ალექსანდრე ჩივაძე: "უკეთესი იქნებოდა, ცინცაძესა და კაკაბაძეს ახალგაზრდულში ეთამაშათ..."
დღეს, 17 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე", შვედ თანატოლებს დაუხვდება. შეხვედრა 14:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს, 5 მატჩიდან 6 ქულით, VI საკვალიფიკაციო ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ურთულესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - მხოლოდ 3 ქულის აღება მართებს საიმისოდ, რათა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს.

ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ურთულესი ამოცანაა. მეტადრე, ხორვატიის, ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებთა შესანიშნავი თამაშის ფონზე, თუმცა უშუალო კონკურენტებთან თამაში წინ გვაქვს და ჩვენსას უნდა ვეცადოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შვედეთთან თამაში ჩვენი ბოლო შანსია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთთან სათამაშოდ შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა, ლაზარე კუპატაძე (ორივე - ლოკომოტივი);

მცველები: ლევან გეგეჭკორი (შუქურა), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია), გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), დავით უბილავა (ლოკომოტივი), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი);

ნახევარმცველები: ლაშა ქოჩლაძე, აკაკი შულაია (ორივე - ცხინვალი), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი II, გერმანია), ავთო ენდელაძე (სამტრედია), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი);

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (შუქურა), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი ფანცულაია (საბურთალო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).

შვედეთის ნაკრების შემადგენლობისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი კმარა, რომ მივხვდეთ - ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. ბოლო წლებში სკანდინავიელები ძალიან კარგად გამოიყურებიან ახალგაზრდულ ასაკში. სკანდინავიელთა მწვრთნელმა ჰაკან ერიქსონმა ეს მოთამაშეები შეარჩია:

მეკარეები: ანტონ კაიტოფტი (იონჩოპინგი), იესპერ იოჰანსენი (მიალბი);

მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (კოპენჰაგენი, დანია), ემილ კრაფტი (ბოლონია, იტალია), ვიქტორ ლინდელოფი (ბენფიკა, პორტუგალია), ვილუს ლინკვისტი (ნორჩოპინგი), ადამ ლუნდკვისტი (ელფსბორგი), იოაკიმ ნილსონი (სუნდსვალი), ნოა სონკო (აიკ);

ნახევარმცველები: სიმონ ტობინგი (გრონინგენი, ჰოლანდია), კრისტოფერ ოლსონი (მიდტიულანდი, დანია), მელკერ ჰალბერგი (ვალერენგა, ნორვეგია), კარიმ მრაბტი (იურგორდენი), ალეკსანდრ ფრანსონი (ნორჩოპინგი), სიმონ გუსტაფსონი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), არბერ ზენელი (ელფსბორგი), ისაკ სევანკამბო (დერბი, ინგლისი), მუამერ ტანკოვიჩი (ალკმაარი, ჰოლანდია);

თავდამსხმელები: გუსტავ ენგვალი (გიოტებორგი), გუსტაფ ნილსონი (ფალკენბერგი).

მატჩის წინა დღეს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა.

- როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური 8 ნოემბერს შედგა. ამ დროს ჩვენი ლეგიონერებიც თამაშობდნენ თავიანთ კლუბებში და ამიტომ ბოლო მომენტამდე არ იყო ცნობილი შემადგენლობა. შესაძლებელი იყო, რომელიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოგვკლებოდა...

სწორედ ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან გიორგი თევზაძე და მათე კვირკვია. რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, მას ესპანეთთან შეხვედრაში დისკვალიფიკაცია ჰქონდა. სწორედ ამის გამო არ იყო ის ალმერიაში.

ჩვენ შევისწავლეთ შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების თამაში. მათ ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. თუ წარმატებით ვითამაშებთ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაგვრჩება.

ნებისმიერი ახალგაზრდული ნაკრებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მომზადება. მაგალითისთვის, ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებიდან ბოლო დროს ეროვნულ გუნდში არაერთი ფეხბურთელი გადავიდა. ჩემი სუბიექტური აზრია - უკეთესი იქნებოდა, ეროვნულ გუნდში გამოძახებულ მათე ცინცაძესა და ოთარ კაკაბაძეს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ეთამაშათ ოფიციალური შეხვედრები.

- თქვენი აზრით, რა იყო ესპანეთთან დიდი ანგარიშით მარცხის მიზეზი?

- მთავარი მიზეზი იყო ჩვენი ფეხბურთელების მიერ დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები.

- რატომ არ არის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი გოროზია?

- კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ფეხბურთელებზე შევაჩერეთ არჩევანი.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. VI ჯგური

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 4 4 0 0 12-0 12

2. ესპანეთი 4 3 1 0 13-3 10

3. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7

4. საქართველო 5 2 0 3 8-11 6

5. ესტონეთი 6 1 1 4 2-15 4

6. სან მარინო 6 0 1 5 1-15 1

17 ნოემბერი

გორი. 14:00. LIVE "I არხზე"

საქართველო-შვედეთი

ხორვატია-ესპანეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
ნაკრებს კურატორი უნდა ჰყავდეს ვინც მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს მოთამაშის ამა თუ იმ ნაკრებში განწესების საკითხებს. ამ სანაკრებო თამაშებზე ისე გამოვიდა, რომ 19 წლამდელებს, ახალგაზრდულმა წაართვა კანდიდატები, ახალგაზრდულს კიდე ეროვნულმა, ჯამში სამივე დაზარალდა (შედეგებიდან გამომდინარე), გასაგებია რო ეროვნული ნაკრებია ამოსავალი და სხვა დანარჩენი ნაკრების უმთავრესი მისია მისი ფეხბურთელებით მომარაგებაა, მაგრამ როცა ეროვნული ამხანაგურებს თამაშობს და დანარჩენებს ოფიციალური ,,სამკვდრო-სასიცოცხლო" აქვს აქ ვიღაცამ უნდა განიხილოს ეს საკითხი ალბათ ფედერაციაში
გორგინ
შვედეთმა ევროპის ჩემპიონის ტიტული 21 წლამდელთა შორის ამ ზაფხულს მოიპოვა. ის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძვის და იმ ესპანეთთან ითამაშა ფრედ გასვლაზე, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ჯამში 10-2 მოუგო! ამის ფონზე გუნდს კაპიტანი კაკაბაძე და ვიცე-კაპიტანი ცინცაძეც კი ჩამოაშორა ცხადაძემ და არც ერთი არ ათამაშა წუხელ (!)
gio
Chivadze ras itkuebi? Tevzadzes rogor akvs travma tu Dinamos-Sapovnelas sparingshi itamasha tevzam. Dinamos feisbukshi naxet suratebi devs da vigac axali zangi legioneric atamashes. Travma ro ar konda da nakrebshi iko xo dzaan atamashe Sasha??? Imedia dges bolo tamashia Chivadzis rogorc U21 treneris. Aravis gkondet iluzia ro Shvedets movugebt, Espanetma ver mougo .
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...
U21. საქართველო-შვედეთი 0:1 - სხვა შედეგი არ იქნება [VIDEO]
გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
U21. საქართველოს ნაკრებს შვედეთში გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარება
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა