ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

უმაღლესი ლიგის XII ტურის წინ: გავუფრთხილდეთ ინტრიგას!

უმაღლესი ლიგის XII ტურის წინ: გავუფრთხილდეთ ინტრიგას!

შეძლებს თუ არა ზედიზედ მეხუთე მატჩში გოლის გატანას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ოთარ მარცვალაძე?
წლის ბოლომდე უმაღლეს ლიგაში მეტი პაუზა აღარ იქნება: ოთხი ტურიც და პირველი წრე დამთავრდება. ანუ, ტრადიციულად, "ზამთრის ჩემპიონიც" გამოვლინდება და მერე უკვე, იმის იმედად უნდა დავრჩეთ, რომ მეორე წრის დაწყებამდე რომელიმე გუნდი არ მოვისაკლისოთ!

ვიდრე, "ზამთრის ჩემპიონი" გამოვლენილა, ამ დარჩენილ ოთხივე ტურში, სულ მცირე, თითო ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისით გარკვეულ ინტერესს რომ იწვევს.

ჰო, სამწუხაროდ, მხოლოდ, სატურნირო ინტერესზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თორემ უმაღლესი ლიგის მატჩების თითქმის 90 პროცენტი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ტარდება, ამას უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ.

ასეა თუ ისე, იმ ჯერ კიდევ "შემორჩენილ" სატურნირო ინტრიგას ყველანაირად უნდა გავუფრთხილდეთ და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ტურიდან დაიწყოს ჩვენს სტადიონებზე გულშემატკივართა რაოდენობის ზრდამ...

21.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:00

ტორპედო-შუქურა

დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩალაძე, არჩილ ბაჯელიძე (ორივე - შუქურა)

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =1 -2, 6-7

ბოლო 6 მატჩში 1 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება - ასეთია "ტორპედოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი". ალბათ, დროა, დიდი ამბიციის მქონე გუნდის წარუმატებლობათა სერია უნდა დასრულდეს. მით უფრო, რომ ქუთათურები ამ სეზონში არც ფინანსებზე უნდა წუწუნებდნენ და აღარაფერს ვამბობთ ფეხბურთელებზე - "ტორპედოს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ ფავორიტადაც მოვიაზრებდით.

აი, "შუქურას" ასპარეზობა კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა შეფასდეს და ისიც ფაქტია, რომ თეიმურაზ შალამბერიძის მისვლის შემდეგ ქობულეთელთა გუნდს უკვე სერიოზული ამბიციაც გაუჩნდა.

21.11. ივანწმინდა. 14:00

ჩიხურა-გურია

ურთიერთშეხვედრები

6: +3 =1 -2, 14-9

თითქმის თვე-ნახევარია, "ჩიხურას" საშინაო მატჩი არ მოუგია და გამოცდილი სპეციალისტ სოსო ფრუიძის დამოძღვრილი გუნდი ამ უსიამოვნო სერიის დასრულებას, ალბათ, ამ ტურში შეეცდება. მით უმეტეს, რომ "ჩიხურას" მშვენიერი განწყობა წინა ტურიდან ექნება გადმოყოლილი: სტუმრად მოუგო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს "სამტრედიას".

განწყობის თემა გავაგრძელოთ და "გურიაზეც" ვთქვათ: ლანჩხუთელებმა ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა აიღეს და სახიფათო ზონის სიახლოვეშიც იმყოფებიან.

21.11. თბილისი. დინამო არენა. 16:00

დინამო (თბ)-სამტრედია

დისკვალიფიკაცია: გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია)

ურთიერთშეხვედრები

31: +24 =3 -4, 76-17

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ტურის, უდავოდ, გამორჩეულმა შეხვედრამ ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაიაროს! დავანებოთ იმას თავი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში (კერძოდ, 1994-95 წლებში) ამ გუნდების დაპირისპირებები უაღრესად პრინციპულ ხასიათს ატარებდა: "დინამოც" და "სამტრედიაც" ამ სეზონში ჩემპიონატის ფავორიტებად მიიჩნევიან და ამ სტატუსს ჯერჯერობით ორივე ამართლებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის მწვრთნელი, გია გეგუჩაძე ("დინამო") და გია ცეცაძე ("სამტრედია") ძირითად აქცენტს შეტევაზე აკეთებს და შაბათის მატჩშიც ნაკლებად სავარაუდოა, ჩაკეტილი თამაში ვიხილოთ.

5-თამაშიანი წარმატებული სერიის წყალობით "დინამო" კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატში, "სამტრედია" კი ზედიზედ 2 წაგებით პირველ სამეულს ჩამოშორდა...

21.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00

დინამო (ბთ)-საპოვნელა

დისკვალიფიკაცია: ბექა ვარშანიძე (დინამო ბთ)

ურთიერთშეხვედრები

2: +2 =0 -0, 8-2

ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე ხვდებიან და როგორც 1994/95 წლების სეზონში, ამ წყვილის ფავორიტად ახლაც ბათუმის "დინამო" უნდა მივიჩნიოთ.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო გუნდია, სეზონის დაწყების წინ რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც განახორციელეს აჭარლებმა, მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმრავლემაც აშკარად ნეგატიურად იმოქმედა.

თუმცა, გამოცდილი მწვრთნელის შოთა ჭეიშვილის შეგირდებს საკმარისი პოტენციალი რომ გააჩნიათ, წინა ტურშიც გამოჩნდა: აშკარად ექპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე "დინამომ" სტუმრად გაიმარჯვა აჭარულ დერბიში.

21.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00

დილა-ლოკომოტივი

დისკვალიფიკაცია: უჩა სოსიაშვილი (დილა, მთავარი მწვრთნელი) - გიორგი თექთურმანიძე (ლოკომოტივი)

ურთიერთშეხვედრები

22: +1 =7 -15, 8-34

შვიდწლიანი პაუზის მერე ეს გუნდები კვლავაც უმაღლეს ლიგაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მასპინძლებს, სატურნირო მოტივაციის გარდა, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევაზე ფიქრიც მოუწევთ: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ორჯერ ჰყავთ "ლოკომოტივი" დამარცხებული (უკანასკნელად - 2003/04 წლების სეზონში).

სატურნირო მოტივაცია კი შემთხვევით არ გვიხსენებია: მოქმედმა ჩემპიონმა განვლილ თერთმეტ ტურში უკვე ორი მატჩი წააგო (თანაც, ამ ორ შეხვედრაში 8 გოლი გაუშვა), პლუს ამას დავუმატოთ მთავარი მწვრთნელის დისკვალიფიკაცია და "დილაში" არსებული არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა.

"ლოკომოტივი" კი, პირიქით, მართლაც მშვენიერ ფორმაშია და ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას დაბრუნების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩის მოგებაც ამას მოწმობს.

ამ შეხვედრას კიდევ ერთი ინტრიგა აქვს: საინტერესოა, შეძლებს თუ არა ზედიზედ მეხუთე მატჩში გოლის გატანას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ოთარ მარცვალაძე?

21.11. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 14:00

კოლხეთი-მერანი

დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია (კოლხეთი)

ურთიერთშეხვედრები:

10: +5 =1 -4, 13-10

ვიდრე ჩემპიონატში პაუზა იყო გამოცხადებული, "მერანში" მორიგი საკადრო "წმენდა" მოხდა და ეს ცვლილებები ამჯერად უკვე ფეხბურთელებს შეეხოთ: მარტვილური გუნდიდან 9 მოთამაშე გაუშვეს!

შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებიდან "მერანში" უკვე მესამე მთავარი მწვრთნელი მუშაობს, თუმცა გუნდი მაინც გამოკვეთილი აუტსაიდერია.

აი, "კოლხეთში" კი მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა გელა სანაიას: მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე გუნდს წარმატებული სერია ჰქონდა და ეს სერია თბილისის "დინამოსთან" მატჩამდე გრძელდებოდა...

22.11. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 14:00

ცხინვალი-სიონი

ურთიერთშეხვედრები

21: +8 =7 -6, 26-27

XII ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი, სადაც ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ: ამ სეზონში "ცხინვალისა" და "სიონის" ასპარეზობას ხომ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული უნდა ვუწოდოთ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს ორივე გუნდი განსაკუთრებული თუ სხვებზე ბევრად მეტი დაფინანსებით ნამდვილად არ გამოირჩევა...

მაგრამ ასევე სხვებთან შედარებით, მწირი რესურსის მიუხედავად, კახა კაჭარავას ("ცხინვალი") და ვარლამ კილასონიას ("სიონი") დამოძღვრილი გუნდები აღარც "ავტორიტეტებს" ცნობენ და თავადაც გაუჩნდათ უკვე სრულფასოვანი ამბიცია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდი ამ ბოლო მატჩებში შედეგიანად ასპარეზობს და, სავარაუდოდ, სანახაობრივ თამაშსაც უნდა ველოდოთ კვირას...

22.11. თბილისი. ბენდელა. 14:00

საბურთალო-ზუგდიდი

ურთიერთშეხვედრები

არ შეხვედრიან

ამ ტურში კიდევ ერთი სამწვრთნელო დებიუტი უნდა შედგეს: "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ მატჩს ჩაატარებს 43 წლის ლევან მიქაძე, რომელიც თავის დროზე საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდშიც ("ცხუმი", თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი") გამოდიოდა და უცხოეთშიც (პოლონეთი, ლატვია, ბელარუსი, უკრაინა) არაერთი სეზონი გაუტარებია, 90-იან წლებში კი, სამი სეზონის განმავლობაში, ზუგდიდის "ოდიშში" თამაშობდა.

ვნახოთ, რამდენად წაადგება ეს საკადრო ცვლილება "ზუგდიდს", რომელიც ერთ-ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერია.

მასპინძლებზეც უნდა ვთქვათ და ერთ გარემოებას გავუსვათ ხაზი: "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ახალგაზრულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი..

ბომბარდირები

ო. მარცვალაძე (დილა) 10

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

დ. ტატანაშვილი (სიონი) 7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gori

დილას საიტს რა ჭირს ხოარავინ იცით?მარცვალა უეჭველი გაიტანს დგეს, 2 ცალს.

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება

თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას

დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება

შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს

თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია

გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა

კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა