უმეტესობა ვერ ვხედავთ, რომ "ბარსას" თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაშინ იწყება, როცა გუნდი ბურთს კარგავს
როგორ ვუყურებთ ადამიანები ფეხბურთს? ძირითადად გულით. ვქომაგობთ, აღვიქვამთ იმას, რაც თვალში საცემია და იმას, რასაც ათწლეულების განმავლობაში გვიჩიჩინებდნენ. დიდებული "ბარსელონას" მაგალითზე ვნახოთ: წლებია, ყველა ვხედავთ, როგორ უტევენ კატალონიელები, როგორ სლალომებს აკეთებს ლეო მესი, როგორ პასებს აწვდის ანდრეს ინიესტა...

მაგრამ იგივე წლებია, უმეტესობა ვერ ვხედავთ, რომ "ბარსას" თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაშინ იწყება, როცა გუნდი ბურთს კარგავს. და როგორ ფიქრობთ, თქვენი ნაცნობ-მეგობრებიდან რამდენი დაკვირვებია იმას, რომ "ბარსელონა" დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად იქვე, ადგილზე იბრძვის, რათა თამაში სულ მეტოქის ნახევარზე მიმდინარეობდეს?

მოწინააღმდეგის "ადგილზე მიხრჩობის" პრინციპი კი საოცარ ფიზიკურ მომზადებასა და თამაშის "დაცვითი ნაწილის" უმაღლეს დონეზე ცოდნას მოითხოვს...

ნუ მოვიტყუებთ თავს: ჩვენს ნაცნობებს ჰგონიათ, რომ "ბარსა" მხოლოდ უტევს. ბევრ ადამიანს, მეტწილად ახალგაზრდას, სურს ფეხბურთს გონებით, ექსპერტივით უყუროს. ინგლისში, მაგალითად, ფეხბურთის სანიმუშო ცოდნით "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი გამოირჩევა. ის ტელევიზიაში მუშაობს და მაყურებელს ნებისმიერ თამაშს "მარტივ მამრავლებად" უშლის. ხუმრობენ კიდეც, ჩვენთან ყველას უნდა გარი ნევილი იყოს, "ლივერპულის" გულშემატკივრებსაც კიო...

როგორ უნდა გავხდეთ ფეხბურთის კარგი ექსპერტები? ამ კითხვაზე ყველაზე ლოგიკური პასუხი ალბათ ასეთია: გამოცდილება და ცოდნა დრომ უნდა მოიტანოს. სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ დასაფიქრებლად, რას და როგორ უნდა დავაკვირდეთ მატჩების ყურების დროს, დღევანდელზე უკეთეს მომენტს ვერ შევარჩევთ.

და რადგანაც გადადებას აზრი არა აქვს, ამიტომაც, რამდენიმე საკვანძო საკითხი განვიხილოთ:

ვინ არიან სქემიდან ამოვარდნილი ფეხბურთელები?

უხეშად რომ ვთქვათ, შეხვედრის მსვლელობისას გუნდი შეიძლება ოთხი მდგომარეობიდან ერთ-ერთში აღმოჩნდეს - უტევდეს; თავს იცავდეს; დაცვიდან თავდასხმაში ან თავდასხმიდან დაცვაში გადადიოდეს. ამ მდგომარეობებს დავარქვათ თამაშის ფაზები და ვთქვათ, რომ შეხვედრის ნებისმიერი ეპიზოდი ჩამოთვლილი ფაზებიდან ერთ-ერთს შეესაბამება. ამიტომაც, რაც უფრო სწრაფად და ზუსტად განვსაზღვრავთ, რა ხდება მოედანზე, მით უკეთესი იქნება.

არსებობს თავისებურებებიც და სწორედ მათზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება: დავუშვათ, ერთ-ერთმა გუნდმა ბურთი დაკარგა, მაგრამ მალევე დაიბრუნა, ისე, რომ მისმა ყველა ფეხბურთელმა ნომინალურ პოზიციაზე დაბრუნება ვერ მოასწრო. კერძოდ, დავუშვათ ამ გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი თავდასხმაში ჩარჩა. ის, ცხადია ცდილობდა თავის ადგილას დაბრუნებას, მაგრამ, როგორც ვთქვით, მისმა გუნდმა ბურთი ხელადვე დაიბრუნა.

თქვენ, როგორც ექსპერტმა, უნდა სცადოთ თვალი ისე გაივარჯიშოთ, რომ ასეთი "სქემიდან ამოვარდნილი ფეხბურთელები" შეამჩნიოთ. საქმე ის არის, რომ დიდი შანსია, ადგილი, სადაც ხსენებული ცენტრალური ნახევარმცველი ჩარჩა, მის მიერვე საგანგებოდ იყო შერჩეული, ანუ ეს მწვრთნელის დავალება ყოფილიყო - ასე ვთქვათ, "ჩარჩენის ადგილი" წინასწარ იყოს განსაზღვრული.

თუ თქვენ "სქემიდან ამოვარდნილი ფეხბურთელების" შემჩნევაში გამეცადინდებით, სწრაფადვე მიხვდებით, ვისგან ელის მოცემულ ეპიზოდში მოწინააღმდეგე გუნდს ხიფათი. აგრეთვე, დააკვირდებით, როგორი გადაჯგუფებით ცდილობს მეტოქე "სქემიდან ამოვარდნილი ფეხბურთელის" განეიტრალებას და თამაშზე უფრო სრულყოფილი შთაბეჭდილება შეგექმნებათ.

როდის იკარგება და მოიპოვება ბურთი?

ნებისმიერ შეხვედრაში დიდი დატვირთვა მოდის მოედნის იმ მონაკვეთებზე, სადაც გუნდები, მეტწილად, კარგავენ ან პირიქით - მოიპოვებენ ბურთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ, როგორც ექსპერტმა უნდა შეამჩნიოთ, კონკრეტულ შეხვედრაში რა ტენდენციაა, სად იწყება ან მთავრდება შეტევისა და დაცვის ფაზები.

აქ ფრაზა - "კონკრეტული შეხვედრა" - შემთხვევით არ გვიხსენებია, რადგან სად არის მოედანზე ასეთი ზონები, კონკრეტულ გუნდებსა და მათ მიერ არჩეულ ტაქტიკაზეა დამოკიდებული. ზოგადი ფორმულა არ არსებობს. კერძოდ, შესაძლოა, ერთმა გუნდმა უკან დაიხიოს და მეტოქისთვის ბურთის აქტიურად წართმევა საკუთარი საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან დაიწყოს, მეორემ კი უფრო აგრესიული ტაქტიკა ამჯობინოს და დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად ბრძოლას რაც შეიძლება წინ, მოწინააღმდეგის ნახევარზევე შეუდგეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ამოცანა აქვს ამა თუ იმ მონაწილეს დასახული და ექსპერტის საქმეც ამის მიხვედრაა.

თუ გუნდი უკან იხევს და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან მაგრდება, ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მას თამაში კონტრშეტევებზე აქვს აგებული. ასეთ ტაქტიკას თავისი უპირატესობები აქვს. კერძოდ, გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგეს საჯარიმოს მისადგომებამდე არ უწევს წინააღმდეგობას, ღრმად იტყუებს მას, რაც სწრაფ ფეხბურთელებზე დაყრდნობით ელვისებური კონტრშეტევის წინაპირობას ქმნის. ამ პრინციპით მოთამაშე გუნდებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ფაზიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვიდან შეტევაზე გადასვლაა.

ბოლო წლებში ასეთი ფეხბურთის საუკეთესო მაგალითს "ჩელსი" გვიჩვენებს, რომელმაც ჟოზე მოურინიოს წყალობით კონტრშეტევაზე თამაშის ტაქტიკა უკიდურესად დახვეწა. "ლურჯები" მეტოქეებს ბრწყინვალედ იტყუებენ თავიანთ ნახევარზე, ლამის მოედნის მეორე ბოლოსთან ჩაჰყავთ ისინი და შემდეგ, მინდვრის მთელ სიგრძეზე გაწელილებსა და გაფანტულებს, სწრაფი ფეხბურთელების მეშვეობით "დაცვიდან შეტევაზე გადასვლის" საუცხოო ნიმუშებს უტარებენ.

თუკი "ჩელსიმ" მოახერხა და თამაშის სიმძიმის ცენტრი მთლიანად თავის ნახევარზე გადაიტანა, ედენ აზარს, სესკ ფაბრეგასსა და სხვებს ვითარების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად წამებიღა სჭირდებათ. ხშირად, სანამ შეტევით გართული მეტოქე გონს მოდის, ბურთი უკვე მის კარშია...

კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდებს ძირითადი აქცენტი სისწრაფეზე აქვთ გადატანილი. მათ სჭირდებათ ფეხბურთელები, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებენ იმ წამებს, რომლებიც ბურთის ხელში ჩაგდების მერე მოედნის გადაკვეთასა და მოწინააღმდეგის კართან მირბენამდე ეძლევათ. დროის ამ მონაკვეთში მათ რაც შეიძლება მახვილგონივრული კომბინაცია უნდა მოიფიქრონ. ასეთი ტაქტიკით თამაში ერთიორად ადვილია, როცა გუნდში გყავს ფაბრეგასისნაირი ვარსკვლავი. მას მეტოქის დაცვაში ნაპრალების შემჩნევა და გაქცეული თანაგუნდელისთვის ბურთის იქ შეყოლება ეხერხება.

მაგრამ, თუკი თქვენ, როგორც მახვილი თვალის მქონე ადამიანი, შეატყობთ, რომ გუნდმა ტაქტიკა უეცრად შეცვალა, ანუ დაკარგული ბურთის დაბრუნებას მეტოქის ნახევარზევე ცდილობს, ესე იგი მოედანზე დატვირთვის ზონები შეიცვლება.

ფეხში? წინ? საკითხავი აი, რა არის!

მსოფლიოში არ მთავრდება კამათი იმის შესახებ, თუ რა სჯობს - ეგრეთ წოდებული "ფეხში პასი" თუ "პასი წინ"? კამათით კი კამათობენ, მაგრამ საკითხი ხშირად სწორად არ ესმით. ცნებები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აირია. კერძოდ, თამაშის ამ ორ პრინციპს გრძელი პასებითა და "ბარსელონასებურად" ეგრეთ წოდებული "ტიკი-ტაკას" თამაშში ურევენ.

რასაკვირველია, "წინ პასით" თამაში გრძელ გადაცემებსაც მოიცავს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მოიცავს, ერთი და იგივე კი არ არის. ზუსტად იგივე შეიძლება ვთქვათ "ფეხში პასზე". ეს არ გახლავთ რინუს მიხელსისა და იოჰან კრუიფის მიერ დაწყებული და პეპ გვარდიოლას მიერ გაგრძელებული ტაქტიკა, თუმცა "ტიკი-ტაკას" დროს პარტნიორს ბურთს ფეხში ხშირად აწოდებენ.

იმისთვის, რომ "ფეხში პასი" და "წინ პასი" განვასხვაოთ, უნდა დავაკვირდეთ, როგორ აწოდებენ მოთამაშეები ბურთს ერთმანეთს, ოღონდ მაშინ კი არა, როცა მისი გვერდით მდგომისთვის მიგორება უნდათ, არამედ - წინ. მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. თუ დაინახავთ, რომ თანაგუნდელები ცდილობენ ბურთი ერთმანეთს მაინცდამაინც ფეხში მიაწოდონ, ესე იგი ისინი შეტევებს შედარებით ნელა, გააზრებულად ააწყობენ, წინასწარ მოლაპარაკებული კომბინაციებისთვის ამზადებენ ნიადაგს, ხოლო თუ შეამჩნევთ, რომ ბურთს ერთმანეთს წინ უგდებენ, ესე იგი მათი შეტევა თავისუფალ ზონაში შეგდებული ბურთის დაწევაზე და სწრაფ სირბილზეა აწყობილი. ინგლისელები ამას "პირდაპირ ფეხბურთს" უწოდებენ.

მნიშვნელოვანია, დამწყებმა ექსპერტებმა იცოდნენ, რომ გუნდმა მატჩის მსვლელობისას თამაშის სტილი შეიძლება შეცვალოს. განვიხილოთ, მაგალითად, ლუის ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედი". ჰოლანდიელი მწვრთნელის დავალებით ამ გუნდის ფეხბურთელები, როგორც წესი, თამაშს "ფეხში პასით" იწყებენ. როცა ბურთი ფეხთან გაქვს, ტემპსაც უფრო არეგულირებ და იმის საშიშროებაც ნაკლებია, რომ ჩქარა სირბილს აყოლილმა მოწინააღმდეგემ სწრაფი კონტრშეტევა მოგიხერხოს.

თუმცა, არის შეხვედრები, როცა მანჩესტერელებს ანგარიშის გათანაბრება სჭირდებათ, ან, ვთქვათ, შედარებით სუსტ მოწინააღმდეგესთან ვერ იგებენ და გოლი აუცილებლად აქვთ გასატანი.

ასეთ დროს, ვან გაალი სტილის შეცვლას არ ერიდება. თუ დაკვირვებიხართ, მას, საგანგებო სიტუაციებში, მოედანზე ხშირად მარუან ფელაინი შეჰყავს და "წინ პასით" თამაშზე გადადის. კარგი იქნება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ან ნებისმიერი სხვა გუნდის მიერ მატჩის მსვლელობისას სტილის შეცვლა თუ არ გამოგვეპარება.

ზოგადი სურათი

ყველაფრის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, აღქმა უფრო ადვილია, როცა თამაშს ტრიბუნიდან ადევნებთ თვალს.

ტელევიზორში სრული სურათი არ ჩანს, რადგან კამერა მხოლოდ ბურთიან მონაკვეთს აჩვენებს, ტრიბუნიდან კი მოედნის იმ ნაწილებსაც ვხედავთ, რომელთაც კამერის ობიექტივი ვერ სწვდება. შესაბამისად, როცა თამაშს ვესწრებით, საშუალება გვეძლევა დავაკვირდეთ ყველა ფეხბურთელს და ორივე გუნდის ტაქტიკასაც სრულად აღვიქვამთ.

სატელევიზიო ტექნიკა ისე ვითარდება, რომ შორს არ არის დღე, როცა შინ მოკალათებულები შეტევისკენ გახედვის ნაცვლად თვალს მოედნის მეორე ბოლოსკენ გავაპარებთ და დავინახავთ, სად დადგა ამ დროს ცენტრალური მცველი, რამდენად კომპაქტურად განლაგდა მისი გუნდი მოედანზე, ხომ არ არის სადმე "სქემიდან ამოვარდნილი ფეხბურთელი" და თუ არის, რამდენად სწორად "კეტავენ" მას... მაგრამ, ეს მაინც მომავლის ამბავია.

დღეისათვის, ბრიტანეთში, ტელეკომპანია Sky თავის აბონენტებს სთავაზობს ეგრეთ წოდებული "ტაქტიკური კამერით" მომსახურეობას, რომელსაც ჩვეულებრივ კამერებთან შედარებით ფართო კუთხე აქვს და მოედნის გაცილებით მეტ ფართობს მოიცავს. თუმცა, ცხადია, ყველა, ვისაც ფეხბურთის ყურება ექსპერტის თვალით უნდა, ბრიტანელი არ არის.

ამიტომ, მოწადინებულთათვის არსებობს ერთი დიდებული ხერხი: ჩაიწეროს ან გადაახვიოს მატჩი და რამდენჯერმე ნახოს. თვალისა და აღქმის გავარჯიშებისთვის ჩინებული იქნება.

ილია ბაბუნაშვილი

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

td1982
სტატია კარგია, თუმცა "ფეხში" და "წინ" პასი ყველა ტაქტიკაშია რაღაც დოზით. მაგას სიჩქარის ცვლა ქვია. სიჩქარეებს ყველაზე კარგად და გამართულად ჩეხეთის ნაკრები ცვლიდა 2004 წლის ევროპაზე. ტაქტიკა "დაცვიდან შეტევაში" რეჰაგელის საბერძნეთს იდეალურ დონეზე ჰქონდა დამუშავებული. რაც შეეხება ჩელსის კონტრშეტევებს, გემოვნების საკითხია მაგრამ ჰაინკესის ბაიერნი და ანჩელოტის რეალი ბევრად უფრო სრულყოფილად ახორციელებდნენ.
დაჩი იმედაძე
მართლაც კარგი სტატიაა, იქნებ დასრულდეს: "მარტო შეტევას თამაშობენ" და "ვესტ ბრომვიჩის ნაირი გუნდები ფეხბურთს არ თამაშობენ." გამონათქვამების ტყორნცა. :)))
MM
ბაბუნაშვილი არის უძლიერესი ჟურნალისტი!
giorgi
ჩინებული სტატიაა, მადლობა ავტორს!
goga
მადლობა, კარგი სტატიაა. უფრო ვრცლადაც კარგი იქებოდა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს