6 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა
6 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. IV ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს.

ტური სუპერლიგა B-ს შეხვედრით გაიხსნა. "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და "უნიკრედიტის" დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 3-6 დასრულდა.

პირველი და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა აჭარის სომეხთა კავშირის გუნდმა "ახპიურმა", რომელმაც უშუალო კონკურენტს, კასპის "გენერალს" სძლია მინიმალური სხვაობით - 1-0. აღსანიშნავია, რომ კასპელებმა მატჩის მიწურულს ორი 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება ვერ მოახერხეს.

პირველი ქულები დაკარგა და პირველი მარცხი იწვნია მიმდინარე გათამაშებაში "საქართველოს უნივერსიტეტმა", რომელიც "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდთან დამარცხდა - 1-2. ეს მარცხი სტუდენტებს ცხრილში ლიდერობის დაკარგვად დაუჯდათ. ახალი ლიდერი კი "ვივუსია", რომელმაც ასევე უშუალო კონკურენტს, ზესტაფონის "ფეროს" სძლია - 4-2.

ტური "პალერმოსა" და "ევროკრედიტის" უხვგოლიანი დაპირისპირებით დასრულდა, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად - 3-6.

ამრიგად, სატურნირო ცხრილს დაუმარცხებლად VIVUS.GE ლიდერობს 10 ქულით, მასზე ერთი ქულით ნაკლები აქვს "საქართველოს უნივერსიტეტს", ხოლო მესამე პოზიციაზე კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი - "GM ჭიათურა" იმყოფება, რომლის ანგარიშზეც 8 ქულაა.

06.12.2015. სუპერლიგა B. IV ტური

CFCP - UNICREDIT.GE 3-6

ახპიური - მფკ გენერალი (კასპი) 1- 0

UG - GM ჭიათურა 1-2

VIVUS.GE - სკ ფერო (ზეს) 4-2

პალერმო - ევროკრედიტი 3-6

ბომბარდირები: დავით ხუჯაძე (სკ ფერო) - 10, გიორგი ჩივაძე (CFCP) - 7, ლაშა თურმანიძე (პალერმო) - 6, ბაჩო კობიძე (VIVUS.GE) - 5

ტრადიციულად, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა კალენდარული ტურის შეხვედრები სუპერლიგა A-ს გუნდების მონაწილეობით.

პირველი გამარჯვება მოიპოვა მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯიამ", რომელმაც გათამაშების აუტსაიდერი ბათუმის "დინამო" დაამარცხა - 4-2.

მოლოდინისამებრ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა ტურის ცენტრალური დაპირისპირება მფკ "ნატახტარსა" და სკ პსპ-ს შორის, რომელიც "ფარმაცევტების" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. ეს ამ გუნდების რიგით მე-14 დაპირისპირება იყო და ამ მატჩის შემდეგ საერთო ანგარიშია 7-6 "ნატახტარის" სასარგებლოდ. ასევე აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეოთხე თამაშია "ნატახტარი" პსპ-ს ძლევას ვერ ახერხებს.

არანაკლებ დაძაბული და რაც მთავარია, დრამატული გამოდგა სკ "ჯვაროსნები-ევექსისა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის დაპირისპირება, სადაც გამარჯვება ბოლო წუთზე გატანილი ორი გოლით "ჯვაროსნებს" ხვდათ წილად - 3-2, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში სწორედ ისინი ჩადგომოდნენ.

სამმატჩიანი საყაიმო სერიის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა მფკ "ტატიშვილმა", რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის ძლევა მოახერხა - 2-0. მიუხედავად იმისა, რომ "მედიკოსები" პსპ-სთან ერთად დაუმარცხებლად აგრძელებენ ასპარეზობას, სატურნირო ცხრილში 6 ქულით ჯერ მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

სათამაშო დღე საკმაოდ მხიარული, უხვგოლიანი და სანახაობრივი დაპირისპირებით დასრულდა, რომელშიც ვეტერანებმა 7-5 სძლიეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს. თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩნენ ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი, ხოლო გიორგი დემეტრაძემ ერთ შედეგიან დარტყმას სამი ზუსტი პასიც დაურთო თან. თუმცა ვეტერანთა რიგებში ყველაზე მეტი, სამი გოლით ლევან ჩიხრაძე გამოირჩა, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მეორე ჰეთ თრიკია მიმდინარე გათამაშებაში. პირველად თავი მან გასულ კვირას, "კრედოს" რიგებში გამოიჩინა. რაც შეეხება კახა კალაძეს, მატჩის წინა გახურებისას იგი ფეხის ტკივილმა შეაწუხა და ამ შეხვედრას თვალი ტრიბუნებიდან ადევნა.

06.12.2015. სუპერლიგა A. IVტური

დინამო (ბთ) - გრანდ გრუპი (მცხ) 2-4

მფკ ნატახტარი - სკ პსპ 0-2

სკ ჯვაროსნები-ევექსი - შსს 3-2

მფკ ტატიშვილი - სდსს 2-0

ვეტერანები - FC TTC 7-5

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (სკ ჯვაროსნები-ევექსი) - 7, იასონ ხუნდაძე (FC TTC), ლადო ასათიანი (გრანდ გრუპი) - 5

6 დეკემბრის სათამაშო დღე სხვა მხრივაც იყო საინტერესო. ჩემპიონატის ორგანიზატორის, სპორტული სააგენტო SBM-ის ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, სტარტი აიღო ახალმა სოციალურმა პროექტმა - გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი, რომლის მიზანია, საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გამოჩენილი და გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.

პროექტის პირველი სტუმარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, შინდისის ბრძოლაში დაჭრილი, 27 წლის კაპრალი ტრისტან ჩიტიძე გახლდათ, რომელიც "ნატახტარსა" და პსპ-ს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, გუნდებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო და ორგანიზატორებისგან სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ტრისტან ჩიტიძე 2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარი შინდისის ბრძოლის ერთ-ერთი ცოცხალი გმირია. ამ ავად სახსენებელი დღის შემდეგ მას რვა ოპერაციის გადატანა დასჭირდა - ოთხი საქართველოში ჩაუტარდა, ოთხიც კი ისრაელში. წელიწადნახევრიანი ინტენსიური მკურნალობის შედეგად ორივე ფეხი შეუნარჩუნეს.

დღეს იგი აქტიურად მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ყოველდღე საშუალოდ 20 კილომეტრს დარბის. სულ ახლახან კი მეგობრებთან ერთად 42-კილომეტრიან მარათონში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული პროექტი თვეში ერთხელ განხორციელდება და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე მოსულ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ გაიცნონ გამორჩეული ქართველი ჯარისკაცები.

ამავე დღეს, ტრადიციულად, ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელებიც დაჯილდოვდნენ.

სუპერლიგა A-ს ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემტევი იასონ ხუნდაძე დასახელდა, რომელსაც დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგან სპა-ცენტრის ერთთვიანი ვაუჩერი გადაეცა.

სუპერლიგა B-ს მესამე ტურის საუკეთესოს წოდება კი VIVUS.GE-ს კაპიტანს, ბაჩო კობიძეს მიენიჭა, რომელიც Apple City-ს სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი