დღეს, 24 ნოემბერს, სომხეთში საერთაშორისო ტურნირი იწყება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
დღეს, 24 ნოემბერს, სომხეთში საერთაშორისო ტურნირი იწყება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ ტრავმების გამო თავდაპირველად გამოცხადებულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, მხრის ტრავმის გამო ვერ წავიდა რევაზ ნადარეიშვილი (85), მის ნაცვლად კი გუნდში ბექა ბალანჩივაძე (59) წავიდა. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც არჩილ თურმანიძე (71) გაემგზავრა. სამაგიეროდ, იჭიდავებს მიხეილ ქაჯაია (97), ვისაც ფეხი ისევ სტკივა, მაგრამ გამაყუჩებლებით მაინც შეძლებს გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები იქ გადახალისებული შემადგენლობით წავიდა - ევროპის ბრინჯაოსმედალოსან გიორგი ცირეკიძის (80) გარდა, არ ჭიდაობს არც ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი, ხოლო ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ზედა წონაში გამოვა.

ლიდერები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 9-12 იანვარს თბილისში ჩატარდება და ამიტომ ახლა არ ჩათვალეს მათი დატვირთვა საჭიროდ, სხვებს კი ასევე ქვეყნის პირველობისთვის მზადების მიზნით წონას არ აკლებინებენ, რადგან ქვეყნის პირველობაზე ისეც მოუწევთ ამის გაკეთება.

59 კგ. ნიკა ცეცხლაძე, ბექა ბალანჩივაძე

66 კგ. მურად მიქელაძე, ლაშა გოგიტაძე

71 კგ. ანტონ მამაგეიშვილი, გოგა გოგიბერაშვილი

75 კგ. გოგა აფრიამაშვილი, მინდია წულუკიძე

80 კგ. გიორგი დათუნაშვილი, ნიკა კელასოვი

85 კგ. გიორგი ცირეკიძე, რუდოლფ ოგანეზოვი

98 კგ. მათე სოფაძე, მიხეილ ქაჯაია

130 კგ. სანდრო დიხამინჯია

მწვრთნელები: ბეგი დარჩია, აკაკი ჩაჩუა, ჯემალ ბაკურიძე

მაზანდარანშიც - სათადარიგოები

დღესვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა ირანულ მაზანდარანში გაემგზავრება, სადაც 26-27 ნოემბერს "მსოფლიოს ჭიდაობის საკლუბო თასზე" იასპარეზებს.

ესაა გუნდური ტურნირი, რომელიც გაიმართება პრინციპით - "კედელი კედელზე", შემადგენლობით კი საკმაოდ ძლიერი იქნება, რადგან მასში მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს: ირანი, საქართველო, აშშ, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ბულგარეთი, კუბა, სომხეთი, მონღოლეთი, ბრაზილია, მექსიკა და ბანგლადეში.

ორ ჯგუფად გაყოფილი ეს გუნდები 26 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის ორთაბრძოლებს ჩაატარებენ, 27-ში კი - ფინალურ პაექრობებს.

ტურნირი კომერციულია - ჩემპიონი ჯილდოდ 50 000 დოლარს მიიღებს, ფინალისტი - 30 000-ს, მესამეზე გასულებიდან კი თითოს 20 000 დოლარი ერგება.

57 კგ. ლევან მურცხვალაძე, ლაშა ტალახაძე

61 კგ. შოთა ფარტენაძე, აკაკი მოწონელიძე

65 კგ მალხაზ ზარქუა

70 კგ. ალექსანდრე ჯაჭვაძე

74 კგ. ზურაბ ერბოწონაშვილი

86 კგ. ირაკლი მწითური, თედორე ებანოიძე

97 კგ. გიორგი კაკაურიძე

125 კგ. თორნიკე ხიდეშელი

მწვრთნელები: ემზარ ბედინეიშვილი, ოთარ თუშიშვილი, გოჩა კირკიტაძე.

მსაჯი: მიხეილ გრძელიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ბრინჯაოს შანსიც აღარ დარჩა
გენო პეტრიაშვილი სტუდენტებში იჭიდავებს?
სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატის გამეორება თურქეთში
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: ზვიად პატარიძეც ჩემპიონია
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
ქართველი "ბერძენ-რომაელები" იაშარ დოგუს მემორიალზე გამოვლენ
ბეგი დარჩიამ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ
ქართულმა გუნდებმა ირანში "ტახტის თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს
მინსკი 2019. ქაჯაია ფინალში - ბოლქვაძემ ვერცხლი, ჩხარტიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: ევროპა შეკრებებზე გაირკვევა
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს შესარჩევი: დათუნაშვილი ყველგან ლიდერია
მოჭიდავეთა პოლონური რეპეტიცია ლას ვეგასში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
მინსკი 2019. რევაზ ნადარეიშვილი რუს გოლოვინთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
სინჯარის დუბლიკატი და მატყუარა ლაბორატორიები - ინტერვიუ ზურაბ კახაბრიშვილთან [დასაწყისი]
3 მედალი პოლონეთში - გენო პეტრიაშვილი ციოლკოვსკის მემორიალის ჩემპიონია
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ყაზახეთის ტურნირში 4 მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველთა მეტოქეები ცნობილია
ანტონ მამაგეიშვილმა სტამბულში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგება? - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის გუნდურის მიმოხილვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში