განახლებული რეიტინგები და წარსულში ჩარჩენილი ამერიკელები
ფოტოზე: ტატიანა მარია, ოქსანა კალაშნიკოვა და საქართველოს ძველი დროშა ტაბლოზე

თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გასულ კვირას ამერიკის ქალაქ კარლსბადის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში იასპარეზა.

გერმანელ ტატიანა მარიასთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი. ქართულ-გერმანულმა დუეტმა პირველ წრეში გზიდან ჩამოიშორა ელიზა კოსტოვას (ბულგარეთი) და მარინა მელნიკოვას (რუსეთი) ტანდემი - 6:2, 6:3, შემდეგ მეოთხე განთესვის მქონე იულია გლუშკოს (ისრაელი) და რებეკა პეტერსონს (შვედეთი) მოუგო - 7:6, 6:3, გადამწყვეტი პაექრობა კი გაბრიელა სეს (ბრაზილია) და პარაგვაელ ვერონიკა სეპედე როიგის წყვილთან დათმო - 6:1, 4:6, 8:10.

არადა, პირველი ხელის მოგების შემდეგ მეორე სეტშიც წინ ოქსანა და ტატიანა იყვნენ 3:0. საინტერესოა ისიც, რომ ოქსანას გვარის გასწვრივ ჩვენი ქვეყნის ძველი დროშა იყო გამოსახული. ეტყობა, საქართველოს ახალ სიმბოლიკებს ამერიკის ზოგიერთ შტატამდე ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

მარცხის მიუხედავად, კალაშნიკოვამ 95 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. მსოფლიოს განახლებულ კლასიფიკაციაში იგი ახლა წყვილებში 1080 ქულით 70-ეა. წინა კვირასთან შედარებით ხუთი საფეხურით წინ წაიწია.

წყვილებში დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 137 (135). სოფიო შაფათავა (492), 160 (155). ეკატერინე გორგოძე (417), 347 (346). სოფიო ქვაცაბაია (147), 672 (670). მარიამ ბოლქვაძე (45), 773 (772). თინათინ ყავლაშვილი (30), 1113 (1105). ანა ახალკაცი (11), 1113 (1105). ანა შანიძე (11), 1186 (1181). თამარ ჭალაგანიძე (9).

ერთეულები. 208 (216). სოფიო შაფათავა (249), 378 (395). ეკატერინე გორგოძე (95), 384 (377). სოფიო ქვაცაბაია (93), 466 (507). მარიამ ბოლქვაძე (63), 650 (647). ოქსანა კალაშნიკოვა (31), 771 (866). თინათინ ყავლაშვილი (20), 1100 (1096). თამარ ჭალაგანიძე (7), 1201 (1197). ანა შანიძე (4).

მიმდინარე კვირას ორი ქართველი ჩოგბურთელი ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ჩაებმება. სოფიო ქვაცაბაია მესამე ნომრადაა განთესილი და სტარტზე ანი დონალდსონს (ავსტრალია) შეხვდება, ხოლო განთესვით მეოთხე ნომერი ელენე გორგოძე უკრაინელ ალონა ფომინასთან გაარკვევს ურთიერთობას.

საგულისხმოა, რომ უკრაინელი წყვილებში სოფიო ქვაცაბაიასთან არის შეამხანაგებული და შეჯიბრების რეიტინგფავორიტია. ქართულ-უკრაინული დუეტი შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმება და პეტია არშინკოვა (ბულგარეთი)-ელენა გაბრიელა რუსეს (რუმინეთი) და რუსების - იულია კულიკოვა-ეკატერინა ოვჩარენკოს დუეტებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ეკატერინე გორგოძე და ალინა ზუბკოვა (ბელორუსი) ჯული რენსონსა (საფრანგეთი) და ალექსანდრა სტახანოვას (უზბეკეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა