"რომ არა ის დაწყევლილი ავარია, მჯერა, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ყველაფრის მიზეზი ეს არ არის..."
ბექა გოცირიძე ახლა 27 წლისაა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 2009 წელს "ზესტაფონიდან" გადავიდა დნეპროპეტროვსკის "დნიპროში". მისი ტრანსფერი სარეკორდო იყო და გაჩნდა იმედი, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი თვისობრივად ახალ დონეზე გავიდოდა, მაგრამ...

მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო - სერიოზული ავტოავარიის შემდეგ ფეხბურთელს ძველი სათამაშო ფორმის დაბრუნება გაუჭირდა და მისი კარიერაც დაღმა დაეშვა. ვისაც გოცირიძის თამაში უნახავს, დაგვეთანხმება - თავისი მონაცემებით ის დღეს ფასეული მოთამაშე იქნებოდა საქართველოს ნაკრებისთვის...

27 წელი ფეხბურთელის შუადღეა. ბექას თაობის მოთამაშეები, ისინი, ვის წინააღმდეგაც გოცირიძე წარმატებით თამაშობდა საერთაშორისო ასპარეზზე, დღეს სხვადასხვა გუნდის ლიდერები არიან, თავად კი...

"ლელომ" საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ინტერვიუ სთხოვა...

- ინდივიდუალურად ვვარჯიშობ იპოდრომზე. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს აღარც ვფიქრობდი აქტიურ ფეხბურთზე. გადაწყვეტილი მქონდა წასვლა და წასულიც ვიყავი. ახლა მოტივაცია გამიჩნდა...

- რას გულისხმობთ?

- ვუყურებდი ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს და აქ თამაშის არანაირი სურვილი არ მქონდა. ჩემი თქმა რად გინდათ, ყველამ კარგად იცით, რაც ხდებოდა ქართულ ფეხბურთში ბოლო წლების განმავლობაში... არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვებამ დიდი იმედი გამიჩინა. კობიაშვილი უპატიოსნესი ადამიანია, პროფესიონალია და მჯერა, ბევრ რამეს შეცვლის.

მეც მინდა, სულ ცოტა რამ მაინც გავაკეთო ჩვენი ფეხბურთისთვის. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვთხოვ მაქსიმუმს. დავიწყე ინდივიდუალურად ვარჯიში. წონა მქონდა მომატებული, ეს ბევრმა იცის. დავიკელი, თუმცა ჯერ ბოლომდე არა. უნდა შევძლო და დავბრუნდე - ესაა ჩემი მოტივაცია. თუნდაც, ჯერ პირველ ლიგაში. ზამთრამდე დროა და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო.

- 27 წელი ფეხბურთელისთვის "ოქროს ასაკია". თქვენი ხნის ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებში ლიდერები არიან...

- ვკითხულობ პრესას, ვუყურებ ფეხბურთს და მეც ვხედავ ამას. გული მწყდება წარსულის გამო, იმ წლების გამო, რომელიც უკვე წავიდა, მაგრამ რას ვიზამთ... ეს ჩემი ბოლო შანსია. ზუსტად ვიცი. მართალი ხართ - 27 წელი ის ასაკი არ არის, ხელი საბოლოოდ რომ ჩავიქნიო.

- ბექა, რას უნდა დავაბრალოთ თქვენი კარიერული უკუსვლა?

- რომ არა ის დაწყევლილი ავარია, მჯერა, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ყველაფრის მიზეზი ეს არ არის, ჩემი არასწორი ცხოვრების ბრალიცაა და ეს ყველაზე კარგად მე ვიცი. იმ წლებში მეტი სერიოზულობა უნდა გამომეჩინა.

- თავის დროზე, "ზესტაფონიდან" დიდი იმედით წახვედით "დნიპროში". რა მოხდა იქ? რატომ ვერ მოიკიდეთ ფეხი?

- მართლაც დიდი იმედებით მივედი "დნიპროში". მაშინ ბესონოვი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი. "შახტართან" მომცა შანსი... იცით, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მართლა მაგრად ვითამაშე. მეორე შეხვედრაში პენალტი მოვიპოვე... კარგად ვგრძნობდი თავს, თამაში მიმდიოდა...

გავიდა დრო, სასტარტო შემადგენლობის ფორვარდი დაბრუნდა და ძირითადიდან ამომაგდო. მერე ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო - ავარია, იჯარა "კრივბასში"... იქ არ მათამაშებდა მწვრთნელი. მეც და სანდრო კობახიძეც სათადარიგოთა სკამზე ვიჯექით...

ბევრი რამ ვნახე ფეხბურთში და ასეთი მწვრთნელი არ მინახავს. მისი გვარი აღარ მახსოვს. საშინლად ვერ იტანდა ქართველებს. მერე გავიგე, აქტიური ფეხბურთელობის დროს მას რაღაც მოსვლია რომელიღაც ჩვენებურ ფეხბურთელთან და ამის შემდეგ ჩაუდევს წყენა გულში ქართველებზე...

მერე დავბრუნდი "დნიპროს" დუბლებში. არ დავმალავ, ამ დროს უკვე აცრუებული მქონდა გული. სულ ბავშვები იყვნენ... ჩემში მილიონი ჰქონდა გადახდილი "დნიპროს" და უფულოდ ან იაფად სად გამიშვებდა? მერე წავიდა და წავიდა ცუდი პერიოდი...

- თქვენ რამდენჯერმე სცადეთ დიდ ფებურთში დაბრუნება. რატომ არ გამოგივიდათ?

- დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც რთულ მდგომარეობაში დახმარების ხელი გამომიწოდა - თუნდაც, "დილას" და მარტვილის "მერანის" ხელმძღვანელობას.

იცით, რომ ვაკვირდებოდი მოვლენებს, რაც ქართულ ფეხბურთში ხდებოდა. რომ ვუყურებდი ჩვენი ჩემპიონატის დონეს, მოტივაცია მიქრებოდა... არის რაღაცები, რაც ვერაფრით ამიხსნია...

- რას გაქვთ მხედველობაში?

- თუნდაც ის, თუ რატომ არ არის "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში? აქვს კი დღეს ქართულ ფეხბურთს იმის რესურსი, რომ უარი თქვას ასეთ სტადიონზე? შეიძლება, ასეთი ბაზა უმოქმედოდ იყოს? წლების განმავლობაში ვითამაშე ამ ქალაქში და იქაური სითბო დღემდე მომყვება.ზესტაფონელი ქომაგი ღირსია, ფეხბურთი ჰქონდეს...

საერთოდ, მგონია, რომ საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე მოიმატებს. აგერ, ნაკრებს თვალსაჩინო პროგრესი ეტყობა... ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და ამ ნიჭის გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
odalas-ს. რას ქვია ნუ წაიკითხავს. მე წავიკითხე კიდევაც და აზრის გამოთქმის უფლებასაც ვიტოვებ. ვერ გავიგე თუ სტატია არ მომწონს, არ უნდა გამოვხატო აზრი? რა სისულელეს წერ. რაც შეეხება ამ სტატიას, აქ ბევრი საკრიტიკო არაფერია, იმ სტატიებთან შედარებით, რაც ალეკოს ადრე დაუწერია. განსაკუთრებით "ვერ იტანდა" და მიკერძოებული იყო ქეცბაის მიმარტ.
გამოცდილი
თუ აქამდე არ ეყო ნებისყოფა წონის დასაგდებათ და ეხლა კობიაშვილით, "ზესტაფონით" ხსნის თავის მოტივაციას, მაშინ ეს ფუჭე ლაპარაკია!
odalas
ბატონო ოდალა, ნუ წაიკითხავთ - პრობლემა მოხსნილია.მე მომწონს ამ ავტორის სტატიები. რაც არ მოგწონთ, ნუ კითხულობთ.
odala
ყოველი აბზაცის მრავალწერტილით დასრულება ძალიან სუსტი წერის მანერის მანიშნებელია. არ ვიცი, რაიმე ღრმა აზრის ჩადებას ცდილობთ ამით თუ რა არის, მაგრამ უაზრობა რომ უფროა, როგორც მკითხველმა, ნამდვილად შემიძლია გითხრათ.
ზურა
იყო ასეთი კალათბურთელი ლენი კუკი, რომელიც 2001 წელს ამერიკის ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად სახელდებოდა. ლებრონზე და კარმელო ენტონიზე წინ აყენებდნენ. თუმცა 1 წელი კალათბურთი არ ითამაშა, მერე დრაფტზე არ აიყვანეს და ეხლა ცხოვრობს გაჭირვებაში. დოკუმენტურია გადაღებული. ისევ წარსულში ცხოვრობს და ცდილობს თავის ისტორიით ბავშვებს მოუწოდოს შრომისკენ. რაღაცით ბექას ისტორიას გავს. ჯერ აქვს ამ ბიჭს დრო ცხოვრება სათავისოდ შემოატრიალოს. ალბათ იმ დონეს ვეღარასდროს მიაღწევს და ნაკრებშიც ვერ მოახერხებს მოხვედრას, მაგრამ იმ საქმიანობით რაც უყვარს ცხოვრებას გამოისწორებს და სანანებელიც ნაკლები დარჩება მომავალში
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
[ოთხშაბათის საკითხავი] ბექას დაბრუნება
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ბრაიან იდოვუ: მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
უმაღლესი ლიგა. XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"აი, მეგობრებო, ეს არის ჩემი სამსახური ამერიკაში" - რას საქმიანობს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე აშშ-ში [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"თქვენი უმადური, დაუნახავი დედას შ****ეცი, ვისაც ამ ბიჭზე ენა გიტრიალდებათ..." - ბექა გოცირიძემ თურქეთთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიას კრიტიკოსებს მიმართა