უძღები შვილების დაბრუნება
* ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-11 ტურში გაიტანა და პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

* "არსენალის" ფეხბურთელებმა ლორან კოშელნიმ და ალექსის სანჩესმა ტრავმები მიიღეს.

* "ტოტენჰემმა" კლუბის ისტორიაში პირველად შეასრულა 13-მატჩიანი წაუგებელი სერია.

ინგლისში შაბათი დღე გაცილებით უხვგოლიანი გამოდგა და 6 შეხვედრაში 25 გოლი გავიდა, ხოლო კვირას გამართულ დარჩენილ 4 თამაშში მარტო 5 ბურთი ვნახეთ.

მთავარი გოლი ჯეიმი ვარდისა იყო. "ლესტერის" "როკი ბალბოა" ან, თუ გენებოთ, "კონკია" თავდამსხმელმა ისევ გაიტანა, მან "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუგდო და ამ გუნდის ყოფილი გოლეადორის, რუდ ვან ნისტელროის რეკორდი გააუმჯობესა.

პრემიერლიგაში ზედიზედ 11 ტურში არავის გაუტანია. "წითელმა ეშმაკებმა" ჩვეულ სტილში ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს და საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა - 1:1. ლუი ვან გაალის გუნდმა ისევ მძიმე ფეხბურთი ითამაშა და მორიგი ფრე შემოგვთავაზა, რომლითაც კლაუდიო რანიერი უფრო კმაყოფილი ჩანდა.

იხილეთ ვიდეო

"ლესტერს" ქულებით დაეწია "მანჩესტერ სიტი" და ბურთების სხვაობით გადაასწრო კიდეც. "ქალაქელებმა" "საუთჰემპტონთან" გამარჯვებით დაიბრუნეს ლიდერობა. "წმინდანებს" გრაციანო პელე არ ჰყავდათ და რონალდ კუმანს პირველ ტაიმში რატომღაც, დუშან ტადიჩიც თადარიგში ეჯდა.

"სიტის" კი, პირიქით, დავიდ სილვა და უილფრიდ ბონი დაუბრუნდნენ. ახლად მომჯობინებულმა ფაბიან დელფმა გოლიც კი გაიტანა და ერთი სიტყვით, მანუელ პელეგრინის ბიჭებმა დამსახურებულად იმარჯვეს.

იხილეთ ვიდეო

ცხრილის სათავეში შეგვეძლო სამეული გვეხილა, "არსენალს" "ნორვიჩისთვის" რომ მოეგო, მაგრამ არსენ ვენგერის გუნდმა, მცდელობების მიუხედავად, "იადონებს" ვერაფერი მოუხერხა. არადა, "მეთოფეები" იგებდნენ, ისევ მესუთ იოზილმა გაიტანა ალექსის სანჩესის პასით.

იხილეთ ვიდეო

ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ლონდონური დერბი "ტოტენჰემსა" და "ჩელსის" შორის, თუმცა შეხვედრამ სანახაობრივი კუთხით მოლოდინი ვერ გაამართლა. "ლურჯებმა" მეტოქეს კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაურტყეს და ვერც "დეზები" ბრწყინავდნენ.

გუნდები ერთმანეთს უგოლოდ გაეყარნენ. ჟოზე მოურინიომ მორიგი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და უფორვარდოდ ითამაშა. მან დიეგო კოშტა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და საერთოდ არ გამოუყვანია, თავდამსხმელის პოზიციაზე ედენ აზარი ცდილობდა თამაშს. ინგლისური პრესის ინფორმაციით, დიეგო კოშტასა და მოუს შორის კონფლიქტია, რასაც თავად პორტუგალიელი სპეციალისტი უარყოფს.

კიდევ ერთი დედაქალაქური გუნდი "ვესტ ჰემ იუნაიტედი" მაურო სარატემ კი დააწინაურა, მაგრამ ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩი" თავის სტიქიაშია - "ალბიონმა" ქულა ისე აიღო, რომ გოლი მის ფეხბურთელს არ გაუტანია, ვინსტონ რიდმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა რიკი ლამბერტის აქტიურობის შემდეგ.

ერთბაშად რამდენიმე საფეხურით აინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუცუცქდა "ლივერპული". მერსისაიდელთა თამაში მძიმე სანახავი იყო, "სუონსის" - უმძიმესი. მიუხედავად ამისა, "ენფილდზე" მაინც კარგი ამბები მოხდა, რადგან მინდორზე ჯორდან ჰენდერსონი და დანიელ სტარიჯი შემოვიდნენ, ორივემ შეცვლაზე ითამაშა.

ამ ფეხბურთელებს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდათ და "ენფილდი" კმაყოფილი დარჩა, თანაც კმაყოფილების საფუძველი ფანებს შედეგმაც მისცა. მატჩის ბედი მაშინ გადაწყდა, როდესაც ნილ ტეილორს ბურთი ხელზე მოხვდა, ხოლო მისმა მოგვარემ, ენტონიმ პენალტი დანიშნა, რომელიც ჯეიმს მილნერმა გოლად აქცია.

იხილეთ ვიდეო

"თეთრი გედები" საკუთარ თავს მართლაც აღარ გვანან, მათ "ლივერპულის" კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ. თუმცა ბოლო წუთებში ცოტა კი გამოცოცხლდნენ, იფაფხურეს და იურგენ კლოპი ანერვიულეს.

"დიდი სემი" მართლაც დიდი კაცია, მან "სანდერლენდს" კიდევ ერთხელ მოაგებინა და გუნდმა ცოტა ამოისუნთქა. "ლაითზე" ერთადერთი ცუდი ამბავი ჯერმინ დეფოს ტრავმა გახლდათ. სხვა მხრივ, "შავმა კატებმა" პრემიერლიგურ "ჯაჯგურა" მატჩში ბოლოს მაინც გატეხეს "სტოკი" და გამარჯვებაც იზეიმეს.

ყოფილი გუნდი მწარედ დასაჯა ალან პარდიუმ. პაპის დემბა სისეს სჯობდა, "ნიუკასლი" წინ არ გაეყვანა, რადგან "კრისტალ პალასი" გაბრაზდა და... იანიკ ბოლაზიმ და კომპანიამ მართლა "არწივებივით" იფრინეს და "კაჭკაჭებისგან" ბუმბულიც აღარ დატოვეს.

გოლები "წვიმდა" ბორნმუთშიც, სადაც "ევერტონი" თავიდანვე ორი ბურთით გაიქცა წინ, მაგრამ ბოლოსკენ თამაშიც გაექცა და აუტსაიდერმა "ალუბლებმა" გათანაბრება შეძლეს. მე-80 წუთზე ალან სმიტმა გაიტანა ულამაზესი გოლი, ხოლო 87-ეზე ფელიქს ჯუნიორ სტანისლასმა გაათანაბრა. როდესაც მე-5 დამატებულ წუთზე როს ბარკლიმ შეაგდო და "კანფეტები" სიხარულისგან ემოციებად დაიღვარნენ, ვინღა წარმოიდგენდა, რომ... 98-ე წუთზე იმავე სტანისლასმა ანგარიში 3:3 გახადა.

ბირმინგემის "ასტონ ვილა" კი, როგორც ჩანს, უკვე შეგვიძლია გამოვიტიროთ. რემი გარდის გვარდია ამჯერად "უოტფორდმა" განაიარაღა. სხვათა შორის, კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი ამ ტურში ერთადერთია, რომელმაც სტუმრად მოიგო.

XIV ტური

28 ნოემბერი

სანდერლენდი-სტოკი 2:0

გოლები: 1:0 ვან ანჰოლტი (82), 2:0 უოტმორი (84)

სანდერლენდი (3-5-2): პანტილიმონი - კოატესი, ო’ში (74. ჯონსონი), ქაბული - იედლინი, ვან ანჰოლტი, მ’ვილა, კატერმოლი, ლარსონი (54. ლენსი) - ფლეტჩერი, დეფო (31. უოტმორი)

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი (86. აფელაი), უელანი - შაქირი (64. დიუფი), ბოიანი (50. კამერონი), არნაუტოვიჩი - უოლტერსი

გაფრთხილება: - ადამი, შოუკროსი, შოუკროსი, პიტერსი

გაძევება: შოუკროსი (47)

კუთხური: 9-5 ჯარიმა: 4-10 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 18(5)-7(3) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 41 516

სიტი-საუთჰემპტონი 3:1

გოლები: 1:0 დე ბრუინი (9), 2:0 დელფი (20), 2:1 ლონგი (49), 3:1 კოლაროვი (69)

სიტი (4-3-3): კაბალიერო - სანია, დემიკელისი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე, დელფი (70. ფერნანდო) - დე ბრუინი, სტერლინგი (75. დავიდ სილვა), აგუერო (64. ბონი)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - იოშიდა, ფონტე (36. კოლკერი), ვან დეიკი, ბერტრანი - რომეუ (46. ტადიჩი), ვანიამა - დევისი, უორდ-პრაუსი (77. ხუანმი), მანე - ლონგი

გაფრთხილება: დემიკელისი, კოლაროვი - უორდ-პრაუსი

კუთხური: 6-4 ჯარიმა: 14-11 თამაშგარე: 2-6 კარში დარტყმა: 15(8)-12(8) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 54 102

კრ. პალასი-ნიუკასლი 5:1

გოლები: 0:1 სისე (10), 1:1 მაკარტური (14), 2:1 ბოლაზი (17), 3:1 ზაჰა (41), 4:1 ბოლაზი (47), 5:1 მაკარტური (90+3)

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უარდი, დანი, დელანი, სუარე - კაბაი (75. ლი იონი), მაკარტური - ბოლაზი, პანჩონი, ზაჰა (67. იედინაკი) - ვიქჰემი (86. ბამფორდი)

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - ანიტა, კოლბეკი (70. დე იონგი) - სისოკო, ვეინალდუმი (70. გუფრანი), პერესი (46. ლასკელსი) - სისე

გაფრთხილება: ზაჰა - მბემბა

კუთხური: 7-5 ჯარიმა: 7-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(8)-7(2) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 24 833

ბორნმუთი-ევერტონი 3:3

გოლები: 0:1 ფუნეს მორი (25), 0:2 ლუკაკუ (36), 1:2 სმიტი (80), 2:2 სტანისლასი (87), 2:3 ბარკლი (90+5), 3:3 სტანისლასი (90+8)

ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიჩი (46. ოლსოპი) - ფრანსისი, კუკი (46. სმიტი), დისტენი, დენიელსი - სტანისლასი, გოსლინგი, სურმანი, რიტჩი - არტერი (76. მარეი) - კინგი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, გოლოუეი - ბერი, მაკარტი (68. კლევერლი) - კონე (90+7. გიბსონი), დეულოფეუ (86. ლენონი), ბარკლი - ლუკაკუ

გაფრთხილება: გოსლინგი, დენიელსი -

კუთხური: 10-5 ჯარიმა: 6-6 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 18(9)-11(6) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 11 228

ასტონ ვილა-უოტფორდი 2:3

გოლები: 0:1 იგალო (17), 1:1 რიჩარდსი (41), 1:2 ჰატონი (69-ს.კ-ში), 1:3 დინი (85), 2:3 ჯ. აიუ (89)

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, კლარკი, რიჩარდსონი - ვერეტო, სანჩესი, გეიე (82. ჟესტედი) - ხილი (68. ტრაორე), სინკლერი, ჯ.აიუ

უოტფორდი (4-2-3-1): გომესი (67. არლაუსკისი) - ნიომი, ბრიტოსი, კატკარტი, აკე - კაპუ, უოტსონი - აბდი (81. გედიურა), დინი, პარედესი (67. ანია) - იგალო

გაფრთხილება: კლარკი, სანჩესი - კაპუ, დინი, აკე

კუთხური: 10-10 ჯარიმა: 6-13 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 12(6)-14(6) ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 35 057

ლესტერი-მანჩესტერი 1:1

გოლები: 1:0 ვარდი (24), 1:1 შვაინშტაიგერი (45+1)

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი (80. დე ლაეტი), მორგანი, ჰუტი, ფუხსი - კანტე, ოლბრაიტონი (70. შლუპი), დრინკვოტერი, მაჰრეზი - ოკაზაკი (60. ულოა), ვარდი

მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - მაკნეირი, სმოლინგი, ბლინდი - დარმიანი, შვაინშტაიგერი, კერიკი, იანგი - მატა - მარსიალი, რუნი (68. დეპაი)

გაფრთხილება: - იანგი

კუთხური: 1-8 ჯარიმა: 5-7 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 7(3)-10(2) ბურთის ფლობა: 31%-69%

მაყურებელი: 32 115

29 ნოემბერი

ტოტენჰემი-ჩელსი 0:0

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, მეისონი (56. ლამელა) - სონი (75. ნ’ჟიე), დემბელე, ერიკსენი - კეინი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი - პედრო (90+2. ლოფტუს-ჩიკი), ოსკარი, ვილიანი (89. კენედი) - აზარი

გაფრთხილება: როუზი, კეინი, უოკერი, ვერტონგენი - მატიჩი, ლოფტუს-ჩიკი

კუთხური: 4-4 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 9(4)-5(1) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 35 639

ვესტ ჰემი-ვესტ-ბრომვიჩი 1:1

გოლები: 1:0 სარატე (17), 1:1 რიდი (50-ს.კ-ში)

ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ოგბონა, რიდი, კრისუელი - ობიანგი (64. კეროლი) - კუიატე, მოზესი, ლანსინი, სარატე (82. მაიკლ ანტონიო) - სახო (74. იეალვიჩი)

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ევანსი - დ. ფლეტჩერი, იაკობი, სესენიონი (46. ლამბერტი), მაკლინი - მორისონი - რონდონი

გაფრთხილება: სარატე - მაკარტი, ფუნეს მორი

კუთხური: 5-2 ჯარიმა: 15-16 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 17(6)-7(3) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 34 914

ლივერპული-სუონსი 1:0

გოლი: 1:0 მილნერი (62-პენ.)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენო, მორენო - ჯანი, მილნერი, ლალანა - აიბი (90+5. კ. ტურე), ფირმინო (64. ჰენდერსონი), ბენტეკე (71. სტარიჯი)

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ბარტლი, უილიამსი, ტეილორი - კი, ბრიტონი (65. კორკი) - ა. აიუ, რუტლეჯი (72. მონტერო), სიგურდსონი - ედერი (69. გომისი)

გაფრთხილება: მილნერი, შკრტელი, მინოლე - ბარტლი

კუთხური: 8-7 ჯარიმა: 12-6 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 10(2)-8(0) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 43 905

ნორვიჩი-არსენალი 1:1

გოლები: 0:1 იოზილი (30), 1:1 გრაბანი (43)

ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - უისდომი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - დორანსი, ო’ნილი - ჰოუსონი (71. რედმონდი), ჰულაჰანი (85. ოფოე), ბრედი - გრაბანი (85. ჯერომი)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი (11. გაბრიელი), ნაჩო მონრეალი - ფლამინი, კასორლა - რემზი (72. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი, სანჩესი (60. კემპბელი) - ჟირუ

გაფრთხილება: ო’ნილი - კასორლა

კუთხური: 3-6 ჯარიმა: 8-6 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 6(2)-11(2) ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 27 091

ბომბარდირები: 14 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 10 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ოდიონ იგალო (უოტფორდი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 6 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი).

მომდევნო ტური

5 დეკემბერი:

სტოკი-სიტი, საუთჰემპტონი-ასტონ ვილა, სუონსი-ლესტერი, უოტფორდი-ნორვიჩი, არსენალი-სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი, მანჩესტერი-ვესტ ჰემი, ჩელსი-ბორნმუთი

6 დეკემბერი:

ნიუკასლი-ლივერპული

7 დეკემბერი.

ევერტონი-კრ. პალასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს