ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"აიას" ხელწერით - ახალგაზრდული გუნდების წარმატების საიდუმლო

"აიას" ხელწერით - ახალგაზრდული გუნდების წარმატების საიდუმლო

ბოლო წლებში, როგორც მთელ ქვეყანაში, რაგბისადმი ინტერესი ქუთაისშიც დიდად გაიზარდა
ბოლო წლებში, როგორც მთელ ქვეყანაში, რაგბისადმი ინტერესი ქუთაისშიც დიდად გაიზარდა. სხვა ფაქტორებთან ერთად რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარებას სარაგბო კომპლექსის მშენებლობამ და აკადემიის კარგმა ფუნქციონირებამაც შეუწყო ხელი.

პირველი შედეგებიც მივიღეთ. ქუთაისური გუნდები წარმატებით ასპარეზობენ ჭაბუკთა შეჯიბრებებში, ასევე კარგი შედეგები აქვთ შვიდკაცა რაგბიში.

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში კი "აიას" არაერთი აღსაზრდელი ირიცხება. ახალგაზრდა ქუთაისელებისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ჭაბუკთა B ლიგაში ჩემპიონი "აია1" გახდა, ჭაბუკთა A ლიგაში მოასპარეზე "აიამ" კი ზედიზედ მეორედ იჩემპიონა.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, რას ფიქრობენ ქართული რაგბის მომავალზე ის მწვრთნელები, რომელბსაც უშუალოდ ახალგაზრდა თაობასთან უწევთ მუშაობა. ამ საკითხზე ჭაბუკთა A ლიგის გამარჯვებული გუნდის მწვრთნელები მალხაზ ჩხეტიანი და დავით გორდულაძე გვესაუბრნენ.

მალხაზ ჩხეტიანი: "ჭაბუკთა A ლიგაში მხოლოდ ორი შეხვედრა წავაგეთ "ლელოსთან" და "არმიასთან", მაგრამ საპასუხო შეხვედრებში საკუთარ მოედანზე ორივე გუნდი დამაჯერებლად დავამარცხეთ, შემდეგ კი ფინალშიც შესანიშნავად ვითამაშეთ. "ლელო" ძლიერი გუნდია, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ძალიან დიდი შემართებით ვიასპარეზეთ, მატჩიც ისე წარიმართა, რომ ყველაფერი გამოგვდიოდა და 37:13 გავიმარჯვეთ".

დავით გორდულაძე: "ფინალს ჩვენ უკეთ მომზადებული შევხვდით, უკეთესი გუნდი გვყავდა და გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. ძალიან კარგი თაობა მოდის, ჭაბუკთა A ლიგის გუნდს 7 წლის წინაც ვწვრთნიდით და მეორედ ახლა მოგვიწია ამ ასაკში მუშაობამ.

წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება, ვცდილობთ მსოფლიოს რაგბის განვითარებას ფეხი ავუწყოთ, შესაძლოა იმ ტემპებითა და ნაბიჯებით ვერ მივდივართ, როგორც წამყვან სარაგბო ქვეყნებში ხდება, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ. უფრო ნიჭიერი ბიჭები მოდიან, რაც ალბათ, ბავშვობიდან სწორი ვარჯიშების დამსახურებაცაა.

ამას მარტო ჩვენს გუნდზე არ ვამბობ, ყველას მომატებული აქვს, ისე აღარ ხდება, როცა გავდიოდით მოედანზე და 100:0 ვიგებდით ხოლმე. წლეულს ყველასთან ბრძოლა იყო და იოლი გასეირნება არ გვქონია. ეს იმის დამსახურებაა, რომ ყველა გუნდი საქმეს სერიოზულად ეკიდება".

"დიდი 10"-ის ბინადარი ქუთაისის "აია" შევსებას სწორედ ახალგაზრდული გუნდიდან იღებს, ამიტომ ქუთაისელები ცდილობენ დიდ და ასაკობრივ გუნდებში ერთი სისტემა დანერგონ...

მალხაზ ჩხეტიანი: "აიას" ჭაბუკთა გუნდების წარმატება იმით არის განპირობებული, რომ დიდი გუნდის მწვრთნელები უშუალოდ არიან ჩართული ახალგაზრდების გაწვრთნაში, ერთად ვამზადებთ და განვიხილავთ კონკრეტულ ვარჯიშებს, ვაანალიზებთ თამაშებს, ბავშვებიც უფრო მოტივირებული არიან.

სამწვრთნელო პროცესებში მთავარი გუნდის მწვრთნელების ჩართულობა მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ერთიანი ძალისხმევის შედეგია, რომ "აიას" ასაკობრივი გუნდები ზედიზედ ორი წელიწადია ჩემპიონის ტიტულს არ თმობენ".

დავით გორდულაძე: "იმისათვის, რომ "აიას" დიდ და ახალგაზრდულ გუნდებს ერთი ხელწერით ეთამაშა, ამაზე მუშაობა ლევან შარვაშიძემ და ირაკლი დგებუაძემ დაიწყეს. ჩვენც იმავე პრინციპით განვაგრძეთ მუშაობა. ასეთ პირობებში ახალგაზრდული გუნდიდან "აიაში" დაწინაურებულ მორაგბეს აღარ გაუჭირდება ადაპტაცია და სათამაშო სტილთან შეგუება".

ჭაბუკთა A ლიგაში ასპარეზობის პარალელურად, "აია1"-ის წამყვანი მორაგბეები მირიან მოდებაძე და შოთა არეშიძე მთავარ გუნდში სტაბილურად თამაშობენ.

ისინი "აიას" ყველაზე უმცროსი მოთამაშეები არიან. "დიდი 10"-ის მე-10 ტურში "ბათუმთან" მოგებულ მატჩში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდული გუნდის კიდევ ერთ წევრს გუჯა კიკვაძეს, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა...

დავით გორდულაძე: "გუნდისთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, მაგრამ არიან მორაგბეები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდს ულიდერონ. მირიან მოდებაძე და შოთა არეშიძე "აიას" ძირითად გუნდში და ახალგაზრდულ ნაკრებშიც სტაბილურად თამაშობენ.

ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან ელგუჯა კიკვაძე, ზაალ ცქიფურიშვილი, გიორგი ნუცუბიძე და უშანგი ჭეიშვილი. ნაკრების წინა შეკრებაზე არ გაუმართლა ჯაბა ერემეიშვილს, ვერ მოხვდა გუნდში, მაგრამ გული არ გაუტეხავს, ორმაგად მონდომებით განაგრძო ვარჯიში და ჭაბუკთა A ლიგის ფინალში ორივე გუნდიდან მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო".

მალხაზ ჩხეტიანი: "ასევე უნდა ვახსენოთ არსენ მაჩალაძე და სანდრო ფურცხვანიძე... მათთან ერთად გუნდში ბევრი ნიჭიერი მორაგბეა და ყველას აქვს წინსვლის პერსპექტივა. ჩვენი მთავარი ამოცანა, სწორედ "აიასთვის" პერსპექტიული ახალგაზრდების მიწოდებაა. ეს ყველაფერი კომპლექსურად ხდება, ერთი სკოლა ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ. ქუთაისურ გუნდს დიდი ხანია აქცენტი ახალგაზრდებზე აქვს გაკეთებული და ცდილობს, წარმატებებს საკუთარი აღსაზრდელებით მიაღწიოს".

დრო იყო, როცა "აია" ძალისმიერი თამაშის მიმდევარი იყო, მისი მთავარი პლუსი შერკინება და შეუვალი დაცვა გახლდათ. ახლა კი ქუთაისელები ხელით თამაშს და ფლანგებიდან სწრაფ შეტევებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. "აიას" ახალგაზრდული გუნდების ძლიერი მხარეც ხელით თამაშია...

მალხაზ ჩხეტიანი: "მსოფლიოში რაგბი ისე ვითარდება, რომ ხელით თამაში თუ არ გავაუმჯობესეთ, სერიოზულ წარმატებებზე საუბარი ზედმეტი იქნება. ხაზის მოთამაშეებს მეტ დატვირთვას ვაძლევთ და ვარჯიშებსაც ისე წავმართავთ, რომ მათთან ერთად შერკინების მოთამაშეებსაც არ გაუჭირდეთ ბურთის ფლობა და საჭიროების შემთვევაში ხაზის ფუნქციების შესრულებაც. ვავალებთ, ხელით მეტი იბურთაონ და გააზრებული, სანახაობრივი თამაში აჩვენონ".

დავით გორდულაძე: "აიას" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, რომელიც ახლო წარსულში თავადაც უკანახაზელი იყო, გუნდში ახალი ვარჯიშები დანერგა. მის მიერ შემოტანილ სიახლეებს ახალგაზრდული გუნდებიც ითვისებენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკანა ხაზი უფრო შემტევი, დინამიკური და შემოქმედებითი გახდეს".

ქუთაისური რაგბი საქართველოს ნაკრებს ტალანტებით იმ პერიოდიდან ამარაგებდა, როცა "აია" მოედნის უქონლობის გამო სათამაშოდ სოფელ-სოფელ დადიოდა, ახლანდელ თაობას კი განვითარების მეტი საშუალება აქვთ.

ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს მიაჩნიათ, რომ პირობების გაუმჯობესებამ მორაგბეების კლასიც გაზარდა და პატარებიც მეტად დააინტერესა...

მალხაზ ჩხეტიანი: "საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრი ქუთაისელია. ჩვენი გუნდიდან 6 მორაგბე იყო 18-წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

რაც მთავარია, რაგბის მიმართ დაინტერესება გაიზარდა. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის, ისეთი ბუმია, ბავშვებს სტადიონზეც ვეღარ ვატევთ. სარაგბო კომპლექსის მშენებლობამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ქალაქში რაგბის განვითარების საქმეში.

წარმოიდგინეთ, 2017 წლის ახალგაზდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის (რომელსაც თბილისთან ერთად ქუთაისიც უმასპინძლებს) ქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ სამი სარაგბო სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი. შეუძლებელია, რომ ამას ქალაქში რაგბის გაძლიერება არ მოჰყვეს".

ბუნებრივია, ბოლო წლებში რაგბის განსავითარებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არის პრობლემებიც. არსებული მოედნები და დარბაზები რაგბში მოზღვავებულ ბავშვებს ვეღარ იტევს.

"აიას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელების თქმით, კარგი იქნება, თუ ქალაქის სხვადასხვა უბანში მინი სარაგბო სტადიონები გაკეთდება, სადაც პატარები სპორტის ამ სახეობის ანბანს ეზიარებიან...

მალხაზ ჩხეტიანი: "რამდენიმე წლის წინათ სარაგბო კომპლექსზე ვერც ვიოცნებებდით. იყო დრო, როცა სავარჯიშოთ სოფელ მაღლაკში დავდიოდით. არაერთხელ ფეხით წავსულვართ და დაღლილებს გვივარჯიშია. ახლა ღვთის წყალობით ბაზა გვაქვს, მაგრამ ბავშთა რაგბის განსავითარებლად საჭიროა ქალაქის ყველა უბანში მოეწყოს მინი სარაგბო მოედნები, რის შემდეგაც რაგბით მეტი ბავშვი დაკავდება და ოვალური ბურთით თამაში საქართველოში კიდევ უფრო განვითარდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ალექსანდრე

ძალიან დიდი საქმე გაკეთდა აქამდე და ძალიან დიდი საქმე კეთდება დღემდეც,მადლობა იმას ვისაც ეკუთვნის ყველას!!! პირველი მაინც სიყვარულია და პირველ რიგში შევიყვაროდ ერთმანეთი, თუ ვერ შევიყვარებთ არ შევიძულოდ მაინც რომ როგორც ევროპაში, არ უყვართ მარა არ ძულთ, ატანა და მოსმენა აქვთ იდიალური!! ერთად ვაკეთოდ საქმე და მნიშვნელობა არააქ ის საიდან იქნება, რომელი მწვრთნელის გაზრდილი (თუნდაც რაოდენობრივი) და რომელი კლუბიდან!!! ერთად ჩვენი საქართველოს საქმე კეთდება!!!

• პანტელეიმონი

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! ! რაგბი ქართული თამაშია ! ! ! რაგბი ქუთათურთა თამაშია ! ! !

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში

ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!