ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელი თორნიკე თარხნიშვილი ხელფასებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟით გაოცებულია
ქობულეთის "შუქურაში" არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე გუშინ ინფორმაცია ლამის ყველა სააგენტომ გაავრცელა. დასახელებული იყო ფეხბურთელების ხელფასები. ყველაზე მაღალი ანაზღაურება გუნდის ნახევარმცველს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ წევრ თორნიკე თარხნიშვილს აღმოაჩნდა. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მას ხუთ თვეში 27 ათასი ლარი ჩაერიცხა, ანუ ფეხბურთელი თვეში 5 400 ლარს იღებს. კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ ის მეომარი ბიჭია, მოედანზე ყველაფერს კეტავს, სულსა და გულს დებს.

"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება

ობამაზე ასჯერ დიდი ხელფასი აქვს მესის - რევაზ ჩელებაძე Sportall.ge-ს სტატიაზე

"ლელოს" თავად თარხნიშვილი დაუკავშირდა და უარყო, რომ ამხელა ხელფასს იღებს, თუმცა მომხდარზე საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.

"მე ლატვიაში ვთამაშობდი და ცხადია, სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, ქობულეთელებს პირობებზე დაველაპარაკე. მაგრამ "შუქურაში" 5400-ლარიანი ხელფასი ნამდვილად არ მაქვს. ჩემი აზრით, ამ ციფრების გამოქვეყნებისას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ - საშემოსავლო გადასახადის პროცენტი არაა დაანგარიშებული, ეს კი თანხის ლამის მეხუთედია", - ამბობს თარხნიშვილი.

25 წლის ფეხბურთელის აზრით, ასეთი აჟიოტაჟი გაუგებარია:

"მართლა 5-ათასლარიანი ხელფასი რომ მქონდეს, ეს ამხელა ამბავს არ უნდა იწვევდეს. ხალხი გაჭირვებაშია და მესმის, რომ ჩვენს დაბეჩავებულ ფეხბურთში ამხელა ხელფასები ბევრს აღიზიანებს. მაგრამ ამ ყველაფერს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ყველამ ვიცით, ამა თუ იმ ქვეყანაში რამხელა ხელფასებს არიგებენ.

ერთი მხრივ, ჩვენ მოვთქვამთ, რომ უცხოელების მსგავსი პირობები არ გვაქვს და სახელმწიფოს ფეხბურთის დაფინანსებას ვთხოვთ, მაგრამ მეორე მხრივ, უკმაყოფილებას ვერ ვმალავთ, ჩვენთან რომელიმე გუნდში ფეხბურთელი 1000 ლარზე მეტს რომ იღებს. ჩემთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი გაუგებარია".

თარხნიშვილმა ქობულეთელთა დირექტორზეც ილაპარაკა:

"აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ფეხბურთი ფულის დაბანდებით განავითარეს. ლატვიაშიც კი, სადაც 2 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, სულაც არაა მაღალი დონის ჩემპიონატი. ამის მიუხედავად, საშუალო ხელფასი იქაც კი 3-4 ათასი ევროა. მითხარით, ამაზე ლატვიაში ცუდი რეაქცია უნდა ჰქონდეთ?

ლატვიაში კიდევ რა უჭირს, ასე თუ ისე, დონეა. ვინმეს რამე სმენია ვიეტნამისა და ინდოეთის ფეხბურთზე? აბა, მინიმუმია და არავის უკვირს.

ჩვენი ფეხბურთი და ჩემპიონატის დონე იმიტომაც დაეცა, რომ მოთამაშეებს ლატვიის დონის ხელფასებსაც ვერ უხდიან. ამიტომ გარბიან უცხოეთის არც ისე პრესტიჟულ ლიგებშიც კი. მაგრამ რომელიმე ქართულ კლუბში შედარებით მაღალი ხელფასები თუ არის, ის გუნდი აჟიოტაჟის საგანი ხდება. მხოლოდ 500 ლარი რომ დაარიგონ, ეს მკვდარი ფეხბურთი საერთოდ სულს განუტევებს. იქნებ მედლის ამ მეორე მხარეზე დავფიქრდეთ.

რეზო ჩელებაძე ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, რომ მინიმალური პირობები მაინც გვქონდეს. კარგად ვიცი, რომ "შუქურას" პირობები სულაც არაა საუკეთესო, ეს მინიმუმია და ესეც თუ არ იქნება, მაშინ გუნდის არსებობას რაღა აზრი აქვს?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

222
რა გაუტ-- ამ ფეხბურთელებს ტოო, 5400 რაარის რომ გამოეკიდეთ.. არ იცოდეთ მაინც მსოფლიოს მასშტაბით კარგ ფეხბურთელებს რამდენს უხდიას.. ფუუ
z
Ziko 100%
გუჯა კახაძე
საქართველოში ფეხბურთელის ხელფასი 10 000 ლარიდან უნდა იწყებოდეს!!!! საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებს სესხად მიეცით ფული და მაშინვე მომგებიანი პროექტების ძებნას დაიწყებენ, საუკეთესო მწვრთნელებსაც მოიწვევენ და სელექციასაც პატიოსნად ჩაატარებენ. მხოლოდ ასე გახდება ქართული ფეხბურთი მომგებიანი.
ანზორი
რა თქმა უნდა ყველა პროფესიონალ სპორტსმენს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. ეს სტიმულია კარგი სპორტული ფორმის შენარჩუნებისა და ტექნიკური დონის ამაღლებისა.წინაღმდეგ შემთხვევაშ გვექნება პასები ხუთ მეტრში ან კიდევ უკან მეკარესთან.მიეცით სპოტსმენებს ამ შეთხვევაში ფეხბურთელებს შესაფერისი ანაზღაურება და მერე მოჰკითხეთ ხარისხიანი შედეგები, თუ არა, ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
aka
გუგა,5000 მაღალი ხელფასი ნამდვილად არ არი, კერძო ინვესტორი აფინანსებს გუნდს და თუ სურვილი ექნება 10000000 დაუნიშნოს ხელფასი! მაგრამ შუქურა გამგეობით ფინანსდება,ანუ ჩვენი ჯიბიდან და რას გვიკეთებს ხალხს ესეთს ეს ფეხბურთელები რომ 5000 ვუხადოთ,მაშინ როდესაც მოსახლეობის ნახევარი ოფიციალური ღატაკია
guga
ხალხო სერიოზულად ფიქრობთ, რომ 5000 ლარი ფეხბურთელისთვის დიდი ხლეფასია? სასაცილოა და ამის მერე ფეხბურთის განვითარების მსურველები გამოჩნდებიან
მურთაზი
კარგ და მშრომელ სპორსმენს უნდა ქონდეს უფრო მაღალი ხელფასი,მინისტრებსა და დეპუტატებს კი საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი პრემიებისა და დანამატების გარეშე
inkognito
ვინმეს რომ დავეწიოთ ამისთვის პირველ რიგში ხელფასები კი არა ინფასტრუქტურა უნდა განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთს უნდა მივხედოთ ამას ისე არ ვიძახი როგორც ყველა ბავშვთა ფეხბურთში კონკრეტული ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას
ქართული ფეხბურთის მტერი
ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებიან ლოქოები აქ ვინმეს ჯერა რო მართლა ფეხბურთელებს აძლევენ 4500 ლარებს ?? :D მიუგდებენ 500 ლარს ან 1000 ლარს დალშე თვითონ აიღებენ.. კიბატონო თუ გინდა 100 000 აიღონ ხელფასი მარა რომელი იმსახურებს რეალურად მთავრობას ატყუებენ მთავრობიდანაც ეყოლებათ წილში :D ფიქტიური მაფია საბოლოოდ ზარალდება ხალხი ისევ და ისევ სტალინი ალალია თქვნაირებზე!! კობიაშვილო გამოდი და ამოიღე ხმა რო წამოსკუპდი მაგ სკამზე სადაა სპორტის მინისტრი ვაბშე ??!!
giga
თორნიკე, ღმერთმა სიკეტეში მოგახმაროს. შენ საკუთარი შრომით მაინც იღებ, რასაც იღებ, თუნდაც ეს ბიუჯეტის თანხა იყოს. რაც სეეხება მინისტრების ხელფასტან ფეხბურტელის ხელფასის შედარებას, ეს უკვე ღიმილის მომგვრელია და მხოლოდ, მსოფლიოში ყველაზე კრეატიული აზროვნებისა და ყველაზე უფრო განსწავლული ქართველი ჯურნალისტების ნაბოდვარია, მეტი არაფერი. როგორ ალერგიას იწვევთ უკვე ჟურნალისტებო, რომ იცოდეთ!!! თითქოს სხვა პრობლემა არ იყოს ქვეყანაში.
sano
sss იმენა ფეხბურთისთვის მარა თამაშობ მერე ფეხბურთს?
123
ეგ ხელფასი ყველაზე დაბალი უნდა იყოს ფეხბურთელისთვის. რა ამბავი ატყდა... ალალი იყოს, ერთი ნოლი მინიმუმ მოგმატებოდეს.
ზიკო
სირცხვილია და მეტი არაფერი ერთი რომელიმე დადექით ფეხბურთელის ადგილას იმდენი იშრომეთ რაც ფეხბურთელს ჭირდება და მერე ვნახოთ რამდენს მოითხოვთ ამ შრომაში, სხვის ჯიბეში ხელის ფათურს როდის უნდა მორჩეთ.
irakli apkhaidze
ალალი იყოს
sss
კარგით რა, 5000 ლარზე რა გნიასი მიდის :D :D :D სამარცხვინო ხელფასია ფეხბურთისთვის
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
თორნიკე თარხნიშვილი: ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა