ნორვეგიული "სტაბეკის" 20 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ჩივაძის გუნდში ვერ მოხვდა
20 წლის ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ ნორვეგიის ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა - "სტაბეკი" ტიპელიგაში მესამე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ქვეყნის ღირსებას ევროპალიგაში დაიცავს.

სეზონი მორჩა და გუნდი ეგრევე დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, ამერიკის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ბობ ბრედლიმ, ვინც კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

საკლუბოს გარდა, გოროზიას სანაკრებო თემაზეც ვესაუბრეთ. ამჯერად, ის არ არის გამოძახებული საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში...

- გიორგი, როგორი იყო გასული სეზონი "სტაბეკისთვის" და პირადად თქვენთვის?

- ძალიან წარმატებული წელი იყო გუნდისთვის. ნორვეგიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით და "სტაბეკი" მომავალ სეზონში ევროპალიგაზე ითამაშებს. ეს დიდი მოტივაციაა როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის. ამ სეზონმა ფასდაუდებელი გამოცდილება შემძინა. პრაქტიკულად, ეს იყო ჩემი პირველი სრული სეზონი და გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამ ვისწავლე ისეთი სპეციალისტისგან, როგორიცაა ბობ ბრედლი.

- რატომ დატოვა ბრედლიმ "სტაბეკი"?

- ის ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მწვრთნელია. მან "სტაბეკში" დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და შეთავაზება მიიღო საფრანგეთის ლიგა 2-ის "ლე ავრისგან". ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება "სტაბეკის" ახალი მწვრთნელი.

- თქვენ მიმართ თუ არის ინტერესი სხვა კლუბებისგან?

- არის რაღაც ვარიანტები, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხუთშაბათს ესპანეთს შეხვდება. თქვენ არ ხართ სანაკრებო სიაში...

- ვფიქრობ, უსამართლოდ დავრჩი ნაკრებს მიღმა. ასეთ ჩემპიონატში ვთამაშობ, ბევრი შეხვედრა ჩავატარე, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ... ვფიქრობდი, რომ შევძლებდი ახალგაზრდული ნაკრების დახმარებას, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს...

რას ვიზამთ... მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთსა და შვედეთთან ევროშესარჩევ მატჩებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ioseb
ნეტავ ისეთი ქართველი მწვრთნელი მაჩვება ვინც არ არის ფეხბურთელების შინაურობით მიყვანაში ეჭვმიტანილი. ამიტომ ვართ ასე სამწუხაროდ. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ეს ყველამ ვიცით
georgiano
ჩივაძემ უნდა დატოვოს პოსტი. ეგ კაცი შემჩნეულია შინაურობით ფეხბურთელების გამოძახებაში. არ არის ობიექტური სელექციაში და პირიქით მიკერძოებულია. გიორგი შენ გული არ გაიტეხო, მოვა ახალი მწვრთნელი და შენთვისაც გაიღება ნაკრების კარი. წარმატებები გოროზიას!
giga
პირიქით კარგია გიორგი. ჰო ნახე რა დღეში არიან ნაკრებები. ძაანაც კაი ამ უთავბოლოების მიღმა რო ხარ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა