რუდი გარსიას მძიმე დროება უდგას
გასული კვირა "რომასთვის" უმძიმესი გამოდგა, რადგან დედაქალაქურმა გუნდმა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე შეირცხვინა თავი, როდესაც "ბარსელონასთან" განადგურდა, შემდეგ კი სერია A-ში წააგო და თანაც, საკუთარ კედლებში, ბერგამოს "ატალანტასთან".

"ჯალოროსი" მთელი სეზონია, არასტაბილურად ასპარეზობს, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დაშავების შემდეგ კი ორი უსახური მატჩი გამართა. თუმცა, მოჰამედ სალაჰის და ჟერვინიოს არყოფნით ეს ჩავარდნა ვერ გამართლდება და, როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები წერენ, დიდია შანსი, უახლოეს დღეებში რუდი გარსია დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლონ.

როგორც "გაძეტა დელო სპორტის" ანალიტიკოსი წერს, საქმე არა იმდენად ბოლო ორ მარცხში, რამდენადაც თამაშის ცუდ ხარისხშია - "ჯალოროსის" განსაკუთრებულად დაცვაში უჭირს და ამის ნათელი მაგალითი "ბარსელონასთან" მატჩი იყო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომას" 5 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გაშვებული, რაც მართლაც კატასტროფული შედეგია. ანუ "ჯალოროსი" საშუალოდ თამაშში 3 გოლზე მეტს უშვებს, ამას კი მოხერხება უნდა.

ანალოგიური ვითარებაა სერია A-ში, სადაც "რომამ" უკვე 17 გოლი გაუშვა და ეს მაშინ, როდესაც "ინტერის" კარი მხოლოდ 7-ჯერ დალაშქრეს, "ნაპოლის" კი 8-ჯერ (აქ ამ გუნდების წუხანდელი შეხვედრა არ არის ნაგულისხმევი).

დაცვა "რომას" მთავარი პრობლემაა და ამ თემაზე უფრო ვრცლადაც შეიძლება საუბარი - უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ "რომას" მესვეურებმა თუნდაც ერთი იტალიელი მცველი ვერ მოძებნეს, რომელსაც შანსი მიეცემოდა. პირიქით, ალესიო რომანიოლი "მილანში" გაუშვეს, ხოლო დავიდე ასტორი "ფიორენტინაში" - სამაგიეროდ, დაიტოვეს ბერძნები: მანოლასი და ტოროსიდისი; ბრაზილიელები: კასტანი, მაიკონი და ემერსონი; ინგლისელი კოული, ფრანგი დინი და გერმანელი რუდიგერი. ეს ინტერნაციონალური დაცვა საშინლად ირჯება და ჯერჯერობით, რუდი გარსიას პოლიტიკის შეცვლა არ სურს.

ეგ კი არა, გასულ სეზონში "რომას" დაცვას ჰოლებასიც "ამაგრებდა" და ერთი ხანობა, ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამი ბერძენი ირჯებოდა: ტოროსიდისი, მანოლასი და ჰოლებასი.

მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფეხბურთელები იმ ნაკრების დაცვას ამაგრებენ, ფარერების ეროვნულმა გუნდმა ორჯერ რომ ამოუვსო კარი.

რუდი გარსია მესამე წელია, რაც "რომას" უდგას სათავეში და ასე ახლოს გათავისუფლებასთან არასდროს ყოფილა. მწვრთნელი იხტიბარს არ იტეხს და პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ძალიან ცუდი კვირა იყო და ეს ორივე მარცხი დეტალურად უნდა გავაანალიზოთ. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ამან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა უკეთ რომ გვმართებდა თამაში, ეს ცხადზე უცხადესია.

გასულ სეზონში "ბაიერნთან" 1:7 წავაგეთ, თუმცა არ გავტყდით და ბრძოლა გავაგრძელეთ. ხვალიდან ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, ერთი მიზნის ქვეშ გავერთიანდეთ და საკუთარი ძალების ვირწმუნოთ. მე მებრძოლი ვარ და ასე იოლად არ დავნებდები, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ამასობაში, აქტიურად ვრცელდება ცნობები რუდი გარიას შესაძლო შემცვლელებთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად კი "სასუოლოს" მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს ასახელებენ. ამ კაცმა "ნერივერდესგან" ბრძოლისუნარიანი გუნდი დააყენა, "რომაში" კი შინაურია, რადგან 1997-2001 წლებში სწორედ დედაქალაქური გუნდის ღირსებას იცავდა.

დიდი ალბათობით, დი ფრანჩესკო სიამოვნებით დათანხმდება "რომას" გაწვრთნას, თუკი ასეთი შანსი მიიღო. გაიჟღერა ლუჩანო სპალეტის გვარმაც, რომელიც 2005-09 წლებში ედგა "ჯალოროსის" სათავეში. ვინ ამოიყვანს "რომას" ორმოდან? - ეს კითხვა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში აქტუალურია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ფროზინონეს" მწვრთნელი: კვერნაძეს შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს - უნდა დავეხმაროთ
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
ეუსებიო დი ფრანჩესკო: შეცდომებისთვის დავისაჯეთ
რომა VS ლივერპული - რომი, გმირობის დუბლი მეორე?
"რომამ" დი ფრანჩესკო გადააყენა და სავარაუდოდ მწვრთნელად რანიერის დანიშნავს
კვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"რომა" დი ფრანჩესკოს გაშვებას და კონტეს მოყვანას აპირებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა