ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლაშა ჯაკობია: "კოლხეთი" დაშლის პირასაა! ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?!

ლაშა ჯაკობია: "კოლხეთი" დაშლის პირასაა! ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?!

"ფოთის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხბურთი თუ არ უყვართ, ვერ გავამტყუნებ, მაგრამ სხვა საქმეა, სურთ თუ არა კლუბის დაფინანსება"

ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს და არ გამორიცხავს, რომ ეს გაურკვევლობა ცუდად დასრულდება:

"ბევრჯერ ითქვა, რომ ფოთის "კოლხეთი" უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ უმაღლეს ლიგაში ყველაზე მწირი ბიუჯეტი გვაქვს - წლეულს სულ 280 ათასი ლარი გამოგვიყვეს. ცხადია, უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ეს მეტისმეტად მცირე თანხაა. დამატება მოვითხოვეთ. 160 ათასს შეგვპირდნენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 ათასია გამოყოფილი, რაც პრემიების გასტუმრებას მოხმარდა, მაგრამ მოთამაშეების ხელფასების დავალიანება მაინც დაგვრჩა. ბიჭებს კი ოჯახები ჰყავთ, ელემენტარულად, არსებობა უნდათ და მინიმალურ ხელფასებსაც ვერ ვუხდით.

არ ვიცი, ასე სადამდე უნდა გავძლოთ. არ შეიძლება, საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში უმაღლესი ლიგის კლუბს უფრო ნაკლები ბიუჯეტი ჰქონდეს, ვიდრე ზოგიერთ მეორელიგელს. ხელფასებზე აღარაფერს ვამბობ, მოთამაშეები მიზერზე თამაშს დათანხმდნენ და ამასაც ვერ იღებენ. არადა, ამ მიზერული სახსრებით შარშან მე-10 ადგილი დავიკავეთ და ჩვენზე ბევრად მდიდარ კლუბებს გავუსწარით.

წლეულს მძიმედ დავიწყეთ, თუმცა გელა სანაიას მოსვლის შემდეგ გუნდი დალაგდა, ათამაშდა და ახლაც მე-10 ადგილზე ვართ. მაგრამ მე ის მაინტერესებს, ასეთი ფოკუსები როდემდე უნდა ვატაროთ, კლუბის წევრებსა და პერსონალს შრომა რომ დაუფასონ"?! - უკმაყოფილოა ლაშა ჯაკობია.

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, გუნდი უკვე ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა მისული:

"თუ ვითარება დროულად არ გამოსწორდა, ფეხბურთელები კონტრაქტების დარღვევას მოითხოვენ, რისი უფლებაც აქვთ და "კოლხეთი" დაიშლება. ასეთ პირობებში არავინ დარჩება.

წლებია, გუნდს ვერ ეშველა, სტადიონის მშენებლობის ფული გაიფლანგა... ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?".

ჯაკობიამ პრობლემის მიზეზიც დაასახელა:

"ფოთის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხბურთი თუ არ უყვართ, ვერ გავამტყუნებ, მაგრამ სხვა საქმეა, სურთ თუ არა კლუბის დაფინანსება. მათი პიროვნული დამოკიდებულება საქმეზე არ უნდა ისახებოდეს.

"კოლხეთი" საქართველოსთვის ისტორიული კლუბია და არავის აქვს უფლება, მას საკუთარი შეხედულებით მოექცეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და სპორტის მინისტრი აბსოლუტურად მართალს ამბობენ, რომ კლუბის დაფინანსება მერის გუნება-განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რაც ვიცი, ახალი წლიდან ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი ამ კუთხით საკითხის დაყენებას აპირებენ, რომ ფეხბურთში პიროვნული მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს და სახელმწიფოს პოლიტიკა დამკვიდრდეს.

კლუბებმა უნდა ვიცოდეთ, რამდენს გამოჰყოფს მთავრობა უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგების კლუბებზე. ყველა ქალაქში ერთნაირი თანხა უნდა იყოს, თორემ ერთგან 2 მილიონს იძლეოდე და მეორეგან ამის მეშვიდედს, ეს გამართლებული არ არის და კლუბებს არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• quTaiseli

სახელმწიფო რა შუაშია შენთუ არ ვარგიხარ და სირბილი გეზარება სახელმწიფო ფეხბურთს ვერ ითამაშებს იმის მესამედი პირობები არ ქონდა ადრინდელ თაობებს დღევანდელს როაქ მარა ბურთს ახევდენ თავზე ბავარიებს და მილანებს პროფესიონალიზმი ბაბა აი ესაკლია დღევანდელ თაობას და კიდე სიზარმაცე.

• nanka

სანამ სახელმწიფოში დოყლაპიები იქნებიან ფეხბურტის არ ეშველება არაპერი.ფულის ჭამენ ყველა გუნდის პრეზიდენტები.

• Davit

კლუბების მხირდან ფულის მათხოვრობა უნდა დასრულდეს,, გინდა ფოთის კოლხეთი იყოს, გინდა შუქურა, დილა, ბოლნისი და სხვა არაერთი. უბრალოდ კლავს ამდაგვარი დაფინანსება ფეხბურთს.

• Davit

ზურა ბატონო, არ გინდათ, რომ ფეხბბურთი მართლა სპორტად გადაიქცეს. თუ კოლხეთი და ნებისმიერი კლუბი მხოლოდ იმიტომ უნდა შევინახოთ, რომ სამუზეუმო ექსპონატია არ ვიცი, ისე ასე არ შეიძლება გაგრძელება.. ფეხბურთი გარდა სპროტისა ბიზნესიც, არის .. გუჯა ბატონო,, კიდევ ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან სესხის გაცემა უუუუუუკაააააანოოონოოოოააა.. უკანონოო, არ შეიძლება ამის გაკეთება, გარდა ამისა კორუფციულ ელელემტნებს შეიცავ, ეს ნიშნავს იმას, რომ შეეეჭააამეეენ,, და არაფერსაც არ გაააკეთეებეეენ. ისევე, როგორც ეხლა არაფერს არ აკეთებენ.

• zura

ბატონებო აქ საუბარია კოლხეთზე და არა სხვა კლუბებზე, ყველამ კარგად იცით რომ ფეხბურთის აკვანი ფოთში დაირწა,,და სირცხვილი იქნება რო ფოთს არც კლუბი ეყოლება და არც სტადიონი,. და თუ არ იცით ფოთს აფინანსებდა პორტი და 2004 წლიდან დაფინანსება შეუწყვიტეს რატომ ?? იმიტომ რომ ვიღაც მაღალჩინოსნება ჩათვალენ პორტს უნდა დაეფინანსებინა ზუგდიდი და საიდანაც ფეხბურთი შემოვიდა იმ ქალაქს წაართვენ ყველაფერი,, ჩვენ კი არ უნდა ვაკრიტიკოთ არამედ უნდა დაუდგეთ გვერდით ასეთ კლუბებს, აბა რა საქართველოსჩემპიონატზეა ლაპარაკი სადაც 5 გუნდი თბილისისაა,, მაშინ დავარქვათ თბილისის ჩემპიონატი და ეგაა,,, ყველას წარმატებებს გისურვებთ...

• გუჯა კახაძე

Davit! სესხი გასასტუმრებელი რომ ექნება იმიტომ აიყვანს კარგ ფეხბურთელებს და პროფესიონალ მწვრთნელებს.

• Davit

სელექცია ახსენეთ, რატომ აიყვანს უკეთეს თუ დაფინანსება გარანტირებული აქვს? აბა იყოს გუნდის ფიანსები მათ შედეგებზე დამოკიდებული თუ აიყვანს მერე უვარგის ფეხბურთელს. ყოველი შემდგომი ადგილი რომ მისცემს 500 000 ათასს სხვვაობას, ვეღარ გაარისკავს მასე, ტავისი ჯიბით უნდა გარიკსონ და მეტი ალბათობით არ გააკეთებენ, ეხლა რა გაგმეობის და სახელმწიფოს ხარჯზე რისკავს და არ აჰყავს კარგი სპეციალისტი თუ სპორტსმენი.

• Davit

ბატონო გუჯა სამართლებრივად არის არასწორი. ის რაც საფუძველშივე არასწორია მისგან შედეგი სწორი ვერ იქნება. მაგ იდეას კორუფციული ელემენტები ახლავს ისევე დღევანდელი სახით დაფინანსებას. დავითი- ამბობს, გარკვულ ეტაპზეოო დააფინანსოსოო, და გააკონტროლოსოო. ვერც ეს გამოვა. ესეც კორუფციულია,, ბუნდოვანია. მერე იმ მაკონტროლებლებს კიდევ მაკონტროლებლები უნდა დავუნუშნოთ და.ა.შ. მოკლედ ფეხბურთში დასამებულების უმეტესობას ფეხბურთი რომ ესმის ფაქ

• გუჯა კახაძე

Davit! სესხის შემთხვევაში სელექციაც პატიოსნად ჩატარდება და მწვრთნელებსაც ნაცნობობით აღარ მოიწვევენ. როდესაც სინჯებზე ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში 6 გოლს გაიტანს და მაინც უგუნდოდ დატოვებ რომელი ფეხბურთის განვითარებაზე არის ლაპარაკი.

• misha Chaganava

12 გუნდზე მეტი საქართველოს უმაღლეს ლიგაში არ უნდა იყოს. ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებს არ ყავს 16 გუნდი უმაღლესში!

• დათო

ჩემი აზრით უკეტესი იქნება რაოდენბობა შემცირდეს 10 მდე, ასევე სახელმწიფო მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე მაქსიმუმ 3–5 წლით დაეხმაროს კლუბებს თანაბრად და თან მაქსიმალური კონტროლით როგორც სახსრების, ასევე მენეჯმენტის და სტრატეგიის.

• გუჯა კახიძე–ს

როგორ ფიქრობთ სახელმწიფომ რომ სესხი გასცეს არაკვალიფიციური მენეჯმენტი კლუბის მომგებინად გარდაქმნაზე ფიქრს დაიწყებს თუ როგორ მოტეხოს უფრო მეტი ფული?

• Davit

სახელმწიფომ არანაირი სესხი არ უნდა გაცეს გუჯა ბატონო.. ეგ დაივიწყეთ. ან საპრიზო ფონდი უნდა დააწესეოს, ბოლდან პირველადგილოსნამდე გადანაწილდეს, ფული. ან მხოლოდ იმფრასტრუქტურას და, ბავშვთა მწვრთნელები უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით. რასაც ჯაკობია ითოხვს ვერ გამოვა, ამის მერე ფოთის კოლხეთი პირველადგილისთვის იბრძოლეებს? მერე კიდევ უნდა მოითხოვოს შეკრების ფულიოო, უცხოეთში გასამგზავრებელი ფულიოო, პრემიების ფულიოო, ვიღა მისცემს, ამიტომაც დასჯერდება მაქს მე-4 ადგილს. ამიტომაც არის ჩაწყობილი თამაშები და არ არინტერესებთ ფეხბურთი, როგორც სპორტი.

• გუჯა კახაძე

საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებს სესხად მიეცით ფული და მაშინვე მომგებიანი პროექტების ძებნას დაიწყებენ, საუკეთესო მწვრთნელებსაც მოიწვევენ და სელექციასაც პატიოსნად ჩაატარებენ. მხოლოდ ასე გახდება ქართული ფეხბურთი მომგებიანი.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა

ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]

რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს