დასასრულს მიახლოებული სიყვარულის ისტორია
"ჩელსიში" ისეთი დაძაბული ფონია და "ლურჯები" ისე უსუსურად გამოიყურებიან მოედანზე, რომ ექსპერტებისა თუ გულშემატკივრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს ეპოქა "სტემფორდ ბრიჯზე" დასასრულს მიუახლოვდა.

თითქოს, ამას ფეხბურთელებიც შეეგუენ - ისე თამაშობენ. გუნდის მფლობელ რომან აბრამოვიჩს შესაძლოა, მხოლოდ ის აფერხებს, რომ მოხსნის შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს 30 მილიონ გირვანქაზე მეტი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით. "განსაკუთრებულზე" მეტი ფული რუსმა მილიარდერმა, ალბათ, მხოლოდ თავის ექსმეუღლეს გაატანა გაყრისას.

ამ შემთხვევაში, მოურინიომ შესაძლოა, კიდევ ერთ ყოფილ გუნდში, მილანის "ინტერში" დაბრუნებაზე იფიქროს, მაგრამ იქ რობერტო მანჩინი ცდილობს ფესვების ღრმად გადგმას.

არის "პარი სენ-ჟერმენის" ვარიანტიც, საიდანაც ლორან ბლანი შეიძლება გაუშვან. თავი "მონაკომაც" წამოყო, მოუთი მის თანამემამულე ლეონარდო ჟარდიმს სიამოვნებით ჩავანაცვლებდითო. აუცილებლად გამოჩნდება სხვა ვარიანტებიც, შესაძლოა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელიც...

ისე, მოურინიოს კოლეგებს შორის დამცველებიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, "სტოკის" თავკაცი მარკ ჰიუზი მიიჩნევს, რომ თუ "ლურჯები" მოუს გაუშვებენ, ეს შეცდომა იქნება.

თავის მხრივ, "ჩელსი" მოუს შემცვლელის ძიებას დაიწყებს და აქაც იქნება სხვადასხვა ვარიანტი: გუნდის ექსთავკაცი კარლო ანჩელოტი, ვინც ახლა უქმადაა, "პაპა კარლო" ისვენებს. ამბობენ, აბრამოვიჩს პეპ გვარდიოლას მიყვანა უნდა ძალიანო, რადგან ცოტა ხნის წინათ პეპმა "ბაიერნიდან" წასვლა არ გამორიცხა.

მიუნხენელები კი ირწმუნებიან, თანამშრომლობას გავაგრძელებთო, მაგრამ უფროსობასა და ყოფილ ბარსელონელს შორის ბოლომდე იდეალური ურთიერთობა რომ არ არის, საიდუმლო არ გახლავთ. გვარდიოლას "ალიანც არენიდან" წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, "სიტიმაც" გამოთქვას მისი დაპატიჟების სურვილი, თუ მანუელ პელეგრინის სეზონი ჩაუვარდება.

ჩილელს შესაძლოა, მხოლოდ პრემიერლიგაში წარმატება (რაც ასევე სათუოა) არ ეყოს, თუ ჩემპიონთა ლიგაზეც არ აათამაშა ბოლოს და ბოლოს "ქალაქელები".

ამავე მიზეზით, გამორიცხული არ არის "იუნაიტედის" თავკაცს, ლუი ვან გაალს შეუდგეს წყალი და მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის კანდიდატადაც იქცეს და ვინ იცის, ტურინშიც დაუძახონ, თუ "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრის გაუშვებს. მოკლედ, დიდი ამბები და მიმოსვლები გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ააა
მაუსნაირ ფეხბურთს რომ თამაშობდეს ყველა, ეს სპორტი ასეთი პოპულარული არ იქნებოდა! ის უბრალოდ კლავს ფეხბურთს.

ახლახან წავიკითხე მოურინიოს კომენტარი "სტოკთან" წაგების შემდეგ - კარგად ვითამაშეთო. ეს მარაზმის ნიშნებია.
ორდე
სადღაც კამათს მოვკარი თვალი მოირინიოს "განსაკუთრებულობასთან" დაკავშირებით. ის რომ კარგი მწვრთნელია, სადაო არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ლაღი, შემტევი თამაშის აწყობა უჭირს. ჩ ლიგის ორჯერ მოგება განსაკუთრებულობის დიპლომი არაა.
MARADONA
მე მჯერა მოუსი. ძაან მაგარი მწვთნელია . ტიტულებზე რომ არაფერი ვთქვათ. ფეხბურთელები ახურებენ ნაღდად. მეც მგონია რომ გამოძვრება სიტუაციიდან. მაგარი პიტალო იქნება აბრამოვიჩი თუ გაუშვებს. ის ჩემპინთა ლიგაც მოუს გაკეთებული იყო.თორე მერე რა დაემართა დიმატეოს ყველამ იცის.ან სად გაუკეთებია მაგ კაცს საქმე? ოღონდ ახლა ლივერპულთან არ დაიწყოს...
Lasha
Kakabadze nu mkitxaob tu dzma xar))
ლაშა
ეგ ისეთი შებერტყილია გამოძვრება მაგ სიტუაციიდან.
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა
მამარდაშვილის კლუბს შეიძლება ახალი "ხაზეინი" ეყოლოს - თანაც, ნახეთ, ვინ
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს