"მთავარი ნდობაა, დონეცკის "შახტარში" კი ორმაგად მოტივირებული ვარ"
..."მადლობა, გიო, მეღირსა ქართველი ფეხბურთელით თავის მოწონება"! "ვნახე არაბიძის თამაშის ჩანაწერები და ემოციას და გაკვირვებას ვერ ვმალავდი"...

ეს დღეებია, აღტაცების გამომხატველ მსგავს რეპლიკებს ხშირად წააწყდებით. ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში ბევრმა იხილა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში შვედური "მალმიოსა" და დონეცკის "შახტარის" მატჩში გიორგი არაბიძის თამაშის ვიდეოკოლაჟი, სადაც პარალელს გიორგი ქინქლაძესთან ავლებდნენ...

ნიჭიერი ქართველი ჭაბუკით უკრაინელებიც მოხიბლულები დარჩნენ - არაბიძემ იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა მადრიდის "რეალის" მძლეველ "მალმიოსთან" ისე შთამბეჭდავად ჩაატარა, კომენტატორებმა პირდაპირ ეთერში ლამის მისი ჩამომყვანის სადღეგრძელო შესვეს. ბოლოს კი აღიარეს, რომ ეს იყო არა "მალმიო"-"შახტარის", არამედ "მალმიოსა" და არაბიძის დაპირისპირება...

იხილეთ ვიდეო

თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილმა 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა შვედებთან ულამაზესი გოლით გამოიჩინა თავი და არამხოლოდ - კიდევ სამ საგოლე კომბინაციაში უშუალოდ მონაწილეობდა, ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა, ორჯერ მეკარემ მისი უძლიერესი დარტყმა მოიგერია და ასე შემდეგ. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ დონბასელთა 19-წლამდელებში გიორგი ყველაზე პატარა გახლდათ.

სამშაბათს კი გიორგიმ სადებიუტო შეხვედრა "შახტარის" მთავარ გუნდშიც ჩაატარა. დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ის "ტერნოპოლთან", უკრაინის თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელადაც ათამაშა.

"შახტარმა" ის თამაში 4:0 მოიგო (ორი მატჩის ჯამში - 9:0) და მეოთხედფინალში გავიდა. საინტერესოა, რომ არაბიძე იმ მომენტისთვის 17 წლის, 7 თვისა და 23 დღისა იყო და მეხუთე მცირეწლოვანი შეიქნა, ვისაც ამ ასაკში "შახტარში" დებიუტი ჰქონია.

არაბიძე "შახტარმა" თბილისის "ლოკომოტივიდან" ზაფხულში შეიძინა. მას მირჩა ლუჩესკუ განსაკუთრებულად პატრონობს, რადგან ქართველში ნიჭი დაინახა და მთავარ გუნდთან ერთადაც ავარჯიშებს. რუმინელი სპეციალისტი მოითხოვდა, რომ არაბიძეს 19-წლამდელთა გუნდში რეგულარულად ეთამაშა, შეკრებაზე კი, ამხანაგურ თამაშებში, რამდენჯერმე მთავარ გუნდშიც გამოსცადა.

პარალელურად, სრულიად უსაფუძვლოდ ვრცელდება ჭორები, თითქოს არაბიძის გამოძახება უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებში სურთ. ეს გამორიცხულია, რადგან მან უკვე მოირგო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა გუნდების ფორმა, თან 17 წლისაა და სხვა ქვეყნის ამავე ასაკის ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. რაც მთავარია, ამის სურვილი არც თავად გააჩნია.

ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დატვირთვები მექნებოდა

"შახტარის" მთავარ გუნდში დებიუტთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, გიორგი არაბიძეს უკრაინაში დავკავშირებოდით და ინტერვიუ ჩაგვეწერა:

- არ ვიცი, უკრაინის ნაკრებში ჩემი შესაძლო "გამოძახების" შესახებ გავრცელებული ჭორი რას მივაწერო, - გვითხრა არაბიძემ საუბრის დასაწყისში. - მაგრამ ის კი ვიცი, რომ მალე საქართველოში დავბრუნდები და შესარჩევ ციკლში ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს დავეხმარები. ამაზე სერიოზული ლაპარაკი არც ღირს.

- ორ სადებიუტო შეხვედრაზე უნდა გკითხოთ. უეფას ახალგაზრდულ ლიგაში "მალმიოსთან" მატჩით დავიწყოთ...

- რა თქმა უნდა, დებიუტიც გამიხარდა და ისიც, რომ თამაში წამივიდა, გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემებიც გავაკეთე. ალბათ, ასეთი დებიუტი ყველა ფეხბურთელისთვის სასურველი იქნებოდა.

- რაც შეეხება "ტერნოპოლთან" მატჩს, უკრაინაში 90 წუთის თამაში იოლი არ არის. უპრობლემოდ გაძელით?

- არანაირი პრობლემა არ მქონია და არც გაძლებაზე მისულა საქმე. ფიზიკურადაც არ გამჭირვებია, ჩვეულებრივად ვითამაშე, ერთი-ორჯერ კარშიც დავარტყი და მიმაჩნია, რომ ნორმალური თამაში ჩავატარე.

"შახტარი" უეფას თასის მფლობელია და მის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა პატარა საქმე არ არის.

- აშკარაა, რომ ლუჩესკუ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია...

- ახლახან წავიკითხე, "ტერნოპოლთან" თამაშის შემდეგ ჩემზე თბილად რომ ილაპარაკა... საერთოდაც, ლუჩესკუსგან ნდობას ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს. ის სერიოზული დონის მწვრთნელია, ბევრ ცნობილ გუნდში უმუშავია, მისთვის უცხო არაა წარმატებები და ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ასეთი სპეციალისტისგან ნდობას რომ ვგრძნობ. რაც მთავარია, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

ისე, სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ ძირითად გუნდში მხოლოდ 19 წლისას მათამაშებდა. და იცით, აქ კარგი რა არის? ფეხბურთელი შრომისა და მონდომების დაფასებას გრძნობს, არაფერს უკარგავენ და შანსს აძლევენ. მთავარი კი ნდობაა და შენც უფრო მოტივირებული ხარ.

- "შახტარში" გადასვლის შემდეგ დიდ დატვირთვებზე მოგიხდათ შეჭიდება...

- რა თქმა უნდა და საქართველოში ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დატვირთვები მექნებოდა. რაც ჩვენთან არის, ეს არაფერია. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ საქართველოში რასაც ვაკეთებდი, ამას არც შეიძლება "დიდი დატვირთვა" უწოდო.

- თქვენი აზრით, "შახტარის" ძირითადში დასამკვიდრებლად რა გჭირდებათ?

- ცხადია, უფრო მეტი გამოცდილება და ასაკი. ჯერ მაინც 17 წლის ვარ და სასწავლი ბევრი მაქვს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შესაძლებელია.

- კომენტატორები ამბობენ, არაბიძეს შეტევაში პრობლემა არ აქვს, მაგრამ დაცვის დახმარება უნდა ისწავლოსო. ამას კი მართლაც სერიოზული გამძლეობა სჭირდება...

- უკრაინაში სწორედ მაგას ასწავლიან და აქ იმიტომაც ჩამოვედი, რომ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს შევეგუო. ერთბაშად ყველაფერი არ გამოვა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს უნდა მოვახერხო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jiji
რომ იტყვიან, კოჭებში ეტყობა დიდი ფეხბურთელობა. ახლა დიდი შრომა და თავდადება უნდა და შედეგიც დადგება, ვფიქრობ ძალიან კარგი. ნუ გეუფლებათ ქართველურად ხბოს აღტაცება და დათვურ სამსახურს ნუ გაუწევთ. ჯერ ადრეა. ქინქლაძის ფეხბურთისადმი დამოკიდებულებისგან გმერთმა დაიფაროს! თუ მიხვდა,რომ სამშობლო იმედის თვალით უყურებს და ელოდება, ყველაფერი გამოუვა.
ss
ქინქლაძეს ადარებენო, მაგრამ ქინქლაძის შეცდომა არ დაუშვას. წარმატებებს ვუსურვებნ.
ბოხა
ფანტასტიკური ტექნიკის და მინდვრის ხედვის ბიჭია,როგორი პასები აქვს!ნუთუ გვეშველა ქართულ ფეხბურთს?მთავარია ზოგიერთივით თავში არ აუვარდეს და ნაღდი პროფესიონალი დადგეს!!!
Lasha
5 ჯერ მაინც უყურე შენ თამაშს მალმიოსთან და რა ვიცი ჩემო პატარა ძმაო სიტყვები არ მყოფნის რა ემოცია მქონდა, ღმერთს გთხოვ მოგცეს იმის გონება , შრომისუნარიანობა და იღბალი , რომ იმ სიმაღლეზე ახვიდე რამდენიც შეგიძლია, და შეძლებით კი ძაან , ძაან შორს შეგიძლია წასვლა. ხორვატი ან არგენტინელი რო იყო უკვე რეალი და მსგავსი კლუბები დაგიპირებდნენ წაყვანას. მაგრამ ეგ დროც არაა შორს თუ იშრომებ, დამიჯერე გენაცვალე. შენ ხარ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მომავალი, ყოველ შემთხვევაში მონაცემებით !!!
veterani
ყველა ვარსკვლავი, ერტი-ორის გარდა, "ცალფეხა" იყო. მესიც ცალფეხაა.ეს არაა უბედურება. ვუსურვოტ ტვინი არ აერიოს!
ნუკრი
ვინც ნორმალურ უცხოურ კლუბში გადავიდა,ყველა ამბობს,რომ აქაური დატვირთვები იქაურთან ახლოსაც ვერ მივა. არ მესმის აქაური ფიზმომზადების მწვრთნელები ფლავის ჭამას ასწავლიან ფეხბურთელებს თუ ფეხბურთის თამაშს და გამძლეობას. პ.ს. ისე მე მგონი პირველს უფრო
ზ უ რ ა
ამ ბიჭის თამაში არ მაქვს ნაყურები, და იმედია არ იზარმაცებს,

კომენტატორებმა ლამის მისი სადღეგრძელო შესვესო კაი იყოო :D :D :D
G7
ნიჭიერი ბიჭია მართლა! ტექნიკა, მოედნის ხედვა,აზროვნება და ძლიერი დარტყმა აქვს ცაციათი! რაც მთავარია შრომა არ დაიზარო და დიდი მომავალი გელოდება! წარმატებებს გისურვებ გიორგი!
saqa
ახლა ამ ბავშვს ეს ჟურნალისტები ....... გასაგებია, რომ ნიჭიერია, გასაგებია . . . დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
leli
შრომა, შრომა და კიდევ შრომა დისციპლინასთან ერთად და ყველაფერი იქნება კარგად. არაფერს არ დაეხარბო გიორგი. მხოლოდ ქალებში შეიძლება ხანდახან დალევის გარეშე გაკუნტრუშება. წარმატებები.
Merani.
შენ გენაცვალე. ბედაურივით ბიჭია.
levan
ბურთის ტარების მანერით, მართლაც ჰგავს ქინქლაძეს. იმედია, ბოლომდე მიაწვება... წარმატებები მას!
კ. ს.
მაგარი ბიჭია, მაგრამ მარჯვენა ფეხითაც უნდა ისწავლოს თამაში.
გორგინ
მის თამაშს ვუყურე "მალმიოსთან", დიდებული შთაბეჭდილება დატოვა. 12-ში არაბიძის სანახავად მივალ ვაკეში. მჯერა, რომ მის გამო ბევრჯერ დაგვეუფლება სიამაყის გრძნობა. წარმატებები!
llcl
ვეთანხმები bacho-ს, ქინქლაძეს ზიდანის დონის ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს ვერასოდეს ზარმაცი ადამიანი. შრომა არ დაგეზაროს გიორგი და ყველაფერს მიაღწევ, ღმერთმა ტრავმები გაცილოს
g.a.
მე მგონია ამ საქმიდან რაღაცა გამოვა,აბა შენ იცი შვილო.
123
Tsarmatebebs vusurveb. Imedia sxva varskvlavtbichunebis darad fb da bmw ar gadayveba
glaxuna
ყ ო ჩ ა ღ !!! 'დასკვნა იმიტომ კი არა,რომ ქ ა რ თ ვ ე ლ ი ა, ქინქლაძეზე კი არა...მესიზე არანაკლები მოძრაობები და ტექნიკური არსენალი აქვს ნეტად ძლიერიც შეიძლება იყოს, ტ ე ქ ნ ი კ უ რ ა დ, შეიძლება ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი ც გახდეს... თუნდაც რეალის,ბარსელონა,ინგლისის ლიდერებისა და ბაიერმის რიგებში... უბრალოთ შრომისმოყვარეობა და ფიზიკურად კიდევ უფრო გაძლიერება და... ანუ კ ა რ გ ი მწვრთნელების ხელში მოხვედრა და მ ს ო ფ ლ ი ო ვარსკლვლავ!!!...
Vaso
ერთი სული მაქ როდის ვნახავ ეროვნულ გუნდში, წარმატებებს გისურვებ.../ ისე ყველა ქარტველი ფეგბურტელი , ვინც საგვარგარეთ წავიდა, ყველა ერტსადა იმავეს აგნიშნავს, რო ვერც კი წარმოიდგენდნენ , ასეთი დატვირტვები თუ იქნებიდაო,((( ისე რეალში , ბაიერნში და ბარსაში......... რაგა იქნებაა წარმომიდგენიაა)))) ეს ქარტველი მწვრნელები მიაბრზანოს ფედერაციამ საზგვარგარეთ და ასწავლონ ამატაც , რო ჩვენმა ბიჩებმა არ დაიწყონ ყოველტვის დუბლებიდან და ჭ Kლასის ლიგიდან ფეგბურტის ტამაში./// //// წარმატებები კიდევ ერტხელ არაბიზეს...
bacho
ქინქლადძე რა გასახარი იყო,რას მიაღჭია თუ ძმახარ,ის ერთი უზომოდ ნიჭიერი ზარმაცი იყო რომელიც არ არის მისაბაძი მაგალითი.წარმატებებს და ბევრ შრომას ვუსურვებ გიოს
ფაშა ძლიერი
აბა შენ იცი, ღმერთი შენსკენ ბრატ!
gogi
ძალიან მაგარი მომავალი აქვს ამ საოცარ ახალგაზრდას. მე ვისურვებდი, რომ ყველაფერი წუვიდეს კარგად და თანმიმდევრულად. 17 წლის ასაკში არ არის აუცილებელი მთავარ გუნდში რეგულარულად ითამაშოს. იქ ძალიან დიდი დატვირთვაა და არ გადაღალონ (გადაწვან)ბიჭი.
MARADONA
ქინქლაძის შემდეგ თუ რამე გამახარებდა ფეხბურთში-ქართულში არ მეგონა. ცოხალია ქართული საფეხბურთო გენი ცოცხალი!!! ღმერთსა ვთხოვ რომ არ გამოცრუვდეს იმედები...
gizog
გაიხარე გიორგი, ღმერთმა დაგლოცოს და ყველა კეთილი სურვილი აგისრულოს. ასევე გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი.
სააკაძე
ძალიან მაგარი ბიჭია, სიამაყით ვუყურებდი მის თითოეულ მოძრაობას!! მთავარია სწორი მიმართულებით წავიდეს.
ლაშა
წარმატებებს გისურვებ მეგობარო. მთავარი შრომა არ დაგეზაროს და ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გახდე. იღბალს გისურვებ!!!
r
ქართული ფეხბურთის მომავალი!
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ლუჩესკუმ წიტაიშვილის "დინამოდან" წასვლაზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]
სკანდალი. ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ყაზახეთის ევროზე შესაძლო გასვლა არანორმალურია - ყაზახები აღშფოთებული არიან
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა - მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
რამდენი ხანი გასტანს საუდის არაბეთში საფეხბურთო ბუმი? - ლუჩესკუ პროგნოზირებს
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა