ვიცე-პრეზიდენტებად ნიკა ჯღარკავასა და კახა ჭუმბურიძის დანიშვნის საკითხი აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება

ფეხბურთის ფედერაციის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს. როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი აღმასკომის საქმიანობა და როგორ გადანაწილდება ფუნქციები?

ამ კითხვით მივმართეთ აღმასკომის რამდენიმე ახალ წევრსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს.

ბესიკ ჩიხრაძე, "გაგრას" პრეზიდენტი:

"მინდა, აღმასკომის ახალი და კარგი საქმეების მონაწილე გავხდე. ეს ჩემთვის მორალური სტიმულია, თორემ ისე მეტი დატვირთვაა.

მაგრამ მზად ვარ, გავიღო ენერგიაც და დროც, რომ ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე დადგეს. ჩვენი ფეხბურთის დონე დღევანდელზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს და მჯერა, აღმასკომი სწორედ ამ მიმართულებით იშრომებს".

კახა ჭუმბურიძე, "საბურთალოს" ვიცე-პრეზიდენტი:

"აღმასკომმა უნდა გააკეთოს ძალიან დიდი საქმე, უნდა იყოს ქმედითი ორგანო. ახლა მთავარია, გულშემატკივარს იმედები არ გავუცრუოთ. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს რა პროგრამაც ჰქონდა, ის უნდა შესრულდეს. ამაში კი აღმასკომმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს".

"საბურთალოს" ვიცე-პრეზიდენტს მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარიც ვთხოვეთ - თითქოს, ის მალე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდება:

"რაც შეეხება ამ ხმებს, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მე კი მოვლენებს არ გავუსწრებ. ახალი აღმასკომის სხდომა მალე გაიმართება და ამის შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება".

იმავე კითხვით მივმართეთ ლევან კობიაშვილსაც: აპირებს თუ არა თბილისის "დინამოს" აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა ჯღარკავასა და კახა ჭუმბურიძის ვიცე-პრეზიდენტებად წარდგენას?

"ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, სანამ საკითხს აღმასკომთან ერთად არ გადავწყვეტ. ახალი აღმასკომის სხდომა კი უახლოეს მომავალში გაიმართება. მთავარია, რომ აღმასკომი უკვე არჩეულია".

კობიაშვილს აღმასკომის წევრთა ფუნქციების გადანაწილებაზეც ვკითხეთ:

"ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, ვინ რა მიმართულებას ჩაიბარებს. როგორც გითხარით, ახალი აღმასკომის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება და მერე გადანაწილდება ფუნქციები, გაირკვევა ისიც, თუ ვინ იქნებიან ვიცე-პრეზიდენტები... ახალი სტრუქტურის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტები კონკრეტულ დეპარტამენტებს ჩაიბარებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Lado
კახა ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი და წესიერი ადამიანია
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"ქართველი გულშემატკივრის გარდა, არავის წინაშე არ ვარ ვალდებული!.."
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ანატოლი პისკოვეცი გვიბრუნდება - უკრაინელი სპეციალისტი ისევ "გაგრას" გაწვრთნის
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ბესიკ ჩიხრაძე: ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს, ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი - რას ურჩევენ კლუბები სპორტის ახალ მინისტრს?
მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე