22 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს
22 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სუპერლიგა A-ს ტური 12:00 სთ-ზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და მცხეთის სახელით მოასპარეზე "გრანდ გრუპ ჯორჯიის" გუნდების დაპირისპირებით დაიწყება. თუკი "ძალოვნებს" ამ მატჩამდე თითო მოგება-წაგება აქვთ, მცხეთელებს მხოლოდ ერთი ქულა აქვთ აქტივში. შესაბამისად, პირველი გამარჯვებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

13:00 სთ-ზე დაიწყება სკ "ჯვაროსნები-ევექსისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა. აჭარლები თავიანთი პირველი ქულების მოპოვებას საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ეცდებიან.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ტურში მინიმუმ ორი ცენტრალური დაპირისპირება იმართება. 17:00 სთ-ზე სატურნირო ცხრილის ლიდერი მფკ "ნატახტარი" შსს-ს დაუპირისპირდება, ხოლო 18:00 სთ-ზე მოქმედი ჩემპიონი სკ პსპ ვეტერანებთან ეცდება სტატუსის დამტკიცებას. თუმცა, თავის მხრივ, "კალაძე და კომპანიასაც" ჰაერივით ესაჭიროებათ პირველი ქულების მოპოვება. მესამე ტურს "სატრანსპორტო კომპანიისა" და მფკ "ტატიშვილის" დაპირისპირება დაასრულებს.

22.11.2015. სუპერლიგა A. III ტური

12:00 სდსს - GRANDE GROUP (მცხეთა)

13:00 სკ ჯვაროსნები-ევექსი - დინამო (ბთ)

17:00 შსს - მფკ ნატახტარი

18:00 FC PSP - ვეტერანები

19:00 FC TTC - მფკ ტატიშვილი

მესამე ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა B-ს გუნდებიც. ცხრილის ლიდერი, საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდული გუნდი მინი-ფეხბურთის ვეტერანებით დაკომპლექტებულ "პალერმოს" დაუპირისპირდება.

სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია ზესტაფონის "ფერო"- "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" და კასპის "გენერლისა" და "ვივუსის" გუნდების დაპირისპირებები. ეს უკანასკნელი წყვილი პირველად ერთმანეთს შარშანდელი სეზონის ბრინჯაოს ლიგაში შეხვდა. ჯგუფურ ეტაპზე კასპელებმა 3-1 დაამარცხეს მეტოქე, თუმცა 1/8-ფინალში უკვე დამატებით დროში თავად დამარცხდნენ ანალოგიური ანგარიშით.

22.11.2015. სუპერლიგა B. III ტური

11:00 ევროკრედიტი - ახპიური (ბთ)

14:00 UNICREDIT.GE - GM ჭიათურა

15:00 სკ ფერო (ზესტ) - CFCP

16:00 მფკ გენერალი (კასპი) " VIVUS.GE

20:00 პალერმო - UG

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი