ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U21. ესპანეთი VS საქართველო - დიდი დანაკლისით, ბევრი პრობლემით

U21. ესპანეთი VS საქართველო - დიდი დანაკლისით, ბევრი პრობლემით

U21. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
დღეს, 12 ნოემბერს, ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, ალმერიაში, D ჯგუფის ფავორიტ ესპანეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება.

მატჩის მნიშვნელობა

საქართველოს ნაკრებს ჯერაც აქვს ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შანსი. საამისოდ, დარჩენილ მატჩებში კარგი შედეგი გვჭირდება.

ალმერიაში გასამართავ მატჩში ალექსანდრე ჩივაძის გუნდისთვის იდეალური, ალბათ, ქულის მოპოვება იქნება, თუმცა ეს ურთულესი ამოცანაა ცალკე მეტოქის სიძლიერის და ცალკე - ჩვენს გუნდში არსებული პრობლემების გამო.

რატომ არა აბურჯანია?

რა თქმა უნდა, სანაკრებო შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ ჩვენი საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მწვრთნელის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება განვიხილოთ.

ძალიან საინტერესოა, რატომ არ არის სანაკრებო სიაში გიორგი აბურჯანია. ის ესპანეთთან დისკვალიფიკაციის გამო უქმობს, მაგრამ შვედეთთან საშინაო შეხვედრაში ხომ შეიძლებოდა მისი გამოყენება?

როგორც შევიტყვეთ, ამ დროისთვის მიკროტრავმა აწუხებს თბილისის "დინამოს" მარცხენა მცველ გიორგი თევზაძეს. რაც შეეხება "საბურთალოს" ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს, ის ჯერ ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში და, წესით, შვედეთთან გორში გასამართავი მატჩისთვის უნდა დაემატოს ნაკრებს. იმედია, იგივე მოხდება აბურჯანიას შემთხვევაშიც.

სიას რომ ვუყურებთ, რამდენიმე გვარი გვახსენდება. ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრების თამაშს გააძლიერებდნენ გიორგი გოროზია, დავით ჯიქია, დავით მთივლიშვილი, ბაჩანა არაბული...

აქვე არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა "გენკის" შემტევი ლუკა ზარანდია. ახლახან მომჯობინდა ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე და ოთარ კაკაბაძე კი ეროვნულ გუნდში მიიწვიეს.

პრობლემები

ახალგაზრდულ ნაკრებს სირთულეები არ აკლია. შემადგენლობაზე თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადია, რომ არის პრობლემატური პოზიციები და რამდენიმე ფეხბურთელს აშკარად აკლია სათამაშო პრაქტიკა.

ამ ეტაპზე, როცა ახალგაზრდული ნაკრების მატჩამდე ერთი დღეა დარჩენილი, მოვერიდებით ამ გვარების ჩამოთვლას. ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს და ამას ნიშნის მოგებით კი არა, გულისტკივილით ვწერთ.

პრობლემატური პოზიციები ვახსენეთ და, ასეთია თუნდაც მარჯვენა მცველის. აქ დავით უბილავას, პრაქტიკულად, არ ჰყავს ალტერნატივა...

ახალი კაცი

რომის იმპერიის ხანაში ასეთ კაცს ჰომო ნოვუს ("ახალი კაცი") ერქვა. "ახალი კაცი" საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რომან ჭანტურიაა, ვინც "ემპოლის" დუბლშემადგენლობაში გოლების მანქანად იქცა.

როგორც ამბობენ, შორს არ არის ის დრო, როცა რომანი "ემპოლის" მთავარ გუნდში გადავა. მანამდე მისგან გოლებს ახალგაზრდულ ნაკრებში ველით.

დაბოლოს, ჩივაძის რჩეულთა სიაც:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა, ლაზარე კუპატაძე (ორივე - ლოკომოტივი);

მცველები: ლევან გეგეჭკორი (შუქურა), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია), გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), დავით უბილავა (ლოკომოტივი), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი);

ნახევარმცველები: ლაშა ქოჩლაძე, აკაკი შულაია (ორივე - ცხინვალი), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი II, გერმანია), ავთო ენდელაძე (სამტრედია);

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (შუქურა), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი ფანცულაია (საბურთალო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).

ცვლილება მეტოქის ბანაკში

გადავხედოთ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას და თამამად ვთქვათ - ქართველებს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან მოუწევთ საქმის დაჭერა.

თბილისში მოგებული (5:2) მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს დაემატა "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერი, ფლანგის მცველი ხოსე გაია. ამ გუნდს ლიდერები ნამდვილად არ აკლია. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ხავიერ მანკილიო თუ ხოსე როდრიგესი, ოლივერ ტორესი თუ მარკო ასენსიო, საულ ნიგესი თუ მუნირ ელ ჰადადი, ინიაკი უილიამსი თუ ახლა უკვე დაშავებული ბორხა მაიორალი...

გუნდის ლიდერად კი "ევერტონის" ფლანგელი ჟერარ დეოლოფეუ მიგვაჩნია, ვინც ბრწყინვალედ ითამაშა თბილისურ შეხვედრაში. დიდი ხნის განმავლობაში ის ვერ ახერხებდა თავისი უდიდესი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ ახლა ნამდვილად შესანიშნავ ფორმაშია.

უკანასკნელ წამს, კუნთის პრობლემების გამო ესპანეთის ნაკრებს ბორხა მაიორალი გამოაკლდა. ის ვილიარეალელმა ნოელმა შეცვალა.

მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა:

"რთული თამაში იქნება. მიმაჩნია, რომ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. დანარჩენს უშუალოდ მინდორზე ვნახავთ".

სელადესმა არჩევანი ამ ფეხბურთელებზე შეაჩერა:

მეკარეები: კეპა არისაბალაგა (ვალიადოლიდი), კეპა ლოპესი (ესპანიოლი), ალეხანდრო რემირო (ბილბაო);

მცველები: ჯონი კასტრო (სელტა), ხოსე გაია (ვალენსია), ხესუს ვალიეხო (სარაგოსა), რუბენ დუარტე (ესპანიოლი), ხორხე მერე (ხიხონი), ხავიერ მანკილიო (მარსელი);

ნახევარმცველები: ხოსე როდრიგესი (გალათასარაი), დანი სებალიოსი (ბეტისი), ოლივერ ტორესი (ატლეტიკო), მარკო ასენსიო (ესპანიოლი), ვიქტორ კამარასა (ლევანტე), დენის სუარესი (ვილიარეალი), საულ ნიგესი (ატლეტიკო);

თავდამსხმელები: ჟერარ დეოლოფეუ (ევერტონი, ინგლისი), მუნირ ელ ჰადადი (ბარსელონა), ბორხა მაიორალი (რეალი), ინიაკი უილიამსი (ბილბაო).

U21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი

11 ნოემბერი

ხორვატია-სან მარინო 4:0

12 ნოემბერი

ესპანეთი-საქართველო 21:45

15 ნოემბერი

სან მარინო-ესტონეთი

17 ნოემბერი

საქართველო-შვედეთი

ხორვატია-ესპანეთი.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 4 4 0 0 12-0 12

2. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7

3. ესპანეთი 3 2 1 0 8-3 7

4. საქართველო 4 2 0 2 8-6 6

5. სან მარინო 5 0 1 4 0-13 1

6. ესტონეთი 5 0 1 4 0-14 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-ესპანეთი 2:5 - კითხვები ალექსანდრე ჩივაძის მიმართ [VIDEO]

• nikoloz

თუ ნებას მომცემთ კრიტკულად მინდა მივუდგე საერთოდ საკითხს. 1. წვრილმანია მაგრამ, დღეს 19 წლამდე ნაკრებმა ითამაშა ცნობილი ბრენდის MACRON-ის ფორმით როცა ეროვნული და 21 წლამდე ადიდასით თამაშობენ. ეს აფრიკის ნაკრებებშიც კი არ ხდება. ანუ ტექნიკური სპონსორი არ გყვვავს და ლილოში ვყიდულობთ ფორმებს ? 2. არ შეიძლებოდა ასეთო სერიოზული თამაშის წინ ეროვნული ნაკრების ამხანაგურის დაგეგმვა რომელმაც არც არაფერი მოგვცა მორიგი წაგების გარდა და იქედან დააკლდა 21 წლამდელებს : კაკაბაძე, ჰუფნაგელი, ცინცაძე. 2. რატომღაც არ გამოიძახეს სტაბილურად მოთამაშე თავდამსხმელი ნორვეგიიდან რომელიც კარგ ტონუსშია რადგან ნორვეგიის ჩემპიონატი ახლახანს დამთავრდა და მისი გუნდი მესამე ადგილზე ანუ ევროპა ლიგაზე პირდაპირ გავიდა. გორზიაზე მაქვს საუბარი. 3. ასევე ჩემი აზრით პატარაა მაგრამ შახტიორის პირველ გუნდში თამშობს უკვე არაბიძე და გააძლიერებდა კლუბს არაბიძე ასევე ბაცანა არაბაული თავისი ყუბარისებული დარტყმით. ანუ ვაყალიბებ ფედერაციაში მგონია არფერი შეიცვალა ისევ ბარდაგია. ეხლა 5:0 ვაგებთ და სტრიმზე ვუყურებ და ჩივაძეს ხმა მესმის 84 წუთზე მეტი გოლი არ გავტანინოთ სირცხვილიაო. ბატონო საშა მართლა სირცხვილია. ჩემი აზრით პრიორიტეტი ამ ეტაპზე 21 წლამდე ნაკრები უნდა იყოს. მაგრამ მაინც მადლობა ბიჭებს რომ საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშობენ. არა უშავს ჩვენ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული ბიჭებო.

• salo

რატომ არ არის ახალგაზრდული ნაკრების სიაში ჭიაბერ ჭეჭელაშვილი? ის ყველაზე ძლიერი ნახევარმცველია

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა

ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან

ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა

შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა