ტიერი ანრის რჩეული კრის სმოლინგი
- ვინ არის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი მიმდინარე სეზონში ? - ჰკითხეს ტიერი ანრის. "მე ყველა მნიშვნელოვანი მატჩი ვნახე და არჩევანი კრის სმოლინგზე უნდა შევაჩერო. ის, უბრალოდ, დიდებულია!" - იყო პასუხი.

ტიტის სიტყვას დიდი ფასი აქვს. ის ტყუილად არაფერს ამბობს.

სმოლინგს მართლაც შესანიშნავი სეზონი აქვს. "მანჩესტერის" ლიდერობამდე დიდი გზა იყო და ჩვენც ამ გზაზე უნდა მოვყვეთ. მითუმეტეს, ეს გზა ძალიან საინტერესოა.

ლოიდ სმოლინგს და მის თანამეცხედრე ტერეზას ოჯახი თავიდანვე ძალიან ბედნიერი იყო. ორი ძმა, კრისი და ჯეისონი მდინარე ტემზის ნაპირას იზრდებოდნენ. ეს ადგილი დღესაც ითვლება ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად. მამა ლოიდი "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი ქომაგი იყო და მისი ოცნება გახლდათ, რომელიმე ვაჟს მოერგო "წითელი ეშმაკების" მაისურა.

დედა ტერეზა ოდითგანვე ფეხბურთის დამფასებებელი ქალი იყო, მაგრამ ის შვილების განათლებაზე ზრუნავდა და უნდოდა, რომ ორივე მისი ვაჟი ფინანსისტი გამოსულიყო. დედამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

1994 წელს ბედნიერი ოჯახი ფინანსურ კრიზისში ჩაეფლო. ტერეზამ შვილები მამისგან წაიყვანა. მაშინ კრისი 5 წლის იყო, ჯეისონი კი - სამის. მათ კენტის საგრაფოში, ჩატემში ოროთახიანი, იაფფასიანი ბინა იქირავეს. ტერეზა გამუდმებით ეძებდა სამუშაოს. ხან პოულობდა, ხან - ვერა. მან ვერაფრით შეაგროვა ფული მანქანისათვის. შვილებისთვის საკვები კი არასოდეს მოუკლია.

კრისს თითქმის არ ახსოვს მამა. ბიჭი თავიდანვე მიეჩვია დამოუკიდებლად თავის გატანას. 6 წლის იყო სმოლინგი, როცა ძიუდოზე დაიწყო სიარული. სექცია მის სახლთან ძალიან ახლოს იყო. ბიჭი კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშობდა.

კრისმა მიიღო მწვანე ქამარი. გახდა ინგლისის ჩემპიონი, იჭიდავა საერთაშორისო ტურნირზე. შეჯიბრება ქალაქ ნორვიჩში ჩატარდა. სმოლინგი ფინალამდე მივიდა და იქ დამარცხდა მასზე უფროს და მძიმე მოწინააღმდეგესთან.

სმოლინგის ძმა "მანჩესტერის" ქომაგი გახდა. მან მამის კვალზე სიარული აირჩია. კრისი კი "არსენალის" სიყვარულმა შეიპყრო. იმ "არსენალმა" დანიურ კოპენჰაგენში თასების თასი მოიგო. გუნდში ბრწყინავდნენ უდიდესი ვარსკვლავები - თუნდაც, ტონი ადამსი და იან რაიტი. გუნდს ჯორჯ გრემი წვრთნიდა. კრისი დედასთან ერთად რამდენჯერმა იყო "ჰაიბერიზე". მათ შორის ნახა "არსენალი" - "ტოტენჰემის" დერბი და შინ წარუშლელი შთაბეჭდილებით დაბრუნდა.

ედი ანდერსონი, სმოლინგის ფიზკულტურის მასწავლებელი მოგვიანებით იგონებდა, რომ კრისი შესანიშნავად ჭიდაობდა ძიუდოს და თამაშობდა რაგბის. კარგი იყო პეინტბოლშიც, მაგრამ ფეხბურთში დიდი ვერაფერი გახლდათ.

თანდათან ბიჭმა მოუმატა. 15 წლის რომ ახდა, კრისის სამსახურით "მილუოლი" დაინტერესდა, მაგრამ სმოლინგი შორმა მანძილმა შეაშინა. მაშინ კლუბი დათანხმდა, მგზავრობის ხარჯები აენაზღაურებინა, მაგრამ ახლა დედამ გამოიდო თავი და პირდაპირ უთხრა სმოლინგს, რომ წვითა და დაგვით გამოზრდილ შვილს შორ გზაზე მარტოს არ გაუშვებდა. არდა ამისა, კრისს გაკვეთილები უნდა გაეცდინა.

კრისმა ფინანსისტობა გადაწყვიტა. ეს უკეთესი იქნებოდა დედისათვის, მთელი ოჯახისათვის. ამით ის ტვირთს შეუმსუბუქებდა დედას, ვინც ორი შვილი მარტომ გაზარდა. სმოლინგმა სწავლისათვის ფულის შეგროვება დაიწყო. მან არც ოფიციანტობა ითაკილა. გარდა ამისა, სმოლინგი უქმეებზე სამოყვარულო კლუბ "მიდსტოუნში" თამაშობდა.

ის თითო თამაშში 30 გირვანქას იღებდა. მის მაისურებს დედა ტერეზა რეცხავდა მანამ, სანამ კრისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ მოხვდა. სმოლინგმა ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე სმოლინგს ინგლისის მოსწავლეთა ნაკრებში უხმეს.

სწორედ ამ დროს დაინტერესდნენ მისით "მიდლსბრო" და "ფულემი". განსაკუთრებით აქტიურობდა "ფულემის" თავკაცი როი ჰოჯსონი. სხვათა შორის, ჰოჯსონი კარიერის დასაწყისში სწორედ იმ სამოყვარულო გუნდში თამაშობდა, რომელშიც - სმოლინგი.

კრისი "ფულემში" ჩაირიცხა. პირველივე ხელფასით მან "რეინჯ როვერი" იყიდა. "ბლექბერნთან" მატჩის წინ ჰოჯსონმა საყვარელ შეგირდს წასჩურჩულა: "ზუსტად 40 წუთში აქ სერ ალექს ფერგიუსონი მოვა. აბა, შენ იცი!"

მწვრთნელმა კრისს უთხრა, რომ "იუნაიტედი" მის სანაცვლოდ10 მილიონ გირვანქას იხდიდა და რომ ტრანსფერი უკვე შეთანხმებული იყო. პირველი აპრილი ჯერ კიდევ შორს იყო, მაგრამ სმოლინგმა მაინცდამაინც არ დაიჯერა. არადა, ყველაფერი სიმართლე იყო.

"იუნაიტედში"უკვე ახალი ერა დაიწყო. დღეს სმოლინგის გარეშე ინგლისური გრანდის წარმოდგენა შეუძლებელია. სმოლინგმა არაერთხელ მოირგო გუნდის კაპიტნის სამკლაური. როგორც წესი, "იუნაიტედის" ჰოლანდიელ თავკაცს, ლუი ვან გაალს უყვარს როტაცია. ეს პრინციპი სმოლინგს არ ეხება.

"მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. მე ვიმუშავე სერ ალექს ფერგიუსონთან, მსოფლიოს უდავოდ საუკთესო მწვრთნელთან. საერთოდ, გულისხმიერი ადამიანები მხვდებოდნენ ჩემი ცხოვრების გზაზე. მათ ჩემთვის არასოდეს დაუდიათ სარმა და მეც ნდობას ვამართლებდი." - ამბობს სმოლინგი.

კრისი ახლა 25წლისაა. ის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და კიდევ მოუმატებს. სმოლინგი ინგლისის ნაკრების ძირითადი მცველია და მან ეროვნულ გუნდში უკვე 20 მატჩი ჩაატარა.

დოსიე

კრისტოფერ ლოიდ სმოლინგი

დაიბადა: 1989 წ. ლონდონი (ინგ)

პოზიცია: მცველი

კარიერა: 2007-08 - მიდსტოუნი; 2008-10 - ფულჰემი; 2010-დან - მანჩესტერი

ინგლისის ნაკრები: 20 თამაში

ტიტული: პრემიერლიგა (2011, 2013), ქომუნითი შილდი (2010, 2011, 2013)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კრის სმოლინგმა ლიონელ მესისთან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"შავი პარასკევი" - ახალი რასისტული სკანდალი იტალიაში
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"რომას" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" კრის სმოლინგის გამოსყიდვა სურს
კრის სმოლინგმა ლეო მესი კინაღამ დაასახიჩრა - მას სავარაუდოდ ცხვირის ტიხარი აქვს გაბზარული და თვალი დაზიანებული
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
სოლსკიაერმა "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას 5 ფეხბურთელის გაყიდვა მოსთხოვა
"რომამ" "მანჩესტერის" ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო