რეკორდსმენი ვარდი და ლიდერი "ლესტერი"
* ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-10 ტურში გაიტანა და პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა, რომელიც რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნის.

* მესუთ იოზილმა ზედიზედ მე-7 მატჩში გააკეთა საგოლე პასი, ეს პრემიერლიგის ახალი რეკორდია.

შესაძლოა, "ეტიჰადზე" "ლივერპულის" რენესანსის მოწმენი გავხდით. მართალია, ეს იურგენ კლოპის პირველი შეხვედრა გახლდათ მერსისაიდელთა თავკაცის პოსტზე, სადაც მან ბურთის ფლობაში წააგო, მაგრამ ეს ერთადერთი კომპონენტი გახლდათ, რომელშიც "სიტიმ" მეტოქეს აჯობა.

სხვა მხრივ, "კლოპოს" ბიჭები შეუდარებლად გამოიყურებოდნენ, ძალიან მწვავე კონტრშეტევებს გვთავაზობდნენ და სრულიად დამსახურებულად გაანადგურეს მეტოქე. დანაკლისი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ეს მანჩესტერელებზე უფრო აისახა.

დავიდ სილვას ფანტაზია და ვენსან კომპანის დამაჯერებლობა "ქალაქელებს" ძალიან აკლდათ, სხვებს რომ თავი დავანებოთ. იაია ტურეს თამაში არ წაუვიდა, ვერც კევინ დე ბრუინმა შემოგვთავაზა ბევრი ვერაფერი და რაჰიმ სტერლინგმა ჯეიმს მილნერისგან განსხვავებით, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვერ ითამაშა.

ერთი სერხიო აგუერომ კი შეაგდო ძალიან ლამაზი ბურთი, მაგრამ არც კუნია ჯერ ოპტიმალურ ფორმაში და თან ეს საკმარისი არ გახლდათ. კლოპმა კი ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, დააყენა რა ძირითადში რობერტო ფირმინო, კარგი ბურთის დამჭერი, მოძრავი და ტექნიკური ფეხბურთელი.

მან და ფირმინოს თანამემამულემ, ფილიპე კოუტინიომ მეტოქის დაცვა ააწიოკეს და მანჩესტერელები თავიდანვე შოკში ჩააგდეს. მათ კარგად და აქტიურად ეხმარებოდნენ ემრე ჯანი, ადამ ლალანა.... უკან კი მარტინ შკრტელი გახლდათ ძალიან დამაჯერებელი. მართალია, გაშვებული გოლი მის შეცდომას მოჰყვა, მაგრამ სლოვაკმა ძალიან ბევრჯერ განმუხტა დაძაბულობა და გოლიც კი გაიტანა, საკონტროლო გასროლა სწორედ მისი გახლდათ.

"სიტის" რიგებში მცველებიდან ბაქარი სანია, მარტინ დემიკელისი და განსაკუთრებით, ელიაკიმ მანგალა ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, ალექსანდრ კოლაროვს არა უშავდა. სხვათა შორის, კარგი იყო ჯო ჰარტი. რომ არა ის, მერსისაიდელები გაცილებით მეტს გაიტანდნენ.

ერთ-ორ ეპიზოდში დამაჯერებელი იყო სიმონ მინოლეც. საინტერესოა, რომ მომჯობინებული დანიელ სტარიჯი განაცხადში გახლდათ, მაგრამ კლოპს იგი ამჯერად არ დასჭირვებია.

იხილეთ ვიდეო

"სიტიმ" ამ მარცხით არათუ პირველი ადგილი, არამედ მეორეც კი დაკარგა და თანაქალაქელი "იუნაიტედი" წინ გადაუშვა. ლუი ვან გაალის ბიჭებმა მორიგი მძიმე მატჩი ჩაატარეს, მაგრამ თავისას მაინც მიაღწიეს.

"წითელი ეშმაკები" მემფის დეპაიმ დააწინაურა, მაგრამ კიკე სანჩეს ფლორესის გუნდის აქტიურობამ შედეგი მოიტანა და 87-ე წუთზე ტროი დინიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მან ეს პენალტით გააკეთა. თუმცა ცოტა ხანში მანჩესტერელებს საოცრად გაუმართლათ - იმავე დინიმ ბასტიან შვაინშტაიგერის აქტიურობის მერე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

იხილეთ ვიდეო

მოიგო "ჩელსიმაც". ასევე მინიმალური სხვაობით გამარჯვებისა დიეგო კოშტამ შეაგდო და ეს 3 ქულა თამაშის მიხედვით ჟოზე მოურინიოს გუნდს ნამდვილად ეკუთვნოდა, მაგრამ მოგებას მაინც ნატანჯი ეთქმის და ფანებმაც ბოლო წამებამდე ინერვიულეს, რადგან "ლურჯებმა" მეორის გატანა და ინტრიგის მოკვლა ვერ შეძლეს.

იხილეთ ვიდეო

"ევერტონმა" "ასტონ ვილა" არ დაინდო და რემი გარდმა "გუდისონ პარკზე" კარგად გაიაზრა, თუ რა შარში გაჰყო თავი. "კანფეტების" მხრიდან როს ბარკლიმ დიდებული მატჩი ჩაატარა და ორ გოლს საგოლე გადაცემაც დაუმატა.. დუბლი შეასრულა რომელუ ლუკაკუმაც - 4:0.

"სტოკი" ადგა და სტუმრად "საუთჰემპტონს" მოუგო. არადა, "წმინდანებს" კარგი სერია ჰქინდათ, ხოლო მარკ ჰიუზის ბიჭებმა ისევ დაიწყეს გამარჯვებების მიბმა, თანაც "ჩელსის" მერე "სენტ მერიზე", ასევე რთულ შეხვედრაში იძალეს და ათეულშიც შეაბიჯეს.

"ბორნმუთის" უიღბლობათა სერია და "სუონსის" არადამაჯერებელი თამაშიც გრძელდება - "ალუბლები" უელსში 0:2-ს კი იგებდნენ, მაგრამ "თეთრმა გედებმა" გათანაბრება შეძლეს და მეტოქეს მხოლოდ ქულა გაატანეს "ლიბერთი სტედიუმიდან".

"დაყვინთა" "არსენალმაც", რომელიც ტონი პულისის მახეში გაება და მართალია, ბოლოს პენალტი რომ გამოეყენებინა, ქულას გადაარჩენდა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იქნებოდა, რადგან მოგება "მეთოფეებს" ნამდვილად არ ეკუთვნოდათ. თუმცა მათ ფრესაც ვერ მიაღწიეს... სანტი კასორლამ ვერ შეაგდო.

სტუმრებს ცოტა არ გაუმართლათ კიდეც, რადგან ისედაც ტრავმიანობის ჟამს, დებიუტშივე დაშავდა კოკლენი, რომლის ნაცვლადაც შემოსულმა არტეტამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მერე ისიც შესაცვლელი შეიქნა.

საინტერესოა, რომ "ვესტ ბრომს" კარში ზუსტად მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ მაინც მოიგო... "არსენალს" კი ბურთის ფლობა 72% ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო

თანალიდერობიდან არსენ ვენგერის ბიჭები კინაღამ ოთხეულს მიღმა აღმოჩნდნენ, ცოტაც და... "არსენალი" თანაქალაქელი "ტოტენჰემის" სუნთქვას გრძნობს, რომელმაც მორიგი ლონდონური დერბი ითამაშა და "ვესტ ჰემის" დამარცხება შეძლო...

"დეზების" მხრიდან ორი ბურთი შეაგდო ჰარი კეინმა, ხოლო კრისტიან ერიკსენმა ორი საგოლე პასი გააკეთა.

ჰო, და ვინ არის ლიდერი - დიახ, დიახ, კლაუდიო რანიერის "ლესტერი", რომელმაც "სენტ ჯეიმს პარკზე" იმაზე ადვილად იმარჯვა, ვიდრე ბევრს ეგონა. "ნიუკასლს" კარში ზუსტად ერთხელად არ დაურტყამს. გოლის ავტორთა შორის კი მთავარი ის გახლავთ, რომ ჯეიმი ვარდი ისევ ფიგურირებს.

სწორედ მან გახსნა ანგარიში და ზედიზედ მე-10 ტურში შეაგდო, რითაც რუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა შემდეგ ტურში ყოფილი ქარხნის მუშა რკინიგზის მუშების მიერ დაარსებული "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანას და გახდება თუ არა პრემიერლიგის აბსოლუტური რეკორდსმენი.

XIII ტური

21 ნოემბერი

უოტფორდი-მანჩესტერი 1:2

გოლები: 0:1 დეპაი (11), 1:1 დინი (87-პენ.), 1:2 დინი (90 ს. კ.)

უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი (69. პარედესი), ბრიტოსი, კატკარტი, ანია - კაპუ, უოტსონი - აბდი, დინი, ხურადო (46. აკე) - იგალო

მანჩესტერი (4-4-2): დე ხეა - იანგი, ჯონსი (69. მაკნეირი), სმოლინგი, ბლინდი - შვაინშტაიგერი, შნეიდერლენი, ერერა (25. როხო), მატა (79. პერეირა) - დეპაი, ლინგარდი

გაფრთხილება: უოტსონი - იანგი, ლინგარდი

კუთხური: 4-10 ჯარიმა: 6-12 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 10(5)-13(6) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 20 702

ნიუკასლი-ლესტერი 0:3

გოლები: 0:1 ვარდი (45+1), 0:2 ულოა (62), 0:3 ოკაზაკი (83)

ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე (20. ტოვენი), ანიტა, სისოკო, ვეინალდუმი - პერესი (81. დე იონგი), მიტროვიჩი (62. სისე)

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - კანტე, ოლბრაიტონი, დრინკვოტერი, მაჰრეზი (89. დაიერი) - ულოა (73. ოკაზაკი), ვარდი (77. კინგი)

გაფრთხილება: ანიტა, დამეტი, პერესი, სისოკო - ჰუტი

კუთხური: 4-9 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 8(0)-18(7) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 50 515

ჩელსი-ნორვიჩი 1:0

გოლი: 1:0 დიეგო კოშტა (64)

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, კენედი - ფაბრეგასი, მატიჩი - პედრო (83. ოსკარი), ვილიანი (87. რამირესი), აზარი (90+1. ასპილიკუეტა) - დიეგო კოშტა

ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უისდომი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - ჰოუსონი (73. ჰულაჰანი), ო’ნილი, მულუმბუ (73. დორანსი), ბრედი - რედმონდი - მბოკანი (73. ჯერომი)

გაფრთხილება: ვილიანი - მულუმბუ, ო’ნილი, ბასონგი, ოლსონი

კუთხური: 6-5 ჯარიმა: 4-12 თამაშგარე: 6-3 კარში დარტყმა: 21(7)-4(2) ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 41 582

საუთჰემპტონი-სტოკი 0:1

გოლი: 0:1 ბოიანი (10)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი (85. ხუანმი), ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (64. მანე), ვანიამა - დევისი (72. უორდ-პრაუსი), ტადიჩი, ლონგი - პელე

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი, უელანი - შაქირი (65. აფელაი), ბოიანი (71. კამერონი), არნაუტოვიჩი - უოლტერსი (87. დიუფი)

გაფრთხილება: უორდ-პრაუსი, პელე -

კუთხური: 7-3 ჯარიმა: 8-8 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 16(1)-15(3) ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 30 039

ევერტონი-ასტონ ვილა 4:0

გოლები: 1:0 ბარკლი (17), 2:0 ლუკაკუ (28), 3:0 ბარკლი (42), 4:0 ლუკაკუ (59)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, გოლოუეი - ბერი, მაკარტი (84. გიბსონი) - კონე, დეულოფეუ (74. მირალასი), ბარკლი (74. ოსმანი) - ლუკაკუ

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, კლარკი, რიჩარდსონი - ვერეტო, ვესტვუდი, გეიე (46. სანჩესი) - ხილი (46. ჟესტედი), გრილიში (74. ნ’ზოგბია), ჯ. აიუ

გაფრთხილება: -

კუთხური: 2-3 ჯარიმა: 6-9 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 16(9)-10(3) ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 38 424

სუონსი-ბორნმუთი 2:2

გოლები: 0:1 კინგი (10), 0:2 გოსლინგი (26), 1:2 ა. აიუ (28), 2:2 შელვი (39-პენ.)

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ბარტლი, უილიამსი, ტეილორი - კი, ბრიტონი (70. სიგურდსონი) - ა. აიუ, შელვი, რუტლეჯი (70. მონტერო) - ედერი (73. გომისი)

ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიჩი - ფრანსისი, კუკი, დისტენი, დენიელსი - სტანისლასი, გოსლინგი, სურმანი, რიტჩი (80. სმიტი) - არტერი (90. მაკდონალდი) - კინგი (86. მარეი)

გაფრთხილება: ბარტლი, სიგურდსონი, შელვი - რიტჩი, სტანისლასი

კუთხური: 4-5 ჯარიმა: 7-9 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 11(4)-16(4) ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 20 878

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 2:1

გოლები: 0:1 ჟირუ (28), 1:1 მორისონი (35), 2:1 არტეტა (40-ს.კ-ში)

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - დოუსონი, ევანსი, ოლსონი, ბრანტი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - მორისონი (77. ლამბერტი), სესენიონი (61. გარდნერი), მაკლინი - რონდონი (68. ბერაჰინო)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი (14. არტეტა; 49 ფლამინი), კასორლა - გიბსი (63. კემპბელი), იოზილი, სანჩესი - ჟირუ

გაფრთხილება: მორისონი, ბრანტი, მაიჰილი - ბელერინი, ჟირუ

შენიშვნა: კასორლამ ვერ გაიტანა პენალტი (84)

კუთხური: 3-5 ჯარიმა: 14-10 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 4(1)-11(3) ბურთის ფლობა: 28%-72%

მაყურებელი: 24 343

სიტი-ლივერპული 1:4

გოლები: 0:1 მანგალა (7 ს.კ.), 0:2 კოუტინიო (23), 0:3 ფირმინო (32), 1:3 აგუერო (44), 1:4 შკრტელი (81)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდო, იაია ტურე (46. ფერნანდინიო) - ნავასი (46. დელფი), დე ბრუინი, ნავასი - აგუერო (66. იჰეანაჩო)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენო, მორენო - ლუკასი, ჯანი, მილნერი - ლალანა (90. კ. ტურე), კოუტინიო (68. აიბი), ფირმინო (77. ბენტეკე)

გაფრთხილება: - ლუკასი, ჯანი, კლაინი

კუთხური: 11-5 ჯარიმა: 5-13 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 11(3)-14(9) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 62 271

22 ნოემბერი

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 4:1

გოლები: 1:0 კეინი (23), 2:0 ალდერვეირელდი (33), 3:0 კეინი (50), 4:0 უოკერი (83), 4:1 ლანსინი (87)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, ალი (71. მეისონი) - სონი, (85. ონომა), დემბელე, ერიკსენი - კეინი (90+1. ტ. კეროლი)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (80. სონგი) - მოზესი (63. სარატე), ლანსინი, სახო - ე. კეროლი (63. იელავიჩი)

გაფრთხილება: ალი, უოკერი - ნოუბლი, სახო

კუთხური: 7-6 ჯარიმა: 13-9 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 22(12)-10(4) ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 35 968

23 ნოემბერი

კრ. პალასი-სანდერლენდი 00:00

ბომბარდირები: 13 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 9 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), ოლივიე ჟირუ (არსენალი).

მომდევნო ტური

28 ნოემბერი:

ბორნმუთი-ევერტონი, კრ. პალასი-ნიუკასლი, სიტი-საუთჰემპტონი, სანდერლენდი-სტოკი, ასტონ ვილა-უოტფორდი, ლესტერი-მანჩესტერი

29 ნოემბერი:

ტოტენჰემი-ჩელსი, ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ნორვიჩი-არსენალი, ლივერპული-სუონსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს