"დინამოს" აკადემიის აღზრდილ შემტევს ფეხბურთის სპეციალისტები დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა დუბლშემადგენლობების IX ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს თბილისის "დინამოსა" და "ცხინვალის" რეზერვისტები შეხვდნენ.

მატჩი დინამოელთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. ამ მატჩით ერთი ფაქტის გამო დავინტერესდით - ცხინვალელთა კარში ერთი გოლი 14 წლის ფეხბურთელმა, "დინამოს" აკადემიის აღზრდილმა ზუკა დავითაშვილმა გაიტანა.

ფეხბურთის სპეციალისტები მას უკვე კარგად იცნობენ და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

დავითაშვილი ეროვნული ჩემპიონატის ორგზის ბომბარდირის, სულიკო დავითაშვილის ვაჟია. ზუკა 2001 წელსაა დაბადებული, "დინამოს" აკადემიაში კი 2012 წლიდან თამაშობს. ამ გუნდში იმდენად გამორჩეული ბავშვები თამაშობდნენ, ერთი წლით უფროსებში, 2000 წელს დაბადებულთა ელიტლიგაშიც გამოდიოდნენ.

ზუკა გუნდის ლიდერი გახლდათ და ლამის ყველა ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ. "დინამოს" დუბლშემადგენლობის მწვრთნელმა თამაზ სამხარაძემ გარისკა და 14 წლის შემტევი ნახევარმცველი უფრო მაღალ დონეზე ათამაშა. გაუმართლა კიდეც - ზუკა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, 9 წუთში კი "ცხინვალის" კარი მეოთხედ აიღო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარემ აუღო.

14 წლის ასაკში დუბლიორთა შორის გოლის გატანა პატარა ამბავი არ არის. ის ხომ ჯერ მეცხრეკლასელია და 18-19 წლის ბიჭების გვერდით თამაშობს. ამ ასაკში კი ერთი წელიც დიდი სხვაობაა.

იმედია, ეს პატარა წარმატება ზუკა დავითაშვილისთვის მხოლოდ დასაწყისია და გაცემულ ავანსებს გაამართლებს. ფაქტია, რომ ნიჭიერი ბიჭია და შრომა თუ არ დაეზარება, ბევრს მაიღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ზუკა დავითაშვილს "ლოკომოტივმა" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
U19. თბილისის "ლოკომოტივი" მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდება
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
U17. საქართველო-ისრაელი 4:1 - ბანიკოვის თასი ისევ ქართველებისაა [VIDEO]
"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება
ევროთასები 2017/18. ჩვენ და პოლონელები: მეტოქე ფავორიტია, მაგრამ...
ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"
"მენატრებით, მაგრამ ამ ეტაპზე დაბრუნებას არ ვაპირებ..."
გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები
თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]
გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება ვიაჩესლავ გროზნის გარეშე დაიწყო
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "გაბალა" არ დაინდო [VIDEO]
[ექსკლუზივი] თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ორი სავარაუდო კანდიდატი
"რუსთავის" მწვრთნელად სულიკო დავითაშვილი დანიშნეს
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]