თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მეორე ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანის პირველი ლიგის ლიდერს 2:1 სძლია
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა და ამჯერად გამარჯვებას მიაღწია. გერმანულ "ჰალეშერთან" 0:2-ის შემდეგ "ვეტერინარებმა" აზერბაიჯანის პირველი ლიგის ლიდერ "აფშერონს" 2:1 სძლიეს. სანამ თამაშზე ვიტყოდეთ, ამ გუნდის შესახებ ერთ საინტერესო ამბავსაც გამცნობთ - "აფშერონმა" აზერბაიჯანის თასზე ამბიციურ "სიმურგს" სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

როგორც "ვიტ ჯორჯიას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თამაში მერაბ კოჭლაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. ბესიკ ჩიმაკაძის დარტყმა აზერბაიჯანელთა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ჯანელიძემ იყოჩაღა.

ანგარიში 30-ე წუთზე გათანაბრდა - აფშერონელებმა ფლანგიდან ჯარიმა მოაწოდეს და დასწრებაზეც ივარგეს. პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი სხვა აღარაფერი მომხდარა, შესვენების შემდეგ კი "ვიტ ჯორჯია" უფრო გააქტიურდა და გამარჯვების გოლის გასატანად თავი არ დაუზოგავს.

ქართველთა მონდომებამ შედეგი 76-ე წუთზე გამოიღო. მათგან ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა, შეცვლაზე შესულმა მიხეილ როსტიაშვილმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე მეტოქის მცველებს თავგზა აუბნია და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. როსტიაშვილს, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ქუთაისის "ტორპედოში" იჯარით გაატარა, გატანა მანამდეც შეეძლო, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა "აფშერონის" კარის დარაჯმა მოიგერია.

კოჭლაშვილმა აზერბაიჯანელებს ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა: მიქაბერიძე (46. ძაძამია) - ხურცილავა (57. გიორგი გურეშიძე), ადამაძე (46. გოგიაშვილი), კასრაძე, ღანიაშვილი (46. ჭანკვეტაძე) - ვასაძე, მაისაშვილი - ბეჭვაია, ჯანელიძე, ზაქრაძე (46. კორიფაძე) - ჩიმაკაძე (46. როსტიაშვილი).

მორიგ საკონტროლო შეხვედრას "ვიტ ჯორჯია" 1 თებერვალს ავსტრიული "ადმირას" წინააღმდეგ ჩაატარებს. ცნობისათვის, ეს კლუბი ავსტრიის მეორე ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა