ეს განცხადება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა
"ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული, ფეხბურთელების ჩათვლით. 3:0 დავმარცხდით. არანაირი უფლება არ გვაქვს, რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს, თამაში ასე წავაგოთ", - ეს განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კახა ცხადაძის განმარტებით, ამხანაგური თამაშები იმისთვის არის, რომ ნაკრების ყველა პოტენციური კანდიდატი გაისინჯოს, თუმცა კლუბებისგან განსხვავებით, ეროვნულ ნაკრებში ამხანაგურ სპარინგებსაც სხვა სისწრაფეები და დატვირთვა აქვს.

ესტონეთთან წაგებული მატჩის გამო ნაკრების თავკაცმა გულშემატკივარს მოუბოდიშა.

"სამწუხაროდ, ნაკრებს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბევრი ამხანაგური თამაში ჩაატაროს. მეტი ოფიციალური თამაშია. ამხანაგური თამაშები უნდა გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ ყველა პოტენციური კანდიდატი, რომელიც ნაკრებში მოიაზრება, დაგვენახა, რა პერსპექტივა აქვთ მომავალში.

თამაშების წინ ბევრი მოსაზრება არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებსა და მათზე, ვინც უცხოეთში თამაშობს. ყველა ამ მოსაზრებას ჰქონდა საფუძველი, მაგრამ ყველაფერი მინდორზე უნდა გამოჩნდეს. ბევრი რამ დაგვანახვა ამ თამაშებმა, განსაკუთრებით, პირველმა, სადაც შევეცადეთ, რომ ის ფეხბურთელები გვეთამაშებინა, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ სანაკრებო გამოცდილება.

გვინდოდა, დაგვენახა, თუ რა შეუძლიათ ნაკრების დონეზე. ამხანაგური თამაშის მიუხედავად, ბევრმა არ იცის, მე მაქვს ამის გამოცდილება, დიდება უფალს, ფეხბურთი მითამაშია და მარტო წიგნებით არ მისწავლია. პირველი ნაკრების თამაშს, რა დონისაც არ უნდა იყოს, თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, სხვა სისწრაფეები, თამაშის ტემპი და აზროვნებაა.

ამხანაგური თამაშის წინ ყოველთვის ეს არის პირველი ამოცანა, მაგრამ ვამბობ, ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული, ფეხბურთელების ჩათვლით. 3:0 დავმარცხდით. არანაირი უფლება არ გვაქვს, რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს, თამაში ასე წავაგოთ", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

georgiano
წარმატებები კახა!
G7
ნორმატივებს კლუბში არ აბარებენ? მაგრამ რა ნორმატივებიც არის ყველა ქართველ ფეხბურთელს ეტყობა!
გუჯა კახაძე
ესტონელებმა გადაგვირბინეს და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არამორბენალი ფეხბურთელების გამოძახებას არ გადაეჩვევით. დააწესეთ ნორმატივები და ვინც ტემპს ვერ უძლებს უკან გაუშვით.
Givi
... მწვრთნელი ხარ,ეს შემდეგ შესარჩევში კარგად გამოჩნდება..
ჯეკო
კვეკვესკირი არ თამაშობდა ეროვნულ ჩემპიონატში ? თუ ბაქოს ინტერში დაიწყო ფრენა ? ვინც საჭიოა ის უნდა გამოიძახო და არ უნდა მაგას ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებობა ......
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის