29 ოქტომბერს მარტვილში საფეხბურთო ზეიმი იყო
29 ოქტომბერს მარტვილში საფეხბურთო ზეიმი იყო. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ცნობილმა ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების და მარტვილელი ვეტერანების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრამაც გაამართლა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: სოსო გრიშიკაშვილი, კახაბერ ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, გოგა გახოკიძე, ზურაბ იონანიძე, გიორგი ნემსაძე, გელა ინალიშვილი, მიხეილ აშვეთია, დავით რურუა, ზაზა ჯანაშია, მიხელ აფხაზავა.

მარტვილის გუნდმა კი შემდეგი თერთმეტეულით დაიწყო თამაში: დათო გეგეჭკორი, ალიკა კალანდია, ზაზა სიგუა, გიგა სურმავა, გალაქტიონ ჭუბაბრია, ელდარი ბაკურია, გიზო ნაჭყებია, ბაჩანა ხელაია, ვეფხვია ოდიშარია, დავით გოგოძე, გალაქტიონ ჭუბაბრია.

შეცვლაზე შემოვიდა მარტვილის "მერანის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია, რომელმაც გოლის გატანაც მოახერხა, მეორე ნახევარში მარტვილელთა კარს "მერანის" მეკარეების მწვრთნელი აჩიკო ღურწკაია იცავდა. მეორე ნახევარში შემოვიდნენ ასევე, მატჩის ჩატარების იდეის ავტორი და მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა, ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ხელაია და "მერანის" ტრანსფერების მენეჯერი მანუჩარ ბაკურია.

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა უმეტესობას წონა და ასაკი უშლიდა ხელს თავისუფლად ეთამაშათ, მაინც ჩანდა დღევანდელ თამაშში მათი ნიჭი და პროფესიონალიზმი, უბერებელმა ზაზა ჯანაშიამ კი ახალგაზრდობა გაიხსენა და ულამაზესი გოლი აჩუქა გულშემატკივარს, მართლაც ბრწყინვალე იყო ზაზას გოლი, მან მაკრატელა დარტყმით აუღებელი ბურთი გაიტანა ღურწკაიას კარში.

ანგარიში კი ბაჩანა ხელაიამ გახსნა ელდარ ბაკურიას პასით, ცოტახანში დუბლი გაიფორმა მარტვილელმა.

საბოლოო ჯამში , ამხანაგური შეხვედრა მაინც ამხანაგური ანგარიშით 6-6 დასრულდა, გოლები ბაჩანა ხელაიამ (2), გოგა გახოკიძემ (2), მიხეილ აშვეთიამ (2), გელა ინალიშვილმა, ზაზა ჯანაშიამ, ზურაბ იონანიძემ, სოსო დანელიამ, დავით ხუბუამ და ბადრი კვარაცხელიამ გაიტანეს.

მატჩს დაესწრნენ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ცნობილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, "მერანის" პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია, რაიონის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, და საზოგადოებითვის სხვა კარგად ცნობილი პირები.

მომზადებულია fcmerani.ge-ს მიხედვით

ჯიჯი
მართლაც ულამაზესი გოლი,მაგრამ ლობჟანიძეს რას ერჩით,უკეთესად თუ შეგიძლიათ მიბრძანდით ბატონო და ითამაშეთ თქვენ
beso
ეხლა ამას ვეტერანი უნდა ერქვას და ლობჟანიძეს ნაკრების ფეხბურთელი?
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
თორნიკე ოქრიაშვილი: მინდოდა, ისე მოეცა პასი, რომ მაკრატელათი დამერტყა, ამაზე ვფიქრობდი
თორნიკე ოქრიაშვილი: ამიერიდან ეს ჩემი "ფიშკა" იქნება...
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ლიონელ მესის ულამაზესი მაკრატელა "ატლეტიკოსთან" მატჩში [VIDEO]
თეიმურაზ შონიამ "დილას" კარში ფანტასტიკური გოლი გაიტანა! [VIDEO]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
Mirror: ოქრიაშვილმა ბოლო წუთზე გამარჯვების საუკეთესო გოლი გაიტანა [VIDEO]
ფრანკ რიბერის უმცროსი ძმის ფანტასტიკური გოლი მაკრატელათი [VIDEO]
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]