თბილისის "ლოკომოტოვის" აკადემიაში ბავშვებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ზრდიან
გიორგი ყიფიანის ინტერვიუს წაიკითხავთ და, შესაძლოა, ბევრმა ჩათვალოთ, რომ მისი ზოგიერთი შეხედულება უტოპიაა. თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი გრანდიოზულ გეგმებზე ლაპარაკობს - ამ კლუბში გაზრდილმა ბავშვებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებსა და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშონ და ასე შემდეგ...

მაგრამ რომ დავფიქრდეთ, საქართველოში ბავშვებს თავიდანვე ამ მიზნით არ ზრდიან და იქნებ, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის? როცა მოთამაშეს მიზანი არ გააჩნია, მაშინ რა აზრი აქვს ვარჯიშსა და საერთოდ, ამ ყველაფერში დროის ხარჯვას?

ამ ყველაფერზე გიორგი ყიფიანის მოსაზრებებს ქვემოთ წაიკითხავთ.

თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი "ლელოსთან" კლუბის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს...

- ბოლო სამ ტურში გუნდმა სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ამ დროს კი, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატების მიუხედავად, "ლოკომოტივის" საკადრო პოლიტიკა არ შეცვლილა და გუნდის ბირთვს არათუ ახალგაზრდები, ჯერაც ბავშვები შეადგენენ...

- "ლოკომოტივში" აქცენტი ფეხბურთელების გაზრდასა და განვითარებაზეა გადატანილი და ეს პოლიტიკა გამართლებული რომ არის, ჩვენი ტრანსფერებიდანაც ჩანს: "ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები წაიყვანეს ბუნდესლიგის "შალკეში" - ლევან ყენია, ბელგიურ "გენკში" - ლუკა ზარანდია, ფრანგულ "ბასტიაში" - ლუკა კიკაბიძე, ნორვეგიულ "სტაბეკში" - გიორგი გოროზია, კვიპროსულ "ანორთოსისში" - გიორგი აბურჯანია და ასე შემდეგ.

წლეულს გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარში" გადავიდა და ყველამ იცის, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დებიუტმა...

სულ, ბოლო 2 წელიწადში, "ლოკომოტივმა" 8 მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. წასვლის პერსპექტივა ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობის ბევრ ფეხბურთელსაც აქვს. მაგრამ ჩვენი მოტივაცია არა მხოლოდ მოთამაშეთა გაყიდვა, არამედ, "ლოკომოტივის" ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე მოხვედრაა.

- ეს კარგი სურვილი კი არის, მაგრამ შორეულ პერსპექტივას ჰგავს...

- მგონია, რომ სწორი მუშაობით არც ისე შორეული პერსპექტივაა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო აკადემია, სადაც ბავშვებს გონებაში თავიდანვე აქვთ ჩაბეჭდილი, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სათამაშოდ და ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე გასასვლელად ემზადებიან.

თუ ასეთ მიზნებს არ დავუსახავთ, მაშინ რა აზრი ექნება მათ ვარჯიშს და საერთოდ, "ლოკომოტივის" აკადემიის არსებობას? ფეხბურთელი მინიმუმ არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ არსებობ, მიზანი აუცილებლად უნდა გქონდეს. საქართველოში კი დიდი მასშტაბის ფეხბურთელები გვყავდა და მჯერა, რომ მომავალშიც გამოჩნდებიან.

- თქვენი მოტივაცია სავსებით გასაგებია. საქართველოში ვარსკვლავები ისედაც იბადებოდნენ და იბადებიან, მაგრამ არსებულ გარემოში მათი აღზრდა ძალიან რთულია...

- მიმაჩნია, რომ სავსებით რეალურია, რადგან გვყვანან კვალიფიციური სპეციალისტები, გვაქვს გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამა და გვაქვს საქართველოში საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, არ გავურბივართ გრძელვადიან გეგმებს. "ლოკომოტივი" პროგრესული გუნდია.

- უმაღლეს ლიგაში ამ პროგრესული გუნდის სერიოზულ პროგრესს როდის ვიხილავთ?

- მიმაჩნია, რომ აღმასვლა უკვე დაწყებულია. სარაგოსა მულეტის ჩამოსვლის შემდეგ, გუნდი აშკარად შეიცვალა, ზედიზედ სამი შეხვედრა მოვიგეთ და რაც მთავარია, ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მაგრამ აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ვასილ მაისურაძეს, რომელსაც, წესით, ზაფხულის შემდეგ "ლოკომოტივში" აღარ უნდა ემუშავა. ის ჩვენთან ახალგაზრდული ფეხბურთის ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, გიორგი დევდარიანი შოთამ თურქეთში მიიწვია და მაისურაძემ გუნდი არ მიატოვა. მაგრამ მერე სანაკრებო მომზადების დრო რომ დადგა, მთლიანად 19-წლამდელებზე გადაერთო...

სხვათა შორის, ერთი კარგი სიახლეც გვაქვს: აკადემიის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი მინაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის "დინამოს" აკადემიას ხელმძღვანელობდა.

- მინაშვილი ხომ ინგლისში მიემგზავრებოდა და "ბაქსვუდის" საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტი და 18-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო?

- დიახ, წასვლას აპირებდა, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ჩვენს წინადადებას დათანხმდა. გიორგის მოსვლა ძალიან გვახარებს, რადგან "დინამოს" აკადემიას 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გამოცდილი და კარგი სპეციალისტია და დიდი იმედი მაქვს, ჩვენთანაც კარგად იმუშავებს...

სხვათა შორის, "ლოკომოტივი" ერთადერთი გუნდია, რომელიც საკუთარი მატჩების ტელეტრანსლირებას უზრუნველყოფს. ესეც ჩვენი ფეხბურთისა და გუნდის პოპულარიზაციას ემსახურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli arqania
ძალიან კარგი , კარგია ბევრ ახალგაზრდას შანსი რომ ეძლევა თამაშის. და სწორი მენეჯმენტით მართავთ, ასევე, გუნდს.
GRRR
მაგ ტრანსფერებიდან რომელმა გაამართლა??? თუნდაც არაბიძე ავიღოთ, ნიჭიერი ბიჭია უდავოდ მაგრამ ფეხბურთის თამაში არ იცის(კაცის მოტყუება ფეხბურთის თამაშს არ ნიშნავს)! არასწორედ ზრდით მაგ ბიჭებს და მაგიტომ არის თითქმის ყველა ვინც უცხოურ კლუბში წავიდა წლობით სკამზე ზიან! ზარანდია რამდენი ხანია უთამაშებელია,კიკაბიძე ბასტიას მეორე გუნდში გაუშვეს და იქაც არ ათამაშებენ... რავი რამდენი ჩამოვთვალო! იფიქრეთ მწვრთნელების მომზადებაზე,6-7წლის ბავშვებს უნდა ყავდეთ მცოდნე ძლიერი მწვრთნელი რომ სწორედ გაიზარდოს ბავშვი,ამის მერე შეიძლება ფიქრი დიდ წარმატებებზე ახლა კი რასაც ლაპარაკობთ ზღაპარია პატივცემულო გიორგი!!!
irakli Apkhaidze
და სად ხორციელდება ლოკომოტივის თამაშის ტრანსლაცია?
Zviad
Mინაშვილი აგაყვავებთ ხო იცი!))) რამდენი ბავშვი ჰყავს გაფუჭებული და რამდენი გუნდიდან სკამზე დასასმელად წამოყვანილი ბავშვი მე მკითხეთ.ცუდი არჩევანია მეგობარო ძალიან ცუდი.მიხვდებით თქვენთვითონაც და მალევე გაუშვებთ ....ისე თავისი მამიკო და .... ძმა არ მოიყვანა უკვე თქვენს აკადემიაში?ყველგან .... და მანდაც მოიყვანს.ვინმე წესიერი ნახეთ ჯობია.მართლა გგულშემატკივრობთ კაი საქმე წამოიწყეთ და ღმერთმა ხელი მოგიმრთოთ!
loko
საზგვარგარეტ ვერ უკურებ ლოკოს ტამასს, ეგ რა ტრანსლაზიაა?
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
"დინამოს" საფეხბურთო სკოლა აგრძელებს მიღებას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
"ლოკომოტივში" ისევ მწვრთნელი შეცვალეს - ამჯერად გუნდი მინაშვილს ჩააბარეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...
გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოდან ჩინეთში - ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ჩინურ კლუბში მუშაობს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ქართველი სპეციალისტი ჩინეთში იმუშავებს
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო