანგთა ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ვალიდე ხიარიცაა - უფროსთა ნაკრებშიც საკმაოდ გამოცდილი ფალავანი, ვისთანაც წლეულს ევროპირველობის ნახევარფინალი წააგო.

ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუაც ნაგლიაშვილთან მოხვდა ჯგუფში, ვისაც ჩვენებურმა ავსტრიაში, ევროპაზე პირველივე წრეში მოუგო.

66 კგ

გიორგი გუგულაშვილიც პირველივე წრეში იჭიდავებს - მონღოლ მუნკბაიარ ნერგულთან, მოგების შემთხვევაში კი ირანელ მეჰდი ფატიპოორარდალს დაეჭიდება. ამავე ჯგუფშია კორეელი ჰეეჯაე კიმიც.

73 კგ

ჩვენები ფინალამდე არ ხვდებიან ერთმანეთს. ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი კაციაშვილი პირველ ჯგუფშია და დასაწყისშივე იჭიდავებს მოლდოველ იური მოკანუსთან, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბელგიელი მათიას გასე ელოდება.

ჩვენებურის გზა მერვედფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკზე იკვეთება, ვისთანაც ავსტრიაში ნახევარფინალი წააგო, თუმცა ფინალში მისი ჯავრი თამაზ კირაკოზაშვილმა იყარა. ძლიერებიდან ამ ჯგუფშია მსოფლიოს ახალგაზრდული რეიტინგის ბრაზილიელი ლიდერი ლინკოლნ ნევესი.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი კირაკოზაშვილი მესამე ჯგუფშია და პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი სუსტი მეტოქე ელოდება - პაკისტანელ აკრამ ნადეემსა და ბაჰამის კუნძულელ ჯოშუა მაკფალს შორის გამარჯვებული. აი, ამის იქით ვერ ვიტყვით, რომ ქართველს გაუმართლა - მერვედფინალში ევროპის მეხუთეადგილოსან თურქ მურატ ბეკტაშსა და საქართველოდან წასულ ვასილიოს ბალამპანაშვილიდან (ბალაბანოვი, ვინც ევროპულ ფესტივალზეც და ჭაბუკებში მსოფლიოს პირველობაზეც ბრინჯაო მოიპოვა) ერთ-ერთი ელოდება, ჯგუფში კი იაპონელთა მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი იუჯი იამამოტოც ჰყავს (ამან ფინალი კორეელ ჩანგრიმ ანთან დათმო, ვინც აგვისტოში უკვე უფროსებში მოიპოვა ბრინჯაო მსოფლიოს პირველობაზე).

გამარჯვების მიუხედავად, კირაკოზაშვილს ევროპის პირველობაზეც ბევრი ხარვეზი გამოაჩნდა, ახლა კი უფრო გაუჭირდება. ვნახოთ, რამდენად წაადგა მზადების ახლებური სისტემა თუ მოუმატა კონტინენტის პირველობის შემდეგ.

81 კგ

ქართულ დუეტს ამ წონაში ევროპაზე შელახული რეპუტაციის აღდგენა მართებს - ორივე ტიტულოვანია, თუმცა უმედლოდ დარჩნენ. ლევან გუგავა ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანია, ამასთან - ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სპორტსმენი, ვინც ჭაბუკებიდან მოყოლებული, სეზონს არ ტოვებს უმედლოდ, თუმცა ავსტრიაში ხელი სტკიოდა. ეს ტრავმა მას ამ ტურნირისთვის მზადების პერიოდშიც აწუხებდა და სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა.

კობა მჭედლიშვილი შარშან გადმოვიდა ამ წონაში და მსოფლიოზე ბრინჯაოც მოიპოვა, იქამდე კი ორივე ასაკობრივ გუნდში რამდენჯერმე გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

ჩვენები ფინალამდე არც აქ ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა უფრო ცუდი წილისყრა მჭედლიშვილს ერგო - განსაკუთრებით ძლიერ ჯგუფში არაა, მაგრამ ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქედ ჰოლანდიელთა წლევანდელი ევროპის ჩემპიონი, ეროვნულ ნაკრებში გამობრძმედილი ფრანკ დე უაიტიც ელოდება (ავსტრიაშიც მან მოუგო ჩვენებურს). თან ამ ჯგუფში ახალგაზრდული რეიტინგის რამდენიმე ლიდერიცაა.

მჭედლიშვილი პირველ შეხვედრას ალჟირელ უსამა ჰაბრისთან გამართავს, მოგების შემთხვევაში კი ავსტრალიელ ჯორდან კუროსსა და მონღოლ ბატერდენე ბანდიკუუს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე ჯგუფშია ბელორუსი ვიკტარ კლიავუსაუ, რომელმაც ავსტრიაში გუგავას მოუგო, და რევაზ მესაბლიშვილი უკრაინიდან, ხოლო პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე - პირველში.

განთესილი გუგავა პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ტაჯიკი აკმალ მუროდოვისა და გერმანელი ჰენრიკ შრაიბერის პაექრობაში გამოვლინდება. ჩვენებურს ბადის მეორე მხარეს, ანუ მეოთხედფინალში ელოდება ძლიერი მეტოქე, სადაც გასვლის შანსს პორტუგალიელთა ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი ჟოაო მარტინო და იაპონელი სოტარო ფუჯივარაც ინარჩუნებენ.

90 კგ

ბექა ღვინიაშვილს ნამდვილად გაუმართლა წილისყრამ - წონის ყველა ძლიერი ფალავანი ბადის მეორე მხარესაა, ჯგუფშიც არავინ ჰყავს ტიტულოვანი, ნახევარფინალში კი ყველაზე სავარაუდო მეტოქედ გერმანელი დევიდ ტეკიჩი ჩანს, ვისაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში პატარა ბავშვივით მოუგო, ლამის დააჭედა ტატამს.

იმავე ჯგუფში აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვიცაა, მაგრამ მას ჩვენებურმა ორჯერვე მოუგო - შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა, მერე კი ბაქოს "მუზარადზეც" აჯობა.

ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ღვინიაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც ამერიკელ მეთიუ კოჩსა და უტიტულო კორეელ ტაე-ჰი კიმს შორის მოგებულს შეხვდება. კორეელს ჩვენებური ჯერ არ შეხვედრია, თუმცა ის არც რეიტინგში გამოირჩევა. მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში ქართველს ირანელი ჰამედ რაშიდისა და ბრაზილიელი ანდრე ჰუმბერტოს წყვილში უძლიერესი დაეჭიდება.

ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი, ესპანელთა ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ბადის მეორე მხარესაა და ღვინიაშვილს ფინალამდე არ ხვდება. მასთან ჯგუფშია გერმანელთა ქართველი სანდრო მაქაცარიაც.

100 კგ

ევროპის ჩემპიონატზე ამ წონაში მონაწილე არ გვყავდა, ახლა კი მწვრთნელებმა ჯაბა მუმლაძეს გამოუცხადეს ნდობა, თუმცა ბოლო შეკრებისას მან მუხლი იტკინა და დაახლოებით ერთი კვირა სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა. ის პირველ წრეში გერმანელ იოჰანეს ფრეისთან იჭიდავებს, მერე კი, შესაძლოა, რუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ოლეგ აბაევს შეხვდეს.

+100 კგ

ამ წონაში მწვრთნელებმა ისევ ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი დააყენეს, ვისაც წონა არ დააკლებინეს და 100-ში არ დააყენეს. იმედია, ის ახლაც ჩვეულად კარგად იჭიდავებს მძიმეწონოსნებში, როგორც ეს ევროპაზე ან შარშან მსოფლიოს გუნდურზე გააკეთა. თუმცა ამ ტურნირისთვის ჩვენს ნაკრებში ყველაზე ინდივიდუალური გრაფიკით ის ემზადებოდა, რადგან ნაოპერაციები ხელის რეაბილიტაცია ჯერ ბოლომდე კიდევ არ დასრულებულა.

წილისყრამ მას ინტრიგაც დაუტოვა - ჯგუფში მასთან ერთად რუსი რუსლან შახბაზოვიც მოახვედრა, ვისაც ჩვენებურმა წლევანდელი ევროპირველობის ფინალში მოუგო. თუმცა ქართველამდე რუსს ერთი მძიმე ბრძოლაც მოელის იაპონელ გენტა ტანაკასთან, ჩვენებური კი ჯერ ეგვიპტელ აჰმედ ვაჰიდს შეხვდება, ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში კი - ყაზახ იელამან იერგალიევსა და ლიბანელ ჰანა ტუმას შორის უძლიერესს.

ამ ხალხის დამარცხება თუშიშვილს არ უნდა გაუჭირდეს. ნახევარფინალში ჩვენთვის საინტერესო ჯგუფიდან, ანუ ჩვენებურის შესაძლო მეტოქეთაგან გამოვარჩევთ რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერს, უკრაინელ სერგეი ზვერევს, სერბ ევროპის პრიზიორ ჰარუნ სადიკოვიჩს და კორეელ იაეგუ იუნს.

52 კგ

გოგონების ტურნირში ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი. ჯერჯერობით ისიც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის ორივე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, საემიროებში წასვლამდე კი რომში ივარჯიშა ერთობლივ კემპზე.

ჯანაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ავსტრალიელ ტინკა ეშტონს შეხვდება. ამავე ჯგუფშია თურქთა ევროპის მესამეპრიზიორი დამლა ცალისკანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
ბუდაპეშტის გრან პრი: ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართული ფინალი და გარანტირებული 3 მედალი [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ნაგლიაშვილმა და კაციაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ონისე სანებლიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართველებისთვის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა
ევროპის თასი: ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახლა პეტერბურგში გამოცდიან
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ძიუდოში: ისევ გიორგი კაციაშვილი!
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: პირველი დღე უმედლოდ
კაცია-ფალავანია! ინტერვიუ აბსოლუტურ ფალავანთან, გიორგი კაციაშვილთან
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ადვოკატი: თორნიკე ნაგლიაშვილი მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
"ჰიფუმი აბეს მოვუგე, შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტის ისტორია