Gazzetta: პიოლის გვიდოლინი ჩაანაცვლებს
მიმდინარე სეზონში "ლაციო" არასტაბილურად ასპარეზობს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის შუაშია გაჭედილი. მძაფრი კონკურენციის პირობებში, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სტეფანო პიოლის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.

მისი პროგრამა-მაქსიმუმი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა იქნება, თუმცა ამ თამაშით ესეც შეუძლებელი ჩანს და ამად არის, რომ კლუბის მესვეურები მწვრთნელის შეცვლაზე დაფიქრდნენ. მეტიც, თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სტეფანო პიოლის გათავისუფლება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, მის სავარაუდო შემცვლელებთან კი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, რომაელები ჯერ ვალტერ მაძარის შეეხმიანნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი მოლაპარაკების დასკვნით ფაზაშია MLS-ის კლუბ "ტორონტოსთან" და პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ კარიერას ოკეანის გაღმა გააგრძელებს. შესაბამისად, "ლაციოს" მესვეურები სხვა კანდიდატზე გადაერთვნენ და ის ფრანჩესკო გვიდოლინი გახლავთ.

60 წლის სპეციალისტი ბოლოს "უდინეზეში" მუშაობდა და ძალიან წარმატებულადაც, რადგან მისი თავკაცობით მოკრძალებული შესაძლებლობების გუნდი მუდმივად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. 2014 წელს გვიდოლინმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება და "უდინეზეს" ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ კაბინეტში ჯდომა მისი საქმე არ იყო, დატოვა პოსტი და უკვე ერთი წელია, რაც უმუშევარია.

ფრანჩესკომ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ სმწვრთნელო კარიერის განახლებაზე ფიქრობს და წესით, "ლაციო" მისთვის საინტერესო ვარიანტი უნდა იყოს. ამ თემაზე და ზოგადად, "ლაციოში" შექმნილ ვითარებაზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ბოლო ოთხ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ და ბუნებრივია, რომ ამით ძალიან უკმაყოფილოები ვართ. ზოგადად, გუნდმა სეზონი მძიმედ დაიწყო და გამოსავალი დროზე უნდა ვიპოვოთ. შევხვდი სტეფანო პიოლის და მასთან საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე.

სტეფანოს საინტერესო ხედვა აქვს და მას ექნება დრო, რომ გუნდი კრიზისიდან გამოიყვანოს. რაც შეეხება ფრანჩესკო გვიდოლინს, შესანიშნავი სოეციალისტია და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში "ლაციოს" მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.

გვიდოლინის თავკაცობით, "უდინეზე" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა და გაცილებით ძლიერ მეტოქეებს სჯობნიდა. მოკლედ, გვიდოლინი ჩვენთვის საინტერესო მწვრთნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პიოლის დრო აუცილებლად მიეცემა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
"სუონსის" სამი ვარიანტი: გიგზი, კოულმენი, გვიდოლინი
სატრანსფერო ციებ-ცხელება
პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი და პირველი ამერიკელი
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
უცნობი ალექსის სანჩესი: ჩილელი ვარსკვლავის სახალისო ისტორიები
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს მემკვიდრის ძიებაში
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ
ვინ შეცვლის ლონდონში მიმავალ ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში?