ლევან კობიაშვილი: "პარიზის ტრაგედია სამყაროს წინააღმდეგ მიმართული საზარელი აქტია"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გერმანიაში "შალკესა" და ყველა ვარსკვლავის მატჩზე იყო მიწვეული. ეს საფეხბურთო შოუ შაბათს გაიმართა - ასე გააცილეს ფეხბურთიდან ჯერალდ ასამოა.

განელმა ფეხბურთელმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებში ითამაშა, სახელი სწორედ "შალკეში" გაითქვა და კარიერის დიდი ნაწილიც (1999-2010) ამ გელზერკირხენულ კლუბში გაატარა. ის ბუნდესნაკრების პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახლდათ (43 მატჩი, 6 გოლი). ბუცები კი ასამოამ "შალკე 2"-ში გატარებული შარშანდელი სეზონის შემდეგ ჩამოჰკიდა და კლუბის 15-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.

ასამოამ და კობიაშვილმა "შალკეში" გვერდიგვერდ მთელი 7 წელიწადი (2003-10) ითამაშეს.

პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო ორგანიზატორები თავიდან მატჩის გადადებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ თამაში მაინც გაიმართა. მატჩში მონაწილეობდნენ იენს ლემანი, დავიდ ოდონკორი, კევინ კურანი, ჰალილ ალთინთოფი, დერეკ ბოატენგი, ებე სანდი და "შალკეს" ძველი ფორმაციის სხვა ცნობილი ვარსკვლავები. საბოლოოდ, მეგობრული საღამო შესაფერისი ანგარიშით, 4:4 და მოედანზე ასამოას ვაჟის შესვლით დასრულდა.

ლევან კობიაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით:

"პარიზის ტრაგედია სამყაროს წინააღმდეგ მიმართული საზარელი აქტია. ეს არ იყო შეტევა მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქზე. ამ მოვლენამ შეძრა მთელი მსოფლიო.

გვჯერა, რომ სლოგანი - "ფეხბურთი აერთიანებს" - მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობიანი, სოლიდარული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. საფრანგეთის მოქალაქეებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ, სრულ თანადგომას ვუცხადებთ.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი სამძიმარი", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
მყესი გაწყვეტილია: კლაას-იან ჰუნტელაარისთვის პირველი წრე დამთავრდა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე