ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არც თვი­თონ იოც­ნე­ბებ­და... მა­მუ­კა გორ­გო­ძე, ჩვე­ნი მსოფ­ლიო კაცი

არც თვი­თონ იოც­ნე­ბებ­და... მა­მუ­კა გორ­გო­ძე, ჩვე­ნი მსოფ­ლიო კაცი

"მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებს, რომ ვერ მოითმინო, გუნდი რომ არ დააღალატო"
ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ბევრი ქართველი ქომაგის და არამარტო მათი აზრით კი ეპოქალური სპორტსმენია, რომლის დარიც ქართული სპორტის ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია. მამუკა გორგოძე ჯერ კიდევ მოქმედი მორაგბეა, შესაბამისად, მის კარიერაში მორიგი წარმატებული სეზონები და მიღწევები ჯერ კიდევ წინაა.

არც თვითონ ოცნებობდა. ის უბრალოდ თავდაუზოგავად შრომობდა, ვარჯიშობდა. მისი ყველაზე დადებითი თვისება სწორედ რომ შრომისმოყვარეობა იყო. ფიზიკური მონაცემები სათანადო კონდიციებში მოყვანის გარეშე არაფრის მაქნისია. ეს მას ძალიან კარგად ესმოდა და ვარჯიშობდა, სულ ვარჯიშობდა.

ბავშვობაში სიმაღლის გამო კალათბურთზე მიიყვანეს და სპორტის ამ სახეობას სკოლის დასრულებამდე მისდია. მერე განგებამ დიდი მრგვალი ბურთი ოვალურზე გააცვლევინა და თამაში სარაგბო კლუბ "ლელოში" დაიწყო.

მაშინ ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ მამუკა გორგოძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. არა, კარგ რაგბის რომ ითამაშებდა, ამაში ყველაზე გამოუსწორებელ პესიმისტსაც არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე ასვლას თუ შეძლებდა, ვერავინ წარმოიდგენდა.

ფიზიკური მონაცემების გამო ლელოელმა თანაგუნდელებმა მეტსახელად "გულივერა" შეარქვეს. რაგბიში ცოტა ვინმე თუა, თიკუნი არ ჰქონდეს. ჰოდა, არც გორგოძეს "დასწყვიტეს გული". მოგვიანებით, საფრანგეთში გადაბარგებულს მისი არა მარტო აღნაგობის, არამედ თამაშის ყაიდის გამო "გორგოძილა" შეარქვეს.

მამუკა გზად ყველას და ყველაფერს თელავდა. მისი შეჩერება წესების დაცვით ძალიან რთული იყო. ამიტომ მეტოქეები სხვადასხვა ხრიკს მიმართავდნენ და, შესაბამისად, ადრეული ფრანგული კარიერის განმავლობაში თავმოყვარე ქართველს ხშირად უწევდა ჩხუბი.

"ინიციატორი მე არასდროს ვყოფილვარ. ჩემს მძაფრ რეაქციას მეტოქეების ბინძური თამაში იწვევს", - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

"მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებს, რომ ვერ მოითმინო, გუნდი რომ არ დააღალატო", - ეს იმავე გორგოძის სიტყვებია, უფრო სწორად, რჩევაა ახალგაზრდა მორაგბეებისადმი, ოღონდ უკვე დაღვინებულ-დაბრძენებულ სარაგბო ასაკში. უფრო სწორად კი, ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერთი სიტყვით, მამუკას დიდხანს ჰქონდა მოჩხუბარის რეპუტაცია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის გალახული არავის უნახავს. ნელ-ნელა ყველა მიხვდა, რომ გოლიათი ქართველის დაჩაგვრა შეუძლებელია და ახლა მასთან ჩხუბს ყველა მაქსიმალურად ერიდება.

იხილეთ ვიდეო

მამუკას ჩხუბი ტულუზა-მონპელიეს მატჩში

მოედანზე ერთი შეხედვით მრისხანე, შეუპოვარი და ძალიან აგრესიული მორაგბე, სინამდვილეში ძალიან თავმდაბალი, მეგობრული და, რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი ადამიანია. სავარაუდოდ, სწორედ ამ თვისებების გამო იყო, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის წინ ის საქართველოს ნაკრების კაპიტნად აირჩიეს.

მისმა შეუპოვარმა ხასიათმა, თავდადებამ, თანაგუნდელებიც აიყოლია. ყველა კარგად ხედავდა, როგორ აგულიანებდა, ბრძოლისკენ მოუწოდებდა "ბორჯღალოსნებს" უმნიშვნელოვანეს, ქართული რაგბისთვის ისტორიულ მატჩში ტონგას ნაკრების წინააღმდეგ გლოსტერის "კინგსჰოლმზე".

ამ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, მამუკა გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ნამატჩევს გაკეთებული მისი კომენტარი კი თავისთავად მეტყველებს თუ როგორი ბუნების ადამიანთან გვაქვს საქმე:

"არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის საუკეთესო მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს. დღეს ყველა მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო."

ტონგასთან გამარჯვებამ ჩვენს ნაკრებს მომავალ მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება კვალიფიკაციის გარეშე დაუბევა. როგორი საქმეა, "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდში არიან. უკან დარჩნენ ფიჯი, სამოა, ტონგა, კანადა და აშშ.

გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთ მატჩში აღიარეს. ვარსკვლავებით მოჭედილი ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში გამორჩეული სწორედ ის გახდა. არადა, მოედანზე მხოლოდ 48 წუთი დაყო. ეს უკვე საყოველთაო, საბოლოო აღიარება იყო, მისი როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავისა. როგორი საქმეა, შენს წინააღმდეგ თამაშობდნენ დენ კარტერი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ჯულიან სავეა და, მიუხედავად ამისა, შენ მათზე უკეთეს მორაგბედ გასახელებენ.

გორგოძე მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე (2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან დაპირისპირებისას). აი, რა თქვა მან ნამატჩევს.

"ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში ყველა მორაგბის ნატვრაა. ეს ნატვრა ამისრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. სულ 48 წუთი ვითამაშე. ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. ენით აუწერელ ბედნიერებას განვიცდი. ამაზე ვერც ვიოცნებებდი".

ის კადრი, რომელზეც ასახულია როგორი რეაქცია ჰქონდა მამუკას, როდესაც დიქტორმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა, მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშების ათ საუკეთესო მოვლენას შორის მოხვდა. მისი ალალი, გაოცებული ღიმილის გარდა საყურადღებო იყო სიხარულისგან როგორ აჟრიამულდა გადაჭედილი "მილენიუმი". ეს ქომაგების მხრიდან საყოველთაო სიყვარულის, აღიარების დასტური იყო.

იხილეთ ვიდეო

მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მამუკა გორგოძე არაერთი უცხოური გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ყველაზე ღირებული კი ახლახან მისი მსოფლიოს თასის ოცნების გუნდში დასახელებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამუკა გორგოძე ქართული სპორტისთვის ეპოქალური პიროვნებაა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• მიროსან

ამას წინ სტატია იყო ფეხბურთის გვერდზე, არველაძეებზე და სიტყვა ბრენდი იყო გამოყენებული... გორგოძილა - აი ვინაა საქართველოს ბრენდი მსოფლიოში, რათქმაუნდა ამით წუთითაც არ ვაკნინებ მოჭიდავეების ან სხვა წარმატებულ სპორტსმენებს, მარა დამეთანხმებით რო გუნდურ სათამაშო სახეობაში განსაკუთრებით საამაყოა ამ დონის არიატაღია მოპოვება. მამუკა გვიყვარხარ და გვეამაყები, გაიხარე და ღმერთი გფარავდეს!

• B-52

მამუკ მაგრად გვიყვარხარ ქართველებს და არამარტო ქართველებს, შენ ეს დიდი მებრძოლის თვისებებისა და კიდევ უფრო დიდი ადამიანობის გამო დაიმსახურე!

• levan

საბედნიეროდ ქართველებს ბევრი გვყავს დიდი სპორტსმენები, თუმცა ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული, ნამდვილად მამუკაა და ვფიქრობ, დამწყები სპორტსმენებისთვის, არამრტო მორაგბეების, არამედ ყველასთვის, სამაგალითო მამუკა უნდა იყოს, მისგან უნდა ისწავლონ ყველაფერი რაც სპორტსმენს ჭირდება!

• დათო

მამუკა მართლაც ჩვენი სიამაყეა, მაგრამ სტატიის ავტორს ერთ რამეში მაინც ვერ დავეთანხმები.საბედნიეროდ, ჩვენ არა მარტო ჩვენი თითები არამედ ბევრი თითი არ გვეყოფა, რომ ჩამოვთვალოთ მსოფლიო დონის ეპოქაალური სპორტსმენები. მათი ჩამოთვლით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ. ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ქალთა ჭადრაკი,მკლავჭიდი,ფეხბურთი, კალათბურთი. მსოფლიო ჩემპიონებს ვეღარც ჩამოვთვლი:))

• ბმბ

ბედნიერებაა როცა საკუთარ ერს ასე უყვარხარ, მამუკამ ეს დაიმსახურა!

• ვანო

აი ვინ უნდა ყავდეთ ქართველ მოზარდებს სამაგალითოდ და მისაბაძათ. ღმერთისგან მოვლენილი კაცია. მადლობა მას

• rey

უმაგრესი ქართველი ჯიგრიანი კაცი ამ სიტყვის ყველაზე დიდი გაგებით! გაუმარჯოს!!!

• tamazini

დიდი მადლობა ამ სტატიისთვის...

• mamuka

გავა წლები და ლეგენდად დარჩება მსოფლიო რაგბის ისტორიაში

• შალვა73

მამუკას შეფასება მხოლოდ ერთი სიტყვითაც შეიძლება, შ ე უ ფ ა ს ე ბ ე ლ ი!!! მადლობა მამუკა ყველაფრისთვის, რაც აქამდე გაგიკეთებია და კიდევ გააკეთებ ჩვენი სამშობლოსათვის. იხარე და იბედნიერე შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად ისე, როგორც შენ ახარებ შენს და საქართველოს ყველა ნამდვილ გულშემატკივარს. მადლობა უფალო, რომ ეს ადამიანი ქართველად მოავლინე დედამიწას.

• გულშემატკივარი

გორგოძილა ჩვენი სიამაყეა!

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით

სავსე ტრიბუნების დროა!

ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო