პორტუგალიელმა The Jonathan Ross Show-ში ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც აქამდე პუბლიკისთვის უცნობი იყო
კრიშტიანო რონალდომ პაუზით ისარგებლა და ბრიტანული ITV-ის The Jonathan Ross Show-ში მოგვევლინა სტუმრად.

შოუში მან ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც აქამდე პუბლიკისთვის უცნობი იყო.

"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა მოჰყვა სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობის შესახებ, თავის სასიყვარულო ისტორიებზე, მისი შვილის ოცნებაზე, გახდეს მეკარე და სხვა ბევრი საინტერესოც.

ქვემოთ ამ ინტერვიუს ნაწყვეტებს გაგაცნობთ.

სერ ალექს ფერგიუსონის აქცენტის შესახებ

- მე ახლაც არ მესმის მისი ლაპარაკის ნახევარი. თავიდან მყავდა მთარგმნელი, ბრაზილიელი, რომელსაც მხოლოდ სერ ალექსთან საურთიერთობოდ ვიყენებდი. სხვების ძალიან კარგად მესმოდა.

ფერგიუსონის რჩევებზე

- ის მარიგებდა ჭკუას, როგორც ფეხბურთელს, ასევე, როგორც ადამიანს. ახლაც ძალიან მადლიერი ვარ მისი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში ჩემთვის გააკეთა. ყველაზე მეტად ერთი ეპიზოდი მახსენდება: მამაჩემი ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა ჩემპიონთა ლიგაზე და ყველას ჩემი იმედი ჰქონდა. მივედი და ვუთხარი, მწვრთნელო, უნდა გამიშვა, მამა უნდა ვნახო-მეთქი. მან მითხრა: "მისმინე, იცოდე, რომ შენი პირადი ცხოვრება და ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში. გინდა სამი დღით წადი, გინდა მეტით".

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დრო და სერ ალექსმა გამიგო, ჩემი ჭირი გაიზიარა. ამიტომაც მას ყოველთვის ვაფასებდი და დავაფასებ, ის ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია.

მამაზე, რომელიც ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა 2005 წელს

- არ ვწუწუნებ, ცხოვრება ასეთია. რა თქმა უნდა, ჩემს ფილმშიც ვამბობ, რომ უკეთეს მამას ვისურვებდი ცხოვრებაში, მაგრამ რაც იყო, იყო. მე უნდა ვცე პატივი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მან მიიღო ცხოვრებაში. ამან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში. მამაზე ხშირად ვფიქრობ, ის ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება.

როცა მასზე ვსაუბრობ, სიამაყეს ვგრძნობ, რადგან მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში. ასე რომ, ამის გამო უბედური არ ვარ.

როგორ დაიბადა ფილმის იდეა

- შოკში ვარ, ჩემზე ფილმი რომ გადაიღეს? არა, მესმის მათი, ყველას სურს, ბევრი იცოდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე.

მისი შვილის ოცნებაზე, გახდეს გოლკიპერი

- დიახ, ეს ჩემთვის პრობლემაა, ის ყოველ წუთს იცვლის აზრებს. ხუთი წლისაა და ხან რა სურს და ხან რა. არასოდეს არაფერი დამიძალებია მისთვის, რადგან თავადაც არასოდეს მაძალებდნენ მშობლები. დაე, გაიზარდოს და თავად გადაწყვიტოს.

იმ ხალხზე, ვისაც ცუდი ურთიერთობა აქვთ დედებთან

- ადამიანი, რომელიც საკუთარ დედას პატივს არ სცემს... ასეთი ადამიანი ჩემ გვერდით ვერ იქნება.

დედაზე, რომელიც დამაწყნარებლებს სვამს, როცა მის თამაშს უყურებს

- მე მას ასეთი წესი დავუსახე - დიდ მატჩებს ის, უბრალოდ, არ უყურებს. არ მიმყავს სტადიონზე, სახლშიც ვიღაცას ვტოვებ მასთან. ჩემი ოჯახი გასაჭირშია, რადგან ძალიან ხშირად საუბრობენ ჩემ შესახებ, ზოგჯერ მაკრიტიკებენ. როცა ტელევიზორს უყურებ და პრესას ეცნობი, ამ ყველაფერს ნახულობ.

უფრო ნერვიული ხდები, შენზე უფრო მოქმედებს ნებისმიერი სიახლე. ამიტომაც ტელევიზორს არ ვუყურებ, არ ვკითხულობ გაზეთებს. ამიტომაც მეტად კომფორტულად ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრებით ვტკბები, ვვარჯიშობ ბევრს, ვთამაშობ უკეთ და უკეთ, როგორც შემიძლია და ეს კარგია. არანაირ ზეწოლას არ განვიცდი, დაე, წერონ, ვისაც რა სურს.

შვილზე, რომელიც ცნობილ მამასთან იზრდება

- ეს, ალბათ, არ არის იოლი, თუმცა ჩემთვის მთავარია, მან კარგი განათლება მიიღოს. თუ ამას შევძლებ, ის ძლიერი იქნება და ბევრ წინაღობას დაძლევს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ დავუმალო მას კარგი მანქანები, სახლები, კარგი ცხოვრება.

რას იზამდით ჩემს ადგილზე? მე ყოველთვის ვეუბნები მას, რომ მამა ბევრს მუშაობს, რომ ჰქონდეს კარგი მანქანა, სახლი. დედაც და ძმებიც მეხმარებიან ამაში. ასე რომ, მან უკვე იცის შრომის მნიშვნელობა, რომ იოლად არაფერი მოდის ამქვეყნად.

გაიზრდება და კიდევ უკეთ ავუხსნი ცხოვრების შესახებ, ვეტყვი ისეთ რამეებზეც, რაც არ არის სწორი ცხოვრებაში.

შვილზე, რომელიც უდედოდ იზრდება

- ჩემთვის ეს არ არის პრობლემა. ბევრ ბავშვს არ ჰყავს დედა ან მამა, ან ორივე. კრიშტიანოს ჰყავს მამა, საოცარი მამა. ჰყავს ბებია. ადამიანებს აქვთ უფლება, პირადი ცხოვრების ნაწილი თავიანთთვის შეინახონ.

როცა კრიშტიანო გაიზრდება, ის ბევრ რამეს გაიგებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხალხს სურს ეს, არამედ იმიტომ, რომ ის ამას იმსახურებს.

ეტყვის თუ არა შვილს, ვინ არის დედა

- დიახ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ გამიგებს. როდის ვეტყვი? როცა მივხვდები, რომ დროა. 10, 11, 12 წლის რომ იქნება? ვნახოთ, ვნახოთ.

არის თუ არა ვინმე მის ცხოვრებაში განსაკუთრებული

- რამდენიმე. უნდა მივხვდე, ვინ არის უკეთესი.

როგორ უნდა იპოვოს ქალი ურთიერთობისთვის

- რა თქმა უნდა, იოლი არ არის. მარტო მე არა, ყველა პოპულარულ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, ბევრი მხოლოდ ამ პოპულარობას და ფულს შენატრის.

მაგრამ მე საკუთარ თავში დარწმუნებული ბიჭი ვარ. მაღალი ვარ, საკუთარი კბილები მაქვს, კარგი ტანი მაქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ 50%-ს მაინც სწორედ მე მოვწონვარ და არა ჩემი პოპულარულობა ან ფული.

მწვრთნელობაზე ფეხბურთელობის შემდგომ

- არა და არა, ჩემს ბრენდებში ვიმოღვაწევებ, ამ სფეროში დავკავდები და ბრენდების განვითარებაზე ვიზრუნებ.

იმაზე, თუ ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს" წლეულს

- ჩემი აზრით, ლეო მესი მოიგებს, რადგან ეს ტიტული ხმების მიცემით წყდება. როცა ჩემპიონთა ლიგას იგებ, ამ ტროფეის მოგების შანსი მეტი გაქვს.

გასულ სეზონში, ალბათ, საუკეთესო დრო მქონდა კარიერაში, რაც ბრწყინვალეა და ევროპაში ყველაზე მეტი გოლი მე გავიტანე, მაგრამ მესის გუნდმა მოიგო ლიგა.

მე და ლეოს კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვართ საუკეთესო მეგობრები, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ.

იმაზე, თუ რომელ ინგლისურ გუნდს გულშემატკივრობს

- "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი ფანი ვარ. ამას ხშირად ვამბობ. ახლა "რეალში" თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ხალხმა იცის, როგორ მიყვარს "იუნაიტედი". მომავალში რა იქნება, არავინ იცის, ახლა კი "რეალის" ფეხბურთელი ვარ.

ამერიკაში ან დუბაიში თამაშზე

- მე ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე დავასრულო კარიერა. კარგ კლუბში. ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ს, ყატარს ან დუბაის ვაკნინებ. უბრალოდ, იქ ჩემს თავს ვერ ვხედავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა