ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში უეფას სტანდარტების შესაბამის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონს შპს "დაგი" ააშენებს
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში უეფას სტანდარტების შესაბამის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონს შპს "დაგი" ააშენებს, ავრცელებს ინფორმაციას რადიო ათინათი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და შესაბამისად გამარჯვებულიც ის გახდა. ქალაქის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის ხელშეკრულება 16 ნოემბრამდე უნდა გაფორმდეს. შესყიდვის ღირებულება 9 747 000 ლარს შეადგენს.

სტადიონის მშენებლობაზე მესამედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ: შპს "ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში" და შპს "დაგი" მიიღო.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი - რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანია შპს "ლიტომ"- ი მონაწილეობდა.

ზუგდიდის მერიამ აღნიშნულ კომპანიას მაშინ უარი არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად ტენდერი არ შედგა.

ზუგდიდში , უეფას სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს.

სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა - 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სტადიონის მშენებლობა "თბილქალაქ პროექტმა" მოამზადა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ. ლარს შეადგენს.

წყარო: radioatinati.ge

roma
ძალიან გთხოვთ დაანებეთ თავი ზოგ-ზოგებმა სისულელეების წერას თავი,ვის არ გაუხარდება საქართველოში სტადიონის აშენება,ასეთი რამ აფსურდია,ნეტა ყველა ქალაქში აშენდეს ევროდონის სტადიონი,ეს ყველას გაუხარდება,მაგრამ გაიხსენეთ ამ ბოლო წლებში რამდენი მაკეტი იყო წარმოდგენილი და რა აშენდა ერთი მაინც,აბოლებენ ხალხს და მეტი არაფერი,ხალხო სტადიონები დიდი ფუფუნებაა და მის აშენებას ფულის გარდა ცოდნა უნდა,სტადიონები კი არა ხელისუფლება ასფალტის ორმოებს ვერ ავსებს ე.ი მას ამისათვის კვალიფიკაცია არ ყოფნის და სტადიონებს ააშენებს,რა თქმა უნდა არა,ვისაც ტვინი აქვს ის ხვდება,რომ ეს ყველაფერი დაბოლეებაა და საარჩევნო ტრიუკი და მეტი არაფერი.
irakli apkhaidze
ასეთები საიდან მოდიან და რეალობიდან. რამდენი სტადიონის მაკეტი და პროექტი წარმოადგინეს ბოლო 5 წელიწადში და აშენდა რომელიმე ან გაკეთდა რამე მაკეტების და მშენებლობის დასრულების პროგნოზის გარდა?... სამწუხაროდ ლოგიკურია ეს პესიმიზმი და მწარე სიცილი თორე არა მგონია ამ კომენტარების ავტორებს რომელიმეს ეწყინოს რამის კეთება და შენება
qutaiseli
შერცხვებათ არა საჭმელსარ შეჭამენ და გვარდასახელშეიცვლიან კიდე.სულ კიდია აქ ზოგირერთს აშენდება თუარა რამე ზუგდიდში მთავარია ვინმეზე ან რამეზე იქილიკონ და მედი არაფერი რაგბში იმდენი რამე გაკეთდა და სანამ აშენდებოდა იმაზეც ასე ქილიკობდენ ეხლა ფეხბურთზე გადაერთვენ.რო დაანგრიენ იმ ბათუმში სტადიონი მაშვინ ხმა არამოუღიათ აქ არავის და ეხლა ყველა პროფესორი გახდა.
roma
ეხ გივი,გივი,სად ცხოვრობ?ალბად არ გესმის,მაგრამ თვალები,მაინც გაახილე,ევროპული დონის სტადიონი,მხოლოდ ერთია მთელ საქართველოში,დინამო არენა,ისიც კომუნისტების აშენებულია და შემდგომში გააკეთილშობილეს,რომ ევროდონის გამხდარიყო,ახალ დროში რომელი სტადიონი აშენდა?არცერთი,დაპირებები კი მრავლად იყო,მაგრამ ფაფუ,ევროდონის სტადიონებს, პირველ რიგში ფული უნდა და შემდეგ ტვინი,რომ ააშენო,დღესდღეობით საქართველოში არცერთი არ არსებობს.
გივი
საიდან მოდიხართ ასეთები. აშენებულს რომ დაინახავთ ,არ შეგრცხვებათ?
realoba
რაო? ვინ აშენებსო? :) თუ თავზე გინდათ დაგემხოთ, ან თქვენი სკამიანად დაემხოთ, მიბრძანდით ბატონო! :)))))
www
ნუ აბოლებთ ხალხს...
bacho
ვინ რისი გამკეთებელია,ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს,ოხ ეს საბჭოური მენტალიტეტიიი!!!... ერტი სული ექნებათ როდის დაიწყება მშენებლობა ხალტურების ჩასაჯიბებლად თორემ ის კი არა რომ ვინმეს მართლა ანაღვლებდეს აშენდება თუ არა ეს სტადიონები
beqa
რით ვეღარ აშენდა? ეს პროექტი 2 წლის უკან ვიცოდი.
ucxoplaneteli
როგორც ბათუმში აშენდა ისე ხო?
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა