ქობულეთურ კლუბში, რომელიც მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება, სახელფასო ფონდის ნახევარზე მეტი დახარჯულია

Sportall.ge აგრძელებს მკითხველისთვის საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებში არსებულ ფინანსურ მდგომარეობასა და თანხების განკარგვაზე ინფორმაციის მიწოდებას. ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგ ქობულეთის "შუქურას" წარმოგიდგენთ.

საფეხბურთო კლუბ ქობულეთის "შუქურას" მიმდინარე სეზონის სახელფასო ფონდი 877 ათას 625 ლარს შეადგენს. აგვისტოდან დღემდე, გუნდმა უკვე 537 ათას 665 ლარი აითვისა. ქობულეთური კლუბი ყოველთვიურად ხელფასებში 124 ათას 875 ლარს გასცემს (ამაში არ შედის საშემოსავლო გადასახადი).

ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

როგორც კლუბისა და მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, "შუქურას" კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ხელფასი 750 ლარს შეადგენს, ყველაზე მაღალი ხელფასი კი გუნდში 5 ათას 400 ლარია, რომელიც ერთ-ერთი ფეხბურთელის ხელზე ასაღებ თანხას შეადგენს. გამოთხოვილ დოკუმენტებში ფეხბურთელთა ვინაობა დასახელებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, რომელი ფეხბურთელი იღებს ყველაზე დიდ ხელფასს, თუმცა გაზეთმა "ბათუმელებმა" გაარკვია, რომ თურმე გუნდში ყველაზე დიდი ხელფასი თორნიკე თარხნიშვილს აქვს. ოქტომბერში მას ხუთი თვის ხელფასი, საერთო ჯამში 27 000 ლარი ჩაერიცხა (თვეში 5 400 ლარი).

გამოცემის ცნობით, გიორგი ჩელებაძეს, რომელიც კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ვაჟია, ხელფასი 4500 ლარი აქვს. გუნდის მთავარ მწვრთნელს, თეიმურაზ შალამბერიძეს მუშაობისთვის ყოველთვიურად 5 000 ლარს უხდიან, მის თანაშემწეს კი - 1000 ლარს.

ცნობისთვის, საქართველოში მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი ოფიციალურად 5000 ლარით განისაზღვრება...

რევაზ ჩელებაძის გუნდს ხარჯები არ აქვს კვებასთან დაკავშირებით, რადგან "შუქურას" არ აქვს ბაზა და ყველა ჩაყვანილი ფეხბურთელი ბინისა და საკვების ფულს ხელფასთან ერთად იღებს.

გასულ საფეხბურთო სეზონში "შუქურას" ბიუჯეტი 1 მილიონ 296 ათას 367 ლარით განისაზღვრა, წელს კი ეს თანხა გაცილებით მცირეა. გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2015 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე კლუბმა მუნიციპალიტეტიდან 537 ათას 665 ლარი მიიღო და ეს თანხა სრულად გაიცა ხელფასებში. "შუქურას" არ გააჩნია არანაირი დამატებითი შემოსავალი და მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დოტაციაზეა.

დავალიანებებთან დაკავშირებით, კლუბს ინფორმაცია არ მოუწოდებია.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის სახელფასო ფონდი 877 ათასი 625 ლარით განისაზღვრა და აქედან გუნდმა 537 ათასზე მეტი უკვე დახარჯა. თუ როგორ აპირებს გუნდი მომდევნო თვეებში დარჩენილი თანხის გადანაწილებას, ეს უცნობია.

როგორც რევაზ ჩელებაძემ გაზეთ "ბათუმელებთან" საუბარში განაცხადა, კლუბს დეკემბრის გასაცემი ფული არ აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "შუქურას" გასასტუმრებელი აქვს ფინანსური დავალინება ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის, კერძოდ კი, 21 000 დოლარი. ბრაზილიელები ქობულეთური გუნდის ღირსებას სამი თვის განმავლობაში იცავდნენ (პაულო ვიტორ ნუნიესი, ლუის დორნელესი და ფელიპე ბეზერა).

გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, "შუქურას" საშეკრებო ვალიც გააჩნია - 31 000 დოლარი. გუნდი 2015 წლის ზაფხულში ორკვირიან შეკრებაზე იმყოფებოდა ერზრუმში. კლუბის ხარჯები მასპინძელ მხარეს დაუფარავს.

ქობულეთის "შუქურა" უმაღლეს ლიგაში 12 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

რედაქციისგან: Sportall.ge მსგავსი ტიპის ინფორმაციას მკითხველს უმაღლესი ლიგის სხვა საბიუჯეტო კლუბზეც ეტაპობრივად მიაწვდის.

მაგდა კლდიაშვილი

სპეციალურად Sportall.ge-სთვის

ასევე იხილეთ:

ჩაშლილი ტენდერები - რამდენი დახარჯა ქუთაისის "ტორპედომ" კვებაში?

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

dato
შედეგით განისაზღვრება ყველგან ხელფასი.მე ამგენს 500 ლარზე მეტს არ მივცემდი საქართველოში
გუჯა კახაძე
ქართველ ფეხბურთელებს გავუფრთხილდეთ - ნიჭიერებს და ნაკლებგანსწავლულებს! ხელფასები 10 000 ლარიდან უნდა იწყებოდეს და თამაშის ხარისხის მიხედვით უნდა ემატებოდეს!!!! საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებს სესხად მიეცით ფული და მაშინვე მომგებიანი პროექტების ძებნას დაიწყებენ, საუკეთესო მწვრთნელებსაც მოიწვევენ და სელექციასაც პატიოსნად ჩაატარებენ. მხოლოდ ასე გახდება ქართული ფეხბურთი მომგებიანი.
Dragonfly
ბევრი რამ არც მე არ მომწონს რაც დღეს ფეხბურთში ხდება და სწორედ ამას უნდა მიეხედოს და გამოსწორდეს ყველა კუთხით რაც ფეხბურთის განვითარებას ესაჭიროება
zviadi
Dragonfly-ის, თუ იმით ვიმსჯელებთ,თუ ვის ჯიბეში მიდის ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადები, მე ვამჯობინებდი ეს ფული იმ ფეხბურთელების ჯიბეში წავიდეს,ვიდრე მთავრობისა და ადგილობრივი ჩინოვნიკების,გამგები მიხვდება,თუ რაშია საქმე
goga
Dragonfly-ს. ხომ არ ფლობ ინფორმაციას, თუ რა სახსრებით ფინანსთება საფრანგეთის 1 ლიგის (უმაღლესი)უმეტესი კლუბები?
Davit
Dragonfly-ს აქ ჩემს გადახდილ გადასახადზე არა რის საუბარი, არასწორია ამდაგვარი დაფინანსება,, ფეხბურთის მოკვლის მიზეზიც ეგ არის,, უშრომლეი ფული კონკურენციას კლავს.. კონკურენციის არარსებობა კი ფეხბურთს კლავს, ძაან მარტივია, ვერ ხვდები ვითოომ?
jorj
აღარ მორჩა ეს საბიუჯეტო გუნდები.................. შედეგი 00000000000000000000000000000 .ჯობია სახემ წიფომ ეს ფული ბავშვთა ფეხბურთს მოახმაროს..............
giorgi
საქართველოს პირობებში ასტრონომიული ხელფასებია თან ჩვენ ხომ პრემიები არ ვიცით მაგრამ ეს მხოლოდ შუქურა გუნდი რომელიც ზაფხულში ინვესტორს ელოდება სხვა გუნდის ხელფასებიც გამოითხოვეთ იგივე ხელფასებია თითქმის ბათუმის დინამოში თბილისის დინამოში ქუთაისის ტორპედოში რაც ყველაზე საინტერესოა გუნდი მე 13 ადგილზეა ბოლნისის სიონში კიდევ ცხინვალში გამოითხოვეთ და მიხვდებით რომ უაზრო ხელფასებია ძალიან ბევრ გუნდში პირველი ლიგის ლიახვის ბროჯომის და სამგურალის ხელფასებიც ნახეთ
Dragonfly
გამოსასწორებელი ბავრი რამ არის მაგრამ არ შეიძლება მოკლა და არ გქონდეს ქვეყანაში მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტის სახეობა,რა პირობებიც არის ისეთი ფეხბურთი გვაქვს და ახალი ფედერაცია ვფიქრობ შეეცდება ამ ყველა პრობლემის ტანმიმდევრობიტ გადაჭრას მტავრობის დახმარებით
Dragonfly
შენ რომ არ დადიხარ სტადიონზე ეგ იმას არ ნიშნავს რომ ფეხბურთი არ უნდა იყოს,ყველა თამაშზე ათასიდან 3 ათას კაცამდე დადის,განა რა გადასახდს იხდი რომ ამოადინე ყველას ყელში?ყველა ვიხდით გადასახადს და ფეხბურთიც უნდა იყოს და ყველა სხვა სფეროც,კარგი იქბენა კერზო რომ იყოს კლუბები მაგრამ ჩვენი ქვეყანა არაა მზად ამისტვის ჯერ,მტავრობამ უნდა შეიმუშაოს ისეტი პროგრამა რომ საინტერესო გახადოს ფეხბურთის განვითარება კერძო ინვესტორისთვის
zviadi
ასეთი მიდგომა ფეხბურთისადმი არის მავნებლობა,გნებავთ ღალატი. უნდა აიკრძალოს ფეხბურთის დაფინანსება ნებისმიერი დონის ბიუჯეტიდან, ნორმალურ ქვეყნებში ფეხბურთი ბიზნესია,აქ კი ვიღაც ფუნქციონერების მდიდრული გასართობი. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს კლუბებს საგადასახადო,ინფრასტრუქტურული მიმართულებით და არა ფეხბურთელებისათვის ხელფასების გადახდაში,სავარაუდოდ მანდ ატკატების სისტემაც იმუშავებს
გუჯა კახაძე
საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებს სესხად მიეცით ფული და მაშინვე მომგებიანი პროექტების ძებნას დაიწყებენ, საუკეთესო მწვრთნელებსაც მოიწვევენ და სელექციასაც პატიოსნად ჩაატარებენ. მხოლოდ ასე გახდება ქართული ფეხბურთი მომგებიანი.
Davit
იშრომონ კლუბებმა და ათჯერ მეტი ხელფასები აიღონ თავიანთი შრომით.. მარა არ უნდა არავის ბატონო შრომა მუქთად უნდათ ყველაფერი.. ბიუჯეტის ხარჯზე არსებული კლუბები ჩვეულებრივი ძარცველები არიან.. ოღონდ კანონიერი გზით აკეთებენ ამას,.. ნუ აფინანსებთ კლუბებს ბიუჯეტიდან,,
otar
დინამოში სხვა სიტუაციაა - მანდ კლუბის მეპატრონის ფული იხარჯება - ამ შუქურას და კიდევ ბევრ მაგისნაირს კი სახელმწიფო ინახავს - ვითომ ფეხბურთი რომ არ მოკვდეს თუ რისთვის გაუგებარია ? შედეგები 0 ზე გვაქვს მაინც.
Davit
მანჩარ ბატონოო, მე გადასახადის გადამხლდელს რატომ მაფიანასებინებ შუქურას ფეხბურთელების ფულს იქნება ამიხნსა? თუ მინდა მაგ გუნდის თამაშის ნახვა წავალ და ბილეთს ვიყიდი, მარა არ ღირს არც მაგ გუნდის და არც ერთი სხვა გუნდის თამაში ნახვა,, სანაცვლოდ ასეთი მეთოდით გვძარცვავს,, გასაუქმებელი კლუბები.
სანდრო777
მანუჩარს - ლორიას გინდაც მილიონი ჰქონოდა დინამოში, დინამო კერძო კლუბია ჯიგარ, შუქურას კიდე სახელმწიფო აფინანსებს მუნიციპალიტეტის გავლით, როგორ ვერ ხვდები, რომ შენი ჯიბიდან ფიანსდებიან ეგეთი კლუბები?! რატომ არ ხმარდება ეს ფული თუნდაც განათლებას, ფეხბურთი ამ ქვეყანაში მხოლოდ ფულს სჭამს და სარგებელი არაფერი მოაქვს, არც სანახაობა და არც შემოსავალი -_- ჯერჯერობით ასეა მაინც
irakli apkhaidze
ეს ირონიული სამი წერტილი და მინისტრის ხელფასთან შედარება რაღა უბედურებაა? თქვენ კლუბისკენ ხართ თუ ჩასაფრებული ხართ რამე სკანდალურად წარმოაჩინოთ? ფეხბურთელს რომ მინისტრზე დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეს (თუ რამის იმედი დაგვრჩა კიდე საქართველოში ამ სპორტის სახეობასტან დაკავშირებით) ეს სიურპრიზია?... იქნებ გადახედოთ საშუალოზე დაბალი დონის ევროპული გუნდების ბიუჯეტს და აღარ წეროთ შემდეგ გადიდებული შუშის თვალებით... ეს რა დოზანაა მართლა...
მანუჩარ
გიკვირთ ამხელა ხელფასები? ამას რო წერ და ჟურნალისტი რო გქვია არ გიტყდება? ისა არ იფიქრო შუქურას ვბალეიშიკობ პირიქით ფოთელი ვარ და ქობულეთიდან ძლივს გამოვასწარი მაგათი მეკარის ... იცით რაც მოყვა ალბათ, მაგრამ რო გამოვარდეს შენნაირი ესპანეთში და თქვას მესის მინისტრზე მეტი ხელფასი აქო იცი რას ეტყვიან? ... რა გიკვირს ლორიას 50 000 ლარი ქონდა დინამოში რომელ მინისტრს აქ მაგხელა ხელფასი? ნუ მინისტრებს ლევი უფრო მეტი აქვთ მაგრამ მაინც :) :)
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება
თორნიკე თარხნიშვილი: ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება
შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს
თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"