4-6 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირში იასპარეზებს
4-6 დეკემბერს ტოკიოში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება - ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი ძალზე საინტერესო თუ უცნაური ექსპერიმენტით გამოვა: ბექა ღვინიაშვილი "მშობლიური" 90 კილოგრამის ნაცვლად, 100-ში იჭიდავებს.

ამ მოსალოდნელი გადასვლის შესახებ ხმები ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში დაირხა, თუმცა მაშინ არ იჩქარეს, რადგან 100-ის სალიცენზიო ტურნირებში ჯერ ალექსანდრე მსხალაძის გამოსვლას ელოდნენ, მერე - გურამ თუშიშვილის დაბრუნებას. რომელიმე თუ გაამართლებდა, მაშინ არც ღვინიაშვილის გადაყვანა გახდებოდა საჭირო, მაგრამ მათ ვერ გაამართლეს და სათადარიგო ვარიანტიც ამოქმედდა.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამით ერთ ლიცენზიას გამოვეკიდეთ. საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რომ არა ერთი გარემოება - ხომ არ ვუწევთ ნიჭს ექსპლუატაციას და რას მოუტანს ეს თავად სპორტსმენს, ასეთი მიდგომით სამომავლოდ უფრო დიდ მიზანს ხომ არ გავწირავთ?

100-ში გამოცდის იდეას ღვინიაშვილის პირადი მწვრთნელებიც ეთანხმებოდნენ და ამ საშიშროებას ვერც ნაკრებთან ერთად ტოკიოში ერთობლივ შეკრებაზე მყოფი გუნდის თავკაცი ირაკლი უზნაძე ხედავს. მას გუშინ ტოკიოში დავუკავშირდით და გვითხრა, რომ ღვინიაშვილი გამოიცდება, თორემ საბოლოოდ მისი იქ გადაყვანა არ იგეგმება.

თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს 90-კილოგრამიანი მძიმე მეტოქეებთან ჭიდაობას, როცა სიმაღლეც არ უწყობს ხელს? 100 კილოსთვის ის დაბალია, რის გამოც დაკარგავს რამდენიმე ეფექტურ ილეთს. თან უკვე ცნობილია, რომ ოლიმპიადის შემდეგ 100-ში ვალერი ლიპარტელიანი გადადის და რა გამოდის - ღვინიაშვილმა ისევ უნდა დაიკლოს და 90-ში დაბრუნდეს?

თუმცა უზნაძემ გვითხრა, რომ მისთვის წონის მომატება არ იგეგმება და არც დაკლება მოუწევს ნაოლიმპიადევს, მაგრამ ასეთ პირობებში, არა გვგონია, იქ მაინცდამაინც დიდი შანსი ჰქონდეს.

კიდევ ერთი კითხვა ისმის - ბარემ ლიპარტელიანი აგვეწია ახლავე და მას ებრძოლა 100-ში ლიცენზიისთვის. მით უფრო, 90-ში ღვინიაშვილსაც, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს საგზური და აქ ლიცენზიას არ ვკარგავდით, ხოლო ლიპარტელიანს ზედა წონაში ჭიდაობის უფრო მეტი შანსი აქვს.

ამაზე უზნაძემ გვიპასუხა, რომ ლიპარტელიანი მყარად დგას თავისი წონის ლიდერებში და ახლა ექსპერიმენტების დრო არაა, რაშიც მწვრთნელს სრულად ვეთანხმებით. მას არც ღვინიაშვილის გადანაცვლებაში ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ, გვეეჭვება, ამით მიზანს მივაღწიოთ, ხოლო სამომავლოდ საქმე არ გავაფუჭოთ. სულ ესაა, თორემ ექსპერიმენტი შეიძლება.

ისე კი, შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ლიპარტელიანი 2340 ქულით საერთაშორისო რეიტინგში მეორეა, ღვინიაშვილი კი 1930-ით - მეოთხე.

კანოს ტურნირზე ნაკლული წონით

თავად კანოს ტურნირს რაც შეეხება, იქ ერთ წონას - 66 კილოგრამს გამოვტოვებთ. თავიდან ამ წონაში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონის წაყვანას კი გეგმავდნენ, ოღონდ იმ პირობით, ჩინეთის "დიდ პრიზზე" თუ გამოიჩენდა თავს.

მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ ამ წონაში ქვეყნის პირველობა თორნიკე თათარაშვილმა მოიგო და ჩინეთშიც იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად. ამიტომ გამოირიცხა მისი წასვლა იაპონიაში. სამაგიეროდ, ამით დაზოგილი თანხით 100-ში დაგვემატება მეორე ფალავანი - საქართველოს ჩემპიონი ლაშა გურული. მისი წაყვანა ჩინეთსა და კორეაში ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც გითხარით, საოლიმპიადო რეიტინგის გათვალისწინებით, მწვრთნელები აქცენტს მსხალაძესა და თუშიშვილზე აკეთებდნენ, ანუ კვოტა შევსებული იყო, სანაცვლოდ კი გურულს ახლა მისცეს შანსი.

თუმცა ასეთ სერიოზულ ტურნირზე დაყენება რამდენადაა შანსი, კიდევ საკითხავია, მაგრამ წინ თბილისის ტურნირიცაა, იქ დასაყენებელ ოთხეულში მოხვედრა კი არ უნდა გაუჭირდეს.

დანარჩენ წონებში ის ფალავნები იასპარეზებენ, ვინც ახლა იაპონიაშია შეკრებაზე.

სხვათა შორის, უზნაძეს თუშიშვილის მომავალზეც დავეკითხეთ, რომელ წონაში ხედავს მის მომავალს - 100-ში თუ - მძიმეში, რაზეც გვიპასუხა, რომ ამაზე ჯერ ზუსტი პასუხი არაა და საბოლოოდ სამომავლო შეჯიბრებებზე ნაჩვენები სურათის მიხედვით გადაწყდება.

უზნაძე კმაყოფილია

გუშინვე უზნაძეს ამ მიმდინარე შეკრების შესახებაც ვკითხეთ, რაზედაც გვიპასუხა, რომ კმაყოფილია ამ ვარჯიშებით და ჩატარებული სპარინგებით. აქამდე ჩვენები ტოკაის უნივერსიტეტში იყვნენ, ახლა კი კოკუშინკაიში გადავიდნენ, რადგან მწვრთნელებს უნდოდათ, ბიჭებს რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული სტილის მეტოქეები ჰყოლოდათ. მისი თქმით, მეტოქეები ტოკაიშიც კარგები ჰყავდათ და არც ახლანდელ ადგილას უჩივიან მათ, ხვალ კი იმ სასტუმროში გადაბარგდებიან, სადაც ტურნირის დღეებში იცხოვრებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ტურნირის დამთავრების შემდეგაც დარჩებიან ტოკიოში და იმ სავალდებულო ერთობლივ წვრთნებშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლის გამართვა ამ რანგის შეჯიბრების მასპინძლის მოვალეობაა. ის საშური იმდენადაა, რომ მასში ტურნირის მონაწილე სხვა ქვეყნებიც ჩაებმებიან, ახლანდელ შეკრებაზე კი ჩვენები მხოლოდ მასპინძელი უნივერსიტეტების გუნდებთან ვარჯიშობენ.

ნაკრები საქართველოში 11 დეკემბერს დაბრუნდება.

ვაჟთა ნაკრები

60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი

90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი

100 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ლაშა გურული

+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ეგ ბიჭი ტალანტია და ფაქიზად მოექეცით, გული არ აუცრუოთ და ჯარდი ზვიადაურივით არ დაკარგოთ. ხომ ხედავთ ახალგაზრდებში 90 კგ-ში მაგის მომგები არავინაა
legion
უდავოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და საინტერესო შეხვედრებს ვიხილავთ. ორივე მაგარ ფორმაშია. წარმატებები ბიჭებს!
nika
ალბათ, მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ეს გადაწყვეტილება. ერთადერთი საშიშროება ისაა, ბექას წონა არ გაექცეს და 90-ში დაბრუნება არ გაუჭირდეს. ვფიქრობ ლიცენზია უნდა აიღოს.
berdia
აბსოლიტურად ვეთანხმები მწვრთნელების გადაწყვეტილებას. ღვინიაშვილი ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, თუ ლიცენზიას მოიპოვებს 100კგ-ში დიდ გამოცდილებას მიიღებს ამ ოლიმპიადით და შემდეგ დაუბრუნდება 90კგ-ს, ლიპარტელიანი კიდე ერთ ერთი რეალური კანდიდატია ჩემპიონობის ამ ოლიმპიადაზე და მისი 100 კგ-ში ექსპერიმენტი ვფიქრობ ყველაზე დიდი სისულელე იქნება.
Nika
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა! საცოდაობა იქნებოდა ბექას ან ვალერის უოლიმპიადოდ დატოვება! ერთ-ერთი უნდა ასულიყო 100ში, და რადგან ლიპარტელიანი ჯერ მაინც ჯობნის ბექას და თან ამხელა გამოცდილება აქვს, ჯობია ბექა ავიდეს 100ში, ძალებს მოსინჯავს, ოლიმპიადას გამოცდის! იმდენად ახალგაზრდაა რიოს მერე სულ მცირე 2ოლიმპიადას კიდე იჭიდავებს. მითუმეტეს რო 100ში მაგის გამო არავის დატოვება არ მოგვიწევს, მსხალაძე ჯერერთი ვერ გააკეთებს ლიცენზიაც და რომც გააკეთოს მაგის ოლიმპიადაზე წაყვანას მაინც არ ექბებიდა აზრი, იგივე თუშიშვილს
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
გურული და ყურშიტაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჰავანას გრან-პრი: თითქმის განაღდებული ლიცენზია
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მივიღებ" - ლაშა გურული
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა