სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში ახალგაზრდა მსჯავრდებულები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ, მათ შორის - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, რევაზ ჯაველიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრი დავით ლორთქიფანიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა ახალგაზრდებს სპეციალური თასი გადასცა. სტუმრებმა კი მოზარდებს ავტოგრაფებიანი ბურთები აჩუქეს და მათთან ერთად ისადილეს.

ლევან კობიაშვილი: "დიდ ყურადღებას ვუთმობთ ასეთ შეხვედრებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და რიგითი მოქალაქე მოხარული ვარ,რომ დღეს ამ თამაშის მონაწილე ვარ. ღონისძიება ამჯერად სპორტის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული და მომავალში ფეხბურთის ფედერაცია ასეთ პროექტებში აუცილებლად აქტიურად ჩაერთვება. ვისურვებდი. რომ ეს ახალგაზრდები მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. თითოეული მოქალაქე ჩართული უნდა იყოს ამ ახალგაზრდების საზოგადოებაში დაბრუნების პროცესში".

კახი კახიშვილი: "ბავშვებს შევპირდით, რომ იქნებოდა აუცილებლად მატჩი ვარსკვლავების მონაწილეობით. გუნდები მოემზადნენ და ეს მატჩიც ჩატარდა. ასეთი სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიზნის მისაღწევად, რომ მეტი მოტივაციით გავიდეს აქედან ადამიანი და საკუთარი თავი დაიმკვიდროს. ეს პროგრამები ემსახურება მათ რესოციალიზაციას".

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ამ ახალგაზრდების რესოციალიზაცია უმნიშვნელოვანესია. ორი კვირის წინ შევხვდით ამ ბავშვებს და შევპირდით, რომ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მათთან მატჩს გავმართავდით. შემდგომშიც გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას და შევძლებთ, რომ საზოგადოებაში დაბრუნდნენ, როგორც წარმატებული მოქალაქეები".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა