"დაუშვებელია, სახელმწიფომ კლუბები აფინანსოს და ფეხბურთელების გაყიდვიდან მოგება მხოლოდ აგენტების ჯიბეებში მიდიოდეს"
18 ნოემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ყრილობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის გამოსვლა ფეხბურთის განვითარებასთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის საინტერესო მესიჯებს შეიცავდა.

"აღმასკომის არჩევის შემდეგ ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. მისი ახალი წევრების დამტკიცებას კონკრეტული ნაბიჯები და შედეგები უნდა მოჰყვეს. იმედია, სახელმწიფო და ფეხბურთის ფედერაცია თანამშრომლობას შეძლებენ და ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევას ერთობლივი ძალებით შევძლებთ...

ჩემი აზრით, მუდამ წარსულისა და წინამორბედი ფედერაციის ხელმძღვანელობის გინება გაუმართლებელია. მათ ბევრი კარგიც გააკეთეს. ყველა ტალახში არ უნდა ამოვსვაროთ, საფეხბურთო ოჯახს არც ეს არგებს და არც ბანაკებად დაყოფა. აქ ყველა იმ ადამიანის ადგილია, ვინც პროფესიონალია.

ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. სათქმელი კონკრეტულ ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით შეიძლება, შეფასება კი საზოგადოებამ გააკეთოს. ფედერაციაში შესული თანხები მიზნობრივი იყო და თუ პირადი ინტერესებისთვის იხარჯებოდა, ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს...

საამისოდ, აუცილებლად მიმაჩნია 5 და 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და ყველამ უნდა იცოდეს, ფედერაცია რას აკეთებს და დამაკმაყოფილებლად რა შედეგი ჩაითვლება...

არ შეიძლება, კლუბების დაფინანსება გამგებლების ხასიათზე იყოს დამოკიდებული, სისტემური მიდგომაა საჭირო. დაუშვებელია ისიც, სახელმწიფომ კლუბები აფინანსოს და ფეხბურთელის გაყიდვიდან მოგება კი მხოლოდ აგენტების ჯიბეებში მიდიოდეს. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ასე გაგრძელდება, სჯობს ფეხბურთს აღარ გაეკაროს.

აუცილებლად წახალისდებიან კერძო კლუბები, მაგრამ დაფინანსების სხვა წყაროებიც უნდა მოიძებნოს, რადგან არ შეიძლება, კლუბი მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე არსებობდეს. ამავე დროს, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული კლუბი უნდა გაკონტროლდეს და დაწესდეს შტატების რეგულაცია...

მიმაჩნია, რომ ჩაწყობილ თამაშებზე ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო რეაგირება არ ყოფილა. არადა, უეფა მეტ სიმკაცრეს გვთხოვს. ლევან კობიაშვილის მიდგომა იმით მომწონს, რომ მისთვის ამ საკითხებში თავზე ხელის გადასმა მიუღებელია...

სამინისტრო დაფინანსების ახალ სტანდარტზე გადადის და ამით რეგიონულ ფედერაციებს შეუძლიათ ისარგებლონ...

მნიშვნელოვნად მიმაჩნია პრესასთან ურთიერთობა. ეს ხალხი გმირებად მიმაჩნია. საფეხბურთო მოვლენებს სწორედ ისინი აშუქებენ. არადა, სულ მიკვირს, როცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მათზე ნაკლებად ფიქრობენ და მედიის მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ. საერთოდ, ეროვნული ჩემპიონატის უკეთ გაშუქება ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს...

მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა ვეტერანების მიმართ. მათ განსაზღვრეს ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული. მათთან ურთიერთობაც სწორი ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს და ისინი მხარეებად არ უნდა დავყოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

paata xuchua
თუ მართლა გვინდა ფეხბურთის განვითარება ისეთი ხალხი უნდა მოაშოროთ ბავშვთა ფეხბურთს რომლებსაც იქ არაფერი ესაქმება,ბავშვებთან უნდა მუშაობდნენ პროფესიონალები და არა დარსაძის საეჭვო კურსებგავლილი შემთხვევითი ხალხი
გუჯა კახაძე
საფეხბურთო კლუბი როგორ გავხადოთ მომგებიანი ამის შესახებ ჩემ პროექტში წერია და მისი წაკითხვა, შემდეგ კი რეალიზება არის საჭირო. პროექტი თქვენთანაც და ფეხბურთის ფედერაციაშიც მაქვს მოტანილი. თუ ჩემი პროექტი არ გაამართლებს თანახმა ვარ სოლიდური ფულადი ჯარიმა გადავიხადო.
არჩილი
ვეთანხმები "გულშემატკივარს". ფედერაციის ვებგვერდი არის მისი სახე და იგი უნდა იყვეს სრულყოფილი.შიგ კიდევ ბევრი რამეა დასაზუსტებელი.
გულშემატკივარი
ფედერაციას ვთხოვ ფედერაციის საიტი განაახლოს და უფრო ოპერატიული გახადოს.სტადიონების ჩამონათვალი არ არის სრულყოფილი,ზოგ მგონი აღარც ფუნქციონირებს,ზოგიც საერთოდ არ არის ჩამონათვალში,მათ შორის გორის"დილას" სტადიონი და კიდევ სხვებიც.ერთი სიტყვით მაგრად მოსაწესრიგებელია ეს ვებგვერდი.წინა ფედერაციას ამისთვის არ ეცალა,სხვა რამით იყვნენ დაკავებულნი.
Davit
საერთოდ გაუნულეთ სახელმწიფო დაფინანსება, საპრიზო ფონდში გადაითანეთ და იქედან მიიღოს ურო ძლიერმა დაფიინანსება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა