მიულერმა ბედნიერ 13-ს უწია, მესის საგოლე პასებში დანი ალვეში თუ ეცილება

ბუნდესლიგა

* "გლადბახთან" შეხვედრაში "ჰოფენჰაიმმა" პირველი ქულა აიღო ამ სეზონში მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გაუშვა. თუმცა გუნდის მოუგებელი სერია 7 მატჩამდე გაიზარდა.

* "ჰანოვერს" უკვე 46 ბუნდესლიგური მატჩია 0:0 არ უთამაშია. ბოლოს უგოლოდ გუნდი "მაინცს" გაეყარა 2014 წლის 31 აგვისტოს.

* უკვე 99 ოფიციალური მატჩია, "ბაიერნს" წინა მატჩის მსგავსი სასტარტო თერთმეტეულით არ უთამაშია.

* ბუნდესლიგაში თავის პირველ სეზონში (2008/09) თომას მიულერმა მხოლოდ 28 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია. მას მერე კი, მიმდინარე სეზონამდე მისი მაჩვენებლები ასეთი იყო - 13, 12, 7, 13, 13, 13. საყვარელ 13-მდე მიულერი უკვე 14 ტურში ავიდა.

* კინგსლი კომანმა "ბაიერნის" მაისურით 5-დღიან მონაკვეთში იმაზე მეტი (2) გოლი გაიტანა, ვიდრე "იუვენტუსში" გატარებული მთლიანი პერიოდისას (1).

* "მაინცის" 23 წლის თურქ ნახევარმცველ იუნუს მალის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, რაც ნახევარმცველებში საუკეთესო მაჩვენებელია.

* ბრემენის "ვერდერს" ჩემპიონატის ბოლო 17 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი აქვს გაშვებული. მსგავსი სერიით სხვა ვერც ერთი გუნდი ვერ "დაიკვეხნის". "ბრემენელმა მუსიკოსებმა" საკუთარ კედლებში მე-7 შეხვედრიდან მეექვსე წააგეს.

* 2015 წელს პიერ-ემერიკ ობამეიანგს 38 ოფიციალურ შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი. უშუალოდ ბუნდესლიგაში კი მან უკვე 17 ბურთი დააგროვა.

* ობამეიანგი ევროპის 5 წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერობს, მის ანგარიშზე ჯამში 25 ბურთია. მერე რობერტ ლევანდოვსკი, "ბილბაოს" არიც ადურისი და თომას მიულერი მოდიან 20-20 გოლით.

* "შალკესთან" მატჩი "ლევერკუზენის" შტეფან კისლინგისთვის ბუნდესლიგაში მე-300 გახლდათ.

ლა ლიგა

* "ბეტისი" ლა ლიგაში სტუმრად უკვე 6 მატჩია, არ დამარცხებულა (4 მოგება, 2 ფრე). ასეთი სერია სევილიელებს 2002 წლის მერე პირველად აქვთ.

* "ბარსელონამ" ჩემპიონატში ზედიზედ მე-18 საშინაო მატჩი მოუგო "სოსიედადს" და აქედან 11 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა.

* 2009 წლის მერე პირველად ფიქსირდება ფაქტი, როდესაც პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა დავაში "ბარსას" ორი ფეხბურთელი ლიდერობს (ლუის სუარესი, ნეიმარი).

* ბოლო დეკადაში მხოლოდ ლიონელ მესის აქვს ლა ლიგაში უფრო მეტი (113) საგოლე პასი გაკეთებული, ვიდრე დანი ალვეშს (95).

* "ბარსელონას" 13-ივე შეხვედრაში, მინიმუმ, ერთი გოლი აქვს გატანილი. ამ მხრივ მეორეზე მადრიდის "ატლეტიკოა", "ათლეტებმა" 12 თამაშში გაიტანეს.

* ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში "ატლეტიკოს" 2015 წელს ყველაზე მეტჯერ (20) აქვს კარი "მშრალად" შენახული.

* ლა ლიგაში "მალაგას" 7 გოლიდან 4 შარლესზე მოდის.

* "მალაგას" ფერნანდო ტისონე ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე პრიმერა დივიზიონში, რომელმაც უკვე 2 წითელი ბარათი მიიღო.

* მხოლოდ ნეიმარს აქვს ამ ლა ლიგაში უფრო მეტ (9) შეხვედრაში გოლი გატანილი, ვიდრე "დეპორტივოს" ლუკას პერესს (8).

* 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში ნოლიტო ყველაზე პროდუქტიული ესპანელი ფეხბურთელია, მან 18 გოლში მიიღო მონაწილეობა - 8 თავად გაიტანა, 4-ჯერ კი ასისტენტად მოგვევლინა.

* "ბილბაოსა" და "რეალს" თავური დარტყმებით ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი - 6-6.

* კრიშტიანო რონალდო ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში უგო სანჩესს გაუთანაბრდა თავისი 234-ე გოლით.

* ლუკა მოდრიჩი "ეიბართან" შეხვედრაში ბურთს 112-ჯერ შეეხო, რაც მიმდინარე ჩემპიონატში "რეალის" სხვა ყველა ფეხბურთელზე უკეთესი შედეგია.

* არიც ადურისმა მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, მან 54-ე წამზე შეაგდო. ადურისზე ბასკთა 21 გოლიდან 10 მოდის.

* "ვალენსიამ" "სევილიასთან" შეხვედრაში ვერც კარში დაარტყა ერთხელ მაინც და ვერც კარისკენ. "ღამურებს" ერთი კუთხურიც ("სევილიას" 17-ის წინააღმდეგ) კი არ მოუწოდებიათ.

* "ვალენსიას" წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ლა ლიგაში ყველაზე მეტი (14) წითელი ბარათი აქვს მიღებული.

* "სევილიას" სერხიო ესკუდერომ გააკეთა ის, რაც იქამდე მოიზესმა, ჟულიო ბაპტიშტამ, რენატომ, ალეიშ ვიდალმა... შეძლეს, ანუ სევილიელთა რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა. "ვალენსიას" გუნდმა სწორედ "მურსიას", "შალკესა" და "ხეტაფეს" ყოფილი მცველის გოლით მოუგო.

* 2015 წელს, ყველა ტურნირის ჩათვლით, ყველზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდოს აქვს გატანილი (45), მერე ლეო მესი მოდის (44), მესამეზე კი ნეიმარია (41).

სერია A

* მბაიე ნიანგს "მილანის" მაისურით აქამდე გოლი არ გაეტანა, თავის 36-ე შეხვედრაში კი ერთბაშად 2 შეაგდო.

* 2014 წლის სექტემბრის მერე "როსონერიმ" პირველად გაიტანა 4 ან მეტი გოლი სერია A-ს მატჩში.

* "ჯენოას" უკვე 7 წითელი ბარათი უგროვდება მიმდინარე სეზონში, რაც 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

* 14 ტურის მერე "რომას" 17 გოლი აქვს გაშვებული. წინა სეზონში ამ დროისთვის 11 ჰქონდა, ხოლო იმის წინ მხოლოდ 4.

* "პალერმოსა" და "იუვენტუსის" შეხვედრის პირველ ტაიმში მარიო მანჯუკიჩზე მეტჯერ ბურთს მეკარეებიც კი შეეხნენ. თუმცა მარიომ იმ შეხვედრაში გოლი მაინც გაიტანა.

* მიმდინარე ჩემპიონატში "იუვემ" მესამეჯერ არ დაარტყმევინა მეტოქეს ზუსტად კარში.

* 2013/14 წლების სეზონიდან დღემდე, გონსალო იგუაინს სერია A-ში საშუალოდ ყოველ 140 წუთში ერთხელ გააქვს გოლი, ხოლო მაურო იკარდის - ყოველ 145 წუთში.

პრემიერლიგა

* ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-11 ტურში გაიტანა და პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა. იგი ასევე "ლესტერის" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია პრემიერლიგაში, აქამდე 14 გოლი ერთ სეზონში "მელიების" მხრიდან არავის გაეტანა.

* "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ, სტანდარტული მდგომარეობების მერე გატანილ გოლებს თუ არ ჩავთვლით, 545-წუთიანი პაუზის მერე პირველად გაუშვა.

* ბასტიან შვაინშტაიგერმა წინა ტურშიც იაქტიურა, მაგრამ მისი დარტყმის მერე ბურთი ტროი დინის მოხვდა და ავტოგოლად ჩაიწერა, ახლა კი გერმანელმა სუფთად შეაგდო, მაისის მერე პირველად. მაშინ "ბაიერნი" "მაინცს" ხვდებოდა, რომლის რიგებშიც "ლესტერის" ამჟამინდელი თავდამსხმელი შინჯი ოკაზაკი თამაშობდა.

* კრისტიან ფუხსმა პრემიერლიგაში თავისი პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა. ვარდის სწორედ მან გაატანინა და მე-7 ავსტრიელი გახდა, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

* "სანდერლენდს" სემ ელარდაისის ხელში უკვე იმდენი მატჩი აქვს მოგებული (3) 6 შეხვედრაში, რამდენიც დიკ ადვოოკაატთან ერთად 17-ში მოიგო.

* პატრიკ ვან ანჰოლტმა პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

* წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე, კევინ დე ბრუინს წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს შესრულებული - 26.

* ალან პარდიუმ თავის "კრისტალ პალასთან" ერთად ყოფილი გუნდი "ნიუკასლი" გაანადგურა. ეს პარდიუს მე-100 გამარჯვება იყო პრემიერლიგაში.

* "პალასის" მხრიდან "კაჭკაჭებს" ორ-ორი გოლი იანიკ ბოლაზიმ და ჯეიმს მაკარტურმა გაუტანეს. ამ უკანასკნელმა გაიხსენა, რომ კარიერაში ერთ მატჩში ორი გოლი 13-წლამდელთა გუნდში თამაშის მერე არ ჰქონდა გატანილი.

* როს ბარკლიმ 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 5 პასი), რაც ინგლისელ ნახევარმცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

* ინგლისის პირველ 4 დივიზიონში 2015 წელს ყველაზე მეტი (24) გოლი "უოტფორდის" ოდიონ იგალოსა და "ტოტენჰემის" ჰარი კეინს აქვთ გატანილი.

* ალან ჰატონმა პრემიერლიგაში თავისი მე-3 ავტოგოლი გაიტანა. ერთადერთი შოტლანდიელი, რომელსაც მეტი (4) ავტოგოლი აქვს, კოლინ ჰენდრია.

* ტობი ალდერვეირელდმა "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" ლონდონურ დერბიში დაძაბულობა ყველაზე მეტჯერ (15) განმუხტა.

* "ჩელსის" "უაით ჰართ ლეინზე" ბოლო 10 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული - 5 ფრე, 4 წაგება.

* "დეზებს" უკანასკნელ 7 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი აქვთ გაშვებული.

* ლუის გრაბანი უკვე 24 შეხვედრაა (ახლა "ნორვიჩში", იქამდე "ბორნმუთში") არ აგებს, როდესაც გოლი გააქვს.

* "ვესტ ჰემი" ზედიზედ 9 ტურია უშვებს, რაც ამჟამად ყველაზე ცუდი სერიაა. სამაგიეროდ, "ჩაქუჩებს" მიჯრით 11 საშინაო შეხვედრაა, მინიმუმ, 1 გოლი გააქვთ.

* "ვესტ ჰემისა" და "ვესტ ბრომვიჩის" უკანასკნელი 6 მატჩიდან, რომელიც "აპტონ პარკზე" გაიმართა, 5 ფრედ დასრულდა.

* "ვესტ ბრომვიჩის" ბურთის ფლობა 39% იყო. ზედიზედ 3 შეხვედრაა, ტონი პულისის გუნდს 40%-ზე ნაკლები აქვს ბურთის ფლობა და ამ მატჩებში "ალბიონმა" 4 ქულა აიღო - წააგო "მანჩესტერთან", მოუგო "არსენალს" და ფრე "ვესტ ჰემთან".

* "ლივერპულთან" მატჩის მერე "სუონსის" მწვრთნელმა გარი მონკმა თქვა, რომ მისმა ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. არადა, "თეთრ გედებს" მერსისაიდელთა კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: უიღბლო "დორტმუნდი", უიღბლო როისი [VIDEO]
ვანდა იკარდის ფულით საყვარელს საჩუქრებს უკეთებდა
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 (3:2 პენ.) - გოლეადორის აცილებული პენალტი [VIDEO]
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
როს ბარკლი "ჩელსისა" თუ "ტოტენჰემს" შორის აირჩევს?
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
ოდიონ იგალო - ვინ არის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ყოჩაღი დებიუტანტი
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
"შეფილდ უენსდეისა" და "მიდლსბროს" მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელი გადააყენეს
პრემიერლიგა. XV ტურის ფაქტები: პასი სესკამდე
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ნიგერიელი ფორვარდი დაიმატა
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
"ვესტ ბრომვიჩის მწვრთნელი ტონი პულისი გადააყენეს
ოდიონ იგალო: გვინდა ყველა თამაში გამოვიყენოთ
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ტონი პულისს ხელშეკრულება 2019 წლის სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივეს
ლონდონის "ჩელსიმ" როს ბარკლი გაიფორმა
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის წინ: როგორია უკაპიტნო "ბაიერნი"?
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
Kicker: შტეგან კისლინგი ფეხბურთიდან ზამთარში წავა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
სანაკრებო პარადოქსები: რონალდო ავსტრალიაში, ნაინგოლანი ინდონეზიაში და პიანიჩი ლუქსემბურგში...
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი: ლუკაკუს გაბრწყინება ყოფილ გუნდთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
პრემიერლიგა. XXIII ტურის ფაქტები და ციფრები: ვარდის შიმშილობის დასასრული
როს ბარკლი: "ჩელსიში" საკვანძო როლს ჟორჟონიო თამაშობს
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
ტონი პულისის მოხსნის დღეს მისი შვილი "სენტ ლუისის" მწვრთნელად დანიშნეს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
"ჩელსის" ფეხბურთელმა ტაქსით იმგზავრა, თუმცა გადახდა არ უნდოდა
ნაოპერაციევმა როს ბარკლიმ ვარჯიში დაიწყო და გუნდის გამოსაცვლელად ემზადება
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბორუსიამ" ისევ წააგო და ფსკერზე დაეშვა [VIDEO]
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
ტონი პულისი სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდა
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნი" დაფრინავს, "დორტმუნდი" ქულებს და ლიდერებს კარგავს [VIDEO]
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა