საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს თემურ ქეცბაიას ინტერვიუდან:

- შეამჩნევდით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო ხშირად ცდილობს შეტევას, ვიდრე თქვენს დროს...

- ზოგიერთებივით ინტრიგნობას არ დავიწყებ. ჩემგან არაკორექტული იქნება იმაზე ლაპარაკი, ჩემს დროს რა იყო და ახლა როგორ არის. გულშემატკივარი ყველაფერს ხედავს და თავად შეაფასებს...

ჩვენ რომ გვაკრიტიკებდნენ - რით არიან უკმაყოფილოო, ის ადამიანები ახლა ჩვენზე უარეს რაღაცებს ამბობენ, სხვანაირად აჭიკჭიკდნენ... არ შეიძლება, როგორც იმ მომენტში გაწყობს, სულ ისე ილაპარაკო.

სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და რაც მალე მივხვდებით, რა მდგომარეობაში ვართ და რა არის გასაკეთებელი, მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის.

სამწუხაროდ, აქ მხოლოდ ფული არ არის პრობლემა - შეიძლება მილიარდი ჩადო ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ხალხი არ არის, ვინც ამ ფულს სწორ მიმართულებას მისცემს. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა!

- საკლუბო ფეხბურთში გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეთ, ვიდრე ნაკრებში. ეს რას ნიშნავს - "საკლუბო მწვრთნელი" ხართ თუ საქართველოს ნაკრებს ვერ მოუხერხეთ ვერაფერი?

- ჩემამდე საქართველოს ნაკრებში მსოფლიო დონის მწვრთნელებმა - ტოპმიოლერმა და კუპერმა იმუშავეს და მიაღწიეს რამეს?! მათთან შედარებით, მე გაცილებით უკეთესი შედეგი მქონდა. კუპერს 16 მატჩში 12 წაგება და 4 ფრე ჰქონდა, ჩემი მუშაობის პირველი წელი კი საერთოდ წაუგებლად ჩავამთავრეთ. მაგრამ მერე ნაკრები გამოცდილმა ფეხბურთელებმა დატოვეს...

- დატოვეს თუ დაატოვებინეთ?!

- როცა ვნახეთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ იყო, აქცენტი ახალი გუნდის შენებაზე გავაკეთეთ. გამოცდილი ფეხბურთელები წავიდნენ, ახალგაზრდა ბიჭები კი არ აღმოჩნდნენ მზად ეროვნული ნაკრებისთვის... ეროვნული გუნდის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას ნაკრებში რომ იღებს, რაღაზეა ლაპარაკი?! ასეთი რამ სხვაგან არსად ხდება.

ნაკრებში უნდა თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში არიან. ჩვენ კი წლების განმავლობაში გვიწევდა თამაში მოთამაშეებით, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ... ფეხბურთის თამაში ვიცითო, რომ გავიძახით, კი, 20-30 წლის წინ მართლაც ვთამაშობდით, მაგრამ ახლა... 2-3 გამონაკლისის გარდა, ნორმალურ ევროპულ კლუბში ფეხბურთელი აღარ გვყავს, ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ქართველზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ფეხბურთის თამაში ჭამა-სმა არ არის, ამაში რომ შევეჯიბროთ ვინმეს, თანამედროვე ფეხბურთში სხვა მოთხოვნებია!

- ლევან კობიაშვილი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ნაადრევად დაატოვებინეთ ნაკრები... ლევანი ახლა სფფ-ის პრეზიდენტია - თუ იცით, ისევ ნაწყენია თქვენზე?

- როცა პრეზიდენტი გახდა, სმს გავუგზავნე და წარმატება ვუსურვე... ლევანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ნაწყენი იყო ჩემზე. მისი კარგად მესმის, მაგრამ იმ მომენტში ისე მოვიქეცით, როგორც ქართული ფეხბურთის უკეთესობისთვის გვეგონა უკეთესი...

- ბოლოს როდის იყავით სამშობლოში? საქართველოზე გული ხომ არ აგიცრუვდათ?

- ქართულ ტელევიზიებს თუ დაუჯერებ, მართლა აღარ მოგინდება საქართველოში ჩასვლა. პოზიტიურზე არაფერს ამბობენ, მხოლოდ ნეგატივი ისმის - ჩხუბი, არეულობა, ერთმანეთის ჭამა... დავიჯერო, კარგი არაფერი ხდება?! მაგრამ ტელევიზიით რაც უნდა აჩვენონ, მე ქართველი კაცი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და როცა ჩამოსვლის შანსი მომეცემა, ყოველთვის ჩამოვალ... ნაკრებიდან ისე წამოვედი, არ მომეცა გულშემატკივრისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობა.

გადაწყვეტილი კი მქონდა წასვლა, მაგრამ არ მეგონა, ბოლოსკენ ასე თუ შეტრიალდებოდა სიტუაცია... არადა, ხუთი წლის განმავლობაში ნაკრების სათავეში სწორედ ხალხის სიყვარული მაჩერებდა! ქომაგს იმედები ვერ გავუმართლეთ, მაგრამ ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი.

ნაკრებში მუშაობისას, ქართველ ჟურნალისტებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანი არ შემხვედრია, გულთბილად რომ არ მოვეკითხე!

- ემოციურმა ხასიათმა თქვენ არ შეგიშალათ ხელი მუშაობაში? შესაძლოა, არ აგინებდით ფეხბურთელებს, მაგრამ ზედმეტი ემოციურობის გამო ბევრი გაანაწყენეთ...

- ემოციური რომ ვარ, იმიტომ გავხდი კარგი ფეხბურთელი და მწვრთნელი; ინერტული რომ ვყოფილიყავი, რას მივაღწევდი?! შეიძლება, იჯდე და მშვიდად უყურო ფეხბურთს?! ათი წელია, მწვრთნელად ვმუშაობ და კონფლიქტი არავისთან მქონია. ყველა გამოგონილ ბრალდებაზე თავის მართლებას ხომ არ დავიწყებ?! არაფრის შეცვლა არ მინდა - თუ შევიცვალე და რაღაც თამაშები დავიწყე, აღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

gio
1993 წლიდან დღემდე , რამდენი ადამიანისთვის სიკეტე გაგიკეტებია, მარტო ეს გეყოფა ქეცბა, სიცოსხლე შეგინარჩუნებია და ჭირში და ლXინში დახმარებიხარ ხალხს და დღესაც ეხმარები ,ღმერთი იყოს შEნი მფარველი კეთილო ადამიანო, უფლისგან არაფერი არ დაგეკარგება , რაც მთავარია
nago
ტემურ,შენ ყოველთვის პატრიოტი იკავი , შენ შენი საქართველო ყოველთვის გიყვარდა და გეყვარება , ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ხომ ხედავ ,შური რა არის , მამაშენი მას ნერვიულობდა აქ ამათთან მას გაუჭორდება და რა დროს ვკვდებიო , დედაც მაგას ამბობდა და კიდევაც ისე მოხდა შEნ აქიდან გულნატკენი ჭახვედი არა ხალხისგან........
oto
თავისი შეცდომების აღიარება დიდად არავის მოსწონს. - გუნდს შედეგები ქონდა სანამ თვითონ ქეცბაიამ არ გაყარა ყველა წამყვანი ფეხბურთელები პანტყა პუნით. ნაკრებში კიდევ ფეხბურთელს ვერ გაზრდი წელიწადში 12 თამაშით. რა თქმა უნდა ცხადაძის გუნდი ბევრად დიდ იმედებს იძლევა ვიდრე ქეცბაიას დროს, არადა ფეხბურთელების უმრავლესობა იგივეა
ხერხე
აღდგომა და ხვალეო, გამოჩნდება ვინ უფრო უკეთ ათამაშებს ნაკრებს. ერთი რაც ნაღდია ცხადაძესთან ნაკრებმა ფეხბურთის თამაში მაინც დაიწყო, თუნდაც ჯერ საშუალო დონის, მაგრამ მაინც ფეხბურთის. ქეცბასთან აშკარად სხვა სპორტის სახეობას მისდევდნენ.
quTaiseli
ქეცბაიას მწვრთნელობა ვისაც მოწონდა ნაკრებში შეუძლია მისავე შექმნილი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნოს და ასე უქნია სახლკარიც გადაულოცოს თუ ხელფასი არეყოფა მილიონებს შოულობდა აქ და მიტო ჩამოვიდა და არა ჩემი და ჩემი ოჯახის სიყვარულისთვის.ცხადაძის ხელფას ამის ხელფას ვინც ადარებს ის მათემატიკის გარტყმაში არუნდა იყოს.და ეჭვიც არ მეპარება ქეცბაიაზე უარესი შედეგი არექნება კიდე ცხადაძეს.
მწარე
მართალია თემო, სადა ,გატუზო'' გაგუა ახლა ? ლივერპულში თუ რეალში ? ან ისინი ვინც თემოს აკრრიტიკებდნენ მეტი ეთქმოდაათ ? ხომ აღმოაჩინა'' ცხადაძემ ახალი ვარსკვლავი თავისი შვილის სახით ??ხო რომელს აქვს უკეთესი მიღწევა ? თემო დიდი მწვრთელია და კიდევ უფრო მეტს ნახავთ მის საქმეებს მალე!
odala
ინტრიგნობას არ დავიწყებ ზოგიერთებივითო, რომ ამბობს აბა ვისზე აქვს ლაპარაკი? ცხადაძეზე, რომელმაც შანსი არ გაუშვა ხელიდან რომ არ ეკბინა ქეცბაიასთვის, რაც მართლაც არაკორექტულია. ნაღდად შეეშალა და ეშლება ცხადაძეს. ერთხელ რომ ეთქვა კიდევ მესმის, მაგრამ რამდენჯერმე წამოაძახასავით.
dola
90 წუთი რო მინდორზე ვერ ირბენ კი ვაგინოთ ქეცბას მარა უკეთესი რო გამოჩნდება მერე ეგენი მალე ცხადაძესაც გვაგინებინებენ
dola
90 წუთი რო მინდორზე ვერ ირბენ კი ვაგინოთ ქეცბას მარა უკეთესი რო გამოჩნდება მერე ეგენი მალე ცხადაძესაც გვაგინებინებენ
beqa
ისე კი , წარმატებები ოქრიაშვილსაც : ) იმედია აეწყობა საბოლოოდ კარიერა.... ქეცბაიასაც წარმატებები : ))
beqa
გენკში თამაშობსო საუკეთესო ფეხბურთელი ? :დდ თამაშობსო ? : ))) თამაშობსოო ? : ))
გულშემატკივარი
ქეცბა რომ უძლიერესი ფეხბურთელი და ასევე ცხადაძეზე ბევრად ძლიერი მწვრთნელი რომ არის ამაში რა არის სადავო? ერთი შოტლანდიას მოვუგეთ და ჭკუაზე აღარ ვიყავით, მერე გერმანიასთან 0-2, 2-1-მა ბევრს გაარეკინა, ეს რა მაგრები ვყოფილვართ ბრაზილიის "გამნადგურებელი" გერმანია უფრო დიდი ანგარიშით ვერ გვიგებსო. ფეხბურთელი ნორმალურად წინ რომ ვერ გარბის და საშუალო სიძლიერის პასს რომ ვერ იღებს ამაში ქეცბაიაა დამნაშავე? ან ყველაზე მაგარი კლუბი სადაც ქართველ ფეხბურთელი თამაშობს გენკი რომ არის ესეც ქეცბაიას ბრალია? სხვები სად თამაშობენ? ალბანეთში? ყაზახეთში? აზერბაიჯანში? ვაკოზე და ჰოლანდიაზე შეგნებულად არაფერს ვამბობ, როგორც ყველა იძახის ოქრიკა პირველია, მე კი ნაკრებისთვის ვაკო უფრო სასარგებლო მგონია. ნაკრებს ბევრად სახელოვანი მწვრთნელები ყოლია (მწვრთნელად სახელოვნები, ფეხბურთელებად კი არა) და ბევრად ძლიერი შემადგენლობები გვყოლია, მაგრამ შედეგი ქეცბაიაზე უარესი იყო ყოველთვის, ესეც ქეცბაიას მინუსია :)))))) მოკლედ მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა, ცხადაძეს წარმატებას ვუსურვებ, დავდივარ და ვივლი ნაკრების თამაშებზე შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ბოლომდე ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ქეცბაიას არ დავივიწყებ, ის მართლაც უძლიერესია.
7777
ქეცბა უმაგრესი კაცი ხარ... არ აყვე ლელოს არაკომპეტენტურ ჟურნალისტებს... იმედია აგენს მალე ცხადაძეც დაამხობეს თავზე ყველაფერს. დ ამერე წაცვლენ მინაშვილთან სამარადჯამოდ :))))
inkognito
მეგობრებო ამ კაცის დანიშვნა ნიუკასლში და საბერძნეთსი უნდოდათ აბა თქვენ რა გინდათ მწვრთნელმა უფასოდ იმუშაოს 5 წლის განმავლობაში ? შედეგი რომელსაც ცხადაძე ახწევს თუ მაგას მიხწევა ქვია ეს არის ეიფრორია და მოტივაცია სანამ გვყოფა მანამდე ვითამაშებთ და მანამდე წავაგებთ მაგრამ კარგი თამაშით თუ ქართულ ფეხბურთში რევოლუცია არ მოხდა ცხადაძე კიარა გუარდიოლა ვერ იზამს ვერაფერს დამიჯერეთ
ირაკლი
ნამეტანი ძვირი დაუჯდა ხალხს, შენგან "სიყვარული"
burnuta
კიი თემურ,კიი...ხალხის და მაზოხისტური დაცვითი ტაქტიკის სიყვარული.
ქომაგი
და როცა ყველა ერთხმად შენს წასვლას მოითხოვდა, მაშინაც ხალხის სიყვარული გაჩერებდა თუ წელიწადში 2 000 000 დაკარგვა გენანებოდა?
gio
13 მილიონი ლარი რაში აიღო ეგ ჰკითხეთ.. სამშობლოს ხარჯზე ჯიბე გაქსელებული კაცია
ქეცო მაგარია
როგორც ქეცბაიას, ისეთივე პატივს ვცემ ცხადაძეს, ორივენი გულიანი და თავდაუზოგავი ფეხბურთელები იყვნენ და ნაკრებში შეუძლებელი შეძლეს. რაც შეეხება მათ შედარებას ცხადაძეს უარესი შედეგი აქვს ვიდრე ქეცბაიას ნაკრებთან მიმართებაში, ასე, რომ აჯობებს ბავშვთა ფეხბურთის წინა პლანზე გამოწევა, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ამჯამინდელი ნაკრების ფეხბურთელები 2-3-ის გარდა მენახირეები არაიან!! ისე ნაკრების თავკაცი თავის შვილს, რომ იწვევს ნაკრებში, მაშინ ის კაკ მინიმუმ კარგთან მიახლოებული მაინც უნდა იყოს რაც სამწუხაროდ პირიქითაა და უარესებს უწევს სერიოზულ კონკურენციას. ეს უკვე არ მომწონს ცხადაძისგან!
პაატა
თემურ,სანამ პასუხისმგებლობის უღელი არ დაედგმევა მხრებზე ადამიანებს,საკეთებილი საქმის სიმძიმეს ვერ გრძნობენ.მე გისურვებთ ჯამრთელობას,ოჯახურ იდილიას,სამსახურებრივ წარმატებებს და ხალხიდან პატივისცემას,რას იზამთ,ნიჭიერებას უნიჭობა უშლის ხელს წარმატებების მიღწევებში,გისურვებთ წარმატებებს.
Saba
მართალია ეს კაცი და რა გინდათ. მასე ბევრად მაგარ მწვრთნელებს უმუშავიათ მაქამდე მარა შედეგი უარესი ქონიათ. პატრიოტია
გიგლია
წარმატებებს გისურვებ, თემურ! დარწმუნებული ვარ შენს გულწრფელობაში. არასოდეს დამავიწყდება, რა თავგანწირვით იბრძოდი ხოლმე ნაკრებში, არ ნებდებოდი რას არ უნდა განწირული მატჩი ყოფილიყო. რაც შეეხება ნაკრებში შენს მოღვაწეობას, არც მე არ მომწონდა შენი სტილი (ქართველებს უფრო შემტევი ფეხბურთი შეგვეფერება, თუნდაც უშედეგო), მაგრამ ეს შენთვის კი არ იყო მოსაკითხი, არამედ ფედერაციისთვის. შენ რაც იცოდი და რაც სწორი გეგონა, აკეთებდი იმას და ეგრეც უნდა ქნას კარგმა მწვრთნელმა. სხვათაშორის, ეხლა რომ ასეთუისე ნორმალურ დაცვას თამაშობს ნაკრები, შენ დროსა აქვს ნასწავლი. ბევრ გულშიმატკივარს, სამწუხაროდ, ეს არ ესმის.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...