ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

წინ, რუ­სე­თის­კენ! - ფიქრები საქართველოს ნაკრებზე

წინ, რუ­სე­თის­კენ! - ფიქრები საქართველოს ნაკრებზე

კარგია, რომ გზა მაშინ მაინც გამოჩნდა, როცა ურემი თითქმის გადაბრუნდა
საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლი დაასრულა. დაასრულა გერმანიასთან საგარეო მარცხით. ზოგადად, წაგებული გუნდი არ უნდა შეაქო. ქართველებს უკვე ყელში ამოგვივიდა ტერმინი "ღირსეული წაგება" და კარგი იქნება, თუ მას დავივიწყებთ.

...კარგი იქნება, მაგრამ ჩვენს სიტყვას პირველად და უკანასკნელად გადავალთ. როგორ გინდა, არ შეაქო საქართველოს ნაკრები, როცა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მხოლოდ კი არ იბრძვის, არამედ ფეხბურთს თამაშობს.

ცუდი ისაა, რომ საქართველოს გაცილებით ადრე შეეძლო ეთამაშა ფეხბურთი და დრო დავკარგეთ, მაგრამ ამ თემას ნუღარ მივუბრუნდებით. მით უმეტეს, კარგია, რომ გზა მაშინ მაინც გამოჩნდა, როცა ურემი თითქმის გადაბრუნდა.

...გამოჩნდა და ჩვენ ამ გზაზე სიარული დავიწყეთ. ჯერჯერობით, სწრაფად მივდივართ და თუ ასე გავაგრძელეთ, რაღაც აუცილებლად გამოვა. ეს ციკლი წარსულია და ახლა მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. უნდა გავიხედოთ არა ძველებურად, არამედ საქმის ცოდნითა და ჯანსაღი ამბიციით.

როცა ალბანეთი და ისლანდია გადიან დიდ ტურნირებზე, ამბიცია შენც გიჩნდება. რატომაც არა? ცოტა ხნის წინათ, ერთსაც ვჯობდით და მეორესაც. ცოტა ხნის წინათ, ჩვენს ნაკრებს იმდენი ვარსკვლავი ჰყავდა, ალბანეთს არც დაესიზმრებოდა.

იმ ვარსკვლავებს ჰქონდათ გვარიანად არეული საქართველო და ცოტა არეული ხასიათი. დღეს სხვა დროა. მეტი პროფესიონალიზმია, ეს ოხერი ნიჭი კი, მაინცდამაინც, არ ჩანს. სადაც დიდი ნიჭი არ არის, იქ საქმე დიდმა შრომისმოყვარეობამ უნდა გააკეთოს.

გერმანიასთან დასასრული კი მართლაც მაგარი იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ნაკრებმა მაგრად მოუმატა ბუნდესმანშაფტთან თბილისური შეხვედრის შემდეგ. ვნახეთ, რომ თვით მსოფლიოს ჩემპიონთანაც კი აღარ ვიკეტებით დაცვაში და ბურთს საძულველი საგანივით აღარ ვიშორებთ.

შეტევაში გვაქვს სითამამე, რომელიც არ გვქონდა. გვყავს თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ფინტაობს გერმანიასთან; გვყავს ვაკო ყაზაიშვილი, ვინც აუცილებლად ითამაშებს ტოპლიგაში; გვყავს ჯაბა კანკავა, ვინც უკვე იქაა; გვყავს ნუკრი რევიშვილი, ჯანო, ლორია, მჭედლიძე...

...და ამ დროს შენ არ უნდა თქვა, რომ მესებს ვერ დაბადებ და ფეხბურთელები არ გყავს. ამ დროს დრო იკარგება. მინდორზე ზვარაკივით გადიხარ და აგებ. ასე, ფეხბურთელი მენტალურად ეჩვევა წაგებას. მწვრთნელი თუ ეგუება, ფეხბურთელი - მით უმეტეს.

მგონი, კახა ცხადაძე ნელ-ნელა ერევა ამ მენტალიტეტს და ეს ძალიან კარგია. რამეს რომ მიაღწიო, ჯერ ის უნდა განსაზღვრო, სად ხარ. შემდგომ ციკლამდე დიდი დროა. იმ დრომდე ამ საკითხზე ბევრს დავწერთ. ახლა მოკლედ ვთქვათ.

საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრები მთებს ვერ გადადგამს და ვერც გარდანქეშანობას დაიბრალებს, მაგრამ იმის რესურსი კი აქვს, რომ ნებისმიერ გუნდს ბოლომდე ებრძოლოს. აქვს იმის რესურსი, რომ თუ ალბანეთმა შეძლო, თუ ჩრდილოეთ ირლანდიამ შეძლო, თუ ისლანდიამ შეძლო, საქართველომაც შეძლოს...

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მისაღები ჯგუფის მიუხედავად, აუცილებლად გავალთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის ჯგუფი ჩვენი იქნება. ის კი უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ, რომ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ორი-სამი ტურის შემდეგ არ იქცეს ფორმალობად.

ამას სჭირდება ბრძოლა; ამას სჭირდება ფეხბურთის თამაში; ამას სჭირდება შესაბამისი რესურსი, შემადგენლობის სიღრმე... ახლა, როცა ნაკრებში ყველა ღირსეული თამაშობს და ეროვნულ გუნდს აღარ ღრღნის შიდა კონფლიქტები, ჩვენი საფეხბურთო რესურსი ძველებურად დაშრეტილი აღარ მოსჩანს.

მესები ჩვენში კვლავ არ დაბადებულან, მაგრამ ნაკრებში კონკურენცია არის და ახლებიც ძალუმად აკაკუნებენ ეროვნული გუნდის კარზე. აგერ, თუნდაც, ნიკა კვეკვესკირი. ის კარგი იყო "დილაში" და ბაქოს "ინტერში" კიდევ მოუმატებია.

კვეკვესკირი საჭირო კაცად მოჩანს ცხადაძის ნაკრებში. დებიუტანტისთვის დამახასიათებელი ნერვიულობა არ ეტყობა და მაგრადაც ამწვავებს თამაშებს. ფეხბურთი და ტრავმები რამ გაყო. თუ რამეა, ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ. კვეკვესკირი ადგილზეა. ის თავის გასაკეთებელს ყველგან გააკეთებს.

ფეხბურთის თამაში კი მართლაც დავიწყეთ. და ეს რაციონალური ფეხბურთია. ფეხბურთი ზიზილ-პიპილოების გარეშე, გადაპრანჭვის გარეშე. ფეხბურთი, სადაც მოწინააღმდეგისთვის ყველა ზონა უნდა დაიხუროს და შენ მის თავისუფალ ზონაში შეძვრე. ოღონდ, არა სპონტანურად. არა ალალ-ბედზე მოგერიებით. ასე ერთხელ გაგიმართლებს, მაგრამ "ყარაულის თოფით" პროცესს ვერ მოიგებ.

არადა, პროცესი მოსაგებია და ჩვენი ყველა მოწინააღმდეგისადმი დიდზე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ამ პროცესის მოგება უკვე შემდეგ ციკლში შეგვიძლია.

ახლა საქართველოს ნაკრებს სჭირდება ბევრი ამხანაგური; სჭირდება შეკრებები, რომელსაც კახა ცხადაძე ნაყოფიერად იყენებს; სჭირდება დიდი ერთიანობა და საერთო მიზნისკენ მწყობრი სვლა. ფეხბურთელებმა ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ.

საქართველო მათგან ამას ითხოვს. მათ უნდა ისწავლონ ქვეყნისთვის მსხვერპლის გაღება. უნდა ისწავლონ, თორემ მოვა დრო და ისინი ინანებენ. ოთხმოცდაათიანების ჩვენს ვარსკვლავებს ბევრიც არ დაუკლიათ. მათ დროც ებრძოდა. დრო, როცა ბიჭები დიღმის ბაზაზე სანთლებით ხელში ერთმანეთს ასხამდნენ წყალს...

დღეს ყველა მათგანი ნანობს. ბევრი რამ მათი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც. დღეს სხვა დროა და ჩვენი ფეხბურთელებიც ვერ დაიჩივლებენ იმ ათასგვარ პრობლემაზე, მათ წინამორბედებს რომ ჰქონდათ. დრომ საფეხბურთო ცივილიზაცია ჩვენამდეც მოიტანა.

მე მინდა, რომ მათ არ ინანონ. მე მინდა, რომ საქართველომ გაიხაროს.

მე რა, ჩვენ ყველას გვინდა!

აბა, წინ, რუსეთისკენ!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• akim

მომავალი შესარჩევი ციკლის პირველ თამაშს ვატარებთ შინ, ავსტრიის ნაკრებთან. ავსტრია ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამიტომ თუ პირველი თამაში წავაგეთ (მიჭირს ამისთ თქმა, მაგრამ დიდი ალბათობით ასეც იქნება), ყველაფერი ძველებურად წარიმართება ანუ ერთი-ორი ნორმალური თამაშის ჩვენება ყოველ ციკლში. მორჩა და გათავდა. ბედნიერი ვიქნები, თუ შევცდები პროგნოზში.

• svani_7

ბრავო!!! მშვენიერი სტატიაა!!!

• მესი

ახლა მესიცა გვყავს, ნახეთ არაბიძის თამაში და დარწმუნდებით რა ტალანტია, თუ საქმეს სწორად მიუდგება, მესი მონაგონი იქნება!

• თამაზ ხუბუა

მომეწონა სტატია–ნაკლები სარკაზმი და მეტი სითბო და სიყვარულია მასში! დაკიდევ ერთი: ალბანეთი რაა, მსოფლიო შესარჩევში ჩვენს ჯგუფში მოხვედრილ ქვეყნებს განა ბევრი ჰყავდათ ყოფილი ქართველი ვირტუოზი ფეხბურთელების სადარი?! არც მწვრთნელებმა და არც ფეხბურთელებმა არ უნდა დაივიწყონ უმთავრესი:საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა! დარწმუნებული ვარ გამარჯვებებში!!!

• dato

რუსეთშიც წავალთ, მოსკოვში ქართული დროშაც აფრიალდება, ჰიმნიც გაჟღერდება, საქართველოც გაერთიანდება

• sake

მშვენიერი სტატიაა.

• 1906

ამ ჩრდილოეთი ირლანდიის მოხსენიებით,რომ გავიდა ევროპაზე-გავიწყდებათ,რომ სამჯერ მსოფლიოზე ითამაშა:1958(მეოთხედფინალი,1982(მეორე წრე)და 1986(ჯგუფიდან ვერ გავიდა)

• liji alpaidze

ჯერ ეს ერთი 90-ებშიც ეგრე იყო. არიქა წინა ციკლის ბოლო თამაშები (როცა აზრი აღარ აქვს) კარგად ჩავამთავრეთო, და აწი წინ მსოფლიოსკენო. ასე რომ ჯერ აკოფს გადაახტით და მერე იბლატავეთ.

• guka

ჯერ გავიდეთ და მერე რუსეთ წავალთ აბა რა ზოგიერთი ... მამა პახმელიაზე რუსეთში გამოდიოდა ახლა ... რუსეთი არაო ... ნუ აყვებით

• lekveishvili

gvirabis bolos arabidze gamochnda:)

• giga

გვირაბის ბოლოს სინათლედ შეიძLება შენსკენ მომავალი მატარებელიც მოგეჩვენოს. დავიწყეთ ისევე ბაქიაობა ცაში ფრენა.

• jeko-s

ჩემო ჯეკო მაგ დროს უკვე ნაცები იქნებიან ქვეყნის სათავეში,დღევანდელ ქრონიკაში ივანიშვილის საუბრის შემდეგ ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ,ეს ერთი და მეორეც,ან ჩატარდება ან არა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი,ეს კიდევ საკითხავია.

• j.....

ისევ ეს ქართული ცრუპენტელობა. როცა გერმანიას ეომებოდნენ ტანკებს ეწერათ "წინ ბერლინისკენ" თუ პირიქით უნდა დაეწერათ. თუ ასეთი მაგრები ხართ ზოგიერთები რაღა თბილისში ელოდებით სულ ამ რუსს და უაზროდ იკბინებით ერთი მოსკოვშიც ჩაუვარდით და იქვე უტირეთ დედა პუტინს თუ არადა მოისვენეთ.

• მოქალაქე

... სათაურზე და მოქალაქეობრივ შეგნებაზეც

• odala

ეჰ, აი ნახავთ, რამდენიმე მატჩი ჩაივლის შემდეგი შესარჩევის და დაიწყება ცხადაძის და ნაკრების იგივენაირი კრიტიკა.

• ჯეკო

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ, ნაკრებმა რომ რუსეთის საგზური მოიპოვოს დაიწყება მჯელობა წავიდეს უნდა თუ არა ნაკრები რუსეთში სათამაშოდ, ყოველ შემთხვევაში ნაცები მაიც ატეხავენ აჟიოტაჟს.

• levani-s

"წინ ინგლისისკენ" რომ ეწეროს ხომ იტყოდი მაგარი სტატიააო?! ყურს ცუდათ ხვდება არა ფარშევანგი! ყველაფერში ზიზღს ნუ ანთხევთ, დამშვიდდით!

• giorgi levanis

kargi ra dzmao ra, yurs cudad xvdeba ara torola, dzalian kargad dawera avtorma, shen ki aq tu ginda komentaris dadeba sheeshvi politikoaobas gveyo ra da tu ginda politikosoba wadi da amvebi.ge-ze an kviriapalitra.ge-ei ipolitologe

• fanat

ვაიმე რა დავი-დარაბა ატყდა ამ სათაურზე,ხო წინ რუსეთისკენ,რა მოხდა მერე, რუსეთშია ჩემპიონატი და იმიტომ დაწერა ასე. აუ ზოგმა რა უაზრო რამეებზე იცის ყურადრების გამახვილეება რაააა...

• კახი

ეს ... ყველგან რატო ურევთ პოლიტიკას ? ზუსტად ამის ბრალია დღეს საქართველო რო ....  ტვინი ...

• ლევანი

მოკლედ, რა დონეზეც ფეხბურთია, იმ დონის გულშემატკივრები ჰყავს. რა გერლაპარაკოთ...

• ამკ

ქართული ბაქიბუქი.ამ ქვეყანას არაფერი ეშვება დილიტანტებია ყველა ვითომ საქმის მკეთებელი. ჟურნალისტს სტატი მაგიდის სადგეგრძელოების პონტი უფრო არის - ენას ძვალი არ აქვს პონტში.

• ლევანი

ჟურნალისტს მით უფრო, ისე კი ყველა წიგნიერ ადამიანს მოეთხოვება უფრო "ფაქიზი ყური". წინ, რუსეთისკენ! - უსიამოვნო ასოციაციებს რომ აღძრავს, მტკიცება უნდა?!

• Nukri

ალბათ არიცის,რომ მსოფლიო რუსეტში ტარდება:D:D:D:

• ნუკრი

ჩემი აზრით საქართველოში მოთამაშე ნაკრების კანდიდატების და სავარაუდო წევრების ყველაზე დიდი პრობლემა ფიზიკური მომზადება და გამძლეობაა. ამიტომ ყველა კანდიდატს ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა ფიზმომზადების ინდივიდუალური პროგრამა უნდა შეუმუშაოს,საშინაო დავალებასავით გაატანოს და რაღაც პერიოდულობით შეამოწმოს(მაგ.თვეში ერთხელ).ვინც გაქაჩავს დაიტოვონ.წინ 10 თვეა. ამით გამოჩნდება ვინ არის პროფესიონალი,ვის აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ვინ არის ღირსი ჩაიცვას ნაკრების მაისური. მარტო ლაპარაკით არაფერი გამოვა

• ინასა

ებიჯო რამ დააწერინა და მსოფლიო რუსეთში ტარდება 2018 წელს, რა ყველგან პოლიტიკა გველანდება

• giorgi

levan, arici tu ver xvdebi ratom dawera avtorma, win eusetisken?

• ლევანი

ნორმალური სტატიაა, მაგრამ ჟურნალისტს ეს სისულელე - "წინ, რუსეთისკენ" რამ დააწერინა! ცხოვრება მარტო ფეხბურთი ხომ არაა?!

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

ირლანდია-საქართველო 1:0 - მე­ტი სი­თა­მა­მე და შე­მოქ­მე­დე­ბა გვჭირ­დე­ბა! [VIDEO]

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი: ეს­ტო­ნე­თთან სპარინგი რე­ა­ლუ­რია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნთან - სა­ნა­ხევ­როდ

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

როგორ ხვდებიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოლდოვასთან მატჩს

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

სა­ა­მი­სოდ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ! - რა­ტომ ცხოვ­რობს გვი­ლია ბატე-ს ბა­ზა­ზე

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან