საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარეების, ალეკო ადამიასა და ნიკა შერმადინის კარიერული გზა
ფოტოზე: ნიკა შერმადინი და ალეკო ადამია

ალეკო ადამია ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მეკარე გახლდათ. მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, კარიერის აწყობის ნაცვლად, დაიკარგა და ხან რომელ გუნდში ცდიდა ბედს და ხან - რომელში.

ჯერ იყო ქუთაისის "ტორპედო", მერე "გაგრა", "სასკო", მაჭახელა"... ახლა კი ადამია მეორე ლიგის დასავლეთ ზონის კლუბ ამბროლაურის "რაჭაში" თამაშობს და ფიქრობს, რომ ცხვირის აწევითა და მხოლოდ ლიდერ გუნდებში მოხვედრაზე ოცნებით კარიერას ვერ აიწყობს.

"ახლა "რაჭაში" ვარ და ვცდილობ, პირველი წრის ბოლომდე ფორმაში შევიდე და თავი ისე გამოვიჩინო, რომ მაღალი ლიგის გუნდები ჩემით ისევ დაინტერესდნენ. მიხარია, რომ ბევრი ამბობს - შვილო, შენ აქ რა გინდაო?!. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თამაში თუ გინდა და სასურველ გუნდში არ გიწვევენ, სჯობს იქ წახვიდე, სადაც პრაქტიკა გექნება და შესაძლებლობებს გამოავლენ. თორემ, მეც მინდა უმაღლესში ვითამაშო", - ამბობს ადამია.

იყო დრო, ნიჭიერი მეკარე კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა, მაგრამ 20 წლისამ საქმისადმი მიდგომა რადიკალურად შეცვალა:

"ძლიერ გუნდებზე ოცნების გამო იყო, ნაკლებს რომ არ ვთანხმდებოდი და აი, უგუნდოდ დავრჩი. ამან ამომაგდო ფორმიდან და მას შემდეგ წელში ვეღარ გავიმართე. მაგრამ ახლა ვვარჯიშობ, ვთამაშობ და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ.

ხომ ვერ დაიჯერებთ, რომ მეორე ლიგაში მომზადება შეიძლება? მონდომებული თუ ხარ, ამას ინდივიდუალურადაც მოახერხებ. სერიოზულად ვვარჯიშობ - გუნდთან ერთად და ინდივიდუალურადაც, ტრენაჟორებში დავდივარ და საღამოსაც დავრბივარ.

ვცდილობ, ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ წარსულის მოგონებად არ დარჩეს, 20 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, შრომით ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება".

იმავე გზას დაადგა 17-წლამდელთა იმ ფორმაციის მეკარე ნიკა შერმადინიც, რომელსაც საინტერესო წინადადებები კი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, სასურველი ვარიანტის გარეშე დარჩა.

"სეზონის დაწყებამდე, ორი კარგი ვარიანტი გამომიჩნდა - "ბორჯომსა" და "ალგეთში". მაგრამ ბოლოს "გაგრაში" მიმიწვიეს და სიამოვნებით დავთანხმდი. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი - თბილისში ვიქნები, და მეორეც - "გაგრა" ყოველთვის საინტერესო გუნდი იყო.

მგონია, რომ ახლაც კარგი პროცესები დაიწყება და უმაღლეს ლიგაში მაინც დავბრუნდებით.

ახლა კმაყოფილი ვარ, რადგან ვთამაშობ და ფორმაშიც ვარ. მეკარისთვის კი კარგ გუნდში მოხვედრა გამოსავალი არ არის, იქ სკამზე ჯდომას ისევ დაბალ ლიგაში თამაში სჯობია", - ამბობს შერმადინი.

ჩვენ ორ ისეთ ფეხბურთელზე ვწერთ, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერა უნდა აეწყოთ და ნიჭიც არ დაეწუნებოდათ. გასაგებია, რომ ახალგაზრდები ყოველთვის სწორ არჩევანს ვერ აკეთებენ. მაგრამ ამ ასაკში ასეთ ბავშვებს რომ გზა მუდმივად უმრუდდებათ და დიდ ფეხბურთში შესვლა უჭირთ, მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ უნდა იყოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არჩილი
არსაიდან ხმა არსით ძახილი. ცუდია ასე რომ ხდება.
llcl
რა გასაკვირია, ალბათ ვერავინ ნახეს ნაცნობი ფედერაციის ყოფილი გენმდივნის საახლობლოში და კარიერაც ვერ ააწყვეს. გული არ გაიტეხოთ ბიჭებო, ივარჯიშეთ ტავდაუზოგავად და ყველაფერი კარგად იქნება
ზურა
უმაღლეში გადაბერებული ფეხბურთელების სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას ახალგაზრდების თამაში ჯობდა! ყვალ გუნდს მინიმუმ სასტავში 4-5 ასეთი მოთამაშს აბეზალოვკა უნდა ქონდეს და იქნებ რამე გვეშველოს არადა ვიქნებით პენსიონმერთა ლიგა!
ალეკსანდრე
ასაკობრივი ნაკრების კველა ფეხბურთელი, ფედერაციის კურადგების კვეშ უნდა იკვნენ და ხელშეცკობაც უნდა კონდეთ, რამდენი ნიჩიერი ბავშვი დაიკარგა უკურადგებობის გამო
TaroSochi
ასე იკარგება ტალანტები საქართველოში, არადა ვინ იფიქრებდა ასეთი თამაშების შემდეგ არავინ არ მიხედავდა ამ ბავშვებს!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ორნი იქა, აქა... ანუ შერმადინი - გერმანიაში, ბარათაშვილი - მეიჯორლიგაში
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
"მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?!"
ქუთაისის "ტორპედოში" ცსკა-ს ყოფილი ფეხბურთელის დარჩენა ფინანსებზეა დამოკიდებული
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
ᓐᓚᓔᓙᓝ ᓐᓓᓐᓛᓘᓐ "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝᓓᓐᓜ" ᓬᓐᓕᓘᓓᓐ, ᓫᓝᓫᓣᓐᓨᓕᓘᓚᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓔᓙᓐᓠᓘᓡ ᓛᓝᓫᓔᓑᓜᓐ ᓛᓝᓣᓬᓔᓕᓡ
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს