მიხეილ მეტრეველი: "ამბობდა, ხალხი და მწვრთნელი ჩემგან მეტს ელოდა და არ იფიქრონ, რომ ზერელედ ვითამაშეო..."
დასამალი არ არის და ლოგიკურიცაა, რომ გულშემატკივარს თბილისურ შესარჩევში გიორგი არაბიძისგან გაცილებით მეტის მოლოდინი ჰქონდა. მაგალითად, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ თქვა, რომ მისგან უფრო გუნდურ თამაშს ელის. დონეცკის "შახტარის" შემტევმა ნახევარმცველმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა (უელსსა და ალბანეთთან) და ორივე მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ავსტრიასთან გადამწყვეტი მატჩი გამოტოვა...

თბილისურ ტურნირს არაბიძის მენეჯერი მიხეილ მეტრეველი დაესწრო და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:

"თბილისში მცირე ხნით ვიყავი და გიორგის მხოლოდ ერთი თამაში ვნახე. მეც შევნიშნე, რომ გუნდური თამაში არ გამოსდიოდა. არც ისაა დასამალი, რომ თანაგუნდელებს დაცვაშიც ვერ ეხმარებოდა სათანადოდ...

ფაქტია, რომ გიორგის გაცილებით უკეთესად შეუძლია თამაში, ახლა კი საკუთარი შესაძლებლობები 100 პროცენტით ვერ გამოავლინა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გადაღლილი იყო. ის ხომ ამ გუნდშიც ყველაზე პატარაა - 17 წლისაა, წლეულს კი ბევრ ფრონტზე იბრძოლა, "ლოკომოტივში", 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელებში, მთავარ გუნდში, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში... წარმოგიდგენიათ, ეს 17 წლის ბიჭისთვის რამხელა დატვირთვაა?

მაგრამ გამართლებას არ ვეძებ, გამიკვირდა არა ის, რომ დაცვას კარგად ვერ ეხმარებოდა, არამედ ის, რომ შეტევაში ისეთი ეფექტური ვერ იყო, როგორც შეუძლია.

ცხადია, ერთი მხრივ, ეს გუნდის შეუთამაშებლობის შედეგიც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ დიდი პასუხისმგებლობა დააწვა და ინერვიულა. ამის მანიშნებელია ის ორი ყვითელი ბარათი, რაც მისგან მართლაც მოულოდნელი იყო. გიორგის უხეშობა საერთოდ არ ახასიათებს, არადა, ახლა ანერვიულებული ჩანდა", - ამბობს მეტრეველი.

მისი თქმით, საკუთარი თამაშით თავად არაბიძეც უკმაყოფილოა და ამას განიცდის კიდეც:

"ჯერჯერობით, ის ყოველ შეხვედრას ისე ვერ ჩაატარებს, როგორც ეს "მალმიოსთან" მოახერხა. ამის მოლოდინი ილუზია იქნება. ახლა კი ემოციურად და ფიზიკურად აშკარად გამოფიტული ჩანდა.

უკრაინაში ერთად გავფრინდით და საკუთარ შეცდომებზე მელაპარაკა. გამიხარდა, რომ რაც მე არ მომეწონა, ყველაფერს თავადაც აღიარებდა - რომ დაცვას უნდა მიხმარებოდა, რომ მომენტებში უფრო მარტივად უნდა ეთამაშა, რომ უფრო მეტად უნდა ეთამაშა გუნდზე...

სხვათა შორის, ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა - ხალხი და მწვრთნელი ჩემგან მეტს ელოდა და არ იფიქრონ, რომ ზერელედ ვითამაშეო...

მაგრამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, ვასილ მაისურაძის სახით, ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ყველა ასაკობრივ გუნდში წარმატებით უმუშავია და სპორტული მხარის გარდა, ადამიანის ფსიქოლოგიასაც კარგად იცნობს. ამიტომაც მჯერა, რომ ელიტრაუნდისთვის გიორგის "გასაღებს" მოუძებნის.

მალე დასვენების დროც მოვა. იანვრიდან გიორგი ბრაზილიაში მოემზადება, მერე ამერიკაში "შახტარი" ბრაზილიისა და გერმანიის ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს და მჯერა, ელიტრაუნდში ჩვენს 19-წლამდელებს უკეთესად დაეხმარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messsebe
ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი უკიდურესობები ესაო ისაო ახალი მესიო ბიჭი გააგიჟეს და ამხელა მოლოდინი შექმნეს არ შეიძლება ესეს 17 წლისაა არ დაგვავიწყდეს მე ვნახე ორივე თამაში და ძალიან იმედგაცრუებული დავჩი არაბიძის თამაშით, მაგრამ ეტყობა რომ აშკარად ნიჭირი ბიჭია და იმედია მომავალში უკეთ გამოუვა
lelo
გიო შენ მთელი საქართველო ბალეშიკობს!
dadu
ვისაც ფეხბურთი უთამაშია (რაღაც დონეზე მაინც) იმისათვის არ არის ახალი რომ 17 წლის ბიჭი ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებს მითუმეტეს ასეთი დატვირთვებისა და წნეხის პირობებში. ასე რომ გიო შენ მაგაზე გული არ დაგწყდეს მთავარია შენ თავზე მუშაობა და ყველაფერი კარგად იქნება.ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე თავად მარადონა ვერ თამაშობდა.
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მიხეილ მეტრეველი: ტრიბუნაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ბავშვები ქართულ სტილს დაშორდნენ
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
გიორგი არაბიძე მთავარ "შახტარში" ავარჯიშეს
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
გიორგი არაბიძეს "გალათასარაი" იწვევს?
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გიორგი არაბიძე პაულუ ფონსეკას "შახტარის" მთავარი გუნდის შეკრებაზე მიჰყავს
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ბუნდესლიგა, ჰოლანდია თუ ესპანეთი - საით წავა გიორგი არაბიძე
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მიხეილ მეტრეველი: "შახტარი" სამ ქართველს აკვირდება - უკრაინული კლუბები გიორგი არაბიძის ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებას