საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სათამაშო ფორმის პიკშია
ესპანეთის მეორე ლიგის "ლეიმა ბასკეტში" მოთამაშე 21 წლის ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ, მორიგ ტურში 31 ქულა ჩააგდო და ლაკორუნიელებს "კოკინასი" 95:83 დაამარცხებინა. მთავარი კი ისაა, რომ ბურჯანაძემ ბოლო მატჩებში უკვე მეორედ გადააბიჯა 30-ქულიან ზღვარს, ხოლო გასულ 3 შეხვედრაში საშუალოდ 30,3 ქულას აგროვებს.

31 ქულის მოგროვება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამას ხშირად ახერხებენ კალათბურთელები. აი, გზა, რომლითაც ბურჯანაძემ ქულების შეგროვება შეძლო, ურთულესია და იშვიათად ხდება.

ქართველმა ფორვარდმა მთელი შეხვედრა ისე ჩაატარა, ორქულიანი არ აუცელია. თანაც ბექამ შიდა პერიმეტრიდან საკმაოდ ბევრჯერ - 11-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ყველა სროლა ჩააგდო. შესაბამისად, ბურჯანაძემ 22 ქულა ორქულიანებით მოაგროვა, რასაც კიდევ 9 ქულა შორი სროლებით მიამატა: 7-დან 3 სამიანი ჩააგდო. გუნდის ულაპარაკო ლიდერი მწვრთნელმა მხოლოდ 3 წუთი დაასვენა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 37 წუთი გაატარა.

რა თქმა უნდა, ამ შედეგით, ბურჯანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისმა მარგი ქმედების კოეფიცინტმა 36 შეადგინა. სხვათა შორის, ბურჯანაძეს წინა მატჩში ეს მაჩვენებელი 35 ერთეული ჰქონდა და ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იმის ალბათობა ახლაც დიდია, რომ ქართველი ფორვარდი ზედიზედ მესამედ გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშე.

"კოკინასთან" მოგებულ მატჩში ბურჯანაძის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი. საინტერესოა, რომ ბურჯანაძეს საჯარიმო არ უსვრია, ისე მოაგროვა 31 ქულა. მასზე მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო სასროლი. თავად ბექა კი ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტმა", რომელსაც 7 მარცხი აქვს, სეზონის მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში 2 საფეხურით, მე-12 ადგილზე აინაცვლა. მორიგი ტურის მატჩი ბურჯანაძის გუნდს 5 დეკემბერს, სტუმრად მე-6 ადგილზე მყოფ "ოვიედოსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბექა ბურჯანაძემ "ლეიმა ბასკეტს" "ბარსელონასთან" ულიდერა და პლეი ოფი გაინაღდა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
ბექა ბურჯანაძის ბენეფისი ესპანეთში გრძელდება - 23 ქულა და 13 მოხსნა ბარსელონაში
ბექა ბურჯანაძე: წარმატების საიდუმლო ყოველდღიურ შრომაშია
ბექა ბურჯანაძეს ესპანეთში გამარჯვება დედამ მოედანზე მიულოცა [PHOTO]
ბექა ბურჯანაძის MVP-ს ტიტული და 26 ქულა "კასერესთან"
ძლიერები არასდროს ნებდებიან - ბექა ბურჯანაძის მძიმე ისტორია
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში