ასოციაციის მატჩები, სტატისტიკა და ფაქტები
"ჩიკაგო" ისევ არასტაბილურია. ამჯერად, "ხარებთან" სათამაშოდ "მინესოტა" ჩავიდა. და "მგლებმა" უცნაურად დაამარცხეს მეტოქე: "ბულზმა" ისტორიაში პირველად ვერ შეძლო ოვერტაიმში ქულის აღება.

სტუმრები თითქმის არ აცილებდნენ სროლას. სეზონის პირველ ოთხ მატჩში, "მინესოტამ" ჯამში 14 სამქულიანი ჩააგდო, "ჩიკაგოსთან" ერთადერთ შეხვედრაში კი - 17 (!). ბრწყინვალედ გამოიყურებოდა 2014 წლის დრაფტის პირველი ნომერი ენდრიუ უიგინსი, რომელმაც 31 ქულა დააგროვა და ორი ქულა დააკლდა პირად რეკორდამდე.

უიგინსის ჩრდილში არ მოექცა წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი კარლ-ენტონი თაუნსი, რომელმაც მორიგი დუბლი შეასრულა. დებიუტანტს ხუთი მატჩის შემდეგ 75 ქულა, 40 მოხსნა და 15 დაფარება აქვს. ასე ეფექტურად NBA-ში კარიერას მხოლოდ შაკილ ო'ნილი და დევიდ რობინსონი იწყებდნენ.

"მინესოტამ" კი 2001-02 წლების სეზონის შემდეგ, პირველად დაიწყო ჩემპიონატი ზედიზედ სამი გასვლითი მოგებით.

რაჟონ რონდო მეორე მოთამაშე გახდა მიმდინარე სეზონში ორლანდოელი ვიქტორ ოლადიპოს შემდეგ, ვინც სამმაგი დუბლი შეასრულა. ექს-ბოსტონელის ანგარიშზეა 14 ქულა, 15 შედეგიანი პასი და 12 ქულა. ეს იყო რონდოს კარიერაში მეათე ტრიპლ-დაბლი, როცა მინიმუმ 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასეთი რამ ისტორიაში მხოლოდ სამ კალათბურთელს გაუკეთებია: ოსკარ რობერტსონს - 45-ჯერ, მეჯიქ ჯონსონს - 38-ჯერ და ჯეისონ კიდს - 13-ჯერ.

"საკრამენტოსა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩში ყველა ელოდა ძმების - სტივენ კარისა და სეტ კარის დუელს. მაგრამ, საკრამენტოელი კარი ერთხელაც არ ამდგარა სათადარიგოთა სკამიდან, სტივენმა კი 24 ქულა დააგროვა. "უორიორზმა" სეზონის სტარტზე შვიდ მატჩამდე გააგრძელა მოგებათა სერია. მოქმედი ჩემპიონი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში ჯერ მატჩი არ წაუგია.

46 ქულა დააგროვა "ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა "კლიპერსის" წინააღმდეგ მატჩში. მცველმა კარიერაში მეორედ შეძლო ზედიზედ ორ შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულის დაგროვება. ჰარდენის შედეგიან თამაშს დუაიტ ჰოვარდის 20 ქულა და 20 მოხსნა დაემატა.

შეხვედრა მინი-სკანდალით დასრულდა. მსაჯებმა გამეორებაზეც ვერ დაინახეს - როგორ გადააგდო დუაიტ ჰოვარდმა თითქმის კალათში ჩავარდნილი ბურთი ბლეიკ გრიფინის ტყორცნის შემდეგ.

ყველაზე მეტად აღშფოთებას თავად გრიფინი გამოხატავდა, მაგრამ "კლიპერსის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა წაგება მხოლოდ მსაჯებს არ გადააბრალა: "მსაჯებს უნდა ჩაეთვალათ ორი ქულა, მაგრამ ამის გამო არ წაგვიგია. უბრალოდ, დღეს ცუდად ვითამაშეთ".

ციფრები

- სეზონის სტარტზე "ვაშინგტონთან" მარცხის შემდეგ, "ატლანტამ" ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო.

- ზედიზედ 80 მატჩია, სტივენ კარი მინიმუმ ერთ სამქულიანს აგდებს კალათში. რეკორდი "ატლანტას" მცველს კაილ კორვერს ეკუთვნის - 127 მატჩი.

- კარიერაში 46 000 წუთი სათამაშო დრო დაუგროვდა "სან ანტონიოს" ფორვარდს ტიმ დანკანს. ის მე-13 მოთამაშეა NBA-ის ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

ჩიკაგო-მინესოტა 93:102

28:30, 29:28, 20:18, 16:17, 0:9

ჩ: პ.გასოლი (21+14 მოხსნა), სნელი (14), როუზი (11), ბატლერი (11+8 მოხსნა), მაკდერმოტი (11), ბრუქსი (10), ნოა (3+11 მოხსნა+7 პასი).

მ: უიგინსი (31), თაუნსი (17+13 მოხსნა+4 დაფარება), ბიელიცა (17+11 მოხსნა), რუბიო (7+8 მოხსნა+10 პასი).

ფილადელფია-ორლანდო 97:105

17:25, 27:26, 29:30, 24:24

ფ: კენანი (23), ოკაფორი (19), სტაუსკასი (18), გრანტი (11).

ო: პეიტონი (20), ფურნიე (17), ოლადიპო (15), დედმონი (12+9 მოხსნა), ჰეზონია (11), გორდონი (10), სმიტი (10).

ატლანტა-ვაშინგტონი 114:99

19:19, 22:26, 34:33, 39:21

ა: ბეიზმორი (25), მილსეპი (21+7 მოხსნა+6 პასი), ჰორფორდი (14+9 მოხსნა), ტიგი (10+8 პასი+5 ჩაჭრა), სეფოლოშა (10).

ვ: პორტერი (23), უოლი (19+12 პასი), ბილი (11+6 პასი), გორტატი (10+10 მოხსნა), ნენე (10+10 მოხსნა).

მილუოკი-ბრუკლინი 94:86

18:24, 26:20, 23:17, 27:25

მ: მონრო (20+8 მოხსნა), ბეილესი (19+10 პასი), მიდლტონი (14+9 მოხსნა+7 პასი), ანტენტოკუნმპო (11).

ბ: ლოპესი (20), იანგი (18+13 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (13), ჯეკი (10).

სან ანტონიო-შარლოტი 114:94

29:21, 22:26, 42:29, 21:18

ს-ა: ლეონარდი (23), ოლდრიჯი (16), მილსი (15), ჯინობილი (13), დანკანი (11+8 მოხსნა).

შ: უოკერი (27), ჯეფერსონი (13+7 მოხსნა), ლინი (12), ბატუმი (10).

დალასი-ნიუ ორლეანი 107:98

26:21, 16:27, 30:22, 35:28

დ: უილიამსი (19), ნოვიცკი (18+7 მოხსნა), პაუელი (15+7 მოხსნა), ბარეა (13), მეტიუზი (13), ფაჩულია (9+14 მოხსნა).

ნ-ო: დევისი (25), გორდონი (21), ანდერსონი (21+9 მოხსნა), დაგლასი (11).

იუტა-მემფისი 89:79

21:19, 30:19, 26:19, 12:22

ი: ბერკი (24), ჰეივორდი (18), ფეივორსი (12+16 მოხსნა), გობერი (7+11 მოხსნა+4 დაფარება).

მ: კონლი (20), მ. გასოლი (13+10 მოხსნა+6 პასი), ბარნსი (11), რენდოლფი (10+9 მოხსნა).

საკრამენტო-გ. სტეიტი 94:103

14:20, 24:26, 30:26, 26:31

ს: გეი (22+7 მოხსნა), ბელინელი (22), რონდო (14+12 მოხსნა+15 პასი), კუფოსი (12+10 მოხსნა), კასპი (10+8 მოხსნა).

გ-ს: კარი (24), ტომპსონი (18), იგუოდალა (14), ბარნსი (13), გრინი (10+9 მოხსნა+7 პასი), ეზელი (10+12 მოხსნა).

კლიპერსი-ჰიუსტონი 105:109

32:32, 26:24, 20:27, 27:26

კ: გრიფინი (35+11 მოხსნა), რედიკი (19), ჯორდანდი (11+14 მოხსნა), რივერსი (10), სმიტი (10).

ჰ: ჰარდენი (46), ჰოვარდი (20+20 მოხსნა), ტორნტონი (16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი